x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იმერეთის სამეფო

იმერეთის სამეფო


იმერეთის სამეფომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ იარსება 1463 წლიდან 1810 წლამდე, სანამ რუსეთის იმპერიამ არ მოახდინა მისი ანექსირება. მე-18 საუკუნის დასასრულს იმერეთის სამეფოს მოსახლეობა დაახლოებით 120, 000 ადამიანს შეადგენდა. მისი დედაქალაქი იყო ქუთაისი და იმართებოდა ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტიის მიერ. იმერეთის სამეფო მოიცავდა საკუთრივ იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმს. დანარჩენი დასავლეთ ქართული სამეფო-სამთავროები რეალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ.



იმერეთის მეფეები


1. ბაგრატ II ბაგრატიონი - მეფობდა 1463-1478 წლებში. უფრო ზუსტად კი იმერეთის მეფე იყო 1463-1466 წლებში, ხოლო ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში.


2. კონსტანტინე II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1479-1484 წლებში.



3. ალექსანდრე II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში.


ალექსანდრე II - იმერეთის მეფე


4. ბაგრატ III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1510-1565 წლებში.


ბაგრატ III - იმერეთის მეფე


5. გიორგი II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1565-1583 წლებში.


გიორგი II - იმერეთის მეფე


6. ლევან ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1583-1590 წლებში.


7. როსტომ ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში.


8. გიორგი III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში.


იმერეთის მეფე გიორგი III, დედოფალი თამარი და მათი ძე ბატონიშვილი ალექსანდრე (შემდგომში მეფე ალექსანდრ


9. ალექსანდრე III ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1639-1660 წლებში.


ალექსანდრე III - იმერეთის მეფე. კასტელის ნახატი

იმერეთის მეფე ალექსანდრე III -ის (1639-1660) ჯაჭვის პერანგი. ჯანაშიას მუზეუმი, ალექსანდრე III - იმერეთის მეფე. კასტელის ნახატი


10. ბაგრატ IV ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1660-1661 წლებში.


11. ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1660 წელს.


12. ვამეყ III დადიანი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1660 წელს.


ვამეყ III დადიანი - იმერეთის მეფე. სამეგრელოს მთავარი. კასტელის ნახატი


13. არჩილ II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1661-1663 წლებში.


არჩილ II - იმერეთის მეფე


14. დემეტრე გურიელი - ძე სიმონ II გურიელისა. იმერეთის მეფე 1663 წელს.


15. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1663-1668 წლებში.


16. დემეტრე გურიელი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე 1668-1669 წლებში.


დემეტრე გურიელი


17. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1669-1678 წლებში.


18. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1678-1679 წლებში.


არჩილ II - იმერეთის მეფე


19. ბაგრატ IV ბაგრატიონი - ხელახლა გამეფდა იმერეთში და იმეფა 1679-1681 წლებში.


20. გიორგი III გურიელი (უზურპატორი) - ძე ქაიხოსრო I გურიელისა. იმერეთის მეფე 1681-1683 წლებში.


21. ალექსანდრე IV ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1683-1690 წლებში.


22. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ადის იმერეთის ტახტზე და მეფობს 1690-1691 წლებში.


არჩილ II - იმერეთის მეფე


23. ალექსანდრე IV ბაგრატიონი - ხელახლა ადის იმერეთის ტახტზე და მეფობს 1691-1695 წლებში.


24. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1695-1696 წლებში.


არჩილ II - იმერეთის მეფე


25. გიორგი IV (გოჩია) - იმერეთის მეფე 1696-1698 წლებში.


26. არჩილ II ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1698 წლის განმავლობაში.


27. სიმონ ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1698-1701 წლებში.


28. მამია III გურიელი (უზურპატორი) - ძე გიორგი III გურიელისა. იმერეთის მეფე 1701-1702 წლებში.


მამია III გურიელი. კასტელის ნახატი


29. გიორგი-მალაქია აბაშიძე (უზურპატორი) - იმერეთის ფაქტობრივი მმართველი 1702-1707 წლებში.


30. გიორგი VI ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1703-1711 წლებში.


გიორგი VI - იმერეთის მეფე. კადრი ფილმიდან "გააგრძელე საქართველოს ისტორია"


31. მამია III გურიელი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე ხელახლა 1711 წლის ოქტომბრიდან 1712 წლის ივნისამდე.


33. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1712 წლის ივნისის თვიდან 1713 წლამდე.


34. მამია III გურიელი - ხელახლა ხდება მმართველი და მეფობს 1713-1714 წლებში.


35. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1714-1716 წლებში.


36. გიორგი IV გურიელი (უზურპატორი) - იმერეთის მეფე 1716 წლის განმავლობაში.


გიორგი IV გურიელი


37. გიორგი VI ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1719-1720 წლებში.


38. ალექსანდრე V ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1720-1741 წლებში.


ალექსანდრე V - იმერეთის მეფე. გელათის ღვთისმშობლის ხატის ტრიპტიქონი,  დაახ. 1730–იანი წ.წ.,  დაცულია ქ


39. გიორგი VII ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1741 წლის განმავლობაში.


40. ალექსანდრე V ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1741-1746 წლებში.


41. მამუკა ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1746-1749 წლებში.


მამუკა ბაგრატიონი. ნახატის ავტორი: კასტელი


42. ალექსანდრე V ბაგრატიონი - ხელახლა გახდა იმერეთის მეფე და იმეფა 1749-1752 წლებში.


43. სოლომონ I ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1752-1766 წლებში.


სოლომონ I - იმერეთის მეფე


44. თეიმურაზ ბაგრატიონი - მამუკას ძე. იმერეთის მეფე 1766-1768 წლებში.


45. სოლომონ I ბაგრატიონი - ხელახლა ხდება იმერეთის მეფე და მეფობს 1768-1784 წლებში.


სოლომონ I - იმერეთის მეფე


46. დავით II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში.


47. სოლომონ II ბაგრატიონი - იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში.


სოლომონ II - იმერეთის მეფე







სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკას სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო

14. თბილისის საამირო

15. ქართველთა სამეფო

16. სამცხე-საათაბაგო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
862
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0