ნამცხვრები ტორტი „ფრანკფურტის გვირგვინი“ 2015, 27 აგვისტო, 11:52 მასალა ცომისთვის: დარბილებული კარაქი - 250 გრ. შაქარი - 250 გრ. მარილი - 1 მწიკვი ლიმონის ცედრი წვენით - 1 ჩ. კ. შაქრიანი ვანილი - 10 გრ. კვერცხი - 5 ცალი ფქვილი - 400 გრ. სახამებელი - 100 გრ. გამაფხვიერებელი - 2, 5 ჩ. კ. რძე - 80 მლ. მასალა კრემისთვის: ვანილის პუდინგის ფხვნილი - 1 პაკეტი რძე - 500 მლ. შაქარი - 3 ს. კ. დარბილებული კარაქი - 250 გრ. შაქარის პუდრი - 200 გრ. და ასევე: ალუბლის ან წითელი მოცხარის ჯემი - 150 გრ. მოხლილი და დაფქული თხილი - 300 გრ. ალუბალი მოსართავად 26 სმ. დიამეტრიანი ფორმა კექსისთვის მომზადება: 1. გაახურეთ ღუმელი 180 ° C ზედა და ქვედა შეთბობით. 2. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი. 3. კერამიკულ თასში, ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და შაქარი > დაუმატეთ ვანილი და ლიმონი > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება > დაამატეთ კვერცხი, ცალ-ცალკე და ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. 4. ერთმანეთს შეურიეთ ახლადგაცრილი ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი > კარაქიან მასას დაამატეთ ფქვილისა და სახამებლის ნარევი > ყველაფერი კარგად აურიეთ და ფრთხილად დაამატეთ რძე და ასევე, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს. 5. ცომი მოათავსეთ გამზადებულ ფორმაში და ბისკვიტი გამოაცხვეთ, დაახლოებით, 1 სთ. მანძილზე, შუა თაროზე (ბოლო წუთებზე, ხის ჩხირით შეამოწმეთ). 6. გამზადებული გვირგვინი ოდნავ შეაგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ გადმოაბრუნეთ ცხაურზე გასაციებლად. 7. კრემის მოსამზადებლად, პუდინგის ფხვნილი გახსენით 4-5 ს. კ. რძეში > დანარჩენ რძეში ჩაყარეთ შაქარი და დუღილამდე მიიყვანეთ, თან სულ ურიეთ > ჩაასხით მასში რძიანი პუდინგი, ისევ დუღილამდე მიიყვანეთ, თან სულ ურიეთ, როდესაც შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით > შეურიეთ შაქრის პუდრი. 8. ათქვიფეთ კარაქი, თქვიფეთ იქამდე, ვიდრე ფუმფულა მასა არ მიიღებთ > შეათქვიფეთ თითო-თითო სუფრის კოვზი მოხარშული და კარგად გაგრილებული (ცივი) პუდინგიანი მასა. 9. კრემი კარგად ათქვიფეთ. 10. ტორტის ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად.11. ტორტის ქვედა ფენას გადაუსვით ჯემი > ჯემის ფენას გადაუსვით კრემო და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა > ამ ფენაზას გადაუსვით მხოლოდ კრემი, ჯემის გარეშე > დარჩენილი კრემი (ცოტა გასაფორმებლად გადაინახეთ) წაუსვით აწყობილ ფენების ყველა მხრიდან > ტორტის ზედაპირი მთლიანდა დაფარეთ თხილის ნაფხვენით. 12. ზემოდან ტორტი კრემით და ალუბლით გააფორმეთ. 486 5-ს მოსწონს |
პუდინგის პაკეთში, ალბათ, კვერცხი არის ფხვნილის სახით, ვანილი, მარილი და ფქვილი.