საბუნებისმეტყველო დინოზავრები საქართველოში 2019, 14 იანვარი, 15:21 სათაფლიას დინოზავრებიიმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სათაფლიის ნაკრძალში აღმოჩენილია 65.5 მილიონი წლის წინ გადაშენებული 7 სხვადასხვა სახეობის 25 დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი. სათაფლია ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთსა და იმავე ადგილზე აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ასევე მტაცებელი დინოზავრების ნაკვალევი. სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენდა. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის სასუელბით, შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა - პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს. ნაკვალევები დატოვებულია მერგელოვან კირქვებზე. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი მსოფლიოში უნიკალური მოვლენაა. როდესაც იქ დინოზავრებმა გაიარეს და ორ ფენაზე დატოვეს კვალი, მაშინ ამ ტერიტორიებზე ზღვის სანაპირო იყო. "მარტვილელი დინოზავრები"2017 წელს მარტვილში, აბაშისწყლის ხეობაში მდებარე პატარა სოფლების ბალდისა და გაჭედილის საზღვარზე 65.5 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების მრავალი კვალი და არტეფაქტი აღმოაჩინეს. 2017 წლის ზაფხულში ილის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპედიცია მუშაობდა, როცა პალეონტოლოგი ვასო გაბუნია შემთხვევით გადააწყდა დინოზავრის ნაკვალევს. თავიდან მცირე ზომის მტაცებელი დონოზავრის ნაკვალევი იქნა შემჩნეული, ხოლო მოგვიანებით იქვე, სულ რამდენიმე მეტრში პალეონტოლოგმა სხვა ნაკვალევიც შენიშნა. უმშვენიერესი ჩანჩქერის კიდეს ამშვენებდა ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. ეს ნაკვალევი პირველზე გაცილებით კარგად იყო შემონახული. ის დაახლოებით ინდაურისხელა პრეისტორიულ ფრინველს ან მცირე ზომის ორფეხა დინოზავრს ეკუთვნოდა. აქვე აღმოჩნდა ზედა ცარცული პერიოდის ზღვის ზღარბების ნიჟარებიც, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 70 მილიონ წელს ითვლის. ამგვარად მარტვილის ტერიტორიაზე პლეზიოზავრებიც ბინადრობდნენ. სხვათაშორის ლეზიოზავრს მითურ ურჩხულსაც ამსგავსებენ, რომელიც ლეგენდის მიხედვით შოტლანდიაში, ლოხ-ნესის ტბაში ბინადრობს. "ლოხ-ნესის ურჩხული" პირველად ახალი წელთაღრიცხვის 565 წელს გამოჩნდა. "წმინდა კოლუმბას ცხოვრებაში აღწერილია ლოხ-ნესის ბაყაყისებრი უზარმაზარი ცხოველი, რომელიც წმინდანმა ლოცვით განდევნა. მას შემდეგ ლოხ-ნესის იდუმალი მონსტრი დრო და დრო ზაფრავს ადამიანებს. ლოხ-ნესის ტბის საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელია. ეს კი მარტვილში აღმოჩენილი ჰადროზავრის (ბალახისმჭამელი დინოზავრი) ფეხის ნაკვალევი გახლავთ: როდესაც მარტვილში აღმონაჩენების ადგილზე კვლევები გაგრძელდა პალეონტოლოგმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ იქვე მდებარე კანიონის კირქვოვან კედელში პრეისტორიული, მეზოზოური ხანის ქვეწარმავლის, მოზაზავრის ხერხემლის მალა აღმოაჩინა. კირქვად ქცეული ამ ძვლის ამოღებაზე მეცნიერები მთელი 4 საათი მუშაობდნენ. პატრონობა დინოზავრის ნაკვალევსაც სჭირდება. მარტვილის ექსპედიციის წევრებმა არა მხოლოდ დინოზავრების ნაკვალევს მოზაზავრის ხერხემლის მალას მიაკვლიეს, არამედ აღმოაჩინეს მთელს კავკასიაში მეზოზოური პერიოდის პირველი უმნიშვნელოვანესი ადგილსაპოვებელი. ამ ადგილსაპოვებელს კი შემდგომი შესწავლა და პატრონობა სჭირდება. "გვყავს თუ არა ქართველებს" მეგალოზავრიდი?1988 წელს გეოლოგმა შალვა ჩალაურმა გუდაუთის რაიონის მდინარე ააფსტას სათავესთან იპოვა დინოზავრის ხერხემლის ერთი ძალიან დიდი მალა. როგორც გაირკვა ეს იყო მტაცებელი დონოზავრის - მეგალოზავრიდების ოჯახის კუდის მეორე ან მესამე მალა. დინოზავრის ეს მალა ნაპოვნია ზედა იურულ ნალექებში, ეს ნიშნავს, რომ მეგალოზავრიდები დასავლეთ საქართველოში 161 - 145 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ფაქტობრივად ეს იყო დინოზავრის პირველი ძვლოვანი ნაშთის უტყუარი, დასაბუთებული მასალა, რომლის შესახებად მომზადებული მასალა 1998 წელს გამოქვეყნდა აშშ-ში და დიდი რეზონანსი მოჰყვა მსოფლიოს პალეონტოლოგთა შორის. აღნიშნული მალა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან 3) საქართველო მეფუტკრეობის სამშობლო 4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან 5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 6) როსტოვში უძველესი პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს 7) ქართული მითოლოგია - ყურშა 8) კოლხური ხარები - ხალკოტავრები განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 8552 2-ს მოსწონს
|