x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?
მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?


სამყაროს უკეთ და უფრო რეალისტურად აღქმაში გვეხმარება არა მხოლოდ ზომების ცოდნა, არამედ პირველ რიგში სხვადასხვა ნივთიერების, საგნის ან არსების წონის, მასის ცოდნა და ერთმანეთთან შედარება.


1 იოტაგრამი (იგ) - სეპტილიონი გრამი (10^24) - ეს არის იგივე სექსტილიონი კილოგრამი. მაგალითად დედამიწის მასა არის 5973.6 იოტაგრამი. მთვარე - 73.49; მერკური - 330.22; ვენერა 4868.5; მარსი - 641.85; იუპიტერი - 1, 898, 600 იოტაგრამი; სატურნი 568, 360; ურანი - 86, 810; ნეპტუნი - 102, 430; პლუტონი - 13.03; ხოლო მზე - 1, 988, 550, 000 იოტაგრამი.


1 ზეტაგრამი (ზგ) - სექსტილიონი გრამი (10^21) - ეს არის იგივე კვინტილიონი კილოგრამი. მაგალითად მთვარის მასა არის 73490 ზეტაგრამი, პლუტონის მასა - 13030 ზეტაგრამი.



მზის და მისი პლანეტების მასების შედარება


1 ეგზაგრამი (ეგ) - კვინტილიონი გრამი (10^18) - ეს არის იგივე კვადრილიონი კილოგრამი. მაგალიტად დედამიწის ჰიდროსფერო, ანუ დედამიწის წყლის საერთო მასა არის 1.4 ეგზაგრამი. წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე (ოკეანეები და მტკნარი წყლები) ანუ ჰიდროსფერო კი ჩვენი პლანეტის საერთო წონის მხოლოდ 0.023%-ია.


1 პეტაგრამი (პგ) - კვადრილიონი გრამი (10^15) - ეს არის იგივე ტრილიონი კილოგრამი ანუ გიგატონა (მილიარდი ტონა) - მაგალითად 2018 წლის მონაცემებით დედამიწის ცოცხალი ბიომასის საერთო წონა იყო 550 გიგატონა ანუ 550 პეტაგრამი, (ეს რიცხვი გამოთვლილია მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებში ერთი კონკრეტული ნივთიერების - ნახშირბადის მასის დათვლით, ვინაიდან ეს არის დედამიწური სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და სიცოცხლე მასზეა დაფუძნებული) აქედან: პროტისტების საერთო წონა არის 4 გიგატონა; არქეები - 7 გიგატონა; სოკოები - 12 გიგატონა; ბაქტერიები - 70 გიგატონა; მცენარეები - 450 გიგატონა; ართროპოდები - 1 გიგატონა; თევზები - 0.7 გიგატონა; მოლუსკები - 0.2 გიგატონა; ანელიდები - 0.2 გიგატონა; შინაური ცხოველები - 0.1 გიგატონა; კაცობრიობა - 0.06 გიგატონა; ნემატოდები - 0.02 გიგატონა; გარეული ძუძუმწოვრები - 0.007 გიგატონა, გარეული ფრინველები - 0.002 გიგატონა.


მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის?



1 ტერაგრამი (ტგ) - ტრილიონი გრამი (10^12) - ეს არის იგივე მილიარდი კილოგრამი (მილიონი ტონა). მაგალითად 2018 წლის მონაცემებით, დედამიწაზე არსებული გარეული ძუძუმწოვრების საერთო მასა იყო 7 ტერაგრამი ნახშირბადი, ხოლო გარეული ფრინველების საერთო მასა იყო 2 ტერაგრამი ნახშირბადი.


1 გიგაგრამი (1 გგ) - მილიარდი გრამი (10^9) - ეს არის იგივე მილიონი კილოგრამი (1000 ტონა). ეს არის 148 ზრდასრული სპილოს წონა, ასევე 1 გიგაგრამს იწონის 3 ცალი ბოინგ 747 ან 24 ცალი კუზა ვეშაპი, ასევე ამდენივეს იწონის 9 ზრდასრული ლურჯი ვეშაპი. 1000 ტონას იწონის ეგვიპტეში მდებარე ე.წ. "დაუსრულებელი" ობელისკი".


დასურულებელი ობელისკი - 1 გიგაგრამიბოინგ 747


1 ტონა, იგივე მეგაგრამი (ტ) - მილიონი გრამი (10^6) - ეს არის იგივე 1000 კილოგრამი. ამ მასის არის შემდეგი სხეულები: შავი მარტორქა, 1979 წლის ფოლსვაგენ ბითლი, ზრდასრული პოლარული თეთრი მამალი დათვი, ჟირაფი და დიდი თეთრი ზვიგენი.


1979 Volkswagen Beetle თეთრი დათვის ზომა



1 კილოგრამი (კგ) - 1000 გრამი. მაგალითად, ძაღლის მომცრო ჯიში ჩიხუახუა იწონის 1.3 კილოგრამიდან 2.6 კილოგრამამდე. ასევე ჩვეულებრივი ზომის ზრდასრული კატა საშუალოდ იწონის 4.5 კილოგრამს. ზრდასრული სიამის კატები მხოლოდ 2.3 კილოგრამს იწონიან საშუალოდ. ჩვეულებრივი სოფლის ქათამიც საშუალოდ 2.3 - 4.5 კილოგრამამდე იწონის.


კატები


1 ჰექტოგრამი (ჰგ) - 100 გრამი. მაგალითად, ჩვეულებრივი ვირთხა იწონის 140-დან 500 გრამამდე. მაშინ, როცა ზრდასრული თაგვი საშუალოდ მხოლოდ 20-30 გრამია.


1 დეკაგრამი (დაგ) - 10 გრამი. მაგალითად მრავალი სახეობის ღამურა იწონის 5 გრამიდან 20 გრამამდე. არსებობს ბევრად დიდებიც, თუმცა 5 გრამს იწონის ჩვეულებრივი პიპისტრელა ღამურა, ასევე 8.3 გრამს იწონის მაჩქათელა და პატარა რუხი ღამურა, 11 გრამს ჩრდილოეთის ღამურა, 12 გრამს - აღმოსავლეთის წითელი ღამურა და ა.შ.


ჩრდილოეთის ღამურა - წონა 10-11 გრამი


1 გრამი (გ) - 1 გ. - მაგალითად მუშა ფუტკარი საშუალოდ 3 გრამს იწონის. პეპელა საშუალოდ 50 გრამს;


1 დეციგრამი (დგ) - 0.1 გრამი (გრამის მეათედი - 10^-1) - მაგალითად ჭიამაია საშუალოდ 2 დეციგრამია (0.2 გრამი).


1 ცენტიგრამი (ცგ) - 0.01 გრამი (გრამის მეასედი - 10^-2). მაგალითად ნემსიყლაპია არის 4 ცენტიგრამი (400 მილიგრამი).


1 მილიგრამი (მგ) - 0.001 გრამი (გრამის მეათასედი - 10^-3) - მაგალითად ჭიანჭველა იწონის 1-დან 5 მილიგრამამდე. კოღო - 5 მგ; ბუზი - 2 მილიგრამიდან 7 მილიგრამამდე. ტერმიტი - 0.9 - 2.1 მგ.;


1 მიკროგრამი (მკგ) - გრამის მემილიონედი (10^-6). მაგალითად ქვიშის ერთი მარცვალი იწონის 1 მიკროგრამს.


1 ნანოგრამი (ნგ) - გრამის მემილიარდედი (10^-9). წარმოვიდგინოთ, რომ ბრინჯის ერთი მარცვალი დავყავით 25 მილიონ თანაბარ ნაწილად. ამ 25 მილიონიდან ერთი ცალი ავიღეთ, სწორედ ეს ნაწილი იქნება 1 ნანოგრამის წონის. ადამიანის ორგანიზმში ნორმალური ადამიანური უჯრედები, გარდა ერითროციტების და განსაკუთებით დიდი უჯრედებისა, იწონის საშუალოდ 1 ნანოგრამს.


ნანოგრამი - ბრინჯის მარცვალზე 25 მილიონჯერ მცირე წონა


1 პიკოგრამი (პგ) - გრამის მეტრილიონედი (10^-12) - მაგალითად ადამიანის თითოეული ქრომოსომის მასა (სულ 46 ქრომოსომა აქვს ადამიანს) არის 246 პიკოგრამი. ხოლო სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თითოეული იწონის 27 პიკოგრამს. ტიპიური ბაქტერია, ჩვეულებრივ იწონის 1 პიკოგრამს, მაგალითად ეშერიხია კოლი "E. coli". ცხადია, არსებობს უფრო მძიმე და უფრო მცირე წონის ბაქტერიებიც.


1 ფემტოგრამი (ფგ) - გრამის მეკვადრილიონედი (10^-15).

1 ატოგრამი (აგ) - გრამის მეკვინტილიონედი (10^18). მაგალითად ერთი კონკრეტული ორგანოიდის, თითოეული რიბოსომის მასა არის 4.48ატოგრამი ანუ 2700 კილოდალტონი.

1 ზეპტოგრამი (ზგ) - გრამის მესექსტილიონედი (10^-21).

1 იოქტოგრამი (იგ) - გრამის მესეპტილიონედი (10^-24). მაგალითად წყალბადის ატომის მასა არის 1.6735 იოქტოგრამი. ხოლო ჟანგბადის ატომი არის 2.6561 X 10^-23 გრამის მასის.



სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
416
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
416
  
2021, 11 ივნისი, 13:35
A better and more realistic perception of the world is helped not only by knowledge of sized, but also by, first of all, the knowledge of the mass of different substances, objects or beings.
▶ 1 yottagram (Yg) - Septillion Gram (10^24) - This is the same sextillion kilograms. For example the mass of the earth is 5973.6 ograms. Moon - 73.49; Mercury - 330.22; Venus 4868.5; Mars - 641.85; Jupiter - 1, 898, 600 yottagram; Saturn 568, 360; Uranium - 86, 810; Neptune - 102, 430; Pluto - 13.03; And the sun - 1, 988, 550, 000 yottagram.
▶ 1 zettagram (Zg) - Sextillion grams (10^21) - This is the same quintillion kilograms. For example, the mass of the moon is 73490 zetagrams, the mass of Pluto is 13030 zetagrams.
▶ 1 Exagram (Eg) - Quintillion grams (10^18) - This is the same quadrillion kilograms. For example, the Earth's hydrosphere, or the total mass of Earth's water, is 1.4 exagrams. The total amount of water on Earth (oceans and fresh waters) or hydrosphere is only 0.023% of the total weight of our planet.
▶ 1 Petagram (Pg) - Quadrillion grams (10^15) - This is the same trillion kilograms or gigatons (billion tons) - for example, according to 2018 data, the total weight of living biomass on Earth was 550 gigatons or 550 petagrams, (this number is calculated only in one living organism By calculating the mass of a particular substance - carbon, since it is the most important element of earthly life and life is based on it) hence: the total weight of the protists is 4 gigatons; Arches - 7 gigatonnes; Fungi - 12 gigatonnes; Bacteria - 70 gigatonnes; Plants - 450 gigatonnes; Arthropods - 1 gigatonne; Fish - 0.7 gigatonnes; Mollusks - 0.2 gigatonnes; Anelides - 0.2 gigatonnes; Pets - 0.1 gigatonnes; Humanity - 0.06 gigatonnes; Nematodes - 0.02 gigatonnes; Wild mammals - 0.007 gigatonnes, wild birds - 0.002 gigatonnes.
2021, 11 ივნისი, 13:35
▶ 1 teragram (Tg) - Trillion grams (10^12) - This is the same billion kilograms (million tons). For example, according to 2018 data, the total mass of wild mammals on Earth was 7 teragrams of carbon, while the total mass of wild birds was 2 teragrams of carbon.
▶ 1 gigagram (1 Gg) - a billion grams (10^9) - this is the same million kilograms (1000 tons). It weighs 148 adult elephants, as well as 3 kilograms of 3 Boeing 747 or 24 Kuza whales, as well as 9 adult blue whales. It weighs 1000 tons. "The Unfinished Obelisk".
▶ 1 tonne, same megagram (t) - million grams (10^6) - this is the same 1000 kilograms. The bodies of this mass are as follows: Black Rhinoceros, 1979 Volkswagen Beattle, Adult Polar White male Bear, Giraffe, and Great White Shark.
▶ 1 kilogram (kg) - 1000 grams. For example, the smaller breed of dog Chihuahua weighs 1.3 kilograms to 2.6 kilograms. Also a normal-sized adult cat weighs an average of 4.5 kilograms. Adult Siamese cats weigh only 2.3 kilograms on average. Ordinary rural chickens also weigh an average of 2.3 - 4.5 kg.
▶ 1 hectogram (hg) - 100 grams. For example, a normal rat weighs 140 to 500 grams. While the adult mouse weighs only 20-30 grams on average.
▶ 1 decagram (day) - 10 grams. For example many species of bats weigh from 5 grams to 20 grams. There are many larger ones, however, the common pipitera bat weighs 5 grams, as well as 8.3 grams of macchiatella and small gray bats, 11 grams of northern bats, 12 grams of eastern red bats, and so on.
2021, 11 ივნისი, 13:34
▶ 1 gram (g) - 1 g. - For example, worker bees weigh an average of 3 grams. Butterflies average 50 grams;
▶ 1 decigram (dg) - 0.1 gram (tenth of a gram - 10^-1) - for example ladybug averages 2 decigrams (0.2 grams).
▶ 1 centigram (cg) - 0.01 grams (hundredth of a gram - 10^-2). For example, a nematode is 4 cents (400 milligrams).
▶ 1 milligram (mg) - 0.001 gram (thousandth of a gram - 10^-3) - for example ants weigh from 1 to 5 milligrams. Mosquito - 5 mg; Buzz - from 2 milligrams to 7 milligrams. Termite - 0.9 - 2.1 mg;
▶ 1 microgram (mcg) - one millionth of a gram (10 ^ -6). For example, one grain of sand weighs 1 microgram.
▶ 1 nanogram (ng) - a billionth of a gram (10 ^ -9). Imagine dividing one grain of rice into 25 million equal parts. We took one of these 25 million pieces, this part will be the weight of 1 nanogram. Normal human cells in the human body, other than erythrocytes and especially large cells, weigh an average of 1 nanogram.
▶ 1 picogram (pg) - trillionth of a gram (10 ^ -12) - for example, the mass of each human chromosome (a total of 46 chromosomes in humans) is 246 picograms. And red blood cells, or erythrocytes, each weighing 27 picograms. A typical bacterium usually weighs 1 picogram, for example Escherichia coli "E. coli". Obviously, there are heavier and lighter bacteria as well.
▶ 1 femtogram (fg) - quadrillionth of a gram (10^-15).
▶ 1 attogram (ag) - quintillionth of a gram (10^-18). For example, the mass of one particular organoid, each ribosome, is 4.48 attograms, or 2700 kilodaltons.
▶ 1 zeptogram (zg) - sextillionth of a gram (10^-21).
▶ 1 yoctogram (yg) - septillionth of a gram (10^-24). For example the mass of a hydrogen atom is 1.6735 yoctogram. And the oxygen atom is 2.6561 X 10 ^ -23 grams in mass.
0 1 3