x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
აფრაზიული ენობრივი ოჯახი
აფრაზიული ენობრივი ოჯახი


აფრაზიული ენები, აფრო-აზიური ენობრივი ოჯახი (Afroasiatic language family), იგივე სემიტო-ქამიტური, ქამიტო-სემიტური ან ერიტრიული ენობრივი ოჯახი არის ჩრდილოეთ აფრიკის, არაბეთის ნახევარკუნძულის, ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილის უდიდესი ენობრივი ოჯახი. 2020 წლის ბოლოსთვის ამ ოჯახში შედიოდა 300-მდე ცოცხალი ენა, რომელზეც 500 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობდა, აქედან 300 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობდა არაბულად. აფრაზიული ენების ჩრდილოეთ აფრიკულ ნაწილს ქამიტურს უწოდებენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში და კუნძულ მალტაზე გავრცელებულ აფრაზიულ ენებს სემიტური ენები ეწოდება. აფრაზიული ენობრივი ოჯახი იყოფა 6 მთავარ ენათა ჯგუფად, ესენია: ბერბერული, ჩადური, ეგვიპტური, კუშიტური, ომოტური და სემიტური.


აფრაზიული ენობრივი ოჯახის სამშობლო


როგორც ინდო-ევროპული ენები ჩამოყალიბდა "R" ჰაპლოჯგუფის ხალხში რუსეთის სამხრეთ ტერიტორიებზე, ასევე აფრო-აზიური ენობრივი ოჯახიც ჩამოყალიბდა "E" ჰაპლოჯგუფის ხალხის მიერ ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. ბაზალური ევრაზიული ჰაპლოჯგუფი "DE"-ს წინაპრები აფრიკიდან ევრაზიაში გადმოვიდნენ პირველი აფრიკული მიგრაციებისას და ჩამოყალიბდნენ ევრაზიაში ცალკეული მოდგმის ხალხად. შემდეგ კი მათი ნაწილი დაბრუნდა აფრიკაში დაახლოებით ძვ.წ. 75, 000 წლისთვის. აფრიკაში დაბრუნებულმა ნაწილმა ჩამოაყალიბა "E" ჰაპლოჯგუფის პოპულაცია დაახლოებით ძვ.წ. 60, 500 წლიდან, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ სომალი-ეთიოპიის მიდამოებში და შემოგარენში. მათგან ჩამოყალიბდა ჰაპლოჯგუფი E1b1b ძვ.წ. 33, 000 წლისთვის წითელი ზღვის ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო რეგიონებში. სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, რომლებშიც ჩამოყალიბდა ბაზალური, წინარე აფრაზიული ფუძე ენა ანუ პროტო-აფრაზიული ენა ძვ.წ. 16, 000 წლიდან ძვ.წ. 10, 000 წლამდე პერიოდში. შემდგომში ეს პოპულაცია გამრავლდა, მოედო მთელ ჩრდილოეთ აფრიკას და დაიყო ჯერ აფრაზიულ დიალექტებად, შემდეგ კი ეს დიალექტები აფრაზიულ ენებად ჩამოყალიბდა. აფრაზიული ენების უძველესი წერილობითი ჩანაწერი დასტურდება ეგვიპტეში და დათარიღებულია ძვ.წ. 3400 წლით. ეგვიპტეშივე არსებული გერზეს კულტურის თიხის ნაწარმზე აღმოჩენილი ეგვიპტური იეროგლიფები, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 4000 წლით.



E ჰაპლოჯგუფის გავრცელების რუკა

ჰაპლოჯგუფ E1b1b-ს განვითარება


აფრაზიელების ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთში გადმოსვლამდე მთელი ახლო აღმოსავლეთი დასახლებული იყო კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების უახლოესი ნათესავი ხალხების მიერ, რომელთა დომინანტური ჰაპლოჯგუფები იყო: G2a, J2a, J1. ახლო აღმოსავლეთში გამოკვეთილად და დადასტურებულად აფრაზიული მოდგმის ხალხთა პირველი კულტურა იყო ნატუფიური კულტურა, რომელიც არსებობდა პალესტინის ტერიტორიაზე ძვ.წ. 13, 000 - ძვ.წ. 9500 წლებში. ამ ტერიტორიიდან მოხდა აფრაზიული დიალექტებისა და ენების თანდათანობითი გავრცელება, ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ტერიტორიებზე. განხორციელდა ამ ხალხთა ენების დომინაცია დამხვედრი მოსახლეობის ენებზე. დამხვედრი, ადგილობრივი, კავკასიელებთან მონათესავე ახლო აღმოსავლელი მოსახლეობა შეერია ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოსულ აფრაზიელ ტომებს და ასე წარმოიშვა სემიტური ენები და ხალხები მომდევნო ათასწლეულებში. ლაზარიდისის (2016) მიხედვით, ნატუფიელთა მოსახლეობაში ჭარბობდა ჰაპლოჯგუფი E1b1b1b2 (xE1b1b1b2a, E1b1b1b2b) (2/5; 40%), ასევე CT (2/5; 40%), და E1b1 (xE1b1a1, E1b1b1b1) (1/5; 20%).

აფრაზიელები ევროპის ტერიტორიაზე პირველად გადავიდნენ ძვ.წ. მე-6 ათასწლეულში და იბერიის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ესპანეთის სამხრეთ ტერიტორიაზე დააფუძნეს "ლა ალმაგრას კულტურა" (La almagra pottery), რომელმაც იარსება ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 3000 წლებში. ამ კულტურის პოპულაციის დომინანტური ჰაპლოჯგუფები მამობრივი ხაზით იყო: E1b1b (აფრაზიელების), G2a (მიწათმოქმედი, ნეოლითური ევროპელების), ასევე T1a და R1b-V88.


ნატუფიური კულტურა


დაახლოებით ძვ.წ. 10, 000 წლისთვის პროტო-აფრაზიული ენა გაიყო ორ ნაწილად, ქამიტურ (ჩრდილოეთ აფრიკულ) და სემიტურ (ახლო აღმოსავლეთში ახლად გადმოსულ აფრაზიელთა) დიდ ენობრივ ჯგუფად. სემიტური ენობრივი ჯგუფი ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 5000 წლებში გაიყო ორ ჯგუფად: აღმოსავლეთ სემიტური და დასავლეთ სემიტური.

აღმოსავლეთ სემიტურმა ჩამოაყალიბა პროტო-აქადური ენა, რომლისგანაც შემდგომ პერიოდში წარმოიშვა ძველი აქადური ენა. ამ ენას ეს სახელი ეწოდა ქალაქი აქადის მიხედვით და პირველად ეს ხალხი, აქადები იხსენიება შუმერულ ტექსტებში ძვ.წ. 2800 წლიდან. ძველმა აქადურმა ენამ ჩამოაყალიბა ბაბილონური ენა ძვ.წ. მე-17 საუკუნეში და ასირიული ენა ძვ.წ. მე-10 საუკუნეში. მას შემდეგ, რაც ორივე ეს ენა მოკვდა ძვ.წ. 500 წლისთვის, აღმოსავლეთ სემიტური ენობრივი ჯგუფიც მკვდარია.


დასავლეთ სემიტურმა პროტო-ენამ ჩამოაყალიბა 5 ენობრივი ჯგუფი:

1) ეთიოპიური ენები (ძვ.წ. 5000 წლიდან)

2) პროტო-არაბული ენა (დაახ. ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის ბოლო პერიოდიდან).

3) თანამედროვე სამხრეთ არაბული ენები (ძვ.წ. მე-2 ათასწლეულიდან)

4) ცენტრალური სემიტური ენები (ძვ.წ. 5000 წლიდან)

შემდგომში პროტო-არაბული ენისგან ჩამოყალიბდა მალტური ენა ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან, ხოლო თანამედროვე არაბული დიალექტები ძვ.წ. პირველი საუკუნიდან.


ცენტრალურმა სემიტურმა ფუძე ენამ შემდგომ პერიოდში წარმოშვა:

ჩრდილო-დასავლეთ სემიტური ენა ძვ.წ. მე-6 - მე-5 ათასწლეულებში.

ჩრდილო-დასავლეთ სემიტურმა ენამ წარმოშვა ამორეველთა ენა, ამორიტული ძვ.წ. 2100 წლისთვის.

ამორიტული ენისგან წარმოიშვა უგარიტული ენა ძვ.წ. 1600-1150 წწ.

ასევე ამორიტულმა ენამ წარმოშვა ქანაანური ენები ძვ.წ. 1500 წლისთვის.

ქანაანურმა ენებმა კი წარმოშვა არამეული ენა ძვ.წ. 1150 წლისთვის და ებრაული ენა ძვ.წ. 1150 წლისთვის.


აფრაზიული ენობრივი ოჯახის ენების წარმოშობა



წყარო: Semitic languages - classification - Britannica



ძველი სემიტური ხალხები და ტომები ახლო აღმოსავლეთში:

1. აქადები - პროტო-აქადები ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. მე-6 ათასწლეულიდან და მესოპოტამიაში, შუმერის ტერიტორიაზე დაიწყეს გაძლიერება და გამრავლება ძვ.წ. 3000 წლიდან.

2. ბაბილონელები - ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. მე-17 საუკუნიდან.

3. ასირიელები - გამოჩნდნენ ძვ.წ. 2500 წლიდან.

4. ებლა - გამოჩნდნენ ძვ.წ. 23-ე საუკუნიდან.

5. ამორიტები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-20 საუკუნიდან.

6. ამონიტები - გამოჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. მე-10 საუკუნიდან.

7. არაბები - გამოჩნდნენ ძვ.წ. 2300 - ძვ.წ. 2000 წლიდან.

8. არამეელები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-16 საუკუნიდან.

9. ახლამები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან.

10. ქანანელები - რამდენიმე ხალხი ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადრეულ რკინის ხანაში.

11. ედომიტები

12. მალტელები - ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან.

13. მანდეელები

14. მოაბელები

15. ნაბატეველები

16. ფინიკიელები

17. უგარიტები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან.

18. ნასრანები (სირიელი ქრისტიანები)

19. აქსუმელები - შექმნეს აქსუმის სამეფო ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან, რომელმაც იარსება ახ.წ. მე-7 საუკუნემდე.

20. ამჰარას ხალხი

21. არგობას ხალხი

22. დაჰალიკის ხალხი

23. გურაგის ხალხი

24. ჰარარის ხალხი

25. მეჰრის ხალხი

26. ძველი სამხრეთ არაბი ხალხები: საბეელები, მინაელები (მადჰაბელები), ქათაბანელები, ჰადრამატელები, ავშანელები, რაზიჰის ხალხი, ფაიფის ხალხი.

27. იემენელი საბეელები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან.

28. სილტის ხალხი

29. ტიგრაიელი ხალხი

30. ტიგრის ხალხი

31. ზაის ხალხი

32. სუტეელები - გამოჩნდნენ ძვ.წ. მე-14 საუკუნიდან.

33. თამუდები - არსებობდნენ ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მე-5 საუკუნემდე.

34. ებრაელები - ჩამოყალიბდნენ ძვ.წ. 1150 წლიდან.




ებრაელების ჩამოყალიბება


გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქანაანის მიწები იყო იმის ჩრდილი, რაც საუკუნეების წინ იყო. მრავალი ქალაქი მიტოვებული იყო, დანარჩენი კი ზომით შემცირდა და დიდი ქალაქების მოსახლეობა ასი ათას კაცს არ აღემატებოდა. დასახლებები თავმოყრილიყო ქალაქებში, ზღვის სანაპირო დაბლობის გასწვრივ და ძირითადი საკომუნიკაციო გზების ირგვლივ. ქანაანის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი ქანაანისა, რომელიც შემდგომში ისრაელის სამეფოდ იქცა, რომელიც ბიბლიაშიცაა აღწერილი, ამ პეროდში მეჩხერად იყო დასახლებული. ეგვიპტის საარქივო წერილებიდან ირკვევა, რომ იერუსალიმი იყო ქანაანური ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც ცნობდა ეგვიპტურ დომინაციას მასზე. პოლიტიკურად და კულტურულად იერუსალიმის ქალაქ-სახელმწიფო დაქვემდებარებული იყო ეგვიპტეზე. ქანაანში არსებული ქალაქ-სახელმწიფოები კონფლიკტების და დავების შემთხვევაში, განსახილველად და მომრიგებლად ეგვიპტეს მიმართავდნენ ხოლმე. გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლაფსის პერიოდში (ძვ.წ. 1200 წლიდან) ქანაანური ქალაქ-სახელმწფოების სისტემა მოიშალა, ჩრდილოეთ ტერიტორიებიდან ქანაანში მოხდა ზღვის ხალხების (ზოგიერთი შესაძლოა იყო ინდო-ევროპელიც) და სხვა კავკასიური ხალხების (არა ინდო-ევროპელი და არა აფრაზიელი), მცირე აზიელი, ეგეოსის ზღვიელი და შესაძლოა სამხრეთ კავკასიელი ხალხების შემოსევა ქანაანის მიწებზე. ეს ხალხები იწოდებიან საერთო სახელწოდებით - ფილისტიმელებად. ებრაელები ჩამოყალიბდნენ სწორედ ძველი ქანაანური, ფინიკიური და ნაწილობრივ ფილისტიმური კულტურის ზემოქმედებით. ეგვიპტის დიდი გავლენა ძვ.წ. მე-12 საუკუნემდე გაგრძელდა ქანაანზე. ქანაანის ბევრი ქალაქ-სახელმწიფო განადგურდა, მაგრამ ზოგიერთმა არსებობა განაგრძო ძვ.წ. რკინის ხანის პირველი პერიოდის განმავლობაშიც - ძვ.წ. 1150 - ძვ.წ. 950 წლებში.


ქანაანი


არქეოლოგი პაულა მაკნუტი ამბობს, რომ რკინის ხანის პირველ პერიოდში ძვ.წ. 1150 - ძვ.წ. 950 წლებში, ქანაანის მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო საკუთარი თავის აღქმა განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფად, ებრაელებად. მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი მონათესავე მეზობლებისგან განსხვავებული ქორწინების, აკრძალვების, კანონების, ცხოვრების სტილის კულტურა, რომელიც უპირველესად განპირობებული უნდა ყოფილიყო მათ მიერ ახალი, განსხვავებული რელიგიის შექმნით, კერძოდ ერთღმერთიანობის ახალი მიმდინარეობით. გვიან ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 1200 წლისთვის) ქანაანის მაღალმთიანეთში არსებობდა არა უმეტეს 25 სოფელი. მაგრამ მათი რაოდენობა ძვ.წ. 950 წლისთვის გაიზარდა 300-მდე, ხოლო მოსახლეობა გაიზარდა 20 ათასიდან 40 ათასამდე. ჩრდილოეთით მდებარე სოფლები უფრო მრავალრიცხოვანი და მასშტაბური იყო. არქეოლოგები და ისტორიკოსები ეძებდნენ ისეთ დამამტკიცებელ საბუთებს, რაც ცხადყოფდა, რომ ამ მიდამოებში დასახლებული ადამიანები მართლაც ებრაელები იყვნენ, თუმცა ასეთი ნიშან-თვისებების პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. ქანაანის მაღალმთიან რეგიონებში გამოვლენილია ჭურჭლის ტიპები, რომელსაც ეწოდება საყელოთიანი ქილა და ასევე ოთხოთახიანი სახლები. ამასთანავე მაღალმთიანი ქანაანის ჭურჭელი თავისი დახვეწილობით და ტექნოლოგიური დამზადების კუთხით, უფრო დაბალ საფეხურზე დგას, ვიდრე ქანაანის დაბლობ მიწებზე დასახლებულთა ჭურჭელი. არქეოლოგმა ისრაელ ფილკენშტეინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგიერთი მაღალმთიანი დასახლების ოვალური ან წრიული შენება და იქ ღორის ძვლების არარსებობა მეტყველებს, რომ ეს ადამიანები არ მიირთმევდენ ღორებს და ამიტომ შესაძლოა ეს ჩაითვალოს ქანაანის დანარჩენი მოსახლეობისგან ისეთ განმასხვავებელ ნიშნებად, რაც შეგვიძლია ჩავთვალოთ კონკრეტულად ებრაულად. არამეელთა და ფილისტიმელთა დასახლებებში უხვადაა აღმოჩენილი ღორების ძვლები.


ფილკენშტეინმა და სილბერმანმა შეაჯამოს ბოლოდროინდელი კვლევები თავიანთ წიგნში "The Bible Unearthed" (2001) და აღნიშნეს, რომ 1967 წლამდე ისრაელის ცენტრალური მაღალმთიანეთი რჩებოდა არქეოლოგიურად შეუსწავლელ, უცნობ მიწად. 1967 წლიდან დაიწყო ინტენსიური კვლევები და შესწავლილი იქნა იუდას, ბენიამინის, ეფრემის, მენაშის ებრაული ტომების ტრადიციული განსახლების ტერიტორიები. ამ კვლევებმა ცხადყო ამ ტერიტორიებზე ძვ.წ. მე-12 საუკუნის შუა ხანებიდან ახალი, გარკვეულწილად განსხვავებული კულტურის მოულოდნელი აღმოცენება, რომელიც განსხვავდებოდა როგორც ფილისტიმელთა, ასევე ქანაანელთა საზოგადოებისგან. ეს ახალი კულტურა ხასიათდება ღორის ხორცის გამოყენების აკრძალვით (მაშინ, როდესაც ღორის ხორცი შეადგენდა ფილისტიმელთა საერთო საკვების 20%-ს), ასევე ამ ახალმა კულტურამ უარყო რომ დაემზადებინათ მდიდრული ჭურჭელი, როგორც ამას ქანაანელები და ფილისტიმელები აკეთებდნენ და შემოიღეს წინადაცვეთის ტრადიცია. ებრაელთა ეთნიკური იდენტობა წარმოიშვა არა ეგვიპტიდან გამოსვლის და შემდეგ "აღთქმული მიწის" ძალისმიერი დაპყრობიდან და ადგილობრივი ხალხების გენოციდის შემდეგ, არამედ სინამვილეში არქეოლოგიამ ცხადყო, რომ ეს იყო ქანაანური და ფილისტიმური კულტურების ბუნებრივი და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია დროთა განმავლობაში. არანაირი ძალადობრივი შემოჭრის და ამგვარად დამკვიდრების კვალი არ იქნა აღმოჩენილი მრავალდეკადიანი არქეოლოგიური კვლევების შემდეგ ისრაელში. როგორც აღმოჩნდა, ადრე ნაკლებად დასახლებულ ქანაანის მთიანეთში მოხდა ქანაანელთა ნაწილის ასვლა, დასახლება, გამრავლება და ძვ.წ. მე-12 საუკუნეში, ცალკე ენად და მეტ-ნაკლებად განსხვავებული კულტურის ეთნოსად ჩამოყალიბება - ესენი იყვნენ პირველი ებრაელები.


თავად ქანაანელები კი, რომელთაგანაც ჩამოყალიბდნენ ებრაელები, არ იყვნენ ერთი ეთნიკური ჯგუფი გვიან ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 1550 - ძვ.წ. 1200 წლებში), არამედ იყვნენ სემიტური, ახლო მონათესავე ხალხების ნაკრები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ტრადიციებით, კულტურის ელემენტებით, მაგალითად როგორიცაა დაკრძალვის წესები, ღვთაებები და რელიგიური მიმდინარეობები და ა.შ. ამის შესახებ წერს ენ ქილებრიუ (Ann Killebrew), არქეოლოგიის პროფესორი პენის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თავის წიგნში "ბიბლიური ხალხები და ეთნიკურობა" ("Biblical peoples and ethnicity") - (ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოება, 2005).


ჩრდილო-დასავლეთ პალესტინური ენობრივი ჯგუფი (Northwest Semitic languages: არამეული, ქანაანური, ამორიტული და სამალიური. აქედან ამორიტული და სამალიური მკვდარი ენებია), რომელიც დიალექტურ გეოგრაფიაში ასევე ცნობილია, როგორც სირიულ-პალესტინური ენობრივი ჯგუფი არის სემიტური ენების ერთ-ერთი განაყოფი, რომელიც მოიცავს ლევანტის რეგიონის მკვიდრ ენებს. ის აღმოცენდა საერთო სემიტური ენისგან ადრე ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 3000 - ძვ.წ. 2400 წლებში). ამ ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე პირველი ხალხი, რომლის სახელიც ისტორიამ შემოგვინახა, იყვნენ ამორიტები შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. 2000 წლიდან). უძველესი უგარიტული ტექსტები ლურსმნული დამწერლობითაა შესრულებული და თარიღდება ძვ.წ. 1300 - ძვ.წ. 1200 წლებით. ბრინჯაოს ხანის კოლაფსის პერიოდიდან ჩნდება ქანაანში ასევე არამეული ტექსტები, ხოლო რკინის ხანის პირველი პერიოდიდან (ძვ.წ. 1150 - ძვ.წ. 950 წლებიდან) უკვე ქანაანური ენები (ფინიკიური და ებრაული).


ისრაელის და იუდეის ებრაული სამეფოები


ადრეული ჩრდილო-დასავლეთ სემიტური საზოგადოებების წარმოშობა დასტურდება ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ მასალებში, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2350 - ძვ.წ. 1200 წლებით. ამ ადრეულ პერიოდში ებრაული ენა და კულტურა ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი დანარჩენ ქანაანელებს და არ განსხვავდებოდა სხვა ჩრდილო-დასავლეთ სემიტური ენებისგან (უგარიტული და ამარნა ქანაანური). მაგრამ შესამჩნევი დიფერენციაცია მოხდა და ებრაული, როგორც ცალკე ენა განვითარდა პალესტინის რკინის ხანის პირველ პერიოდში (ძვ.წ. 1150 - ძვ.წ. 950 წლებში), მდინარე იორდანეს აუზსა და ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარე რეგიონში, რომელიც ქანაანად იწოდება.

უძველესი ებრაული წარწერა აღმოჩენილი ხირბეთ ქაიფაში, რომელიც ძვ.წ. მე-10 საუკუნით თარიღდება. სწორედ ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისში ჩამოაყალიბეს ქანაანში თავისი სამეფო ებრაელებმა, რომელიც შემდგომ პერიოდში, მალევე გაიყო ორ სამეფოდ: ისრაელის სამეფოდ (არსებობდა ძვ.წ. 930 - ძვ.წ. 720 წლებში) და იუდეის სამეფოდ (არსებობდა ძვ.წ. 930 - ძვ.წ. 586 წლებში).


აფრაზიელი ხალხების სამშობლო


თავდაპირველად, სანამ აფრაზიელი ხალხი ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთში გადმოვიდოდა და დამხვედრ კავკასიურ და კავკასიელებთან უახლოესად მონათესავე ადგილობრივ ახლო აღმოსავლეთის ხალხებს შეერეოდნენ, ჰგავდნენ დღევანდელ აფრაზიელ ხალხებს, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში სახელად "აფრიკის რქა" და გამოიყურებოდნენ დაახლოებით ამგვარად:


აფრაზიელი ხალხების გარეგნობა ადგილობრივ ახლო აღმოსავლეთელებთან შერევამდე




სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


10
117
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
117
  
2022, 8 ოქტომბერი, 17:17
სტატიაში მითითება დამვიწყებია და ასევე იხილეთ: History of ancient Israel and Judah - Wikipedia;
2021, 14 აგვისტო, 13:00
სინამდვილეში ვინ არიან ქართველი ებრაელები
ჯერჯერობით არ არსებობს თანხმობა მეცნიერულ წრეებში ქართველ ებრაელთა წარმოშობის შესახებ, თუმცა 2000 წლიდან ჩატარებულმა მრავალმა მეცნიერულმა გამოკვლევამ ბევრი საინტერესო რამ გაარკვია. ჩატარდა ქართველი ებრაელების გენეტიკური და ანთროპოლოგიური შესწავლა და დადგინდა, რომ ანთროპოლოგიური მონაცემების მიხედვით ქართველ ებრაელთა უმეტესობა არაფრით განსხვავდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ავტოქტონული, ადგილობრივი მოსახლეობისგან (ქართლელებისგან, მესხებისგან), თუმცა საკმაოდ მკვეთრია სხვაობა დასავლეთ საქართველოს მკვიდრ მოსახლეობასთან მიმართებით (მეგრელები, იმერლები, გურულები...).
საინტერესოა მათი გენეტიკური მონაცემებიც. მაგალითად, ქართველ ებრაელებს "კოენები" არ ჰყავდათ და არც მათ Y ქრომოსომაში შეინიშნება ახლო-აღმოსავლური J-P58, J1E და J-M410 ჰაპლოტიპები, რაც აშქენაზ და ესპანელ ებრაელ მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებულია (Skorecki K, Selig S, Blazer S, et al. (1997). "Y chromosomes of Jewish priests". Nature 385 (6611): 32).
2021, 14 აგვისტო, 13:00
არანაკლებ საინტერესოა დედობრივი ხაზით გარდამავალი მიტოქონდრული დნმ-ის მონაცემები ქართველ ებრაელებში, რამაც აჩვენა რომ ქართველი ებრაელების 51%-58% ერთი ქალის შთამომავლები არიან ( mtDNA Hg HV1a1a1 მუტაციით), რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. 500 წლისთვის ცხოვრობდა. ხოლო Y ქრომოსომა (მამობრივი დნმ) ქართველი მოსახლეობისა უჩვენებს იგივე ჰაპლოტიპს (J2), რომელიც წარმოშობით მცირე აზიურ - სამხრეთ-კავკასიურია (პროტო-ქართული) და აგრეთვე მესოპოტამიურ (მათ შორის ებრაელების) მოსახლეობას ახასიათებს, რაც სამხრეთში მტკვარ-არაქსის ხალხის (პროტო-ქართველთა) მიგრაციის შედეგია.
ყოველივე ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა ქართველი ებრაელები წარმოადგენენ არა საქართველოში შემოსული ებრაელების შთამომავლობას, არამედ სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ გაებრაელებული ქართველების შთამომავლობა და მათმა წინაპარმა, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებმა წარმართმა ქართველებმა იბერიის სამეფოს პერიოდში ან უფრო ადრე უბრალოდ მიიღეს ებრაული რელიგია და აღიარეს ერთი ღმერთის არსებობა სხვა მათი თანამემამულეებისგან განსხვევებით, რომლებიც რჩებოდნენ წარმართებად ქრისტიანობის საქართველოში შემოსვლამდე და დამკვიდრებამდე.
2021, 18 ივლისი, 9:46
1150–950 BC Formation of Jews, Hebrews - Israelites

Canaan in the Late Bronze Age was a shadow of what it had been centuries earlier: many cities were abandoned, others shrank in size, and the total settled population was probably not much more than a hundred thousand. Settlement was concentrated in cities along the coastal plain and along major communication routes; the central and northern hill country which would later become the biblical kingdom of Israel was only sparsely inhabited although letters from the Egyptian archives indicate, that Jerusalem was a Canaanite city-state recognizing Egyptian overlordship. Politically and culturally it was dominated by Egypt, each city under its own ruler, constantly at odds with its neighbors, and appealing to the Egyptians to adjudicate their differences.
The Canaanite city state system broke down during the Late Bronze Age collapse and Canaanite culture was then gradually absorbed into that of the Philistines, Phoenicians and Proto-Israelites. The process was gradual and a strong Egyptian presence continued into the 12th century BC, and, while some Canaanite cities were destroyed, others continued to exist in Iron Age I (1150–950 BC.).

Iron Age I - 1150–950 BC.
Archaeologist Paula McNutt says: "It is probably during Iron Age I, that a population began to identify itself as 'Israelite'," differentiating itself from its neighbors via prohibitions on intermarriage, an emphasis on family history and genealogy, and religion.
In the Late Bronze Age there were no more than about 25 villages in the highlands, but this increased to over 300 by the end of Iron Age I (950 BC), while the settled population doubled from 20,000 to 40,000.
2021, 18 ივლისი, 9:46
The villages were more numerous and larger in the north, and probably shared the highlands with pastoral nomads, who left no remains. Archaeologists and historians attempting to trace the origins of these villagers have found it impossible to identify any distinctive features that could define them as specifically Israelite – collared-rim jars and four-room houses have been identified outside the highlands and thus cannot be used to distinguish Israelite sites, and while the pottery of the highland villages is far more limited than that of lowland Canaanite sites, it develops typologically out of Canaanite pottery that came before. Israel Finkelstein proposed that the oval or circular layout that distinguishes some of the earliest highland sites, and the notable absence of pig bones from hill sites, could be taken as markers of ethnicity, but others have cautioned, that these can be a "common-sense" adaptation to highland life and not necessarily revelatory of origins. Other Aramaean sites also demonstrate a contemporary absence of pig remains at that time, unlike earlier Canaanite and later Philistine excavations.
In The Bible Unearthed (2001), Finkelstein and Silberman summarised recent studies. They described how, up until 1967, the Israelite heartland in the highlands of western Palestine was virtually an archaeological terra incognita (unknown land). Since then, intensive surveys have examined the traditional territories of the tribes of Judah, Benjamin, Ephraim, and Manasseh.
These surveys have revealed the sudden emergence of a new culture contrasting with the Philistine and Canaanite societies existing in the Land of Israel earlier during Iron Age I. This new culture is characterized by a lack of pork remains (whereas pork formed 20% of the Philistine diet in places), by an abandonment of the Philistine/Canaanite custom of having highly decorated pottery, and by the practice of circumcision.
2021, 18 ივლისი, 9:45
The Israelite ethnic identity had originated, not from the Exodus and a subsequent conquest, but from a transformation of the existing Canaanite-Philistine cultures.
These surveys revolutionized the study of early Israel. The discovery of the remains of a dense network of highland villages – all apparently established within the span of few generations – indicated that a dramatic social transformation had taken place in the central hill country of Canaan around 1200 BC. There was no sign of violent invasion or even the infiltration of a clearly defined ethnic group. Instead, it seemed to be a revolution in lifestyle. In the formerly sparsely populated highlands from the Judean hills in the south to the hills of Samaria in the north, far from the Canaanite cities that were in the process of collapse and disintegration, about two-hundred fifty hilltop communities suddenly sprang up. Here were the first Israelites.
Modern scholars therefore see Israel arising peacefully and internally from existing people in the highlands of Canaan.
Who were Cannanites from whom Jews were formed?
Scholars doubt that the Canaanites were ever politically united into a single kingdom. In fact, archaeological excavations indicate that the "Canaanites" were actually made up of different ethnic groups. During the Late Bronze Age (1550-1200 B.C.), "Canaan was not made up of a single 'ethnic' group but consisted of a population whose diversity may be hinted at by the great variety of burial customs and cultic structures" wrote Ann Killebrew, an archaeology professor at Penn State University, in her book "Biblical Peoples and Ethnicity" (Society of Biblical Literature, 2005).
2021, 18 ივლისი, 9:45
Early Northwest Semitic (ENWS) materials are attested through the end of the Bronze Age - 2350 to 1200 BC. At this early state, Biblical Hebrew was not differentiated from the other Northwest Semitic languages (Ugaritic and Amarna Canaanite), though noticeable differentiation did occur and Hebrew as a separate language developed during the Palestinian Iron Age I (1150–950 BC), between the Jordan River and the Mediterranean Sea, an area known as Canaan.
The earliest distinctively Hebrew writing yet discovered was found at Khirbet Qeiyafa and dates to the 10th century BC. The Israelite tribes established a kingdom in Canaan at the beginning of the first millennium BC, which later split into the Kingdom of Israel (930-720 BC) in the north and the Kingdom of Judah (930–586 BC) in the south after a dispute of succession.
Northwest Semitic, known as Syro-Palestinian in dialect geography, is a division of the Semitic languages comprising the indigenous languages of the Levant. It would have emerged from Common Semitic in the Early Bronze Age (approx. 3000-2400 BC) It is first attested in proper names identified as Amorite in the Middle Bronze Age (approx. 2000 BC). The oldest coherent texts are in Ugaritic cuneiform, dating to the Late Bronze Age (1300-1200 BC), which by the time of the Bronze Age collapse are joined by Old Aramaic, and by the Iron Age (1150–950 BC) by the Canaanite languages (Phoenician and Hebrew).

Northwest Semitic, known as Syro-Palestinian languages:

1. Aramaic
2. Canaanite
3. Amorite (extinct)
4. Samalian (extinct)
2021, 18 ივლისი, 9:44
Afro-Asiatic language family peoples
Afroasiatic (Afro-Asiatic), also known as Afrasian or Hamito-Semitic or Semito-Hamitic, is a large language family of about 300 languages that are spoken predominantly in West Asia, North Africa, the Horn of Africa and parts of the Sahel. Among the countries included in this language family are: Chad, Niger, Nigeria, Sudan, Egypt, Algeria, and Ethiopia. Proto-Afro-Asiatic is proposed to have been spoken from 16,000 BC. near the Horn of Africa (eastern Africa).
for about 10,000 BC Proto-Afro-asiatic language split in 2 sub-groups, Hamitic (North African) and Semitic (Middle eastern) sub-groups.

Semitic language was later divided in 2 main sub-groups:
1. East Semitic (approx. 6th millennium BC.)
2. West Semitic (approx. 6th millennium BC.)

East Semitic formed Akkadian or Proto-Akkadian language. later this language formed Old Akkadian language. It was named after the city of Akkad and first appeared in Sumerian texts dating from 2,800 BC in the form of Akkadian names. Old Akkadian language formed Babylonian (17th century BC.) and Assyrian languages (10th century BC.). they were dead for 500 AD. So, East Semitic sub-group now is dead.
2021, 18 ივლისი, 9:44
West Semitic language sub-group later formed 5 groups of languages:
1) Ethiopic languages (approx. 5th millennium BC)
2) Old Arabian languages (approx. 10th century BC)
3) Modern South Arabian languages (approx. 2nd millennium BC)
4) Central Semitic (approx. 5th millennium BC)

Central Semitic and West Semitic both formed Arabic language in approx. 2300-2000 BC.

Arabic language formed
Modern Arabic dialects (approx. from the 1'st century AD.
and Maltese (Approx. 8th century BC.).

Central Semitic language then formed Northwest Semitic language (6th-5th Millennium BC).
Northwest Semitic language formed Amorite language (2100 BC)
Amonite language formed Ugaritic language (approx. 1600-1150 BC)
Amonite language formed Canaanite languages (1500 BC)
Cannanite languages formed Aramaic language (1150 BC) and Hebrew language (1150 BC).

Author: Tornike Pkhaladze
2021, 13 ივლისი, 16:49
სხვათაშორის, უფრო ხშირად ამ სემიტურ ენებს სამ ჯგუფადაც წარმოადგენენ
ჩრდილო დასავლური (აქადური, ასურულ-ბაბილონური დიალექტები)
ჩრდილო აღმოსავლური - ებრაული, არამეული, ედომიტური, მოაბიტური, ნაწილობრივ ებლაიტური...
სამხრეთული - არაბული (ჩრდილო და სამხრეთ არაბული) და ეთიოპური ენები (გე'ეზი, ამჰარული, გურაგე...)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10