საზოგადოებრივი კოლხეთის სამეფო 2019, 25 აპრილი, 3:56 კოლხეთი იყო იბერო-კავკასიური ანუ პროტოქათველური სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა დიდი კოლხური კულტურის ადგილზე, დასავლეთ საქართველოსა და მცირე აზიის ტერიტორიაზე, სადაც დასავლეთის ქართველური ტომები იყვნენ განსახლებულნი, უმეტესად დღევანდელი მეგრელების, ლაზების და მთელ დასავლეთ ქართველთა პირდაპირი წინაპრები. ეს მძლავრი და მაღალგანვითარებული სახელმწიფო წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნეში, შემდეგ ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს იგი გაანადგურეს ჩრდილო კავკასიიდან შემოსულმა მომთაბარე კიმერიელთა ტომებმა. ამავე საუკუნეში კოლხებმა მოახერხეს სამეფოს აღდგენა და იწოდებიან ეგრესის სახელითაც. კოლხთა მეფეები ატარებდნენ სკეპტუხის ტიტულს. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოდან, კიმერიელების შემოსევის გადატანის შემდგომ კოლხეთის სამეფომ კიდევ დიდხანს, ძვ.წ. I საუკუნემდე იარსება და შემდეგ ერთი პერიოდი არსებობა შეწყვიტა და იგი პონტოს ძლიერმა სამეფომ შეიერთა მითრიდატე VI ევპატორის დროს. ახ.წ. I საუკუნეში რომაელი მთავარსარდლის, პომპეუსის ლაშქრობის შედეგად, პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ, ძვ.წ. 65 წელს, ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე კვლავ აღმოცენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქლაქიც იყო ციხეგოჯი, დღევანდელი ნოქალაქევი, რომელსაც ბიზანტიელები არქეოპოლისს უწოდებდნენ. ამ სახელმწიფოს ბიზანტიელები ლაზიკას, ხოლო იბერები ეგრისს უწოდებდნენ. ლაზიკამ ახ.წ. VIII საუკუნის ბოლომდე იარსება. ეგრისის სამეფოს მეფეთა და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას მდიდარი ბერძნულ-რომაული წყაროები გვაწვდის. კოლხეთის სამეფო დინასტია აიეტის სახელს ატარებდა, და ითვლებოდა, რომ კოლხთა სამეფო დინასტიის დამაარსებელი მზის ღმერთი ჰელიოსი გახლდათ. კოლხეთის თავდაპირველი, მითოსური პერიოდის მეფეები1) ჰელიოსი - ტიტან ჰიპერიონის და თეიას ძე. მზის ღმერთი. აიეტის მამა და მედეას ბაბუა. 2) აიეტი - ბერძნული წყაროების მიხედვით მზის ღმერთ ჰელიოსისა და ოკეანიდ პერსეიდას ძე. კირკესა და პასიფაეს ძმა, მედეას, ქალკიოპეს და აფსირტეს მამა. სწორედ ის დახვდა არგონავტებს კოლხიდაში. 3) აფსირტე - კოლხეთის მეფის, აიეტის ძე. ის მოკლულ იქნა იაზონის მიერ. 4) ეგიალეუსი - აფსირტეს ძე. ის მოკლულ იქნა მედეას მიერ. 5) მედეა - აიეტის ასული. იაზონის, შემდგომში კი ეგეუსის ცოლი. მედეას შვილები იყვნენ: მერმერი, ფერესი, მედოსი, ალკიმენესი და ტისანდერი. ზოგიერთი ისტორიკოსის მიხედვით, იგი შეცვლიდა თავის ძმისშვილს. 6) პერსე - აიეტის ძმა. მზის ღმერთ ჰელიოსის ძე. მან მოახდინა კოლხეთის ტახტის უზურპაცია. 7) მედოსი - მედეას ძე. აბატი ბანიერის მიხედვით, მედოსმა დააარსა მიდიის სამეფო. დაიღუპა ინდებთან ბრძოლაში. კოლხეთის პირველი დინასტია8) მენერტასი - ძვ.წ. 535 - 495 წწ. დამფუძნებელი სამეფოს უზენაესობას აღიარებდა სპარსეთი. 9) მეგარონი - ძვ.წ. 495 - 460 წწ. 10) სავლაკ I - ძვ.წ. 460 - 420 წწ. 11) აკესი - მისი მეფობა მონეტების მიხედვით დათარიღებულია ძვ.წ. IV საუკუნით. 12) ქუჯი - ის იყო კოლხეთის მეფე ძვ.წ. 325 - 302 წწ. შემდგომში კოლხეთის ერისთავი ძვ.წ. 302 - 280 წლებში. იბერიის მეფის - ფარნავაზის უახლოესი მოკავშირე და თანამებრძოლი. 13) აკუ I - ძვ.წ. 230 - 205 წწ. 14) სავლაკ II - ძვ.წ. 205 - 190 წწ. 15) აკუ II - ძვ.წ. 190 - 180 წწ. 16) აკუსილოხი - ძვ.წ. 179 წ. მითრიდატიდები17) მითრიდატე I პონტოელი - ძვ.წ. 111 - 65 წწ. კოლხეთის მეფე ის იყო ძვ.წ. 83-63 წლებში. იგივე მითრიდატე VI ევპატორი - ბოსფორის მეფე იყო ძვ.წ. 108-63 წლებში, ხოლო პონტოს მეფე - ძვ.წ. 120-63 წლებში. 18) მითრიდატე II ფილოპატორი - იგივე მითრიდატე უმცროსი. ძვ.წ. 85-81 წწ. კოლხეთის მეფისნაცვლები19) მახარ პონტოელი - მეფე კოლხეთისა ძვ.წ. 81-66 წლებში. ბოსფორის მეფე ძვ.წ. 70-65 წწ. კოლხეთის მეორე დინასტია20) ოლთაკე - ძვ.წ. 65. მეფე კოლხეთისა. პომპეუსის მმართველობის პერიოდში, რომის იმპერიის ტრიუმფის დროს, ფიგურირებს დამარცხებულ მეფეთა შორის. 21) არისტარქე - ძვ.წ. 65 - 48 წწ. კოლხეთის მეფე. პომპეუსის მიერ დანიშნული რომის იმპერიის ვასალი. მითრიდატიანები22) ფარნაკე II - პონტოს და ბოსფორის მეფე. ძვ.წ. 48 - 47 წწ. მითრიდატე VI ევპატორის ძე. 23. მითრიდატე III პერგამოელი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე. ძვ.წ. 47 - 45 წწ. მცირე აზიელი სამხედრო ლიდერი. გალატიელი ტეტრარქი. კოლხეთის მესამე დინასტიადინამია - კოლხეთის და ბოსფორის დედოფალი (ძვ.წ. 45 - ძვ.წ. 8 წწ.). მითრიდატე დიდის შვილიშვილი. ფარნაკე II-ის ასული. 25) ასანდროსი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე (ძვ.წ. 45 - ძვ.წ. 17 წწ.). თავდაპირველად პონტოს მეფის - ფარნაკეს მიერ დანიშნული ბოსფორის მთავარმმართველი, მოგვიანებით ბოსფორის მეფე. 26) სკრიბონი - კოლხეთის (ძვ.წ. 15 - ძვ.წ. 8) და ბოსფორის (ძვ.წ. 17 - ძვ.წ. 15) მეფე. 27) ტიბერიუს იულიუს ასპურგ ბოსფორელი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე ძვ.წ. 8 - ახ.წ. 37 წლებში. 28) გეპეპირისი - კოლხეთის და ბოსფორის მეფე 37 - 39 წწ. 29) კლაუდიუს მითრიდატე II ბოსფორელი - კოლხეთის (41-44 წწ.) და ბოსფორის (38-44 წწ.) მეფე. პითოდორიდების დინასტია30) პოლემონ I - კოლხეთის და ბოსფორის მეფე ძვ.წ. 14 - ძვ.წ. 8 წწ. პონტოს მეფე ძვ.წ. 38 - ძვ.წ. 8 წლებში და არმენიის მეფე ძვ.წ. 33 - ძვ.წ. 30 წლებში. 31) პითოდორიდა I ფილომეტორი - პონტოს (ძვ.წ. 8 - ახ.წ. 38 წწ.), ბოსფორის და კოლხეთის (ძვ.წ. 8 - ახ.წ. 21 წწ.) დედოფალი. 32) ანტონია ტრიფენა - პონტოს და კოლხეთის დედოფალი 21-27 წლებში. კოლხეთი რომის იმპერიის მფლობელობის ქვეშ - ახ.წ. 27-38 წლებში. 33) პოლემონ II ფილოპატორი - პონტოს (38-64), ბოსფორის და კოლხეთის (38-41) მეფე. კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე3279 3-ს მოსწონს |
ძალიან მომწონს შენი სტატიეფი, ინფორმატიულიცაა და საინტერესოც+ისტორიულიც.
ვისაც არ მოსწონს ურჩიე ცივი წყალი დალიონ. :)