x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის ხვეული და უნივერსალური ცომის რეცეპტი, ნებისმიერი გულსართის მქონე ხვეულებისთვის
შოკოლადის ხვეული


მასალა ცომისთვის:


მარგარინი - 200 გრ.

შაქარი - 250 გრ.


კვერცხი - 4 ც.

რძე ან წყალი - 5 ს. კ.

სოდა - 1 ჩ. კ.

შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა (1, 5 გრ.)

ფქვილი - 4-5 ჭ.


მასალა გულსართვისთვის:


ნიგოზი - 1 ჭ.

შაქარი - 1 ჭ.

კაკაო - 3 ს. კ.

ყავა - 1 ჩ. კ.

წყალი - 5 ს. კ.

კარაქი - 1 ს. კ.

ვაშლი (საშუალო ზომის) - 2 ც.


გულსართის მომზადება:


1. გაფცქვენით და გახეხეთ ვაშლი, მანქანაში გაატარეთ ნიგოზი;

2. შაქარი, კაკაო, ყავა, კარაქი და წყალი, მოათავსეთ პატარა ჯამში და დადგით ნელ

ცეცხლზე, თან სულ ურიეთ. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან;

3. როდესაც შეგრილდება, დაამატეთ გახეხილი ვაშლი და გატარებული ნიგოზი;


მომზადება :


1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე;

2. როდესაც მარგარინი კარგად შეგრილდება, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი (ვიდრე

თქვეფას დაიწყებთ, ერთი კვერცხის გული ცალკე გადადეთ);

3. დაამატეთ მარგარინი და ათქვიფეთ;

4. ამის შემდეგ, ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ.

დაამატეთ: 1 ჭ. ფქვილი > 2 ს. კ რძე > 1 ჭ. სოდაშერეული ფქვილი > 3 ს. კ. რძე >

1/2 შეკვრა ვანილი და ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომი ან/და იყოს რბილი და

გასაბრტყელებელი;

5. ცომი გაყავით 4 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.

6. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 1 სმ-ს სისქეზე და ზემოდან გაანაწილეთ

გულსართის 1/4 ნაწილი, ის რომ კიდეებთან 2-3 სმ ცომი დარჩეს გულსართის გარეშე.

გადაახვიეთ ცომი და ხვეული მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის

ფირფიტაზე გლუვი ზედაპირით ზევით;

7. ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული და

ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ 5 სმ-ს დაშორებით. ზემოდან მოაფიფქეთ შაქრის ფხვნილი;

8. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე და ხვეულები შედგით გამოსაცხობად;


სურვილის შემთხვევაში, როდესაც ნამცხვარი შეგრილდება, შეგიძლიათ შოკოლადის

მინანქარი გადაასხათ და გააფორმოთ (მინანქარი აუცილებელი არ არის).


P.S. ეს არის უნივერსალური ცომი ხვეულებისთვის და შეგიძლიათ გამოიყენოთ

გულსართის სხვადასხვა ვარიანტები: ჯემი, გატარებული ნიგოზი შაქრის ფხვნილით ან პუდრით და ა. შ.




0
358
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0