x
image
თორ ნიკე
ადამიანის განვითარება საშვილოსნოში
ადამიანის განვითარება საშვილოსნოში


ვინ არის ან რა არის ადამიანი? ეს საკამათო და დიდი თემაა, მაგრამ რაც ნამდვილად არაა საკამათო, მეცნიერულად დამტკიცებული და გადამოწმებადია, ეს მისი ფიზიკური მახასიათებლებია. ჩვენც, მოდით სწორედ ფიზიკური აღწერით დავიწყოთ ადამიანის რაობის განსაზღვა. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდ და ურთულეს სტრუქტურასთან გვაქვს საქმე, უნდა დავიწყოთ ადამიანის განხილვა მიკრო დონეზე.

თითოეული ადამიანის მთელი ორგანიზმის წონის 96% შედგება 4 ქიმიური ელემენტისგან, ესენია: ჟანგბადი (65%), ნახშირბადი (18.5%), წყალბადი (9.5%) და აზოტი (3.3%).


O (ჟანგბადი) - 1 გრამი ჟანგბადი შედგება 37.5 სექსტილიონი ატომისგან.


C (ნახშირბადი) - 1 გრამი ნახშირბადი შედგება 50 სექტილიონი ატომისგან.

H (წყალბადი) - 1 გრამი წყალბადი შედგება 595 სექსტილიონი ატომისგან.

N (აზოტი) - 1 გრამი აზოტი შედგება 42 სექსტილიონი ატომისგან.

სექსტილიონი არის ტრილიონჯერ მილიარდი.


ჩვენი ორგანიზმი შედგება 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან. აქედან 30 ტრილიონზე მეტი ბაქტერიული უჯრედია. თითოეულ ლიტრ სისხლში კი 3.8 ტრილიონიდან 5.4 ტრილიონამდე ერითროციტია. თითოეულ ამ უჯრედს გააჩნია 4 - 3.8 მილიარდი წლის ისტორია, ვინაიდან თითოეული მათგანი შთამომავალია იმ პირველი სიცოცხლისა, რომელიც დედამიწაზე, სწორედ 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნა და გადაშენდა ათეულობით მილიარდი სახეობა და ბოლოს სიცოცხლის ციკლმა გამოძერწა ევოლუციის გვირგვინი - ადამიანი. თითოეული ჩვენგანი კოლოსალურად დიდ ღირებულებას წარმოადგენს არა მხოლოდ მორალური ან მეტაფიზიკური, არამედ ფიზიკური მახასიათებლებითაც, ვინაიდან წარმოუდგენლად რთული, მოაზროვნე კონსტრუქციაა. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ღირსება ხელშეუხებელი უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 2010 წლის ბოლომდე გარდაცვლილია მინიმუმ 101 მილიარდი ადამიანი. ახლა კი უნდა ვისაუბროთ თუ რა გზა განვლეს მათ იქამდე, სანამ თითოეული მათგანი ამ ქვეყანას მოევლინებოდა და რა გზა განვვლეთ საშვილოსნოში ჩვენ, იმ ხალხმა, ვინც დღეს ვართ ცოცხლები.

აქვე აღსანიშნავია ერთი სამწუხარო ფაქტი: 1980 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოში გაკეთდა 1.3 მილიარდი აბორტი. 2015 წლიდან 2019 წლის ბოლომდე კი მსოფლიოში გაკეთდა 365 მილიონ ოფიციალურ აბორტზე მეტი.


1.665 მილიარდი აბორტი 1980 წლიდან 2020 წლამდე




I კვირა

საკვერცხედან გამოთავისუფლდება მომწიფებული კვერცხუჯრედი და დაიწყებს მოძრაობას ფალოპის მილში. სპერმა ანაყოფიერებს მას და ორივეს შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ერთიანი ერთუჯრედიანი ორგანიზმი - ზიგოტა, რომელსაც გააჩნია 46 ქრომოსომა და მასში ჩაწერილია სრული გეგმა იმისა, თუ ფიზიკურად როგორი ადამიანი უნდა იყოს ის და როგორ უნდა განვითარდეს მომავალში. ზიგოტას დიამეტრი მხოლოდ 0.008 სანტიმეტრია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - I კვირა





II კვირა

ზიგოტა გაივლის ფალოპის მილს, შემდგომ მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და ადრეული ემბრიონის უჯრედები გაყოფას და გამრავლებას იწყებენ. ამ დროს ზიგოტის დიამეტრი მხოლოდ 0.0099 სანტიმეტრია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - II კვირა





III კვირა

ემბრიონის იმპლანტაცია ბოლომდე დასრულებულია. ამ დროს, ადრეული ემბრიონი უკვე შეიცავს 16 უჯრედს და კვავ აგრძელებს დაყოფას, რომ გარდაიქმნას უფრო რთულ და მრავალუჯრედიან ბლასტოცისტად. ამ დროს მისი დიამეტრი კვლავ მხოლოდ 0.0099 სანტიმეტრია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - III კვირა




IV კვირა

ბლასტოცისტა ემბრიონულ დისკოს წარმოქმნის. ემბრიონი ახლა უკვე 3 შრისგან შედგება. თითოეული შრიდან, შემდგომში სხვადასხვა ორგანო, ორგანოთა სისტემები და სხეულის ნაწილები განვითარდება. ამ დროს ბლასტოცისტას ზომა 0.025 სანტიმეტრია, ხოლო წონა 3.95 მილიგრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - IV კვირა





V კვირა - 1 თვის და 1 კვირის ჩანასახი

მცირე მილისებრი წარმოქმნები იწყებს ჩამოყალიბებას. ერთი მილი აყალიბებს თავის ტვინს და ზურგის ტვინს. მეორე მილი კი აყალიბებს ემბრიონის გულს. ამ დროს მისი ზომა 0.33 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 0.28 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - V კვირა





VI კვირა - 1 თვის და 2 კვირის ჩანასახი

ყალიბდება პატარა კვირტები, რომლებიც შემდგომში გარდაიქმნება ხელებად. თვალები და ყურები იწყებენ წარმოქმნას. მცირე და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი გული იწყებს პულსირებას. ამ დროს ემბრიონის ზომა 0.63 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 0.56 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - VI კვირა





VII კვირა - 1 თვის და 3 კვირის ჩანასახი

განვითარებას იწყებს ჩანასახის თავის ტვინი. თანადათან გამოკვეთას იწყებს სახის ფორმა და ჩნდება ცხვირის ნესტოები. ორგანიზმში გამოიტოტება ფილტვები და მომნელებელი სისტემა. ამ დროს ჩანასახის ზომა 1.29 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 0.85 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - VII კვირა





VIII კვირა - 2 თვის ჩანასახი

ჩამოყალიბებას იწყებს მკლავები და თითები. უფრო ნათლად იკვეთება თვალები და ყურები. განვითარებას იწყებს თირკმლები, ღვიძლი და ფილტვები. ამ დროს ჩანასახის ზომა მხოლოდ 1.6 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 1.13 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - VIII კვირა





IX კვირა - 2 თვის და 1 კვირის ჩანასახი

თითები უკვე გარჩევადია და ჩამოყალიბებას იწყებს ქუთუთოები. ამ დროს თავი უკვე სხეულზე დიდი ხდება. ფეხები მეტად გარჩევადი ხდება. ამ დროს ჩანასახის ზომა 2.2 სანტიმეტრი, ხოლო წონა - 1.98 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - IX კვირა





X კვირა - 2 თვის და 2 კვირის ჩანასახი

თავი მეტად მრგვალი ფორმის ხდება, თვალები კი მშვენივრად გარჩევადი სახეზე. თითებს შორის არსებული, მათი მაკავშირებული აპკოვანი ქსოვილი ქრება როგორც ხელის, ასევე ფეხის თითებზე. ჩანასახის ზომა ამ დროს 3 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 3.96 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - X კვირა





XI კვირა - 2 თვის და 3 კვირის ჩანასახი

ხელის და ფეხის თითებზე წარმოიქმნება ფრჩხილები, ხოლო თვალებში ფერადი გარსი ყალიბდება. ფორმირებას იწყებს სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები. ასევე განვითარებას იწყებს გენიტალიები. ამ დროს ჩანასახის ზომა 4 სანტიმეტრია, ხოლო წონა 7 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XI კვირა





XII კვირა - 3 თვის ნაყოფი

თირკმლები უკვე წარმოქმნის შარდს, ასევე ვითარდება ნაწლავები. მუცლის მოშლის საშიშროება საკმაოდ იკლებს. ამ დროს ნაყოფის ზომა 5.3 სანტიმერია, ხოლო წონა 14 გრამს აღწევს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XII კვირა





XIII კვირა - 3 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ნაყოფი იწყებს შარდის გამოყოფას ამნიოტურ პარკში. ძვლები გამყარებას იწყებს, რომ წარმოიქმნას ჩონჩხი. კანი ჯერ კიდევ თხელი და გამჭვირვალეა. ამ დროს ნაყოფის ზომა 7.3 სანტიმეტრი, ხოლო წონა - 22.6 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XIII კვირა





XIV კვირა - 3 თვის და 2 კვირის ნაყოფი

ნაყოფის სხეული რბილი ბალნით იფარება, ნიკაპი უფრო გამოკვეთილი ხდება, განვითარებას იწყებს თითის ანაბჭდები. ამ დროს ნაყოფის ზომა 8.8 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 42 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XIV კვირა





XV კვირა - 3 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ყალიბდება სისხლძარღვების ქსელი, სახის გამომეტყველების ცვლილებაც კი შესამჩნევი ხდება. განვითარებას იწყებს სკალპის თმა, ამ დროს ნაყოფის ზომა 10.1 სანტიმეტრი, ხოლო წონა 71 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XV კვირა





XVI კვირა - 4 თვის ნაყოფი

განვითარებად თვალებს უკვე ნელა მოძრაობა შეუძლიათ. კიდურების მოძრაობა შეთანხმებული ხდება. ნაყოფი პატარა ვაშლისხელაა. ზომით 11.43 სანტიმეტრი, ხოლო წონით 113 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XVI კვირა





XVII კვირა - 4 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ფილტვები სუნთქვას იწყებს ამნიონურ სითხეში. პატარა გული უკვე დღე-ღამეში 47 ლიტრზე მეტ სისხლს ტუმბავს. თითის ფრჩხილებიც ზრდას იწყებს. ამ დროს ნაყოფი ზომით 13 სანტიმეტრს, ხოლო წონით 167 გრამს აღწევს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XVII კვირა





XVIII კვირა - 4 თვის და 2 კვირის ნაყოფი

ნაყოფს უკვე შეუძლია გაიგონოს ხმაური, რომელიც დედის და მის გარშემოა. საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა უკვე მუშაობს. დედას შეუძლია შვილის მოძრაობების შეგრძნება. ამ დროს ნაყოფის ზომა უკვე 14 სანტიმეტრი, ხოლო წონა 200 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XVIII კვირა





XIX კვირა - 4 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ნაყოფის ზრდა ნელდება, მის გარშემო კი დამცველი შრეები წარმოიქმნება, რომლებიც მის ნაზ კანს იცავს. ამ დროს ნაყოფის ზომა 15.24 სანტიმეტრი, ხოლო წონა 240 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XIX კვირა





XX კვირა - 5 თვის ნაყოფი

ნაყოფს უკვე შეუძლია დაძინება და გაღვიძება, გრძნობს დედის მოძრაობებს და პასუხობს ხოვან გამღიზიანებლებზე. ამ დროს მისი ზომა უკვე 16 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 312 გრამს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XX კვირა





XXI კვირა - 5 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ნაყოფი იწყებს თავისი ცერის წოვას, მისი ღრძილების სიღრმეში კბილების პატარა ჩანასახები ჩნდება, ნაწლავები კი მყარი ნარჩენების წარმოქმნას იწყებს. ამ დროს ნაყოფის ზომა 26.6 სანტიმეტრი, ხოლო წონა 360 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXI კვირა





XXII კვირა - 5 თვის და 2 კვირის ნაყოფი

ამ ხნის ნაყოფი უკვე იწყებს თვალების ხშირ მოძრაობებს, თვალით შესამჩნევი ხდება წარბები და თმა. სასქესო ორგანოების განვითარება მეტად ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროს ნაყოფის ზომა უკვე 27.6 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 431 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXII კვირა





XXIII კვირა - 5 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ამ დროს ნაყოფი იწყებს სლოკინს და მეტ მოძრაობას. თავის ტვინში წარმოიქმნება მეტი ნეირონული კავშირი, რაც მატებს მას გონებრივ შესაძლებლობებს. სახის ნაკვთები საკმაოდ გარჩევადი ხდება. ამ დროს მისი ზომა 28.9 სანტიმეტრია, ხოლო წონა 499 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXIII კვირა





XXIV კვირა - 6 თვის ნაყოფი

სხეულზე კანი ამ დროს დანაოჭებული და ნახევრად გამჭვირვალეა იმდენად, რომ კანქვეშ შეგვიძლია სისხლძარღვების გარჩევა. ხელებისა და ფეხის თითებზე უკვე სრულადაა ჩამოყალიბებული ფრჩხილები. ნაყოფის სიგრძე 30 სანტიმეტრი, ხოლო წონა 589 გრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXIV კვირა





XXV კვირა - 6 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ნაყოფი დროს მეტ წილს ძილში ატარებს. მისი გულისცემა მეტად ნათელი ხდება. ნაყოფს უკვე შეუძლია გაარჩიოს თავისი სხეულის სივრცეში მდგომარეობა, მაღლა და დაბლა. მისი სიგრძე 34.5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 680 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXV კვირა





XXVI კვირა - 6 კვირის და 2 კვირის ნაყოფი

ქუთუთოები ფორმირდება სრულად და ახლა უკვე ნაყოფს თვალების გახელა და დახუჭვა შეუძლია. თვალის კაკლები ჯერ კიდევ მოლურჯო შეფერილობისაა. იმუნური სისტემა იწყებს განვითარებას. ამ დროს ნაყოფის სიგრძე 35.5 სანტიმეტრია, ხოლო წონა 771 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXVI კვირა





XXVII კვირა - 6 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ნერვული სისტემა განაგრძობს მომწიფებას. ტვინის აზროვნებითი აქტივობის პირველი ნიშნები დაკვირვებადი ხდება. ამ დროს ნაყოფის სიგრძე 36.6 სანტიმეტრია, ხოლო წონა 861 გრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXVII კვირა





XXVIII კვირა - 7 თვის ნაყოფი

წამწამები სრულად ჩამოყალიბებულია. სუნთქვა ცენტრალური ნერვული სისტემის მიერაა კონტროლირებული. ჩვილს უკვე შეუძლია თვალების დახამხამება და ხველა. მისი სიგრძე 37.5 სანტიმეტრს, ხოლო წონა 998 გრამს აღწევს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXVIII კვირა





XXIX კვირა - 7 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ჩვილი იწყებს დაბადების პოზიციაში გადანაცვლებას. უკვე შეუძლია დარტყმა, გაზმორვა და ფეხებით დედისთვის საგრძნობი ბიძგების განხორციელება. მას შეუძლია გაიგონოს ხმა, შეიგრძნოს სინათლე და შეხება. ნაყოფის ზომა არის 38.6 სანტიმეტრი, ხოლო წონა 1.1 კილოგრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXIX კვირა





XXX კვირა - 7 თვის და 2 კვირის ნაყოფი

განვითარებადი თვალები ამ დროს ფართოდაა გახელილი. თავზე უკვე საკმაო რაოდენობის თმაა ამოსული და სისხლის მეტი წითლი უჯრედები ანუ ერითროციტები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. ამ დროისთვის ნაყოფის ზომა 39.8 სანტიმეტრი, ხოლო წონა 1.3 კილოგრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXX კვირა





XXXI კვირა - 7 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ადამიანის ხუთივე გრძნობა უკვე მუშაობს. წონის მატება დაჩქარებულად იწყება. გრძელდება ტვინისა და ნერვული სისტემის სწრაფი განვითარება. ამ დროს ნაყოფის ზომა 41.1 სანტიმეტრს, ხოლო წონა 1.5 კილოგრამს აღწევს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXI კვირა





XXXII კვირა - 8 თვის ნაყოფი

ის თმა, რომელიც აქამდე ფარავდა სხეულს, ცვივა. ხელის ფრჩხილები ახლა უკვე კარგადაა გამოკვეთილი თავი გადაინაცვლებს სამშობიარო პოზიციისკენ. ამ დროს ჩვილის სხეულს სიგრძე 42.4 სანტიმეტრია, ხოლო წონა 1.7 კილოგრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXII კვირა





XXXIII კვირა - 8 თვის და 1 კვირის ნაყოფი

კოორდინირებულია სუნთქვა და ყლაპვა. ძვლები უფრო ძლიერი ხდება და მყარი, თუმცა თავის ქალა კვლავ ნაზი და ადვილად დრეკადია. ამ დროისთვის ნაყოფის ზომა 43.1 სანტიმეტრია, ხოლო წონა 1.9 კილოგრამს აღწევს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXIII კვირა





XXXIV კვირა - 8 თვის და 2 კვირის ნაყოფი

ჩვილი დაბადების პოზიციაშია განთავსებული. მთავარი ორგანოები უკვე მუშაობს. მომნელებელი და სასუნთქი სისტემა კარგად მუშაობს. ამ დროს ნაყოფის ზომა 43.6 სანტიმეტრი, ხოლო წონა 2 კილოგრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXIV კვირა




XXXV კვირა - 8 თვის და 3 კვირის ნაყოფი

კანი ხდება გლივი და ვარდისფერი, სმენა სრულად განვითარებულია. ჩვილი უკვე სამშობიარო პოზიციაში ზის. მისი ზომა 46.2 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.4 კილოგრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXV კვირა




XXXVI კვირა - 9 თვის ნაყოფი

თირკმლები დაღვიძლი სრულად მოქმედი ხდება. სისხლის მიმოქცევა და იმუნური სისტემა კარგად მუშაობს. საშვილოსნო ბავშვისთვის უკვე საკმაოდ ვიწრო ხდება. ბავშვის ზომა ამ დროს 47.5 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.6 კილოგრამს.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXVI კვირა




XXXVII კვირა - 9 თვის და 1 კვირის ნაყოფი

ბავშვი სწავლობს ხელის მოჭიდებას. ის გამოყოფს ფისივით ნარჩენებს. ამ დროს სრულ ზომას აღწევს და არის 48.2 სანტიმეტრი, წონით კი 2.7 კილოგრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXVII კვირა




XXXVIII კვირა - 9 თვის და 2 კვირის ნაყოფი

თავის თმა მეტად გრძელდება და ხშირდება. ტვინი ახლა აკონტროლებს დანარჩენ ორგანოებს. სხეულის ზომა 48.7 სანტიმეტრი, წონა კი 2.8 კილოგრამია.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXVIII კვირა




XXXIX კვირა - 9 თვის და 3 კვირის ნაყოფი

ჩვილის მკერდი ზომაში იზრდება, ტვინი დაჩქარებულად განაგრძობს განვითარებას. ამ დროს სხეულის სიგრძე 49.5 სანტიმეტრია, წონა კი 3.1 კილოგრამი.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XXXIX კვირა




XL კვირა - 10 თვის ნაყოფი

ყველა ორგანო სრულად ჩამოყალიბებული და კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაშია. ჩვილი სრულად მომწიფდა დაბადებისთვის და ბუნებრივი (ან საკეისრო კვეთით) მშობიარობის გზით იბადება.


ადამიანის განვითარება საშვილოსნოში - XL კვირა





კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
224
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
224
  
2021, 11 აპრილი, 20:01
განაყოფიერებისთვის აუცილებელია, რომ 1 მილილიტრ სპერმაში იყოს მინიმუმ 20 მილიონი სპერმატოზოიდი და მთლიანად ეაკულატში ანუ საერთო ჯამში გამოყოფილი სპერმის ულუფაში უნდა იყოს ნორმალური, ჯანსაღი სპერმატოზოიდების შემცველობა მინიმუმ 50%. ამხელა რაოდენობის სპერმატოზოიდებს შორის, ბუნებრივი განაყოფიერების დროს იმართება დიდი შეჯიბრი და რბოლა, თუ რომელი მიაღწევს პირველი გასანაყოფიერებელ კვერცხუჯრედამდე და მხოლოდ უძლიერესი და ყველაზე ჯანმრთელი სპერმატოზოიდი ახერხებს ამას.
ასე რომ არავინ თქვათ რომ ლუზერი ვარო, თავიდანვე მინიმუმ 20 მილიონი თქვენნაირი გყავთ დამარცხებული რომ დაბადებულიყავით.
2021, 6 აპრილი, 5:28
Кто или что такое человек? Это спорная и большая тема, но что на самом деле не является спорным, научно доказанным и проверяемым, так это его физические характеристики. Давайте также начнем определять человеческое существование с помощью физического описания. Чтобы лучше понять, насколько велика и сложна структура, с которой мы имеем дело, нам нужно начать обсуждение людей на микроуровне.

96% общей массы тела каждого человека состоит из 4 химических элементов, а именно: кислорода (65%), углерода (18,5%), водорода (9,5%) и азота (3,3%).

O (кислород) - 1 грамм кислорода состоит из 37,5 секстиллионов атомов.
C (углерод) - 1 грамм углерода состоит из 50 секстиллионов атомов.
H (водород) - 1 грамм водорода состоит из 595 секстиллионов атомов.
N (азот) - 1 грамм азота состоит из 42 секстиллионов атомов.

Секстиллион - это триллион раз на миллиард.

Наше тело состоит из 200 различных типов клеток. Из них более 30 триллионов - это бактериальные клетки. Каждый литр крови содержит от 3,8 до 5,4 триллиона эритроцитов (эритроцитов). Каждая из этих клеток имеет историю 4 - 3,8 миллиарда лет, поскольку каждая из них является потомком первой жизни, существовавшей на Земле ровно 4 миллиарда лет назад. Десятки миллиардов видов появились и вымерли за это время, и, наконец, жизненный цикл создал венец эволюции - Человека. Каждый из нас имеет колоссальную ценность не только по моральным или метафизическим, но и по физическим характеристикам, поскольку мы - невероятно сложные, продуманные конструкции. Жизнь и достоинство каждого из нас должны быть по возможности неприкосновенны. С 8000 г. до н.э. до конца 2010 г. умерло не менее 101 миллиарда человек.
2021, 21 მარტი, 10:14
Who or what is a human? This is a controversial and big topic, but what is not really controversial, scientifically proven and verifiable, is its physical characteristics. Let us, too, begin to define human existence by physical description. To better understand how large and complex a structure we are dealing with, we need to start discussing humans at the micro level.

96% of the total body weight of each person consists of 4 chemical elements, namely: oxygen (65%), carbon (18.5%), hydrogen (9.5%) and nitrogen (3.3%).

O (oxygen) - 1 gram of oxygen consists of 37.5 sextillion atoms.
C (carbon) - 1 gram of carbon consists of 50 sextillion atoms.
H (hydrogen) - 1 gram of hydrogen consists of 595 sextillion atoms.
N (nitrogen) - 1 gram of nitrogen consists of 42 sextillion atoms.

Sextillion is a trillion times a billion.

Our body is made up of up to 200 different types of cells. Of these, more than 30 trillion are bacterial cells. Each liter of blood contains 3.8 trillion to 5.4 trillion red blood cells (erythrocytes). Each of these cells has a history of 4 - 3.8 billion years, as each of them is a descendant of the first life, that existed on Earth, exactly 4 billion years ago. Tens of billions of species have emerged and become extinct during this time and finally the life cycle sculpted the crown of evolution - Human. Each of us is of colossal value not only in moral or metaphysical but also in physical characteristics, since we are an incredibly complex, thoughtful constructions. The life and dignity of each of us should be as inviolable as possible. From 8000 BC to the end of 2010, at least 101 billion people had died. Now we have to talk about what path they took before each of them came to this earth and what path we, the people who are alive today, went through in the womb.

Here is one sad fact: from 1980 to 2015, 1.3 billion abortions were performed worldwide. From 2015 to the end of 2019, more than 365 million official abortions were performed worldwide.
0 1 3