x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119532
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491883
კოლხური კულტურა
კოლხური კულტურა


კოლხური კულტურა გავრცელებული იყო დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-12 საუკუნემდე მთელ დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთის ტერიტორიებზე, დღევანდელ აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, ლაზეთში იმერეთის ტერიტორიებზე, რაჭაში, იმ ტერიტორიებზე, სადაც უძველესი დროიდანვე სახლობდნენ შემდეგი ქართველური ტომები: სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა. როგორც დღევანდელ ქართულ მოსახლეობაში, კოლხურ და მთლიანად მაშინდელ კავკასიური ათივე კულტურის მოსახლეობაში ჭარბობდა G და J ჰაპლოჯგუფების ვარიაციები. კოლხური კულტურის წარმომადგენლები კავკასიაში 45 ათასი წლის წინ მოსული კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. კოლხურ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა ყობანის კულტურაზე და ასევე მაიკოპის კულტურაზე. ის უმეზობლდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურას და ჩრდილოეთით კი - მაიკოპის და ყობანის კულტურას. კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელია გამორჩეული ცულის ფორმები და ამიტომ ამ ცულებს კოლხური ცულები ეწოდა.


კოლხური ცული


ის იყო ძალიან განვითარებული და ყოველმხრივ წინ წასული კულტურა, რომელმაც შემდგომში დაუდო კიდეც სათავე პირველ ქართულ სახელმწიფოებრიობას. მისი გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც კი შეიმჩნეოდა. კოლხეთის დაბლობზე უამრავგანაა აღმოჩენილი კოლხური კულტურის მაცხოვრებელთა სამაროვნები, სამარხები, ასევე რაჭაში ცნობილი ბრილის სამაროვანი აღმოჩენილი გ. გობეჯიშვილის მიერ. ამ კულტურაში ძალიან კარგად იყო განვითარებული ბრინჯაოს წარმოება, ფერად ლითონთა დამუშავება. ეს მხარე ოდითგან ოქრომრავლობით გამოირჩეოდა. უკვე აღმოჩენილია ამ კულტურის ათასობით არტეფაქტი. შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოები ნამდვილად უამრავ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და შესაძლოა ამ კულტურის ასაკი ბევრად უფრო გაიზარდოს. არქეოლოგიური სამუშაოები დღესდღეობით კოლხური კულტურის შესასწავლად არ ან ძალიან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, არადა ეს არის კავკასიურ 10 კულტურას (პროტოცივილიზაციას) შორის, ნამდვილად გამორჩეული და შესაძლოა უძველესი და ყველაზე განითარებული კულტურა.









კავკასიური პროტოცივილიზაციები:


1. შულავერის კულტურა

2. ლეილა-თეფეს კულტურა

3. მტკვარ-არაქსის კულტურა

4. მაიკოპის კულტურა

5. თრიალეთის კულტურა

6. განჯა-ყარაბაღის კულტურა

7. კაიაკენტის კულტურა

8. ხარაჩოის კულტურა

9. ყობანის კულტურა



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


9
2928
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
2928
  
2021, 7 მარტი, 18:46
დასავლეთ საქართველო ძვ.წ. 4350 წლიდან ძვ.წ. 1500 წლამდე.
კოლხურ კულტურაზე ვიკიპედიაში ადრე აშკარად ეწერა ძვ.წ. 3000 წლიდან იწყებაო. ახლა გადაუკეთებიათ და წერია, რომ ძვ.წ. 1500 წლიდან იწყება.
აქ არის რამდენიმე ყურადღებამისაქცევი საკითხი. ცნობილი და დამტკიცებულია, რომ შულავერის კულტურა, იგივე შულავერი შომუ თეფეს კულტურა მთელ სამხრეთ კავკასიაში, და მათ შორის ცხადია დასავლეთ საქართველოშიც იყო გავრცელებული ძვ.წ. 6500 წლიდან ძვ.წ. 4350 წლამდე. ესაა პირველი ნეოლითური ანუ სამიწათმოქმედო კულტურა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ასევე იმით გამოირჩევა, რომ კახეთის ტერიტორიაზე ამ კულტურაში დაიბადა ღვინო და აქედან გავრცელდა ჯერ მთელ საქართველოს ტერიტორიზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, შემდეგ მთელ სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში. ამ კულტურის დასასრული, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ იყო დაახლოებით ძვ.წ. 4350 წელი და მის ადგილას თანდათან სხვადასხვა ახალი კულტურა აღმოცენდა. მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლიდან დაიწყო განვითარება მტკვარ-არაქსის კულტურამ, რომელიც ძვ.წ. 3500 წლიდან ვრცელდება უკვე მთელ სამხრეთ კავკასიაში, შემდგომ პერიოდებში კი მესოპოტამიაში და მცირე აზიაშიც. ეს კულტურა არსებობდა ძვ.წ. 2200 წლამდე. ის მხოლოდ ნაწილობრივ ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოში.
ჩნდება კითხვა, რა კულტურა არსებობდა დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. 4350 - ძვ.წ. 1500 წლებს შორის ანუ მას შემდეგ, რაც დასრულდა დიდი სამხრეთ კავკასიური კულტურა - შოლავერი შომუ-თეფე ძვ.წ. 4350 წლისთვის - მანამდე, სანამ წარმოიქმნა კოლხური კულტურა ძვ.წ. 1500 წლისთვის?
2021, 7 მარტი, 18:46
უფრო მოკლედ - რა ხდებოდა დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. 4350 - ძვ.წ. 1500 წლების შუალედში?
თუ ძვ.წ. 4350 წლიდან ეგრევე არ გრძელდება რაიმე ახალი გარდამავალი კულტურა დასავლეთ საქართველოში, მაშინ ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური. რატომ? იმიტომ, რომ სადაც მიწათმოქმედებაა უკვე, მანდ, მაგ ტერიტორიაზე ხალხიც მრავლდება და ისედაც, სადაც უკვე იყო ერთი კულტურა, იქ წყვეტა არ უნდა იყოს კულტურაში, რამე ახალი უნდა დაიწყოს ძველის მაგივრად. თუ ეს არ ხდება, მაშინ ერთადერთი ახსნა არის, რომ იყო რაიმე დიდი კატასტროფა, მაგალითად როგორიც არის მეტეორის დაცემა, მოსახლეობის დიდი ამოწყვეტა რაიმე დაავადებით ან რაიმე მსგავსი, რაც არ ფიქსირდება. ცნობილია, რომ პალეოლითის ხანიდან მოყოლებული, მეზოლითის ხანაშიც რიონის და ყვირილას აუზი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე კარგად და ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მონადირე-შემგროვებელი ტომებისგან, რომლებიც იწოდებიან, როგორც კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები. მით უმეტეს მას მერე გამრავლდა დასავლეთ საქართველოში მოსახლეობა, რაც აქ გავრცელდა უკვე მიწათმოქმედება. ეს ელემენტარული კანონია - როდესაც მიწათმოქმედება ვრცელდება და ადამიანები ნეოლითურ, აგრარულ ცხოვრების წესზე გადადიან, ძალიან იმატებს მოსახლეობის რაოდენობა. დასავლეთ საქართველოში მიწათმოქმედება გავრცელდა ყველაზე ცოტა ძვ.წ. 6000 წლიდან.
2021, 7 მარტი, 18:45
ჯერ კიდევ ჰოლოცენის პერიოდში, როდესაც შედარებით თბება დედამიწაზე, ძვ.წ. 11000 - ძვ.წ. 9000 წლიდან საქართველოს საზღვაო ზოლზე, მთელ კოლხეთის დაბლობზე და სამეგრელოს ტერიტორიაზე, ასევე აჭარის, გურიის და აფხაზეთის დაბლობში ხდება ზღვის შემოტევა, უამრავი არქეოლოგიური შრე ამ ტერიტორიებზე ამ პერიოდიდან არის დაფარული ტორფით და აქედან გამომდინარე არ ხერხდება ხარისხიანად შესწავლა, თუმცა სამეგრელოში ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ძვ.წ. III ათასწლეულის არქეოლოგიური ძეგლები დასავლეთ საქართველოში, მაგალითად აჭარაში, ისპანში. ეს გახლავთ ტორფქვეშა ნამოსახლარი, რომელიც ძვ.წ. მესამე ათასწლეულს ეკუთვნის. ასევე, ერგეტაში, სამეგრელოში მდებარე ადგილ ონწყოშიაში დაფიქსირდა ამ პერიოდის ნამოსახლარი და ა.შ. ანუ სანამ მოხდებოდა დიდი ტრანსგრესია, არსებობდა აქ ცივილიზაცია, მაგრამ ჩვენთვის ნაკლებადაა გამოკვლეული. ეს იყო ადრებრინჯაოს ეპოქა, ანუ მტკვარ-არაქსის სინქრონული კულტურა დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. 3500 წლიდან, მაგრამ ის სუსტადაა გამოხატული, როგორც უკვე აღვნიშნეთ გამომდინარე იქიდან, რომ გაუარესდა ეკოგარემო. შავი ზღვის შემოტევის შედეგად ჩნდება ტრანსგრესია (გეოლოგიური პროცესი, ხმელეთზე ზღვის თანდათანობითი შეჭრა, რაც მეტწილად ხმელეთის დაწევის, იშვიათად კი ოკეანის დონის აწევის გამო ხდება). ამ დროს წყლით იტბორება სამეგრელოს საკმაო ტერიტორია და საქართველოს საზღვაო ზოლი. ამ პერიოდში კულტურა ჩვეულებრივად გრძელდებოდა იმერეთში, სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში და გურიის, აფხაზეთის და აჭარის მთიანეთში.
2021, 7 მარტი, 18:45
2. ძვ.წ. 2000 წლიდან დასავლეთ საქართველოში არსებობდა პროტო-კოლხური კულტურა, რომელიც გაგრძელდა ძვ.წ. 1500 წლამდე. ამის შესახებ აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძეს და პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძეს აქვთ აკადემიური ნაშრომები გამოცემული.
3. კოლხური კულტურა ძვ.წ. 1500 წლიდან ძვ.წ. 1250 წლამდე.
4. ძვ.წ. 1250 - ძვ.წ. 164 წწ. - კოლხეთის სამეფო.
საერთოდ სამეგრელოს ტერიტორიაზე არის არქეოლოგიურად შესწავლილი ძეგლების მხოლოდ 20%-მდე. და მთლიანად დასავლეთ საქართველოში ამაზე ბევრად ნაკლები რაოდენობა. საერთოდ არ მიმდინარეობს თითქმის არქეოლოგიურად შესწავლა ჩვენი ქვეყნის და მით უმეტეს დასავლეთ საქართველოსი. როგორც არქეოლოგი ლაშა ჯიქია წერს: "ჯერჯერობით შავი ზღვის სანაპიროებიც კი არ არის გამოკვლეული, სადაც ანტიკური ხანის მწერლების მიხედვით დიდი ქალაქები არსებობდა. მხოლოდ კოლხეთის ტერიტორიაზე ფიქსირებულ არქეოლოგიური ძეგლებიდან 30% არაა შესწავლილი. წინა ცივილიზაციის კვალი 30-40 მ. სიღრმეშია საძებნი. ამის ტექნოლოგიური საშუალება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია."
2019, 13 მაისი, 10:00
ეჰ, ჩემო თორნიკე, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი კი არა, რეპტილიოდები გვმართავენ თურმე))
2019, 13 მაისი, 9:47
საფრანგეთი და გერმანია დაიღუპავენ საკუთარ თავს და აქვთ გეგმაში რომ იგივე უქნან ევროპის მცირე ერებს, კავკასია კი რუსებს ჩაუგდეს ხელში ბოლომდე და აჩუქეს. თეთრ რასას ანადგურებენ ბოლომდე.
რას ერჩი?))) ხომ დაიბარა ცუკერბერგი და ,,შეაჩვენა,, სიძულვილის ენაა ფეისბუქიო?))
2019, 13 მაისი, 9:30
დიდი ლიბერთა ლიბერი :))
ემანუილ მაკრონი კოლხია?)))
0 1 9