x
image
თორ ნიკე
ევროპის უცნაური სიკვდილი

ევროპის უცნაური სიკვდილი


21-ე საუკუნე აღინიშნა იმით, რომ ევროპაში მოხდა და მიმდინარეობს ჯერ არნახული, უდიდესი მიგრაცია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან. ევროპაში აზიიდან და აფრიკიდან ჩასულთა დიდი უმრავლესობა მუსლიმია ან ფერადკანიანი, რაც ფუნდამენტურად ცვლის ადგილობრივ ეთნო-კულტურულ, რასობრივ-რელიგიურ მდგომარეობას, რაც ძალიან ბევრ რამეზე აისახება უკვე დღეს და ბევრი ანალიტიკოსის პროგნოზით, ყველაფერი მეტად გამწვავდება მომავალში, თუ ახლო მომავალში არ გადაიდგა მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის საწინააღმდეგო ნაბიჯები. უმეტესი მიგრანტი საცხოვრებლად ირჩევს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ამავე დროს ევროპის ადგილობრივი თეთრკანიანი ქრისტიანული კულტურის მოსახლეობის შობადობა კატასტროფულად იკლებს, ხოლო ჩასული მიგრანტების შობადობა საშუალოზე დიდი ან ძალიან დიდია, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალურ საშიშროებას იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე განხორციელდეს მოსახლეობის უპრეცენდენტო, უსისხლო ჩანაცვლება. ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა დაგლას მიურეიმ 2017 წელს ამ თემასთან დაკავშირებით გამოსცა წიგნი სახელწოდებით "ევროპის უცნაური სიკვდილი", სადაც აღწერა თუ როგორ იკლავს თავს უდიდესი ცივილიზაცია, რაც კი კაცობრიობას დღემდე უნახავს, შეძლებისდაგვარად ისაუბრა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზებზე, საკუთარი თავის სიძულვილის გაღვივებაზე ევროპელებში და უცნაურ, არაჯანსაღ დამოკიდებულებებზე უამრავი თემის მიმართ, ასევე ისაუბრა მულტიკულტურალიზმის სრულ კრახზე და მის მიერ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს საკუთარი თვალით ნანახ მოვლენებზე და სიტუაციაზე.

"Pew research centre"-მა 2016 წელს გამოაქვეყნა კვლევა, თუ როგორ შეიცვლება ევროპაში ეთნო-რელიგიური მდგომარეობა შემდგომ წლებში სხვადასხვა შემთხვევაში. ამ კვლევაში ევროპად მიჩნეულია მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, ნორვეგია და შვეიცარია.


თუ მიგრაცია შეწყდება სრულად, მაშინ 2050 წლისთვის მუსლიმთა რაოდენობა იქნება მოსახლეობის 7.4% - სულ 35.8 მილიონი მუსლიმი.


თუ საშუალო დონეზე ჩამოვიდა მიგრაცია, ანუ უფრო ნაკლებ დონეზე, ვიდრე დღესაა, მაშინ 2050 წელს მათი პროცენტულობა ევროპის მოსახლეობაში იქნება 11.2% - სულ 57.9 მილიონი მუსლიმი.

ხოლო თუ იგივე დარჩა მიგრაციის დონე, როგორც დღესაა, ანუ მაღალი სიხშირით მოხდა შედინება ევროპაში, მაშინ 2050 წლისთვის მუსლიმთა რიცხვი ევროპის მთელი მოსახლეობის 14% იქნება 2050 წლისთვის - სულ 75.6 მილიონი მუსლიმი.


მუსლიმთა პროცენტული შემადგენლობა ევროპაში 2050 წლისთვისმუსლიმთა რაოდენობა ევროპაში 2050 წლისთვის

2016 წელს მუსლიმები შეადგენდნენ ევროპის მოსახლეობის 4.9%-ს.

მუსლიმების წილი ევროპაში 2016 წელს



მუსლიმების წილი ევროპაში იმ შემთხვევაში თუ დღესვე მიგრაცია სრულად შეწყდება:

მუსლიმების წილი ევროპაში 2050 წელს (ნული მიგრაციის პირობებში)



მუსლიმების წილი ევროპაში 2050 წელს საშუალო მიგრაციის დონეზე ჩამოსვლის პირობებში:

მუსლიმების წილი ევროპაში 2050 წელს (საშუალო მიგრაციის პირობებში)



მუსლიმების წილი ევროპის მოსახლეობაში 2050 წელს, თუ მიგრაციის დიდი ტალღა, როგორიც დღესაა, შენარჩუნდა:

მუსლიმების წილი ევროპაში 2050 წელს (მაღალი მიგრაციის პირობებში)


აღსანიშნავია, რომ ეს არის რიცხვი, რომელიც ეხება მხოლოდ მუსლიმებს, აქ არაფერია თქმული განსხვავებული რასების შესახებ, რომელთა რაოდენობა ნამდვილად ძალიან დიდია, მით უმეტეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, შვედეთი, ბრიტანეთი, ბელგია და ა.შ. ამ ქვეყნების მრავალ ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობა უმცირესობაში გადავიდა, ზოგგან კი ძალიან დიდ უმცირესობაშიც კი. ევროპული ცივილიზაცია საკუთარ ისტორიულ სახეს კარგავს, იმ სახეს, რომელიც მას მრავალი ათიათასწლეულის განმავლობაში ჰქონდა. კატასტროფულად გაიზარდა გაუპატიურებების, მკვლელობების, ყაჩაღობის, ქურდობის, ნარკოვაჭრობის, დაუმორჩილებელი და პოლიციისგან გაუკონტროლებელი დასახლებების, ეგრედ წოდებული ნოუ-გოუ ზონების რაოდენობა ევროპის მასშტაბით, გაჩნდა ისეთი კომპაქტური დასახლებები, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა მოქმედებს, ბევრგან შარიათის კანონებით მიმდინარეობს მოსახლეობის ცხოვრება და ეს არეალები ფაქტობრივად გასულია ცენტრალური მთავრობის კონტროლიდან. ასეთ პირობებში, ევროპაში დაიწყო ლიბერალიზმის კრიზისი და მოიმატა იმ ხალხის რაოდენობამ, რომლებიც ამ პრობლემის ხისტად გადაჭრის საშუალებად ძველი დროის გახსენებას მიიჩნევენ. მემარჯვენე იდეოლოგიის ორგანიზაციების წევრების რაოდენობა ევროპის მასთაბით უკვე მრავალი მილიონით განისაზღვრება და ეროვნული იდეოლოგიის პარტიების მხარდაჭერა ევროპის მრავალ ქვეყანაში უფრო და უფრო მზარდია. (იხ: წყარო)

















ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
636