x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბოსტონური ტორტი

ბოსტონური ტორტი

მასალა ცომისთვის:


ფქვილი - 125 გრ.
კვერცხი - 4 ც.
შაქარი - 150 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ. კ.
ზეთი — 3 ს. კ.

მასალა კრემისთვის:

რძე - 500 მლ.
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 100 გრ.
სახამებელი - 30 გრ.
ვანილის ჩხირი - 1 ც.
კარაქი - 50 г

მასალა მინანქრისთვის:

ნაღები — 50 მლ.
შოკოლადი - 200 გრ.

მომზადება:

1. აადუღეთ რძე ვანილის ჩხირთან ერთად.
2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ სახამებელი > ფრთხილად დაუმატეთ ცხელი რძე, თან სულ ურიეთ > კრემის მასა ისევ ქვაბში გადაასხით და დადგით საშუალო ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 2 წთ. თან მორევა არ შეწყვიტოთ > გადმოდგით ცეცხლიდან > დაამატეთ კარაქი > გააციეთ და ზემოდან გადააკარით პოლიეთილენი აპკი.

ბოსტონური ტორტი3. თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ გამაფხვიერებელი და 50 გრ. შაქარი.

ბოსტონური ტორტი4. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.
5. ცალკე თასში ათქვიფე კვერცხის გული, ლიმონის წვენი და ზეთი.

ბოსტონური ტორტი6. კვერხცის ცილას შეათქვიფეთ დარჩენილი შაქარი, იქამდე თქვიფეთ, ვიდრე მასა არ გამაგრდება და თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გადმოიქცევა.

ბოსტონური ტორტი7. თანდათანობით, კოვზით შეურიეთ კვერცხის გულიანი და ცილიანი მასები > 3 ჯერზე დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ამოურიეთ მასას, ისევ კოვზით.

ბოსტონური ტორტი8. გამოაცხეთ ბისკვიტი 175°C გახურებულ ღუმელში > როდესაც გაცივდება, გაჭერით 3 ნაწილად.

ბოსტონური ტორტი9. ფენები შეაერთეთ კრემით.

ბოსტონური ტორტი10. მინანქრის მოსამზადებლად, გაადნეთ შოკოლადი (შეგიძლიათ პოლიეთილენში მოათავსოთ და თბილ წყალში ჩადოთ) > შეათბეთ ნაღები > შეურიეთ გამდნარი შოკოლადი.

ბოსტონური ტორტი11. ტორტს გადაასხით მინანქარი.

0
162
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0