x
image
თორ ნიკე
ინდოეთში აღმოაჩინეს საბადო, რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს
ინდოეთში აღმოაჩინეს საბადო,  რომელიც 3 ათას ტონა ოქროს შეიცავს


2020 წლის თებერვალში ინდოეთში დიდი აღმოჩენა გაკეთდა. უტარ-პრადეშის შტატში, სონჰადრას ოლქში, ინდოეთის გეოლოგიური კვლევის სამსახურმა აღმოაჩინა იმდენად დიდი რაოდენობის ოქროს შემცველი საბადო, რომ იქ არსებული ოქროს რაოდენობა 5-ჯერ აღემატება ინდოეთის დღეს არსებულ მთლიან სახელმწიფო ოქროს რეზერვს, რომელიც ისედაც ძალიან დიდი იყო. ოქროს გარდა ამავე არეალში აღმოჩენილია სხვა მინერალების მარაგები. დღევანდელი მონაცემებით აქ აღმოჩენილი ოქროს საერთო ფასი შეადგენს ინდურ ფულზე 12 ტრილიონ რუპიას, რაც უტოლდება 167 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ინფორმაციისთვის, საინტერესოა აღინიშნოს, რომ თუ ავიღებთ მონაცემებს არა სახელმწიფო მარაგისას, არამედ ხალხის, მოქალაქეების მიერ ოქროს რაოდენობის ფლობის მხრივ, მაშინ ვნახავთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ინდოეთის მოქალაქეები პირად საკუთრებაში ფლობენ 23 ათას ტონა ოქროს მაშინ, როდესაც ჩინეთში პირად და სახელმწიფო საკუთრებაში აქვთ ჯამში 16, 000 ტონა ოქრო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ოფიციალური მარაგი არის 8, 133 ტონა.


წყარო: Indiatoday.in



კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0