x
image
თორ ნიკე
Mediator image
რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?


არცერთი ძალა არ არის უფრო ნაცნობი ჩვენთვის, ვიდრე გრავიტაცია, ბოლოს და ბოლოს ეს არის ის, რაც ჩვენს ფეხებს მიწაზე აჩერებს. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია იძლევა გრავიტაციის მათემატიკურ ფორმულირებას, რომელიც მას სივრცის გამრუდებას უწოდებს. საინტერესო ისაა, რომ გრავიტაცია ტრილიონ ტრილიონ ტრილიონჯერ უფრო სუსტია, ვიდრე დანარჩენი სამი ცნობილი ძალა: ელექტრომაგნეტიზმი და ორი სახის ბირთვული ძალა, რომლებიც მოქმედებენ უმცირეს მანძილებზე. გრავიტაციის ერთი შეხედვით ამხელა სისუსტე შეიძლება აიხსნას იმით, რომ გარდა სივრცის სამი განზომილებისა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვიცით, რომ არსებობს, ჩვენი აღქმისგან იმალება კიდევ დამატებითი განზომილებები და გრავიტაციის უდიდესი წილი ამ დამატებით განზომილებებში იმალება. თეორიულად სრულიად შესაძლებელია, რომ ისე იყოს "ჩახვეული" გრავიტაცია ამ გაზომილებებში, რომ ჩვენთვის მისი დაფიქსირება შეუძლებელი გახდეს. თუ ეს დამატებითი განზომილებები მართლაც არსებობს და გრავიტაციას შეუძლია მათში "გაჟონვა", ამით შეიძლება აიხსნას თუ რატომ გვეჩვენება გრავიტაცია ამდენად სუსტი. "შესაძლოა გრავიტაცია ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც სხვა დანარჩენი 3 ძალა, მაგრამ ის განზავდეს ამ დამატებით განზომილებებში." აცხადებენ მეცნიერები. ბევრი ფიზიკოსი იმედოვნებდა, რომ დიდი ადრონული კოლაიდერი და მასში ჩატარებული უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტები ნათელს მოჰფენდა ამ საიდუმლოს და დაადასტურებდა ზემოთ ხსენებულ ეჭვს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. (იხ. წყარო)


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
71
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
71
  
2021, 29 აპრილი, 8:05
Why is gravity so weird?
No force is more familiar than gravity — it’s what keeps our feet on the ground, after all. And Einstein’s theory of general relativity gives a mathematical formulation for gravity, describing it as a “warping” of space. But gravity is a trillion trillion trillion times weaker than the other three known forces (electromagnetism and the two kinds of nuclear forces that operate over tiny distances).
One possibility — speculative at this point — is that in addition to the three dimensions of space that we notice every day, there are hidden extra dimensions, perhaps “curled up” in a way that makes them impossible to detect. If these extra dimensions exist — and if gravity is able to “leak” into them — it could explain why gravity seems so weak to us.
“It could be that gravity is as strong as these other forces but that it gets rapidly diluted by spilling out into these other invisible dimensions,” says Whiteson. Some physicists hoped that experiments at the LHC would give a hint of these extra dimensions — but so far, no luck.
0 1 1