ეკონომიკა ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო 2021, 4 აპრილი, 15:52 2021 წლის მონაცემებით ინდოეთის მოსახლეობა არის 1, 380, 000, 000 ადამიანი და იქ ცხოვრობს 447 სხვადასხვა ადგილობრივი ეთნოსი. 2020 წლის მონაცემებით ინდოეთს აქვს მესამე უდიდესი ეკონომიკა მსოფლიოში მსყიდველობითი უნარის პარიტეტით - 11.5 ტრილიონი დოლარი. მე-5 უდიდესი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტით ნომინალში - 3.3 ტრილიონი დოლარი. მსოფლიოს მე-4 უძლიერესი არმიის მქონე. მსოფლიოს მეორე უდიდესი რაოდენობის ჯარისკაცით: 2.1 მილიონი რეზერვი და 1.4 მილიონი აქტიური პერსონალი. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ატომური შეიარაღების მქონე ქვეყანა, რომელსაც ასევე გააჩნია ანტი-სატელიტური იარაღი და შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის სატელიტების განადგურება კოსმოსში. მსოფლიოში მე-4 უძლიერესი თავდაცვის სისტემა. მსოფლიოს მე-4 ყველაზე წარმატებული და მე-5 უდიდესი კოსმოსური სააგენტო. ინდოეთი არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს 170 მილიარდერი, რაც მილიარდერთა რაოდენობით მსოფლიოს მესამე ქვეყნად აქცევს. ინდოეთი არის ჯამურად ყველა სახის პროდუქტის მსოფლიოს მე-3 უდიდესი მწარმოებელი, სმარტფონების მე-2 უდიდესი მწარმოებელი, ავტომობილების მე-4 უდიდესი მწარმოებელი, ფოლადის მე-2 უდიდესი მწარმოებელი, ელექტროენერგიის მე-3 უდიდესი მწარმოებელი, ქსოვილების მე-2 უდიდესი მწარმოებელი, სუნელების უდიდესი მწარმოებელი, უცხოური ვალუტის რეზერვების მე-5 უდიდესი მფლობელი - 520 მილიარდი დოლარის ღირებულების. ინდოეთს აქვს მსოფლიოში მე-3 უდიდესი ფილმების ინდუსტრია ბოლივუდის სახით, შაჰ რუხ ხანი კი მსოფლიოს უმდიდრესი მსახიობია 600 მილიონი დოლარის ქონებით. ინდოეთის პარლამენტი არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შენობა - 4 მილიარდი დოლარის ღირებულების. ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ბამბანი არის აზიის უმდიდრესი და მსოფლიოს მე-5 უმდიდრესი ადამიანი 75.1 მილიარდი დოლარის ქონებით. 2020 წლისთვის ინდოეთში სმართფონებს მოიხმარდა 600 მილიონზე მეტი მოქალაქე, ამდენივე იყო ინტერნეტის მომხმარებელი. ინდოეთი არის მსოფლიოში მე-2 ადგილზე ექიმების, ინჟინრების და მეცნიერების რაოდენობით. "NASA"-ს მეცნიერთა 36% არის ინდოელი. "Microsoft"-ის ინჟინერთა 34% არის ინდოელი. კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის IBM-ის ინჟინრების 28% არის ინდოელი. ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობისაა - მისი მოსახლეობის საშუალო ასაკი მხოლოდ 29 წელია, რაც ნიშნავს რომ ინდოეთს მოსახლეობის გადაბერების პრობლემა ყველაზე ნაკლებად აწუხებს. მსოფლიოს ყველაზე მზარდი 20 ქალაქიდან, 17 ინდური ქალაქია. 2025 წელს ინდოეთს ექნება მსოფლიოს მე-3 უდიდესი ეკონომიკა - 5.9 ტრილიონი დოლარით, ხოლო 2050 წელს ექნება მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა 44.5 ტრილიონი დოლარით. 2050 წელს ინდოეთი იქნება მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) მსოფლიოს უპირველესი ქვეყანა - 85.97 ტრილიონი დოლარით. დღევანდელ დღეს ინდოეთი უკვე ახორციელებს 1.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც დასრულდება 2025 წლისთვის. ინდუსტრიული დერეფანი ჩენაიდან ბენგალორამდე ჯდება 181 მილიარდი დოლარი. შენდება 130 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი პორტები. ინდოეთში შენდება 12 ე.წ. "სმართ სითი" ანუ ჭკვიანი ქალაქი და 18 ინდუსტრიული ქალაქი. დაგეგმილია აშენდეს 100 ახალი სმართ სითი, რომელთა აშენება საბოლოო ჯამში 102 მილიარდი დოლარი დაჯდება. "DIMC" კი არის მსოფლიოში უდიდესი დერეფანი, რომელიც 100 მილიარდი დოლარი დაჯდება. ინდოეთს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ახლა მიმდინარე და მშენებარე პროექტები და ყველაზე დიდი რაოდენობის მშენებარე ცათამბჯენები. ასევე შენდება ე.წ. მწვანე ქალაქები, მაგალითად 2025 წელს დასრულდება გიფთ სითის და ამრავატი სითის მშენებლობა, ხოლო 2040 წელს - დოლერა სირ სითის (Dholera sir city). კრებულები:1. პროტო-ქართული ხალხები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. მეცნიერება (ნაწილი მესამე) 12. ქართული მითოლოგიაავტორი: თორნიკე ფხალაძე 223 1-ს მოსწონს
|