ნამცხვრები ტორტი ,,ჯადოქარი" - სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი 2015, 4 ოქტომბერი, 0:08 ინგრედიენტები: ცომისთვის: შაქარი — 1 ჭიქა კვერცხი — 4 ცალი ვანილინი — გემოვნებით გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ. ფქვილი — 1 ჭიქა კრემისთვის: კვერცხი — 2 ცალი რძე — 2 ჭიქა შაქარი — 1 ჭიქა ფქვილი — 6 ს. კ. კარაქი — 50 გრ. ვანილინი — გემოვნებით მინანქარი: კარაქი — 50 გრ. კაკაოს ფხვნილი — 3 ს. კ. შაქარი — 4 ს. კ. არაჟანი — 4 ს. კ. ვანილინი — გემოვნებით მომზადება: 1. ათქვიფეთ კვერცხი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ, ვიდრე შაქარი არ გადნება > დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებლით და ისევ ათქვიფეთ. ეს არის ბისკვიტის რეცეპტი, რომელიც ყოველთვის ფუმფულა და ნაზი გამოდის. 6. ბისკვიტი გაყავით ორ ფენად > პირველ ფენაზე მოათავსეთ კრემი და დანით გაასწორეთ, რომ ყველგან თანაბარ სიმაღლეზე იყოს > დააფარეთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა. 7. მინანქრის მოსამზადებლად, ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარაქი > დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ > დაამატეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი და ვანილინი > ყველაფერი კარგად აურიეთ და ხარშეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება, თან სულ ურიეთ. გაითვალისწინეთ, იმდენად დაბალ ცეცხლზე უნდა იდგეს, რომ შაქარი მანამდე გადნეს, ვიდრე ადუღდება. მინანქარი დუღილის ტემპერატურამდე არ მიიყვანოთ. 8. მინანქარი შეაგრილეთ > ტორტს ზემოდან გადაასხით > შედგით მაცივარში 3-4 საათით. 1347 8-ს მოსწონს |
დიდი მადლობა რჩევისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებ.