x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საშობაო ტორტი და ნამცხვარი

image

image

საშობაო ტორტი

image

image

ინგრედიენტები:

image

კვერცხი – 4 ცალი
მარილი – ერთი მწიკვი
შაქარი – 175 გრ.
ვანილინი – 1, 5 გრ.
ნუშის ლიქიორი – 4 ს. კ.
ფქვილი – 125 გრ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ
თეთრი შოკოლადი – 100 გრ.
დაფქული ნუში – 100 გრ.
ფორთოხლის წვენი – 4 ს. კ.
ნაღები – 500 გრ.
ფორთოხლის ჯემი – 4 ს. კ.
დაჭრილი ნუში – 50 გრ.
ფორთოხალი – 2 ცალი
კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.
პიტნის ფოთოლი – 7 ცალი

imageგამოდის 14 ულუფა

image

მომზადება:

image

1. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული > კვერცხის გული ათქვიფეთ 125 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ ვანილინი, 2 ს. კ. ლიქიორი და ათქვიფეთ აქაფებამდე > ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად ისე, რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ იქცეოდეს > ფრთხილად შეურიეთ ცილა უკვე გამზადებულ მასას > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი > დაუმატეთ მასას და მოზილეთ ცომი.
2. ცომი მოათავსეთ 26 სმ. დიამეტრის მქონე, ძირზე ცხიმწასმულ ფორმაში > გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 25 წთ-ის მანძილზე > როდესაც გაცივდება, გაჭერით ორ ფენად.
3. გულსართის მოსამზადებლად, დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა და გაადნეთ წყლის აბაზანაზე > შეურიეთ დაფქული ნუში, ფორთოხლის წვენი და დარჩენილი ლიქიორი > ცოტა შეაგრილეთ.

4. ათქვიფეთ ნაღები დარჩენილ შაქართ ერთად > ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის მასას და 15 წუთით შედგით მაცივარში.
5. შეათბეთ ჯემი წყლის აბაზანაზე > გადაუსვით ტორტის ქვედა ფენას > ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ნახევარი > დააფარეთ მეორე ფენა > ზემოდან გადაუსვით დარჩენილი გულსართი > შედგით მაცივარში, მინიმუმ, 6 საათით.
6. ნუში მოხალეთ ცხიმის გარეშე > გაფცქვენით ფორთოხალი და მოაცილეთ თეთრი აპკები ლებნებს > ტორტის გვერდები გააფორმეთ მოხლილი ნუშით > ზემოდან მოაფიფქეთ კაკაოს ფხვნილი > გააფორმეთ ფორთოხლით და პიტნის ფოთლებით.image

საშობაო ნამცხვარი


image

image

ინგრიდიენტები:

image

შაქარი – 320 გრ.
თაფლი – 60 გრ.
ვანილინი – 1, 5 გრ.
კვერცხი – 3 ცალი
არაჟანი – 400 გრ.
ფქვილი – 340 გრ.
შვრიის ფანტელი – 120 გრ.
გამაფხვიერებელი – 3 ჩ. კ.
დარიჩინი – 3 ჩ. კ.
წვრილად დაჭრილი ნუში – 200 გრ.
ნაღები – 200 გრ.
რძე – 100 მლ.
მარგარინი – 1 ს. კ.


გამოდის 20 ნაჭერი

image

მომზადება:

image

1. ათქვიფეთ კვერცხი 120 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ თაფლი, ვანილინი, არაჟანი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და შვრიის ფანტელი > დაუმატეთ კვერცხიან მასას > კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მოზილეთ ცომი.

2. გაანაწილეთ ცომი ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე.

3. გულსართის მოსამზადებლად, დარჩენილ შაქარს შეურიეთ დარიჩინი და ნუში > მიღებული ფხვიერი მასა გაანაწილეთ ცომზე.

4. გამოაცხეთ ნამცხვარი 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელშ, დაახლოებით, 20 წუთის მანძილზე.

5. ათქვიფეთ ნაღები > ფრთხილად შეურიეთ რძე > გადაუსვით ზემოდან ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს და დაჭერით მართკუთხედებად.



0
390
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0