x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
თბილისის საამირო
თბილისის საამირო


თბილისის საამირო (ემირატი) იყო დამოუკიდებელი ქართულ-არაბული სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 736-1122 წლებში. ის იყო ვასალურ დამოკიდებულებაში ისლამურ ხალიფატთან, მაგრამ იბრძოდა სრული დამოუკიდებლობისთვის და საკმაოდ წარმატებითაც. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა და უკვე მე-9 საუკუნის დასაწყისში თბილისის საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, მე-11 საუკუნის დასწყისში კი მხოლოდ დღევანდელი თბილისის ტერიტორიას და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. თბილისის ემირატი საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ არაბულ ხალიფატს, არამედ ქართულ სახელმწიფოებსაც ებრძოდა. თბილისის ემირატს მართავდა სამი დინასტია: შუაბიანები, შაბანიანები და ჯაფარიანები. 1122 წელს ამ სახელმწიფოს არსებობას წერტილი დაუსვა დავით აღმაშენებელმა. მან დაიპყრო ქალაქი თბილისი და გამოაცხადა იგი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქად.


თბილისის ემირები:


შუაბიანთა დინასტია


1. ისმაილ იბნ-შუაბი - თბილისის ამირა 736-813 წლებში.


2. მუჰამედ იბნ-ათაბი - თბილისის ამირა 813-829 წლებში.



3. ალი იბნ შუაბი - თბილისის ამირა 829-830 წლებში.


4. საჰაკ შუაბი - თბილისის ამირა 830-853 წლებში.


ისმაილ იბნ-შუაბი - თბილისის ამირა



შაბანიანთა დინასტია


5. მოჰამედ იბნ-ხალიდა - თბილისის ამირა 853-869 წლებში.


6. ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი - თბილისის ამირა 869-875 წლებში.


7. აბრაჰამ შაბანი - თბილისის ამირა 875-878 წლებში.


8. გაბულოცი - თბილისის ამირა 878-882 წლებში.


მოჰამედ იბნ-ხალიდა - თბილისის ამირა



ჯაფარიანთა დინასტია


9. ჯაფარ I იბნ-ალი - თბილისის ამირა 882-914 წლებში.


10. მანსორ იბნ-ჯაფარი - თბილისის ამირა 914-952 წლებში.


მანსორ იბნ-ჯაფარი - თბილისის ამირა


11. ჯაფარ II იბნ-მანსორი - თბილისის ამირა 952-981 წლებში.


12. ალი იბნ-ჯაფარი - თბილისის ამირა 981-1011 წლებში.


13. ჯაფარ III იბნ-ალი - თბილისის ამირა 1011-1045 წლებში.


ჯაფარ III იბნ-ალი - თბილისის ამირა


14. აბულ ჰეიჯა იბნ-ჯაფარი - თბილისის ამირა 1045-1062 წლებში.


15. სითილარაბი - თბილისის ამირა 1068-1080 წლებში.





1062-1068 და 1080-1122 წლებში თბილისის ემირატს მართავდნენ ეგრედ წოდებული "თბილისელი ბერები", მანამ სანამ დიდმა დავით აღმაშენებელმა ქალაქი არ დაიპყრო.






ქართული სახელმწიფოები:


1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკის სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
874
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
874
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0