საბუნებისმეტყველო ნიკოლა ტესლა - კაცი, რომელმაც გვიჩვენა, რომ მეცნიერება და მაგია ერთი მონეტის ორი მხარეა 2018, 9 მაისი, 12:30 ალბათ არ არსებობს მეცნიერი, რომლის სახელსაც ამდენი საიდუმლო უკავშირდებოდეს, რამდენიც ტესლას. ზოგი გენიოსად თვლიდა, ზოგიც - შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას (1856 - 1943 წწ.) უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენს ბინებში დღეს ცვლადი დენის წყალობით ელექტრობა გვაქვს. მან სულ 300-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა და მათი მეშვეობით 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ახლანდელი ფასებით ეს დაახლოებით 250 - 300 მილიონი დოლარის ექვივალენტია). "ბავშვობიდანვე ჩემს თავში უცნაური სურათები ირეოდა"... ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წელს სერბი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში ხორვატიაში, ქალაქ სმილიანში. მისი ახლობლების მოგონებით თავიდანვე უცნაური იყო - მარგალიტის დანახვაზე ბიჭს კრუნჩხვები ეწყებოდა, ატმის გემო მასში ციებ-ცხელებას იწვევდა, ხოლო წყალში ჩაყრილი ქაღალდის დანახვაზე იგი პირში ძალიან უსიამოვნო გემოს შეიგრძნობდა. მამას შვილისთვის სასულიერო კარიერა ჰქონდა განზრახული, ამიტომაც მას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოწყობა აუკრძალა. ნიკოლა ისე განრისხდა, რომ მაშინვე ავად გახდა იმდენად ავად, რომ ექიმებმა ლეტალური შედეგიც კი არ გამორიცხეს. ამან მამა ისე შეაშინა, რომ შვილს ინსტიტუტში ჩაბარების ნება დართო. ტესლა მალე გამოკეთდა, მაგრამ როგორც ჩანს არც თუ ბოლომდე. თავად მისი თქმით ამ ავადმყოფობის შემდეგ, უცნაური ხილვები დაეწყო. "ჩემ წინ გაჩენილი სინათლის ძლიერი ნათებანი სულ უბრალოდ ცვლიდნენ ჩემს აზრებს... ამ საგნების სურათებსა და სცენებს, მართალია, რეალური სინამდვილის თვისებები ჰქონდათ, მაგრამ მე მათ ყოველთვის ხილვად აღვიქვამდი. იმისათვის, რომ ტანჯვისგან თავი დამეღწია მე ნორმალური ცხოვრებიდან ხილვებზე გადავერთე"... მაგრამ ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ტესლასთვის რომ ორი უნივერსიტეტი დამეთავრებინა და სერიოზული მეცნიერი გამხდარიყო. თომას ედისონმა ტესლა 50 ათას დოლარად "გაყიდა" ნიკოლა ტესლა და მეორე დიდი გამომგონებელი - თომას ედისონი (1857 - 1931) სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი იყვნენ ერთმანეთს. მტრობა ასე დაიწყო: 1884 წელს უკვე მთელ ევროპაში სახელგანთქმული ინჟინერი ტესლა ედისონის მოწვევით შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. აქ მის ქარხანაში სერიოზული ტექნიკური პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. სამაგიეროდ ედისონი ტესლას 50 ათასუ დოლარის პრემიას დაჰპირდა, მაგრამ ფული ტესლას თვალითაც არ უნახავს. ედისონმა განაცხადა, რომ "პრემია" ეს მხოლოდ ხუმრობაა, და თუკი ტესლას სურვილი აქვს, რომ ნამდვილი ამერიკელი გახდეს, იგი ასეთ იუმორს უნდა მიეჩვიოს". პრემიის მაგივრად ედისონმა ინჟინერს ხელფასზე დანამატი სულ რაღაც 10 დოლარი შესთავაზა კვირაში. ტესლამ ამაყად განუცხადა უარი და დაეთხოვა. სულ რამდენიმე წელიწადში ტესლამ თავისი პატენტები დაყიდა და საკუთარი ფირმა გახსნა. ეს ფირმაც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა და ვაჭრობდა. სხვათაშორის მისი პროდუქცია კონკურენტთან შედარებით ბევრად ეკონომიური იყო. გავლენიანი ედისონი სულ უფრო და უფრო კარგავდა შეკვეთებს. ამიტომაც განრისხებულმა მოწინაარმდეგეს საჯაროდ მიაყენა შერაცხყოფა და "შეშლილი სერბი" უწოდა. 1895 წელს ნიკოლა ტესლას ლაბორატორიას კოლორადო-სპრინგში ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. განადგურდა უძვირფასესი მოწყობილობები. დაიწვა მეცნიერის ფასდაუდებელი ჩანაწერები. სულ ადვილი დასაშვებია რომ ამ არაადამიანურ საქმეში "ედისონის ხალხი" იყო ჩარეული. "მკლავის სიმსხო ცეცხლოვანი ხანჯლები" ტესლას უნდოდა ხელოვნური მეხი მიწას ლაბორტაორიის ანძის სიმაღლიდან დასცემოდა. ეს იყო დაახლოებით 200 ფუტის სიმაღლე (დაახ. 60 მეტრი). და აი ტესლამ ბრძანება გასცა, გაისმა საარტილერიო ცეცხლის მსგავსი ხმა. ლაბორატორია ცისფერი შუქში გაეხვია, მთელი მოწყობილობა ცეცხლოვან ნაპერწკლებს ჰყრიდა, გარშემო ოზონის სუნი იდგა, ჩიტოს თითებიდან (ეს მეცნიერის თანაშემწე გახლდათ) ასევე გამოფრინდა ნაპერწკლები და ეს ნაპერწყლების ნაკადი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და გრძელდებოდა. ისინი ნესმებივით იჩხვლიტებოდნენ. ამიტომაც ჩიტოს შეესინდა, რომ ტესლას სიგნალის მიღებისას დენის გამორთვას ვეღარ შეძლებდა. მაგრამ ეს სიგნალი არა და არ ჩანდა. საარტილერია კაკანის მსგავსი ხმა კი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ანძაზე სფეროდან თავდაპირველად მსხვილი ცისფერი ნაპერწკლები დაიფრქვა, შემდეგ ისინი ცისფერ, კლაკნილ ძაფებად იქცნენ. და აი ისინი უკვე ძაფები კი არ იყო, მკლავის სიმსხო ცეცხლოვან ხანჯლებად იქცნენ. ბოლოს და ბოლოს ელვამ იელვა, ქუხილი მტელი 15 მილის (დაახ. 25 კმ-ს) მანძილზე გაისმა". - ესაა ნაწყვეტი წიგნიდან "ტესლა: გენიოსი თუ შეშლილი". წიგნის ავტორი არის ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ ო ნილი, რომელიც პირადად ესწრებოდა მეცნიერის მრავალ ექსპერიმენტს. ინტერნეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში ტესლას უმთავრესი გამოგონება, რომლის ბოლომდე მიყვანა თავად არ დასცალდა, სხვებმა კი ვერაფერი გაუგეს, ეს იყო ინფორმაციისა და ენერგიის გადაცემის მსოფლიო უსადენო სისტემა". ენერგოგადამცემ სადგურს შეეზლო ელექტრონული ენერგია დედამიწის ნებისმიერი წერტილისკენ მიემართა, რომ იგი ატმოსფეროს ზედა შრეებიდან და თავად დედამიწიდან აერეკლა. მისით სარგებლობა ყველას შეეძძლო - გემებს, თვითმფრინავებს, ფაბრიკებს... საამისოდ უბრალოდ ენერგომიმღები მოწყობილობა უნდა ჰქონოდათ. მეცნიერის მტკიცებით ამავე სისტემას შეეძლო მთელ მსოფლიოში ზუსტი დროის სიგნალები, მუსიკა, ნახატები და გარკვეული ტექსტები გადაეცა. ხოლო უბრალო, ჩვეულებრივი ტელეფონის საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დარეკვა იქნებოდა შესაძლებელი. ტესლამ ლონგ-აილენდში ენერგოგადამცემი სადგურიც კი ააშენა. პირველი ექსპერიმენტები ჯერჯერობით წარუმატებელი იყო, მერე კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს. სამხედროების მოთხოვნით ტესლამ ცდები შეწყვიტა - ისინი ეჭვობდნენ რომ მეცნიერი ინფორმაციებს გერმანელებსა და მათ მეკავშირე -ავსტრიას გადასცემდა. ნიკოლას სიკვდილის შემდეგ "მსოფლიო სისტემის" დოკუმენტებსა და ნახაზებს ვეღარავინ მიაგნო. შეეძლო თუ არა მას ადამიანების გადაადგილება ეს გამოგონება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ფანტასტიკური. მართალია მეცნიერებს ასეთი ხელსაწყოები ჯერაც არ გააჩნიათ, მაგრამ არავინ დავობს, რომ შესაზლოა 21-ე საუკუნეში ასეთი გამოგონება გამოჩნდეს. ტელეპორტაცია უკვე განხორციელდა, ოღონდ მხოლოდ ნაწილაკების დონეზე და არა რაიმე ცოცხალი არსების, მაგრამ პრინციპი ნაპოვნია და ისიც ვიცით, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ავსტრალიასა და ჩინეთში უკვე წარმატებით ჩატარდა ცდები ფოტონების ტელეპორტაციაზე. ფოტონები სინათლის ნაწილაკებია. შესაძლოა ეს მხოლოდ დასაწყისია და შეაძლოა ამას არც თუ ისე დიდ დროში გარკვეული შედეგები ბევრად უფრო დიდ საგნებზეც მოჰყვეს. სამწუხაროდ გენიალური ტესლას დღიურების უმეტესობა ან დაკარგულია, ან განადგურებული. დღეს უკვე შეუძლებელია მრავალი მისი პროექტის აღდგენა, თუმცა ცოტა რამ მანც კეთდება ამ კუთხით. ასე მაგალითად, ამერიკელი ინჟინერი გრეგორი ლეი სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელია. მან ტესლას ელექტრული კოშკი ააგო. აქ მისი წყალობით ხელოვნური ელვების წარმოქმნაზე მუშაობენ. ტუნგუსკის კატასტროფა არსებობს ვერსია, რომ 1908 წლის 30 ივნისს ციმბირში, ტუნგუსკის რაიონში არანაირი მეტეორიტი არ ჩამოვარდნილა. ამ ვერსიის თანახმად ეს ყველაფერი დიდ მანძილზე ენერგიების გადაცემის ექსპერიმენტის შედეგი იყო. ამის ეჭვს ბევრი ფაქტორი ბადებს. ზუსტად 1908 წლის გაზაფხულზე ტესლა "ნიუ-იორკ თაიმსის" რედაქტორისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: "უკვე ახლა ჩემს უსადენო ენერგეტიკულ მოწყობილობებსშეუძლიათ დედამიწის ნებისმიერი რაიონი საცხოვრებლად სრულიად უვარგისი გახადონ." ზუსტად 30 ივნისის ღამეს კანადაში და ჩრდილოეთ ევროპაში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია ცასი უჩვეულო ვერცხლისფერი ღრუბელი, რომელიც თითქოსდა პულსირებდა. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ ემთხვევა იმ ადამიანების მონათხრობებს, ადრე კოლორადო-სპრინგში მდებარე ტესლას ლაბორატორიაში ცდებს რომ აკვირდებოდნენ. ელექტრომობილი ერთი კვირის განმავლობაში დატენვის გარეშე დადიოდა 1931 წელს ნიკოლა ტესლამ მანქანათმშენებელი ფირმის ინჟინრებთან ერთად "Pierce-Arrow"-ში მართლაცდა დაუვიწყარი ექსპერიმენტი ჩაატარა - ამ ფირმის მარკით წარმოებულ ავტომობილს შიდა წვის ბენზინის ძრავი ამოაცალეს და ელექტროძრავი ჩაუდგეს. ტესლამ ელექტროძრავს რაღაც პატარა ყუთი მიუერთა, ზომებით დაახლოებით 60X30X15 სანტიმეტრზე. მანქანამ დაუმუხტავად ზუსტად 1 კვირა იმუშავა ანუ მანამ, სანამ მას სპეციალისტები აკვირებოდნენ. შემდეგ ტესლამ თავისი პატარა ყუთი წაიღო და შემდეგ იგი არასოდეს არავის უნახავს. საქმე ისაა, რომ საზოგადოებაში დიდი ამბები ატყდა - ხალხი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და ყოველივე იმას, რასაც ხედავდა ეშმაკისეულად მიიჩნევდა. - ბრბო ბობოქრობდა და ამ "სატანური გამოგონების" აღკვეთას ითხოვდა. ტესლა აშკარად ადრე იყო დაბადებული... დედამიწა - სასანთლე 1914 წელს გამომგონებელმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მთელი დედამიწა თავის ატმოსფეროიანად გიგანტურ ლაფად უნდა ქცეულიყო. ამისთვის საკმარისი გახლდათ ატმოსფეროს ზედა ფენებში მაღალი სიხშირის დენი გაეშვათ და ისინი ნათებას დაიწყებდნენ. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს, ტესლას არ აუხსნია, თუმცა გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ამაში არანაირი სირთულე არ იყო. "სიკვდილის სხივები" 1893 წელს ტესლამ გაზეთებს განუცხადა, რომ აღმოაჩინა რაღაც, რასაც უწოდებდას "სიკვდილის სხივებს", რომლებსაც თვითმფრინავის განადგურება 400 კილომეტრის მანძილზე შეეძლო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამ ტექნოლოგიების შესყიდვა მან ჯერ შეერთებული შტატების მთავრობას სთხოვა, მერე კი დიდი ბრიტანეთისას, მაგრამ ერთმაც და მეორემაც რატომღაც თავი შეიკავა. სიგნალები მარსიდან 1926 წელს ტესლამ ნიუ იორკში მდებარე თავის ლაბორატორიაზე ანძა დაამაგრა. მისი საშუალებით კი სრულიად აუხსნელი წარმოშობის სიგნალები დაიჭირა. მეცნიერის თქმით ეს სიგნალები მარსიდან იყო. ამაზე ტესლას დასცინოდნენ, ის კი ამბობდა - არადა ასეთი საოცრებისთვის (არამიწიერ სიცოცხლის ფორმებთან კავშირის დამყარებისთვის), მე ჩემს სიცოცხლესაც კი დავთმობდიო". ფილადელფიის ექსპერიმენტი ტესლასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ჭორი - ხომალდ "ელდრიჯის" გაქრობა იყო. თითქოსდა მეცნიერმა მეორე მსოფლიო ომის წინ შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობასთან დაიწყო თანამშრომლობა, კერძოდ საზღვაო-სამხედრო ხომალდები რომ რადარებისთვის უხილავნი ყოფილიყვნენ, მათ "ხილვადობის ეკრანი" შეუქმნა. თავად ტესლამ ექსპერიმენტის დამტავრება ვერ შეძლო. იგი 1943 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა. გავიდა 10 თვე და ხომალდ ელდრიჯზე ამერიკელმა სამხედროებმა ტესლას გენერატორით ცდის ჩატარება მოინდომეს. მოხდა სრულიად წარმოუდგენელი რამ - ხომალდი არამარტო რადარებისთვის გახდა შეუმჩნეველი, არამედ ადამიანის თვალისთვისაც. მეტიც, ის იმ ადგილიდანაც კი გაქრა და შემდეგ 200 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. "ელდრიჯის" თითქმის ყველა წევრი ჭკუიდან შეშლილი დახვდათ. ეს ექსპერიმენტი "ფილადელფიის ექსპერიმეტის" სახელითაა ცნობილი და ის მკვლევარებს დღემდე აშფოთებს. სულებთან საუბარი შემონახულია ტესლას წერილი მეგობრისადმი. მეცნიერი წერს, რომ მაღალი სიხშირის დენების შესწავლისას რაღაც გამაოგნებელს წააწყდა. "მე აღმოვაჩინე ფიქრი... მალე თქვენ შეძლებთ თქვენი ფიქრები პირადად წაუკითხოთ ჰომეროსს, მე კი ჩემს აღმოჩენებზე თავად არქიმედესთან ვიკამათებ" სხვათაშორის იმქვეყნიურ სამყაროსთან დაკავშირებას ტესლას წყეული მტერი - ედისონიც ცდილობდა. სად გაქრა არქივი? მეცნიერის სიკვდილის შემდეგ მის სასტუმროს ნომერში ვერანაირი ქაღალდი, ვერც რაიმე ჩანაწერი ანდა ნახაზი ვერ იპოვეს. არის ვერსია, რომ ისინი თავად ტესლამ გაანადგურა. ასევე შესაძლოა, რომ ისინი სპეცსამსახურებმა წაიღეს. უფრო სავარაუდო მეორე ვერსიაა. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 7421 2-ს მოსწონს |
სერბეთში დაბადებული ხორვატი მეცნიერი, რომელსაც მამამისი მღვდლობას უპირებდა. ამის გამო ახალგაზრდა ნიკოლა ნერვიულობით ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. ადვილად წარმოსადგენია თუ რამხელა გენიოსს გადაკრგავდა მსოფლიო მამამისს რომ გაემარჯვა. ნიკოლა მეცნიერი გახდა და კაცობრიობა დაახლოებით ერთი საუკუნით წინ წაიყვანა. განვითარების პროცესები აშკარად დააჩქარა. ნიკოლა ტესლა უაღრესად ექსცენტრიული მეცნიერი იყო, თუმცა ბევრი თვლის, რომ მისი გამოგონებები ბევრად აღემატებოდა ედისონისა და ბელის გამოგონებებს. ზემოთქმულის სინამდვილის სადემონსტრაციოდ წარმოგიდგენთ ნიკოლა ტესლას 5 ყველაზე ღირსშენაშინავ გამოგონებას:
1) ელექტრო ენერგიის უსადენო გადაცემა: 1893 წელს 120 წლის წინ ჩიკაგოს გამოფენაზე ნიკოლა ტესლამ წარადგინა ელ. ენერგიის უსადენოდ გადაცემის მეთოდი. ის იმედოვნებდა, რომ აღნიშნული გამოგონება საშუალებას მისცემდა ენერგიით უზრუნველეყო ქვეყნის მთიანი რაიონები. დღეს ამ ტექნოლოგიით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Intel და Sony.
2) რენტგენი: ტესლას გამოკვლევებმა ელექტრომაგნეტიზმის სფეროში რენტგენოლოგებს საშუალება მისცა ადამიანის ჩონჩხი დაენახათ ქსოვილის გაჭრის გარეშე. თუმცა 1880 წლის ბოლოს ეს იდეა ნამდვილ სიგიჟედ მოგეჩვენებოდათ.
რენტგენის აღმოჩენა მიეწერება გერმანელ მეცნიერ ვილჰელმ რენტგენს 1895 წელს, თუმცა მანამდე 8 წლით ადრე ტესლა უკვე აწარმოებდა გამოკვლევებს და პირველად მიაქცია ყურადღება რენტგენის სხივების მავნებლობას ადამიანის სხეულისათვის.
3) სიკვდილის სხივი: 1930-იან წლებში ზოგიერთი მტკიცების მიხედვით ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისაკენ. მას "სიკვდილის სხივი" უწოდეს. ეს იარაღი ტესლას მიერ გამოშვებული არ იქნა.
5) მიწისძვრის გამომწვევი მანქანა: 1898 წელს ტესლამ განაცხადა, რომ შექმნა რხევების გენერატორი, რომელიც არყევდა შენობას და მასთან ახლოს არსებულ ნივთებს. თვითონ მოწყობილობა 1 კგ-ს იწონიდა, მაგრამ მეცნიერმა შეძლო რხევები ისე მოემართა, რომ თითოეული მათგანი დიდ ენერგიას უმატებდა შენობის ბუნებრივ რხევებს. როდესაც ტესლამ აღნიშნული გამოგონების პოტენციური საშიშროება შეიცნო, მოწყობილობა ჩაქუჩით დაამტვრია.
,,ღმერთი - ეს არის ინფორმაციული სამყარო, რომელმაც იცის ყველაფერი და ეხმარება ყველას, ვინც ცდილობს სწორად იცხოვროს. - ჩვენი არსებობის უდიდესი საიდუმლო ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. მისი მეშვეობით შეიძლება დამტკიცდეს რომ სიკვდილი სულაც არაა დასასრული!''
ნ.ტესლა