![ხაჭოს ნამცხვარი ხაჭოს ნამცხვარი](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218012973439.jpg)
მასალა ცომისთვის:
ფქვილი - 4 ჭიქა
მარგარინი - 150 გრ.
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 4 ს. კ.
მარილი - 0, 5 ჩ. კ.
არაჟანი 25 % - 6 ს. კ.
გამაფხვიერებელი - 0, 5 ჩ. კ.
მასალა გულსართისთვის:
ხაჭო - 500 გრ.
შაქარი - 3 ს. კ.
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 1–2 ს. კ.
შაქრიანი ვანილი - გემოვნებით
კვერცხის გული - გადასასმელად
მომზადება:
1. ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარგარინი.
![ხაჭოს ნამცხვარი ხაჭოს ნამცხვარი](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218015373439.jpg)
2. ათქვეფილ მასას დაამატეთ მარილი და ფქვილი გამაფხვიერებლით.
![ხაჭოს ნამცხვარი ხაჭოს ნამცხვარი](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218023073439.jpg)
3. მოზილეთ ცომი და გააკეთეთ გუნდა.
![ხაჭოს ნამცხვარი ხაჭოს ნამცხვარი](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218030973439.jpg)
4. გულსართის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა.
ფქვილი იმ შემთხვევაში დაამატეთ, თუ გულსართი თხელი გამოვა.
![გააკეთეთ გააკეთეთ](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218035673439.jpg)
5. ცომი გააბრტყელეთ 0, 5 სმ. სისქეზე და დაჭერით ცომის საჭრელით.
![გააკეთეთ გააკეთეთ](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218060773439.jpg)
![გააკეთეთ გააკეთეთ](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218042173439.jpg)
6. წრის ერთ ნახევარში მოათავსეთ გულსართი და გადმოაფარეთ მეორე ნახევარი, თავში და ბოლოში გვერდები დაამაგრეთ, მაგრამ ბოლომდე ნუ შეკრავთ.
![გააკეთეთ გააკეთეთ](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218045273439.jpg)
7. მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილიანი კვერცხის გული.
![გააკეთეთ გააკეთეთ](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015100218052873439.jpg)
8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.