ნამცხვრები მეგაგემრიელი ნამცხვარი ,,60 " 2015, 20 სექტემბერი, 14:24 მასალა ცომისთვის: კარაქი — 200 გრ. არაჟანი (20%) — 200 გრ. შაქარი (ყავისფერი - 1 ჭ., თეთრი - 1 ჭ.) — 2 ჭ. კვერცხი — 2 ც. ვანილიანი შაქარი — 1 შეკვრა. ფქვილი — 7 ჭ. ცომის გამაფხვიერებელი — 1 ჩ . კ. მარილი — 1 ჩ. კ. მასალა გულსართისთვის: შესქელებული რძე — 400 გრ. შოკოლადის ფილა (მწარე ან რძიანი) — 200 გრ. გატარებული ნიგოზი — 1 ჭ. შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად მომზადება: 1. მიქსერით ათქვიფეთ, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული, კარაქი და არაჟანი. 2. თანდათანობით შეათქვიფეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი > თქვიფეთ იქამდე, ვიდრე არ მიიღება ჰაეროვანი მასა, დაახლოებით, 3 წთ. 3. სათითაოდ დაამატეთ კვერცხი > დაამატეთ ვანილი. ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. 4. ჩააცერით მასაში 2 ჭ. ფქვილი, გამაფხვიერებლით და მარილით > დანარჩენი ფქვილი, თანდათანობით დაამატეთ, საჭიროების მიხედვით. ცომი უნდა გამოვიდეს გასაბრტყელებელი და ელასტიური. 6. გულსართის მოსამზადებლად, ემალირებულ თასში ან ქვაბში, ჩაასხით შესქელებული რძე და ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადის ფილა > დადგით საშუალო სიძლიერის ცეცხლზე, იქამდე, ვიდრე შოკოლადი არ გადნება, თან სულ ურიეთ > გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნიგოზი. 7. გაყავით გულსართი 4 ნაწილად > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე (იყოს ოდნავ თბილი, ვიდრე ოთახის ტემპერატურა). 8. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსამდე > წაუსვით კარაქი საცხობ ქაღალდს და მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე. 10. მართკუთხედის გვერდები ისე გადმოკეცეთ, რომ გულსართი სრულად დაფაროს > შეერთების ადგილები კარგად დაამაგრეთ, რომ ცხობის დროს, გულსართი არ გამოვიდეს. 11. გამოსაცხობად გამზადებული ნამცხვარი მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე დაფენილ ქაღალდზე, “ნაკერით" ქვემოთ. 12. გამოიღეთ მაცივრიდან მეორე ცომი და იგივე პროცესის შემდეგ, მოათავსეთ იგივე თუნუქის ფირფიტაზე 5 სმ-ს დაშორებით. ასე, ორ გამოცხობაზე, 4 ნამცხვარს გამოაცხობთ. 13. შედგით ღუმელში 20-22 წუთით, ვიდრე არ შეწითლდებ. 14. გამოიღეთ > ცოტა შეაგრილეთ და დაჭერით სიგანეზე, პირდაპირ თუნუქის ფირფიტაზე. დაჭერით გრძელი და მჭრელი დანით, რომ ნამცხვარი არ დაიშალოს > თითოეული ნაჭერი ფრთხილად გადააბრუნეთ, გულსართით ზევით. 15. შედგით ისევ ღუმელში 10 წთ-ით > როდესაც გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა. რეცეპტში მოცემული მასალით, 60 ნამცხვარი გამოდის. ნამცხვარი, მინის თავსახურიან ქილაში მოთავსების შემთხვევაში, დიდი ხნის მანძილზე ინახება.
369 4-ს მოსწონს |
სახელი მომწონს :))