ნამცხვრები თაფლის ნამცხვარი გულსართით 2015, 2 დეკემბერი, 13:22 მასალა კრემისთვის: რძე — 500 მლ. კვერცხი — 3 ცალი ფქვილი — 3 ს. კ. სახამებელი — 1 ს. კ. ვანილინი — 1, 5 გრ. შაქარი — 150 გრ. კარაქი — 150 გრ. მასალა ცომისთვის: კვერცხი — 1 ცალი შაქარი — 150 გრ. თაფლი — 3 ს. კ. კარაქი — 50 გრ. რძე — 2 ს. კ. სოდა — 1 ჩ. კ. ძმარი — 1 ს. კ. ფქვილი — 450 გრ. გულსართი: გარგრის ჯემი (ან ხილის პიურე) – 1 ჭიქა შოკოლადის მინანქარი – გემოვნებით მომზადება:
2. ცომის მოსამზადებლად: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > შეათქვიფეთ თაფლი, კარაქი, რძე, სოდა ძმრით > ყველაფერი კარგად ათქვიფეთ > დადგით ორთქლის აბაზანაზე 15-20 წთ. თან სულ ურიეთ. 3. ცეცხლიდან რომ გადმოდგავთ, მაშინვე დაამატეთ ფქვილი. ცომი თავიდან თხელი იქნება, მაგრამ ზედმეტად ფქვილს ნუღა დაამატებთ. დააცადეთ 20–25 წუთი და ცომი გამაგრდება. 4. გაყავით ცომი 4 ნაწილად > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე > გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 7. პირველ ფენაზე კრემის ნახევარი მოათავსეთ და გადაასწორეთ > ზემოდან დაადეთ მეორე ფენა > გადაუსვით ჯემი > შემდეგ ისევ ფენა > გადაუსვით კრემი > ისევ ფენა > გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი > ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი. ნამცხვარი 2-3 სთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ კრემი გაუჯდეს და 10-12 სთ. მაცივარშ შეინახეთ. ნამცხვარი II დღეს უფრო გემრიელია. გემრიელად მიირთვით!
645 7-ს მოსწონს 1-ს არა
|