საზოგადოებრივი კოლხური ხარები - ხალკოტავრები 2019, 14 იანვარი, 6:43 კოლხური ხარები არიან მითიური არსებები, რომლებიც ჩნდებიან ძველი ბერძენი, ძვ.წ. III საუკუნეში მცხოვრები მწერლის და პოეტის - აპოლონიოს როდოსელის ნაწარმოებში "არგონავტიკა", რომელიც მოგვითხრობს არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ. კოლხეთის ძლევამოსილ მეფეს - აიეტს ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი საჩუქრად თვით ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა - ჰეფესტომ გამოუჭედა. მათ სახელად ხალკოტავრები ეწოდათ. არგონავტები კოლხეთში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ აქედან დიდი ცოდნის შემცველი "ოქროს საწმისი" წაეღოთ. კოლხეთის მეფემ - აიეტმა კი არგონავტების მეთაურს - იასონს ოქროს საწმისის სანაცვლოდ შეუსრულებელი მისია დაავალა. მას უნდა მოეხერხებინა და ორი კოლხური ხარი (ხალკოტავრი - Khalkotauroi) უღელში შეება და მათთვის მიწის მოხვნა ეიძულებინა. ხოლო შემდეგ ამ მიწაზე დრაკონის (გველეშაპის) კბილები უნდა დაეთესა. კოლხეთის მეფის ქალიშვილს - მედეას, რომლის სახელზეც სამკურნალო საქმეს მედიცინა ეწოდა, შეუყვარდა იასონი და არ უნდოდა მისი დაღუპვა ხალკოტავრებთან ბრძოლაში, ამიტომ დაამზადა ისეთი წამალი, რომლის დალევის შემდეგაც იასონი დაცული იქნებოდა იმ სიცხისგან, რომელიც კოლხური ხარებისგან ანუ ხალკოტავრების სუნთქვისას გამოდიოდა მათგან. იასონმა სწორედ მედეას ამ წამლის დახმარებით შეძლო ხალკოტავრების უღელში შებმა და აიეტისგან მითითებული მიწის დახვნა. ხალკოტავრები მაღალგანვითარებული კოლხური მიწათმოქმედების სიმბოლოს წარმოადგენენ ბერძნულ მითოლოგიაში. მათი აღწერილობა კი ხაზს უსვამს კოლხეთის მაღალტექნოლოგიურობას. ცეცხლის და მჭედლობის ღმერთმა - ჰეფესტომ ისინი ისე გამოუჭედა აიეტს, რომ მათი ფეხები ბრინჯაოსგან შექმნა, ბრინჯაოსივე ჰქონდათ ამ კოლხურ ხარებს პირი, საიდანაც სუნთქვისას ცეცხლი გამოსდიოდათ ეს ცეცხლი მოხსენიებულია, როგორც "მწველი და საშინელი" და მათ შეეძლოთ მოეხნათ მიწა, ისე როგორც არაფერს სხვას. იყვნენ იმდენად დიდები, როგორც სპილოები, ხოლო მათი ტანი და რქები უმყარესი ფოლადისგან შედგებოდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ) 2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან 3) საქართველო მეფუტკრეობის სამშობლო 4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან 5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები 6) როსტოვში უძელესი პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს 7) ქართული მითოლოგია - ყურშა განაგრძეთ საინტერესო სტატიების კითხვაავტორი: თორნიკე ფხალაძე 1337 3-ს მოსწონს
|