ნამცხვრები ვენესუელური ტორტი 2015, 11 დეკემბერი, 16:38 ინგრედიენტები: კვერცხი – 5 ცალი ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ. რძე – 120 მლ. ფქვილი – 140 გრ. წვრილად დაჭრილი ნიგოზი – 125 შაქარი – 200 გრ. მარილი – 1 მწიკვი გულსართი: მოხარშული შესქელებული რძე – 400 გრ. შოკოლადის მინანქარი: ნაღები (33-35%) - 110 მლ. შაქრის პუდრი - 2 ს. კ. შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ. კარაქი - 35 გრ. მომზადება: 1. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა 10 წუთით შედგით მაცივარში > თასში ათქვიფეთ კვერცხის გული და ზეითუნის ზეთი > დაუმატეთ რძე > შემდეგ, ფქვილი და ნიგოზი > კარგად ათქვიფეთ. 2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, 1 მწიკვ მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა, რომელიც თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გაინძრევა > თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი > ფრთხილად შეურიეთ ცილა დანარჩენ მასას. ეს უნდა გააკეთოთ ხის ან პლასტიკატის კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად > 24 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას, ძირზე წაუსვით კარაქი და ფრთხილად მოათავსეთ ცომი ფორმაში. 3. დაახლოებით, 1 საათით შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში > გამომცხვარი ბისკვიტი 15 წუთით გააგრილეთ კარგაღებულ ღუმელში > ამოიღეთ ფორმიდან > გაჭერით ორ ფენად > ქვედა ფენას წაუსვით შესქელებული რძე და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა. 4. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ და მოათავსეთ პატარა თასში > პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრი, მოურიეთ და ცეცხლზე დადგით > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, მაგრამ არ აადუღოთ > ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით შოკოლადს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 2-3 წუღი და შემდეგ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 5. ცხელი მინანქარი გადაასხით ბისკვიტს ზემოდან და გვერდებზეც გადაუსვით > ტორტი გააფორმეთ ნიგოზით ან გახეხილი შოკოლადით > 3-4 სთ. გააჩერეთ გრილ ადგილზე. 273 6-ს მოსწონს
|