x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119534
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491883
ქართული სახელმწიფოები
ქართული სახელმწიფოები


საბოლოოდ დაიმორჩილო საქართველო - ეს შეუძლებელია. საზოგადოდ, არსებობს ხალხები და ქვეყნები, რომელიც შესაძლოა იყოს ოკუპირებული გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ ყველა ოკუპანტი ტოვებს მას შერცხვენილი, ვინაიდან აქ უძველესი ხალხი მოსახლეობს, რომელთაც აქვთ არა მხოლოდ საკუთარი თვითმყოფადობა, არამედ ღირსების გამოხატული შეგრძნება და საკუთარი თავის და მეგობრების პატივისცემა, მაგრამ მტრებს ისინი არასოდეს იწყნარებენ და როგორც კიბოს, ვირუსს და ბაქტერიას სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის იმუნიტეტი, ისე ებრძვიან ეროვნულ ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულს და ადრე თუ გვიან აუცილებლად ინელებენ მას, თავად კი იშუშებენ ჭრილობებს, ვინაიდან, როგორც დიდი უკრაინელი მწერალი ლესია უკრაინკა ამბობდა ქართველები "პრომეთეუსის ქედუხრელი შთამომავლები" არიან, მათ სისხლში აქვთ ეროვნული რეგენერაციის, თვითაღდგენის გამორჩეული უნარი, რაც არაერთხელ დამტკიცდა ისტორიის განმავლობაში და შეუვალი ფაქტია. ქართველთა მრავალათასწლოვან ისტორიას ახსოვს უამრავი იმპერია, რომელიც ბევრად უფრო გამანადგურებელნი იყვნენ, ვიდრე საბჭოთა კავშირის ნარჩენები. მე-8 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე ქართველებს რამდენიმე ასეული ბრძოლა ჰქონდათ უდიდეს ისლამურ ოკეანესთან, უმეტესად სრულიად უმოკავშირეოდ დარჩენილებს. აქ რომი და ბიზანტია, სპარსეთი და არაბული ხალიფატი, თურქ-სელჯუკები და თათარ-მონღოლები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, ამ ერს უნახავს თემურ ლენგის და სხვა აღმოსავლელი კაციჭამიების აპოკალიფსური მასშტაბის შემოსევები, მაგრამ ჩვენმა ხალხმა დღევანდელ დღემდე მოიტანა ენა, კულტურა, რასა, სახელმწიფოებრიობა და ტერიტორია, ასე რომ, დაე მოვიდნენ და წავიდნენ, წარმოიქმნან და გაქრნენ იმპერიები - საქართველო კი რჩება.

საქართველოს მხოლოდ სახელმწიფოებრიობის ისტორია 33 საუკუნეზე მეტს ითვლის. ქართველი ერი დგას ძალიან მყარ ფესვებზე და ამ ფესვებს წინაპართა უკვდავი ხსოვნა ჰქვია. წინაპრების, რომელთა რიცხვი აჭარბებს მილიარდ ადამიანს. ხის სიმაღლე კი ფესვებიდან იზომება, სიძლიერეც ფესვებზეა დამოკიდებული, ამიტომაა რომ ვერავინ აქცევს ამ იგდრაზილს. მცირე ერი? როგორ შეიძლება ეწოდოს რომელიმე ერს მცირე, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არის მცირე? საინტერესო ფაქტი: 10 მილილიტრი თხევადი წყალი ტრილიონჯერ ტრილიონი (10^24) ატომისგან შედგება. ყოველი ადამიანის სხეულის საერთო მასის მინიმუმ 55% წყალია. წყალი ამ სამყაროში პირველად წარმოიქმნა 13.5 მილიარდი წლის წინ. თითოეული საშუალო ზომის ადამიანი, რომელიც იწონის 60 კილოგრამს, შედგება დაახლოებით 60 ტრილიონი უჯრედისგან. თითოეული უჯრედი ამ სამოცი ტრილიონი უჯრედიდან არის მცირე ქარხანა, რომელშიც დედამიწური სიცოცხლის განვითარების 4-მილიარდწლიანი ისტორიაა ჩაწერილი. ეს "ქარხნები" მუშაობენ ერთად და შეთანხმებულად, რომ წარმოქმნან ადამიანის ორგანიზმი, არსება, რომელიც ჩვენთვის ცნობილ სამყაროში ერთადერთია, რომელსაც სრულად ჩამოყალიბებული პიროვნულობა და უმაღლესი ცნობიერი გააჩნია. ადამიანი ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური და მეტაფიზიკური საოცრება და მეგასამყაროში არსებული ცალკეული მოაზროვნე სამყაროა. წარმოიდგინეთ რამდენად დიდებულია მრავალათასწლოვანი ერი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ცივილიზაციის განვითარებაში და ადამიანური კულტურის სათავეებთან დგას, ვინაიდან მისი შექმნილია 10 იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაცია, მისი დაწურულია პირველი ღვინო, მისი დამუშავებულია პირველი ოქროს მაღარო, მისი შექმნილია პირველი თაფლის წარმოების ხელოვნება, მეტალურგია, ტანსაცმლის დამზადების ტექნოლოგია... საქართველოს მიწაზე ადამიანი უკვე 2 მილიონი წლის განმავლობაში მოსახლეობს და ამ ადამიანს ჰომო გეორგიკუსი (ქართველი ადამიანი) ეწოდება. ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში საშუალოდ ამდენივე ეთნოსია დაღუპული, ამდენივე ენაა მკვდარი, ჩვენ კი დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ ოთხი ქართველური ენა - ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური და სამი ქართველური დამწერლობა - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე აქამდე არსებული და უკვე გადაშენებული 200 ათასამდე ენიდან და დღეს არსებული 5000-ზე მეტი ენიდან 98%-ს ერთი საკუთარი, თვითმყოფადი დამწერლობაც კი არ ჰქონია და არ აქვს. იგივეს თქმა შეიძლება სახელმწიფოებრიობაზე, ქართველებს 30-ზე მეტი სახელმწიფო გვქონდა ისტორიულად, ბევრი ეთნოსი კი ისე გადაეგო ისტორიიდან, რომ ერთი სახელმწიფოც კი არ ჰქონია. 200 ათასი ეთნოსიდან 90%-ზე მეტი ისე გადაშენდა რომ მათი სახელებიც არ ვიცით, ქართველური ხალხებიდან კი 30 უძველეს და უკვე გადაშენებულ ხალხზე გვაქვს ისტორიული ჩანაწერებიდან ინფორმაცია და მათი პირდაპირი შთამომავლები დღეს ვართ - ქართველი ხალხი. უძვირფასესი ქონება რაც გაგვაჩნია ამ სამყაროში არის სწორედ ეს ქართველი ხალხი და ამ ხალხისთვის და ამ ხალხის გულისათვის, ჩვენ ვიმოქმედებთ და ვიბრძოლებთ და არასოდეს შევსუსტდებით, არც არასოდეს დავიღლებით, არასდროს დავკარგავთ სიმამაცეს და არც რწმენას დავკარგავთ მასში. მათ შეუძლიათ ჩაგვახშონ, მათ შეუძლიათ მოგვკლან კიდეც თუ გნებავთ, მაგრამ დანებებას - ვერ ეღირსებიან.



ქართული სახელმწიფოები:


1. კოლხეთის სამეფო - ძვ.წ. XII - I საუკუნეები.


2. დიაოხის სამეფო - ძვ.წ. მე-XIII - VIII საუკუნეები.

3. იბერიის სამეფო - ძვ.წ. 600 - ახ.წ. 570 წწ.

4. ლაზიკის სამეფო - 131-697 წწ.

5. აფხაზთა სამეფო - 778 - 978 წწ.

6. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო - ძვ.წ. XIII ს.

7. კახეთის სამეფო - 1466-1762 წწ.

8. ჰერეთის სამეფო - 893-1008 წწ.

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო - 1020-1104 წწ.

10. ქართლ-კახეთის სამეფო - 1762-1762-1801 წწ.

11. ქართველთა სამეფო - 809-1008 წწ.

12. სამცხე-საათაბაგო - 1266-1628 წწ.

13. იმერეთის სამეფო - 1463-1810 წწ.

14. ქართლის სამეფო - 1479-1762 წწ.

15. კახეთის სამთავრო - 787-1010 წწ.

16. ჰერეთის სამთავრო - 787-893 წწ.

17. ქართლის საერისმთავრო - 588-888 წწ.

18. სვანეთის სამთავრო - 1470-1858 წწ.

19. გურიის სამთავრო - 1463-1829 წწ.

20. აფხაზეთის სამთავრო - 1580-1866 წწ.

21. სამეგრელოს სამთავრო - 1557-1867 წწ.

22. თბილისის საამირო - 736-1122 წწ.

23. საქართველოს სამეფო - 1008-1490 წწ.

24. ზაბახას სამეფო - დაახ. ძვ.წ. XII - VI სს.

26. გურიანას სამეფო - დაახ. ძვ.წ. 1200-550 წწ.

27. ვიტეროხის სამეფო - დაახ. ძვ.წ. 1200-550 წწ.

28. ლორეს სამეფო - 978-1122 წწ.

29. გურიის რესპუბლიკა - 1905-1906 წწ.

30. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1918-1921 წწ.

31. ნაირის ქვეყნები (ნაირის 22 ქვეყნიდან ზოგიერთი ქართველური სამეფო იყო, მაგრამ არაა დაზუსტებით რომლები) - ძვ.წ. 1114-860 წწ.







ავტორი: თორნიკე ფხალაძე


11
4681
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
4681
  
2021, 2 დეკემბერი, 7:58
რა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო?
ყველა იმ ჭკვიანს მივმართავ, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველო თავისი ისტორიის დიდი ნაწილის განმავლობაში არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო: არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოს 2 ხარისხი: სრული დამოუკიდებლობა და შეზღუდული დამოუკიდებლობა ანუ ვასალიტეტი. ხოლო როცა სახელმწიფო კარგავს დამოუკიდებლობას, მას ეწოდება კოლონია ან უშუალოდ ანექსირებული ტერიტორია, რომელიც უშუალოდ ხდება მეორე ქვეყნის ნაწილი.
მაგალითად დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყო მე-15 საუკუნიდან წარმოქმნილი 7 დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაში იყვნენ ირანთან და ოსმალეთთან მიმართებაში.
ხოლო 1800 წლიდან მათ დაკარგეს დამოუკიდებლობა და უშუალოდ ანექსირებულნი იქნენ რუსეთის იმპერიის მიერ. აი ამ დროს მათ მართლა დაკარგეს დამოუკიდებლობა სრულად. იქამდე დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ ვასალიტეტის ფორმით.
მაგალითად დღევანდელ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ვასალიტეტის ფორმით არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში.
ასევე დამოუკიდებელი ქვეყანაა დე-ფაქტოდ აფხაზეთი, მაგრამ ვასალიტეტის ფორმაში იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ასევეა სომხეთი, ბელორუსი და ა.შ.
ასევე დამოუკიდებელი ქვეყანაა საბერძნეთი, მაგრამ ვასალურ მდგომარეობაშ იმყოფება ევროკავშირთან მიმართებაში, რომელიც სინამდვილეში გერმანიის და საფრანგეთის გავლენების გავრცელების საშუალებაა.
2021, 2 დეკემბერი, 7:58
აი ამ დონეზე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოები იყვნენ სულ, მთელი ისტორიის განმავლობაში. ზოგჯერ თვითონ იყვნენ გარშემო სახელმწიფოებზე იმდენად დიდი გავლენის მქონეები, რომ თავის ვასალებად აქცევდნენ გარშემო სახელმწიფოებს. და თუ ძალიან სუსტდებოდნენ, თავად იქცეოდნენ სხვების ვასალებად. ისე, რომ უშუალოდ რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი ვყოფილიყავით, ეს ჩვენს ისტორიაში არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი პერიოდები. უიშვიათესი, რაც მახსენდება მხოლოდ მე-17 საუკუნეში მოახერხა ეს ირანმა და უშუალო ნაწილად გვაქცია ირანის, ჩვენს მეფეებს მეფობის წოდებაც ჩამოერთვა და ირანის ვაისროებად იქცნენ, მაგრამ ეგ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო და ისიც ცოტა ხნით გაგრძელდა ეგ მდგომარეობა.
ბოლო 2 საუკუნეც რომ ავიღოთ 1800 წლიდან, 1860-იან წლებამდე დასჭირდა რუსეთს რომ თავის უშუალო ნაწილად გაეხადა ყველა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. აი მაგის შემდეგ სინამდვილეში, მართლა დაკარგული გვქონდა დამოუკიდებლობა ჯერ 1918 წლამდე და 1921 წლიდან 1991 წლამდე.
სრული დამოუკიდებლობის მქონე სახელმწიფოები ძალიან იშვიათია ისტორიაში. ასეთები არის და იყო იმპერიები. ჩვენც გვქონდა ეგეთი იმპერია რამდენჯერმე. აი დღეს მაგალითად ეგეთი ქვეყნები, რომელსაც უმაღლესი დონის დამოუკიდებლობა აქვთ, არის მხოლოდ შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, რუსეთი და ინდოეთი.
დანარჩენი ქვეყნები სინამდვილეში ამ ძალების ვასალები არიან მეტ-ნაკლებობით, მაგრამ თქმა იმისა, რომ დღევანდელი მსოფლიოს 192 დამოუკიდებელი ქვეყნიდან მხოლოდ 4 არის დამოუკიდებელი, არის სისულელე. დამოუკიდებელ ქვეყნად ითვლებიან ვასალებიც, უბრალოდ შეზღუდული სუვერენიტეტის მქონეებად.
2020, 4 მარტი, 3:23
გეთანხმები 100%
2020, 4 მარტი, 3:21
თორ ნიკე მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებ.რამხელა იმედის მომცემი სტატიაა არვიცი რა.ქართველობა არ გადასენდება!! დიდება შემომქმედს,რომელმაც შეგვქმნა და რა დაგვაკისრა ჩვენზე უკეთ იცის.იმედი მომეცა რომ ტყუილად არ ვარსებობთ.კიდევ ერთხელ მადლობა.
2019, 11 ივნისი, 10:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 11 ივნისი, 9:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2019, 11 ივნისი, 9:30
სტატიაში მოყვანილი არ არის ფაქტი,რომ თურმე უცხოს შესისხლხორცება არ შეგვიძლია.. ცუდად გაიგე. ჩვენ არ შეგვიძლია ოკუაპანტის, დამპყრობლის ატანა და ვინელებთ მაინც ბოლოს ოკუპაციასთქო ეგ წერია. რაც შეეხება გენეტიკური კოდის გამოცვლას, ეგ არ მტკიცდება არაფრით. ისევ იგივე გენეტიკური კოდი გვაქვს, რაც წინაპრებს ქონდათ. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცებისგან ამ საზოგადოების გაწმენდა გინდა, ვერ დაგეთანხმები, ყველას ადგილია ამ საზოგადოებაში, გარდა პირდაპირი ერის მოღალატეებისა. ვერც იმაში დაგეთანხმები რომ ქართველი ერი გადაშენდება და აის შეჩერება შეუძლებელია, ეგ ლევან ვასაძემ გააჟღერა, რაც არასწორი თეორიაა. სადაც აქამდე არ გადავშენდით, არც მერე გადავშენდებით. მთავარია რომ ქვეყანაში არ შემოვუშვათ მიგრანტები ისევე, როგორც ეს გააკეთა ევროპამ. ავკრძალოთ ასევე მიწის და ბინების გაყიდვა არამოქალაქეებზე, როგორც ეს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ გააკეთა და პრობლემა მოგვარებული იქნება :)
2019, 11 ივნისი, 9:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თორ ნიკე-ის კომენტარზე
2019, 11 ივნისი, 9:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 11 ივნისი, 9:00
ჩვენ ზვიადის დამამხობლები გვმართავენ დღემდე ინდიქტო, ამის გამოა სწორედ ის, რომ ვერ ამოვისუნთქეთ და ამას დავემსგავსეთ, რასაც დღეს ხედავ, უიმედოდ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, ხოლო ხელისუფლება აქ ჩვენი გამოთავისუფლებული ადგილის სხვებით შევსებას აპირებს :) ამიტომ საჭიროა ისევ ხელისუფლების ცვლა ნამდვილად ეროვნული ძალებით. ვინაა ასეთი? აი ესაა მთავარი კითხვა და თუ არავინაა, მაშინ უნდა შეიქმნას.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10