ნამცხვრები ნამცხვარი Kinder -ი 2015, 8 სექტემბერი, 11:09 მასალა ცომისთვის: კვერცხი — 4 ცალი შაქარი — 80 გრ. რძე — 20 მლ. ზეთი — 100 მლ. ფქვილი — 4 ს. კ. კაკაოს ფხვნილი — 2 ს. კ. თაფლი — 2 ს. კ. გამაფხვიერებელი — 1 ს. კ. მასალა კრემისთვის: ნაღები 33 %-იანი — 350 მლ. შესქელებული რძე — 180 მლ. თაფლი — 1 ს. კ. ჟელატინი — 10 გრ. ვანილი — 1 მწიკვი შენიშვნა: თაფლზე ალერგიის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნამცხვარი ამ ინგრედიენტის გარეშე გამოაცხოთ.
მომზადება:
1. კვერცხის ცილა და გული სხვადასხვა თასებში მოათავსეთ > საცერში ერთად მოათავსეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი და გაცერით. 2. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, გათეთრებამდე > დაუმატეთ რძე, ზეთი, თაფლი და ფქვილის, კაკაოს და გამაფხვიერებლის ნარევი > ყაველფერი კარგად ათქვიფეთ. 3. ათქვიფედ ცილა კარგად, ისე რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში არ იღვრებოდეს (ათქვეფამდე ცოტა ხნით მაცივარში თუ მოათავსებთ ცილას და ათქვეფის წინ, მწიკვ მარილს თუ დაამატებთ, უფრო ფუმფულა და მკვრივ მასა მიიღებთ, ათქვეფის შემდეგ) > შეურიეთ ცომის მასას ფრთხილად, ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად. 4. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად და გამოაცხეთ რიგრიგობით, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 12 წუთის მანძილზე თითოეული. 6. გაათბეთ 50 მლ. ნაღები, არ აადუღოთ! > გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ კარგად გაწურული ჟელატინი. 7. თასში ერთმანეთს შეურიეთ შესქელებული რძე, თაფლი და ვანილი > დაუმატეთ ჟელატინიან მასა და ურიეთ, კოვზით, 5 წთ. მანძილზე.
P. S. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გადაასხათ შოკოლადის მინანქარი.
417 6-ს მოსწონს
|