x
image
თორ ნიკე
კოლხები, კოლხური საგანძური და არტეფაქტები - ნაწილი III
კოლხები,  კოლხური საგანძური და არტეფაქტები - ნაწილი III


"კოლხურმა მისტერიებმა ევროპაში შემოიტანეს სხეულის, სულის, გონის ფენომენი. კავკასიურ რასსად წოდებული მოსახლეობა წარმოადგენს ნამდვილ კულტურულ რასსას, რომელიც მოწოდებულია გამოიყენოს გონისმიერი ლოგიკური აზროვნება და ბუნების დასამუშავებლად შექმნას სამუშაო იარაღები." რუდოლფ შტაინერი (1861-1925)


"ეტრუსკები, ისევე, როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ (ხმელთაშუაზღვის) კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას" - ედმონდ დემოლინსი (1852-1907), ცნობილი ფრანგი სწავლული და საზოგადო მოღვაწე.


"ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწათმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება, ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა."


"ბერძნები ჩინებულად იცნობდნენ კოლხეთს. ვარაუდობენ, რომ კოლხეთში ძლიერი იყო ჰეკატეს, ჰერაკლეს, რეა-კიბელეს, აზიას, ინდური შივას კულტიც კი, რომ ოლიმპიური ასპარეზობანი პელოპონესში კოლხეთიდან შევიდა." -

კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი (1766-1833; History of Medicine, Versuch einer pragmatischen geschichte der arzneikunde (1792-99)).


კოლხი მედეა,  ოქროს საწმისი და კოლხური დრაკონი


"სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს (წითელი ზღვა). ამათ ზემოთ, ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები. მიდიელებს ზემოთ სასპერები (იბერიულ ტომთა დიდი კავშირი), სასპერებს ზემოთ კი კოლხები (კოლხურ ტომთა დიდი კავშირი), რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე (შავი ზღვა), რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი. ეს ოთხი მოდგმა მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე (წითელიდან შავ ზღვამდე)." - ჰეროდოტე, ისტორია, წიგნი მე-4, მელპომენე.


ზოდიაქოს პირველი ნიშანი - ვერძი, მომდინარეობს კოლხური ოქროს საწმისიდან. ვერძის თანავარსკვლავედს ბერძნებმა უწოდეს სახელი სწორედ ფრიქსესა და ელენას გადამრჩენი და კოლხეთში გამხიზვნელი ზეციური ცხვრის სახელზე, რომლის ტყავისგანაც შემდგომში შეიქმნა დიდებული ოქროს საწმისი და კოლხეთში დაიდო ბინა მეფე აიეტის საკუთრებაში. ანტიკურ დროში მიიჩნეოდა, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიელები (ღირსეულები) იყვნენ. ვერძის ზოდიაქოს პლანეტა მარსი განაგებს.


კოლხური ვერძი


კოლხური კულტურა დაახლოებით ძვ.წ. 2000 წლიდან დაიწყო (ან უფრო ადრეულ პერიოდში, ეს თემა ჯერ კიდევ კვლევის საგანია) და როგორც სამეფო დაახლოებით ძვ.წ. 1250 წლიდან ჩამოყალიბდა. ძვ.წ. 164 წელს ის დაექვემდებარა და შეუერთდა ლაზურ-ელინისტურ სახელმწიფოს - პონტოს სამეფოს, ხოლო ახ.წ. 131 წლიდან კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა - ლაზეთის სამეფოს სახელწოდებით. ადგილობრივები მას სავარაუდოდ ლაზონას სამეფოს უწოდებდნენ, ხოლო სომხურ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც "ლაზიკა". ლაზეთის სამეფომ 697 წლამდე იარსება და მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ ქართველები კი ერთიანად ლაზებად იწოდებოდნენ. იოანე ლიდე (V-VI სს.) წერს, რომ ლაზები იგივე კოლხები არიან. იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (VI ს.) და წერს, რომ "სახელი კოლხები ამჟამად ლაზთა სახელად შეიცვალა, ისევე, როგორც სხვა მრავალი ხალხის სახელი იცვლება დროთა განმავლობაში. ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და კოლხები სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არავის შეეპარება".

იგივეს წერს აგათია სქოლასტიკოსიც და ამბობს: "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ. ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტადაც კი ქედმაღლობენ, თუმცა არც თუ ისე უსაფუძვლოდ."

ამგვარი უამრავი ბიზანტიური, ბერძნული და სხვა ხალხთა წყაროები არსებობს, რომელიც წერილობითადაც ადასტურებენ იმას, რაც მტკიცდება ლინგვისტური, გენეტიკური, ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური კვლევებით, რომ დასავლეთ ქართველები კოლხთა პირდაპირი შთამომავლები არიან, ხოლო ამათ შორის მეგრელებმა და ლაზებმა დღემდე შემოინახეს კოლხური ენა მისი ორი განშტოების სახით, ესენია: მეგრული ენა და ლაზური ენა.


"მოსინიკების ხორუმი" - მოსინიკები ერთ-ერთი ძლიერი კოლხური ტომი იყო ანატოლიიდან ჩრდილოეთ კავკასიამდე განსახლებულ 25-ზე მეტ კოლხურ ტომს შორის. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) თავის ნაშრომში "ანაბასისი" საუბრობს მოსინიკების საბრძოლო რიტუალზე: "მას შემდეგ, რაც ისინი გამწკრივდნენ, ერთმა მათგანმა დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენი სიმღერის თანხლებით რიტმულად მიაბიჯებდა."


კოლხი ქალი


ბერძნული წყაროების მიხედვით (სკილაქს კარიანდელი, Groovius 1697:79; GGm 1882, I, 63-64); ჰეროდოტე II 104, III 94, VII 78; Godley 1920, I 393; Godley 1938, III 387); ქსენოფონტი (Anabasis IV, 8-1, V 5, 18. VII, 8, 25); აპოლონიოს როდოსელი (II, 392) და სხვ., ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე და სხვები წერენ, რომ მაკრონი პელასგური მოდგმის დასავლურ-ქართველური წარმოშობის მეგრელ-ჭანთა / ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავს. აკაკი ურუშაძე ასევე ასკვნის, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი, სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყო განსახლებული. ისტორიულ ხანაში კი, ეს სივრცე თანდათანობით შემცირდა. ზემოთ წარმოდგენილი წყაროების მიხედვით, აკაკი ურუშაძე აღნიშნავს, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად (მაგ. დოლიონები, ჰენიოხები) დიდ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი, ისტორიულ ხანაში კი განსახლების სივრცე თანდათანობით შემცირდა.

როგორც ჩანს, ქართველთა მონათესავე ტომები ცხოვრობდნენ უძველეს ხანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზეც (სიმონ ყაუხჩიშვილი, 1964, 29).


კოლხი ქალი


აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე (1921-2020) წერს: "ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს, დასავლეთითაც, ეგეოსის ზღვის რეგიონშიც ცხორობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდათ აქ მოსახლე ავტოქტონ პელასგებთან (ურუშაძე 1964, 133). შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროვებულან და ნაწილი აღმოსავლეთში გადმოსახლებულან".

აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი (1961, N273, 2, XII) აღნიშნავს, რომ ქართული მოსახლეობის ძირითადი ფუძე ყოველთვის ცხოვრობდა იმ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს ქართველ ხალხს უჭირავს. მისი გავრცელების არეალი გაცილებით დიდი იყო ძველად, ვიდრე ამჟამად."


კოლხი ქალები და მედეა


"მეტალურგიის ისტორიის სპეციალისტების უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებენ კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზე. ამ მხრივ, მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვით პონტოს რაიონში, განსაკუთრებით მდინარე ჰალისის აუზში მცხოვრებ ტომებს: ხალდებს, მოსინიკებსა და თუბალებს, რომელთა მიერ შექმნილი ლითონდამუშავების ნაწარმი და შემუშავებული მეტალურგიული ტექნოლოგიები დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. (აკად. გივი ინანიშვილი, 2014).


მეცნიერული კვლევებით (Nesbitt, Samuel 1996:60-67; Perrino, Laghetti et al. 1996, 104-105; ბრეგაძე 2004, 14-15, 36-38, 43-44, 84, 110, 325-326; Gamkrelidze, Ivanov 1995, I:566-567; Gamkrelidze, Ivanov 1984, II 656-658; Nasidze et al. 2003:263; კვაშილავა 2011, XIII:190-191) ირკვევა, რომ სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის მოსახლეობამ აგროკულტურა მაგალითად ვაზისა და ხორბლის კულტურები გაავრცელეს სამხრეთ ევროპაში, ეგეოსისზღვისპირეთში, კერძოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კრეტაზე, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებსა და სხვაგან.


კოლხი ქალი


"მიწათმოქმედება და განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობა უნდა ყოფილიყო ის ბაზისი, რომელზედაც შემდგომში, ზედნაშენის სახით უძველესი ქართული ცივილიზაცია აღმოცენდა. ამ პროცესში განმსაზღვრელი როლი ვაზის კულტურამ ითამაშა." (თეიმურაზ ღლონტი, 2015, N2 (10):26).


1870 წელს გერმანელი მეცნიერი ვიქტორ ჰენი (1870:26, ღლონტი 2015) წერდა: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. იქ და მის მახლობლად, კახეთში, სამეგრელოში, სომხეთში, დღემდე შემორჩა მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი წეს-ჩვეულებები, რომლებიც გადმოცემულია ბერძნულ და რომაულ თხზულებებში. ამ ადგილიდან (ვაზის კულტურა) გავრცელდა ევფრატის მიმართულებით, მცირე აზიაში, ირანში, საბერძნეთის ნახევარკუნძულზე, ხოლო აქედან - დანარჩენ ევროპაში."


ალფონს დე კანდოლის (Alphonse de Candolle 1884:91) მიხედვით, ჯეიმს ფრეიზერი (Frazer 1921:325) აპოლოდორე ათენელის "ბიბლიოთეკის" (III. IV. 4-V, I) სქოლიოში წერდა რომ ვაზის კულტურის წარმოშობის ადგილია შავი ზღვის კავკასიისა და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე რეგიონები, სადაც მცენარე ჯერ კიდევ ველურ ფორმაშია, მაღალ ხეებს ჰკიდია და უხვ ნაყოფს იძლევა კულტივირების გარეშე.


თანამედროვე არქეოლოგიურმა და არქეობოტანიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ველური ვაზის მოშენებისა და გაკულტურების მსოფლიოში უძველესი კერაა (McGovern et al. 2017). ეს მასალა დაბეჭდილი ამერიკის ეროვნულ აკადემიაში. ამით აღიარება მოიპოვა საქართველომ, როგორც ვაზის სამშობლომ.


სამხრეთ კავკასიის ეგეოსურ სამყაროსთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა ე. გოგაძის, ო. ლორთქიფანიძის, გ. ქავთარაძის, მ. ფუთურიძის, მ. აბრამიშვილის, ა. ბესელიას, გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, ლ. ჭაბაშვილის, პ. იაკაშვილისა და სხვათა მოსაზრებები.


კუნძულ კრეტაზე, კნოსოსის სასახლეში ქალღვთაების საკურთხეველში აღმოჩენილი ოქროს ორმაგი ცულების (ძვ.წ. 1600-1450 წწ.) მსგავსი მაგრამ უფრო მომცრო ზომის ცულები აღმოჩენილია ცაიშში (ძვ.წ. მე-8 ს).


სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე. კოლხური ქალღმერთის - ნანას ქანდაკებები.


აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში (მაგ. ცაიში, მუხურჩა) აღმოჩენილი მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენზე მჯდომარე დედა-ღვთაებისა, რომელთაც ხელთ ბავშვი უპყრიათ. ეს არქეოლოგიური მასალები ძალიან უახლოვდება ეგეოსისზღვისპირეთში, კუნძულ სამოსზე ჰერაიონში აღმოჩენილ ბავშვიანი ქალი მხედრის ქანდაკებას (ძვ.წ. მე-8 საუკუნის), რომელიც მის აღმომჩენს, ულფ იანცენს (Jantzen 1972:80-84) კავკასიურად მიაჩნდა (ლორთქიფანიძე 2002:189). დღეს ეს ქანდაკება ინახება გერმანიის არქეოლოგიურ მუზეუმში.

კოლხური დედაღვთაების ფიგურა, რომელიც აღმოაჩინეს სამეგრელოში, კერძოდ ერგეტაში და დამზადებულია ძვ.წ. მე-9 საუკუნეში.

კოლხური დედაღვთაების ფიგურა. ცხენზე მჯდომარე ქალი, რომელსაც ხელში ყრმა უჭირავს (ამ შემთხვევაში ფიგურა დაზიანებულია და ყრმის გამოსახულება მოტეხილია). აღმოჩენილია აჭარაში, ხელვაჩაურში, კერძოდ მახვილაურში. დამზადებულია ძვ.წ. მე-9 ან ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. ასევე აღმოჩენილია სამეგრელოში, კერძოდ მუხურჩაში. დამზადებულია ძვ.წ. მე-8 საუკუნეში. მხედარი ქალღმერთის სკულპტურა - "კოლხიშ ნინა" ანუ კოლხეთის დედის ქანდაკება განთავსებულია ქალაქ ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში. ის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს კოლხური ნაკეთობის ასლია.


სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე. კოლხური ქალღმერთის - ნანას ქანდაკებები.


მერი ვოიაცისმა (Voyatzis 1992, N87:271-272), ცნობილმა ბერძენმა არქეოლოგმა, რომელიც მოღვაწეობს არიზონას უნივერსიტეტში, საგანგებოდ შეისწავლა საბერძნეთში აღმოჩენილი ცხენზე მჯდომარე ქალღვთაების ქანდაკება და გამოთქვა მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, ის შესაძლოა უძველესი კოლხური კულტურის გავლენით იყოს შექმნილი.

ამ და სხვა უამრავი არქეოლოგიური მასალის შედარება ნათლად აჩვენებს სამხრეთ კავკასიასა და ეგეოსურ სამყაროს შორის მჭიდრო კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ, გენეტიკურ და ანთროპოლოგიურ ერთნაირობას და ურთიერთობებს, რაც ამ ტერიტორიებზე ისტორიული პროცესების უფრო სრულად და ზუსტად წარმოდგენის საშუალებას იძლევა (შდრ. გოგაძე 1972:3).


არის პულიანოსი, ცნობილი ბერძენი ანთროპოლოგი (Aris Pulianos 1967:101-108) წერს, რომ კრეტელები, კერძოდ ლასითის მცხოვრებლები წარმოშობით მცირე აზიიდან იყვნენ და განსახლებულნი იყვნენ მთელი ეგეოსის ზღვის აუზში. ის აქვე აცხადებს, რომ ლასითის რეგიონში აღმოჩენილი მინოსური ხანის თავის ქალების უმრავლესობა მიეკუთვნება ეგეოსურ-კავკასიურ ტიპს. ამ ადამიანების სიმაღლე დაახლოებით 168 სანტიმეტრი იყო. უფრო მეტიც, ნეოლითური ხანის თავის ქალაც, რომელიც იერაპეტრაში აღმოაჩინეს და XIV-IV ათასწლეულებით დაათარიღეს, ეგეოსურ-კავკასიური ანთროპოლოგიური ტიპისაა (Pulianos 1971:237-239).

1976-1983 და 2002-2003 წლებში კუნძულ კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში ლასითის რეგიონში, ჰაგიოს ხარალაბოსის გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მინოსელი ადამიანების ნაშთები (Betancourt 2014:21-22).

37 მინოსელი ადამიანის გენეტიკური მასალა შედარეს 135 ძველ და თანამედროვე ადამიანის დნმ-ს. მიტოქონდრიული ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ მინოსელების გენეტიკური სიახლოვე ვლინდება ევროპის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების, ბალკანეთის, მცირე აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობასთან. აგრეთვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით ძვ.წ. 7000 წლისთვის ნეოლითის ადამიანებმა ანატოლიიდან მიაღწიეს კრეტას (Hughey et al. 2013:3).


2017 წელს, გენეტიკოს იოსიფ ლაზარიდისის და მისი გუნდის მიერ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ასკვნის, რომ მიკენური კულტურა ბერძნულია და ის გენეტიკურად განსხვავდება მინოსელებისგან. მინოსელები არ არიან არც ინდო-ევროპელები და არც მიკენელი ბერძნები. მინოსელები იყვნენ სხვა ხალხი.

მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ივანე ნასიძე (1964-2012) აღნიშნავდა (Nasidze et al. 2003, N112:255-261; 2004 N68:205-221), რომ კავკასიაში დომინანტურად გავრცელებულია G2* და J2* ჰაპლოჯგუფები. ევროპელების ნაწილი G2* ჰაპლოჯგუფს ეკუთვნის.

ქართული პოპულაციებისთვის დამახასიათებელია G2a და J2 ჰაპლოჯგუფები (რამაზ შენგელია. Shengelia et al. 2017:119:126).


კოლხი ქალი


თამაზ გამყრელიძე და ვიაჩესლავ ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov, 1995, I:799, 801-802) აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა ბერძნულსა და ქართველურ ენებს შორის რომელიც თავს იჩენს სწორედ არაინდოევროპული წარმოშობის წინაბერძნულ (პელასგურ) სიტყვებში უნდა აიხსნას იმით, რომ ბერძნულმა ენამ ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას წინარესამშობლოდან (რუსეთის სამხრეთით მდებარე იამნაიას კულტურიდან) დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიული საბერძნეთის ტერიტორიებზე.


"ამ დროს მიგრანტი ტომების დიალექტები, რომლებიც ახალ საცხოვრისში გადმოინაცვლებდნენ, ან გაითქვიფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენებში, ან გამოდევნიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ავტოქტონურ ენებს და ამ ქვეყნის ძირითად ენებად გადაიქცეოდნენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოქტონური მოსახლეობის ძველი, ადგილობრივი დიალექტები გამოვლინდება სუბსტრატის სახით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ახალი დიალექტების მთელ სტრუქტურასა და ლექსიკაში, რომელიც შემოტანილია ახალ საცხოვრისში დასახლებული ტომების მიერ" - წერენ თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov 1995, I:782, 886-887).


წყარო: აკადემიკოსი გია კვაშილავა. მოხსენებიდან "პროტოქართველური ენა და წარწერები, I ნაწილი. იხილეთ: ვიდეო;


კოლხი მეფე აიეტი


წარმოგიდგენთ იმ კოლხურ არტეფაქტებს, რომელიც მე-20 საუკუნიდან დღემდე ჩატარებული მწირი დაფინანსების არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ან მიკვლეულია ჩვეულებრივი ადამიანების მიერ სხვადასხვა საქმიანობისას. აქ წარმოდგენილი მასალის უდიდესი უმრავლესობა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ვანის მუზეუმში და საქართველოს სხვა მუზეუმებში.


იხილეთ: პირველი ნაწილი; ნაწილი მეორე;


133) ვანის მე-11 სამარხში აღმოჩენილი ოქროს კოლხური ყელსაბამი კუს ფორმის მძივებით. ძვ.წ. V ს. ფოტოგრაფი: ფერნანდო ხავიერ ურხიკო.

ოქროს კუს მძივების კოლხური ყელსაბამი კოლხური ყელსაბამი. ოქრო. ძვ.წ. V საუკუნე.


134) ქალღვთაების თავი. აღმოჩენილი ვანში. ძვ.წ. III-I საუკუნეებში.

ქალღვთაების თავი - კოლხური არტეფაქტი



135) კოლხური პანი ანუ ოჩო-კოჩი. ძვ.წ. III-I სს. აღმოჩენილი ვანში.

კოლხური პანი ანუ ოჩო-კოჩი. ძვ.წ. III-I სს. აღმოჩენილი ვანშიკოლხური პანი ანუ ოჩო-კოჩი. ძვ.წ. III-I სს. აღმოჩენილი ვანში



136) მედუზას თავი. აღმოჩენილია კოლხეთში. ძვ.წ. I ს.

მედუზას თავი. აღმოჩენილია კოლხეთში. ძვ.წ. I ს.



137) სატირი. ბრინჯაო. ძვ.წ. III ს. ვანი.

სატირი. ბრინჯაო. ძვ.წ. III ს. ვანი.



138) ნიკე. ბრინჯაო. ვანი. ძვ.წ. II ს.

ნიკე. ბრინჯაო. ვანი. ძვ.წ. II ს.



139) ჰერაკლე თავისი კომბლით. ვანი. ძვ.წ. III-I სს. ამ კომბალს ერქვა "გურზ". ეს იყო იარაღი, რომელსაც ჰერაკლე ბავშვობიდან ატარებდა და მისი განუყრელი დამხმარე იყო, მისით ჩაიდინა 12 გმირობა და პარერგა. მეგრულად "გურძ" ნიშნავს "ძალიან გრძელს", ხოლო "გურზ" ნიშნავს "გაუძელი".

ჰერაკლე თავისი კომბლით. ვანი. ძვ.წ. III-I სს.



140) სადგამი სირენას გამოსახულებით. ვანი. ძვ.წ. I ს.

სადგამი სირენას გამოსახულებით. ვანი. ძვ.წ. I ს.



141) პანი, ბრინჯაო, ძვ.წ. II ს. ვანი.

პანი,  ბრინჯაო,  ძვ.წ. II ს. ვანი.



142) განიმედე და არწივი. ჭრაქის მორთულობა. ვანი. ძვ.წ. I ს.

განიმედე და არწივი. ჭრაქის მორთულობა. ვანი. ძვ.წ. I ს.



143) ლომის თავი (სიმის ნაწილი). ვანი. ძვ.წ. III-II სს.

ლომის თავი (სიმის ნაწილი). ვანი. ძვ.წ. III-II სს.



144) მამაკაცის ფიგურა. ვანი. ძვ.წ. III ს.

მამაკაცის ფიგურა. ვანი. ძვ.წ. III ს.



145) დიონისეს ნიღაბი. ძვ.წ. II-I სს. ვანი.

დიონისეს ნიღაბი. ძვ.წ. II-I სს. ვანი.



146) დოქი (ოინოხოა) მინა. ძვ.წ. V-IV სს. ვანი.

დოქი (ოინოხოა) მინა. ძვ.წ. V-IV სს. ვანი.



147) სარიტუალო ჭურჭლის (პატერის) ტარი. ბრინჯაო. ძვ.წ. V ს.

სარიტუალო ჭურჭლის (პატერის) ტარი. ბრინჯაო. ძვ.წ. V ს.



148) ქალღვთაება. თიხა. ძვ.წ. VI-IV სს. ვანი.

ქალღვთაება. თიხა. ძვ.წ. VI-IV სს. ვანი.



149) ტერაკოტული კოლხური ნიღბის ფრაგმენტი. ძვ.წ. II-I სს. ვანი.

ტერაკოტული კოლხური ნიღბის ფრაგმენტი. ძვ.წ. II-I სს. ვანი.




150) კოლხური სამაჯურები. ოქრო. ძვ.წ. IV ს. ვანი.

კოლხური სამაჯურები. ოქრო. ძვ.წ. IV ს. ვანი.



151) ოქროს კოლხური არწივები. ვანი. ძვ.წ. V ს.

ოქროს კოლხური არწივები. ვანი. ძვ.წ. V ს.



152) ფარის ფორმის კოლხური არტეფაქტი. ძვ.წ. VI-V სს.

ფარის ფორმის კოლხური არტეფაქტი. ძვ.წ. VI-V სს.



153) კოლხური ჭურჭელი. ვანი. ძვ.წ. IV ს. სამარხი N24.

კოლხური ჭურჭელი. ვანი. ძვ.წ. IV ს. სამარხი N24.




154) ბრინჯაოს კოლხური აბზინდი. რაჭა. სოფ. სხიერი.

ბრინჯაოს კოლხური აბზინდი. რაჭა. სოფ. სხიერი.



155) კოლხური ჭრაქი. გონიო. ძვ.წ. II ს.

კოლხური ჭრაქი. გონიო. ძვ.წ. II ს.



156) კოლხური გულსაკიდი. სამეგრელო. სოფ. ცაიში. ძვ.წ. VIII ს.

კოლხური გულსაკიდი. სამეგრელო. სოფ. ცაიში. ძვ.წ. VIII ს.



157) ათენური წითელფიგურული სკიფოსი. ვანი. სამარხი N24. ძვ.წ. IV ს.

ათენური წითელფიგურული სკიფოსი. ვანი. სამარხი N24. ძვ.წ. IV ს.



158) ვანში აღმოჩენილი კოლხური ფიგურა.

ვანში აღმოჩენილი კოლხური ფიგურა



159) მოკრივის ხელი. ბრინჯაო. ძვ.წ. III-I სს. ვანი.

მოკრივის ხელი. ბრინჯაო. ძვ.წ. III-I სს. ვანი.



160) "2003 წელს ვანის ექსპედიციამ მიაკვლია კიდევ ერთ მდიდრულ სამარხს, რომელიც ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. სამარხში აღმოჩენილი ოქროს კოლხური ნივთები საოცარი ოსტატობითაა შესრულებული. ვარაუდობენ, რომ დაკრძალული მაღალი ფენის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მრავალრიცხოვანი ინვენტარის გარდა მიცვალებულისთვის ჩაუტანებიათ ოთხი მსახური და ცხენი. სამარხში აღმოჩნდა, როგორც ადგილობრივი ნაკეთობანი, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი და კოლხური ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშები." (წყარო: წიგნი "ოქრომრავალი კოლხეთი")

კოლხური ოქროს არტეფაქტი. ძვ.წ. IV ს. ვანი.

კოლხური ოქროს არტეფაქტი. ძვ.წ. IV ს. ვანი.კოლხური ოქროს არტეფაქტი. ძვ.წ. IV ს. ვანი.კოლხური ოქროს არტეფაქტი. ძვ.წ. IV ს. ვანი.კოლხური ოქროს არტეფაქტი. ძვ.წ. IV ს. ვანი.




161) ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცული კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.

კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.კოლხური არტეფაქტები. აღმოჩენილი ვანში. თარიღდება ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით.

კოლხური არტეფაქტი,  ვანი.კოლხური არტეფაქტი,  ვანი.



162) კოლხური ნიღაბი. ვანი. ძვ.წ. II ს.

კოლხური ნიღაბი. ვანი. ძვ.წ. II ს.



163) არქეოლოგმა ლაშა ჯიქიამ შეაგროვა სამეგრელოში აღმოჩენილი კოლხური არტეფაქტების ფოტოები. ეს არტეფაქტები თარიღდება ძვ.წ. VIII საუკუნით:

კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური ცულები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.ეგვიპტურის მსგავსი ქანდაკება. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. X-XI საუკუნე.სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე. ხატისუღელი,  საკისრე რგოლები.სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII ს. ბალთები,  ბრინჯაო. ერთ-ერთზე გამოსახულია ხოხობი,  ფაზანიკოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII ს. მშვილდსაკინძები.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII ს.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII ს. კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტი. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური არტეფაქტები. სამეგრელო. ცაიში. ძვ.წ. VIII საუკუნე.კოლხური ძეგლის ნარჩენი. ქრისტემდელი არტეფაქტი.


იხილეთ აქ: კოლხური არტეფაქტების ფოტოების სრული ნაკრები






სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის

61) აფრაზიული ენობრივი ოჯახი

62) ადამიანის ორგანოები

63) გურულები (ნაწილი პირველი)

64) გურულები (ნაწილი მეორე)

65) გურულები (ნაწილი მესამე)

66) გურული მოჯირითეები ამერიკაში

67) გურული ცხენოსნები ამერიკაში

68) გურული მხედრები ამერიკაში

69) პროტოქართველები საბერძნეთში

70) კოლხები, კოლხური საგანძური და არტეფაქტები

71) კოლხები, კოლხური საგანძური და არტეფაქტები - ნაწილი მეორე


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
523
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
523
  
2021, 9 აგვისტო, 3:37
"კოლხები, იბერები და ალბანები ბერძენ და რომაელ ავტორებთან ჩვეულებრივ, ერთად მოიხსენიებიან (ტაციტუსი, ავრელიუს ვიქტორი და სხვები). ტაციტუსის გადმოცემით, იბერები და ალბანები ამტკიცებდნენ, რომ ისინი თესალიელებისგან, პელასგებისგან წარმოიშვნენ იასონისა და მედეას კოლხეთში დაბრუნების შემდეგ. სოლინიუსი ამბობს, რომ (კასპიის) ზღვის სანაპიროზე მოსახლე ალბანელები თავიანთ თავს თესალიელი იასონის შთამომავლად თვლიან.
ბიზანტიური ხანის მწერალი ქალი ევდოკია (მაკრემბოლიტისე XI ს.), რომელსაც თავისი მითოლოგიური კრებულისათვის საფუძვლად მრავალი ძველი წყარო დაუდევს, გვაწვდის საყურადღებო ცნობას ალბანებისა და მეგრელების იდენტურობის შესახებ: "ფრიქსეს შვილები დაიხოცნენ ალბანთა ომში ისე, რომ მოდგმა არ დაუტოვებიათ. ალბანები ახლანდელი მინკრელებია."

აკაკი ურუშაძე - ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
0 1 1