x
image
თორ ნიკე
რა იყო დიდ აფეთქებამდე?
რა იყო დიდ აფეთქებამდე?


ყოველთვის, როცა კოსმოლოგი კითხულობს საჯარო ლექციას, აუდიტორიაში ვინმე აუცილებლად აწევს ხელს და ჰკითხავს: დიახ, მაგრამ რა იყო დიდ აფეთქებამდე? რა ხდებოდა იქამდე? "სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს ამ კითხვაზე სტანდარტული პასუხი" - ამბობს გლენ სთარქმენი ქეის ვესთერნის რეზერვის უნივერსიტეტის ფიზიკოსი, - "ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უაზრო კითხვაა, ზუსტად ისე, როგორც უაზრო იქნება რომ ვინმემ იკითხოს თუ რა არის სამხრეთ პოლუსის სამხრეთით." საქმე იმაშია, რომ თუ დრო დაიწყო დიდი აფეთქებით და მის შედეგად, მაშინ აზრი არ აქვს იკითხო თუ რა იყო მასზე უფრო ადრე, ვინაიდან არ არსებობს ცნება "ადრე" იქ, სადაც არ არსებობს დროც კი. თუმცა სთარქმენი აღნიშნავს, რომ ასეთი პასუხით ცოტა ვინმე თუ კმაყოფილდება ხოლმე. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს იმის მოდელი, თუ რა მოხდა დიდი აფეთქების შემდგომ დროის უმცირეს მონაკვეთებშიც კი. დიდი აფეთქებიდან წამზე ნაკლებ დროში სამყარო ბუშტივით გაიბერა, ოღონდ საოცრად დიდი სიჩქარით და მისი ზომა წამის მემილიონედებში კიდევ და კიდევ ორმაგდებოდა, სანამ ასეთი დიდი ინფლაცია არ შენელდა და გაფართოების "ნორმალურ" სიჩქარეზე არ გადავიდა. მაგრამ თუ ჩვენ მაინც ვცდილობთ ამ დიდ გაფართოებამდე არსებულ მოცემულობაში გადავიხედოთ და გავარკვიოთ თუ რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე, მაშინ ზოგადი ფარდობითობა იქ უკვე აღარ მოქმედებს.


რა იყო დიდ აფეთქებამდე?


ზოგი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ დრო არ დაწყებულა დიდი აფეთქებით, არამედ გაჩნდა, ჩამოყალიბდა, როცა სამყარომ ამისთვის საჭირო განვითარების, სირთულის გარკვეულ დონეს მიაღწია. სხვები ამბობენ, რომ სამყარო ციკლურად მუშაობს და მიმდინარეობს სამყაროს გაფართოებისა და შეკუმშვის შესაძლოა უსასრულო წრებრუნვა. თუ ეს "ციკლური მოდელი" მართებულია, მაშინ დიდი აფეთქება დასაწყისი კი არ იყო, არამედ უფრო ადრე არსებული და შემდეგ შეკუმშული სამყაროს კვლავ გაფართოების დაწყება გახლდათ, ახალი დაბადება, არსებობის ახალი ეპოქის დაწყება. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ჩვენი სამყარო არის ერთ-ერთი "ბუშტი" სამყაროთა დიდ სიმრავლეში - ეს მულტივერსის, მრავალსამყაროს თეორიაა, რომლის მიხედვითაც არსებობს ჩვენი სამყაროს მსგავსი, უთვალავი რაოდენობის სხვა, პარალელურად არსებული სამყაროები.


ვართ თუ არა ამ კითხებზე პასუხის მიღებასთან უფრო ახლოს, ვიდრე ჩვენი წინა თაობები იყვნენ? პასუხია - არა.. და არც ისაა მოსალოდნელი, რომ უახლოეს მომავალში ასტრონომიული დაკვირვებებით ამაზე პასუხს მივიღებთ. საუკეთესო გამოსავალი ჩვენთვის, ვისაც ამ კითხვაზე პასუხი ძალიან გვაინტერესებს შეიძლება იყოს გრავიტაციული ტალღების უზარმაზარი, კოსმოსური დეტექტორის მშენებლობა რითაც შეგვეძლება დავაფიქსიროთ დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები და შემდეგ გავაკეთოთ მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სთარქმენი ამბობს, რომ ამდენად მასშტაბური პროექტის განხორციელებას მრავალი დეკადა დასჭირდება და შესაძლოა არც ამ საუკუნეში განხორციელდეს. (იხ. წყარო)



კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო - ნაწილი მეორე

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება - ნაწილი მეორე

11. მეცნიერება - ნაწილი მესამე

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე

1
304
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
304
  
2021, 21 აპრილი, 20:45
What Came Before the Big Bang?
Whenever a cosmologist gives a public lecture, someone in the audience inevitably raises a hand to ask, “Yes, but what came before the Big Bang?”
“There’s this textbook answer that we’re supposed to give,” says Glenn Starkman, a physicist at Case Western Reserve University. “We say that the question is meaningless, just as it’s meaningless to ask what’s south of the South Pole.”
The idea is this: If time itself began with the Big Bang, then it makes no sense ask what came before. There simply was no “before.” And yet Starkman knows that hardly anyone finds that answer satisfying. We now have a model for what happened very shortly after the Big Bang. During the first tiny fraction of a second of the universe’s existence, the “inflation” model says that the universe expanded like a balloon, doubling in size again and again before slowing down to its “normal” rate of expansion. But if we try to look back before inflation — all the way back to “time zero” — general relativity breaks down.

Some physicists now think that time didn’t begin with the Big Bang, but somehow emerged when the universe reached a certain level of complexity. Others theorize that the universe runs in cycles, in a possibly endless series of expansions and contractions. If this “cyclic” model is right, the Big Bang wasn’t the beginning, but just a transition from an earlier era. Another possibility is that our universe is just one of countless “bubble universes” that pop up repeatedly in a “multiverse.” Are we any nearer to answering the “what came before” question that we were a generation ago? Starkman says no. And it’s unclear whether astronomical observations can settle the matter. Our best bet might be to build an enormous gravity wave detector in space — with the hope that we could detect gravitational waves created by the Big Bang itself.
But don’t hold your breath. Starkman says such an enormous project could take many decades to build.
0 1 1