x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?
ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?


ერიხ ფონ დენიკენი, შვეიცარიელი მწერალი, ისტორიკოსი, მკვლევარი და პალეოკონტაქტის თეორიის ერთ-ერთი უმთავრესი აპოლოგეტი, აცხადებს: "თანამედროვე ეგვიპტოლოგიაში მიიჩნევა, რომ ეგვიპტის გიზას პირამიდები აიგო ეგვიპტის ფარაონ ხუფუს, იგივე ხეოფსის მიერ, რომელიც მეფობდა ძვ.წ. 2589-2566 წლებში. საიდან მოვიდა ეს აზრი ეგვიპტოლოგებში, რომ სწორედ ამ ფარაონმა ააგო ეს პირამიდები? ნაპოვნია სადმე რომელიმე ეგვიპტური პაპირუსი ან სხვა სახის წარწერები, სადაც აღნიშნულია, რომ ეს პირამიდები ხუფუმ ააგო? რაიმე სახის სკულპტურებია აღმოჩენილი გიზას პირამიდებში ან მის ახლოს, რომელიც მიჩნეულია ხუფუს ძეგლებად? ხეოფსის მუმიაა ნაპოვნი რომელიმე ამ პირამიდაში ან მათ ახლომდებარედ? არა, ასეთი არაფერია აღმოჩენილი. რამდენიმე ძველი ბერძენი ისტორიკოსი და მკვლევარი მოგზაურობდა ეგვიპტეში, მაგალითად დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. 90-30 წწ.), სტრაბონი (ძვ.წ. 63 - ახ.წ. 24 წწ.), პლუტარქე (46-119 წწ.), ისინი ყველანი იყვნენ ეგვიპტეში და ყოველი მათგანი იდგა გიზას დიდი პირამიდების წინ. თითოეულმა მათგანმა ჰკითხა ადგილობრივ ქურუმებს თუ ვინ ააშენა ეს პირამიდები და თითოეულმა მათგანმა მიიღო პასუხად: "არავინ იცის, არც ჩვენ ვიცით, ვინაიდან ის აშენებულია იქამდე, სანამ დიდი წარღვნა მოხდებოდა".


ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?


ამგვარად, საიდან მივიდნენ დღევანდელი ეგვიპტოლოგები იმ დასკვნამდე რომ ეს პირამიდები ხეოფსმა ააგო? იქიდან, რომ ჰეროდოტემ (ძვ.წ. 494-425 წწ.) თავის ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობის შემდეგ დაწერა, რომ ეგვიპტეში ყოფნისას ვიღაცამ (არ ასახელებს პიროვნებას) მას უთხრა, რომ დიდი პირამიდა ტირანმა ხუფუმ ააშენაო. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მთელმა აკადემიურმა სამყარომ ერთხმად აღიარა, რომ გიზას პირამიდები ხუფუმ ანუ ხეოფსმა ააშენა. ეს არ არის მეცნიერული დამოკიდებულება საკითხისადმი, ვინაიდან სხვა ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, წერილობითი წყარო საკმაოდ ნაკლებ სანდოდ მიიჩნევა ისტორიოგრაფიაში და მით უმეტეს ამგვარად ფორმულირებული, როცა ისტორიკოსი პირადად არ შესწრებია მოვლენას და იქვე აღნიშნავს - ვიღაცამ რაც მითხრა იმას ვწერო. არცერთ სხვა ისტორიკოსს, არც ბერძენს, ეგვიპტელს ან სხვა რომელიმე ერისას, არასოდეს ასეთი რამ არ დაუწერიათ. დიოდორე სიცილიელმა, რომელმაც 43 წიგნი გამოსცა და დიდი მკვლევარი იყო ძველ სამყაროში, ჰეროდოტეს ამ სიტყვებზე პირდაპირ დაწერა, რომ არა, ჰეროდოტე შეცდა, დიდი პირამიდები ეგვიპტეში არ აუგიაო ფარაონ ხეოფსს და რომ ამ პირამიდების ამგები იყო ფარაონი სახელად საურიდი. ეს საურიდი ებრაულებში ცნობილი იყო, როგორც ენოქი - წინასწარმეტყველად მიჩნეული, რომელიც იყო "პირველი ადამიანი, რომელიც ცოცხლად აიტაცა ღმერთმა მაღლა და პირადად ესაუბრებოდა მას". ამ პიროვნებაზე დაიწერა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ებრაელების მიერ "ენოქის წიგნი" (იხ. ნაწილი I, II, III, IV, V, VI), სადაც შევიდა ის ინფორმაცია, რაც ებრაელებს გააჩნდათ ენოქის შესახებ. ის აღიარებულია მათ მიერ, როგორც მე-7 პატრიაქი, რომელიც წარღვნამდე ცხოვრობდა. ამასვე ადასტურებენ და იმეორებენ ძველი არაბი მწერლები, როგორიცაა ალ-მასუდი ან იბრაჰიმ აბდულ ალ-მაქრიზი, რომ გიზას პირამიდები არა ხეოფსმა, არამედ საურიდმა (ენოქმა) ააგო წარღვნამდელ პერიოდში.



ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?


ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს დიდ პირამიდასთან დაკავშირებით. ის აგებულია საშუალოდ 2 ტონამდე წონის 2.5 მილიონამდე მეგალითური ლოდისგან. ყოველ ტექნოლოგიას სჭირდება ისტორია, საზოგადოებამ უნდა განვლოს ეტაპები, რომ ისწავლოს ტექნოლოგიის გამოგონება, შემდეგ გამოყენება და დახვეწა, მით უმეტეს იმ დონეზე, რა დონეზეც გიზას დიდი პირამიდაა აგებული. როგორ უნდა მოიპოვო, დაჭრა, მისცე საუკეთესოდ სწორი ფორმა, როგორ უნდა გადაადგილო მრავალი კილომეტრის მანძილზე, როგორ უნდა დააწყო ერთმანეთზე, როგორ უნდა გქონდეს განვითარებული იმ დონეზე მათემატიკა და ინჟინერია, რომ გამოთვალო ყველაფერი ასე იდეალურად და იმგვარი უზუსტესი და ურთულესი მეგალითური ნაგებობა შექმნა, რომ დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი ძალიან გაუჭირდეს კაცობრიობას იგივენაირი შენობის აგება. საქმე იმაშია, რომ ეგვიპტეში ქვის ხანა დასრულდა მხოლოდ ძვ.წ. 3100 წლიდან, ძვ.წ. 2600 წლისთვის კი არაფერი დიდი ნახტომი ეგვიპტურ ცივილიზაციას არ გაუკეთებია ისეთი, რაც დიდად განასხვავებდა მათ ძვ.წ. 3100 წლის მდგომარეობისგან. მთელი მაშინდელი ეგვიპტე უმარტივეს ბრინჯაოს იარაღებს იყენებდა როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე საომრად და მშენებლობაშიც. იმ ცოდნით და იარაღებით ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა გიზას პირამიდების აგება. ხეოფსის დიდი ბაბუის ბაბუა პირდაპირ ქვის ხანიდან ახალი გამოსული იყო. უბრალოდ ცივილიზაციას არანაირი დრო არ ჰქონდა რომ ამ დონეზე განვითარებულიყო, რომ ასეთი მშენებლობების განხორციელება შეძლებოდა. მე-15 საუკუნის არაბი ისტორიკოსი იბრაჰიმ აბდულ ალ-მაქრიზი წერდა, რომ როგორც დიდი პირამიდის შიგნით, ასევე მის ქვეშ არის სათავსოები, სადაც ათასობით უძველესი წიგნია განთავსებული და რომელთაგან მრავალი დაწერილია თავად ენოქის მიერ მომავალი თაობებისთვის.


ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?


პირამიდაში ორი მთავარი, უკვე დადასტურებული ოთახი გვაქვს, პირველია ე.წ. "მეფის ოთახი", მეორე ე.წ. "დედოფლის ოთახი", მესამე სათავსო - ე.წ. "დაუსრულებელი ოთახი" პირამიდის ქვეშ აღმოაჩინეს. პირამიდის შიგნით მდებარე დედოფლის ოთახიდან გადის კიდევ ორი გვირაბი, რომელიც იმდენად ვიწროა, რომ ადამიანი ვერ გაეტევა და საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სპეციალური კამერებით აღჭურვილი მოწყობილობების შეშვება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, სად მივყავართ ამ გვირაბებს. 1990-იანი წლების შუა ხანებამდე არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ეს გვირაბები მხოლოდ 8 მეტრის სიღრმეზე შედიოდა კედელში და შემდეგ წყდებოდა და ისინი გაკეთებული იყო მხოლოდ სიმბოლურად და მშენებლებმა იგულისხმეს, რომ ამ გვირაბიდან სული გავიდოდა და ვარსკვლავებს შუერთდებოდაო. 1990-იან წლებში კი გერმანელმა ინჟინერმა რუდოლფ განთენბრინქმა (Rudolf Gantenbrink) ამ ჰიპოთეზის შემოწმება გადაწყვიტა, დაამზადა რობოტი, რომელიც იქ შეეტეოდა და ბოლომდე გაჰყვებოდა გვირაბს. მას ნება დართეს ამის გაკეთების და გაირკვა, რომ გვირაბი არათუ 8 მეტრის სიღრმის არ იყო, არამედ გრძელდებოდა 62 მეტრის სიღრმეზე და ბოლოს რობოტი მიადგა ქვის კარს, რომლის იქითაც გზას ვეღარ აგრძელებდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში გაუმჯობესებული რობოტით იგივე გვირაბში შევიდნენ უკვე ამერიკელი მკვლევარები და გახვრიტეს ქვის ეს კედელი სპეციალური დრელით. საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ კედლის უკან კიდევ ერთი ოთახია. შესასწავლია სფინქსი და გიზას პლატოს მთელი მიწისქვეშეთი, რომელიც გვირაბების ქსელებითაა დაღარული. მაგალითად პირამიდის ქვეშ, 119 მეტრის სიღრმეზე არის "დაუსრულებელი ოთახი", სადამდე მისასვლელადაც გაყვანილია დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის გვირაბი, სადაც წელში მოხრილ მდგომარეობაში უნდა გადაადგილდეს ადამიანი.


ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?

ვინ და როდის ააგო გიზას პირამიდები?


არავის ესმის საერთოდ რა საჭირო იყო ამხელა სამუშაოს შესრულება და რატომაა აგებული ამ სიღრმეში ამ ოთახის გამოჭრა. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, პირამიდის ქვეშ არის ტბა, სრულიად სუფთა წყალი და ამ წყალში არის სარკოფაგი, რომელიც ღმერთ ოსირისს ეკუთვნის. ოსირისი ეგვიპტის უძველესი ღმერთია. ის იგივეა, რაც ორიონი. არქეოლოგებს არ სჯეროდათ ამ წერილობითი წყაროსი, მაგრამ ამ ყველაფრის არსებობა დამტკიცდა და 21-ე საუკუნეში ეს ყოველივე ახლიდან აღმოაჩინეს. პირამიდის ქვეშ არსებულ წყლიან გამოქვაბულში აღმოჩენილია ორი საროფაგი - ერთი ბაზალტის ქვისგან დამზადებული სარკოფაგი, ხოლო მეორე - გრანიტის. ამ გამოქვაბულიდან კიდევ უფრო დაბლა არის ჰეროდოტეს მიერ ხსენებული მცირე ტბა, მტკნარი, სუფთა წყლით და მასში მართლაც მოთავსებულია კიდევ ერთი, მესამე დიდი სარკოფაგი. ჰეროდოტე მართალი იყო. იგივე ჰეროდოტე წერდა, რომ ღმერთები ჩამოვიდნენ დედამიწაზე 11 ათასი წლის წინ (ჰეროდოტეს დროიდან), ანუ ძვ.წ. 11, 000 წლისთვის. ენოქის შესახებ წიგნები კი გადმოგვცემს, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც აიყვანეს ღმერთებმა თავის ხომალდზე, გადასცეს თავიანთი ცოდნის ნაწილი, ის დაბრუნდა დედამიწაზე სანამ მათთან საბოლოოდ წავიდოდა დედამიწიდან, გამოემშვიდობა თავის მრავალ ცოლს და შვილებს, მათ შორის მათუსალას, სწორედ იმ ბიბლიურ მათუსალას, რომელმაც 969 წელი იცოცხლა. მათ იცოდნენ, რომ წარღვნა ახლოვდებოდა, ამიტომ ენოქმა მათუსალას გადასცა თავისი დაწერილი 300 წიგნი და უთხრა როგორ უნდა აეშენებინა საცავი ამ წიგნებისთვის, რომ წარღვნის შემდგომ თაობებს სცოდნოდათ წარღვნამდელი მსოფლიოს შესახებ. სწორედ მათ ააგეს გიზას პირამიდები ადამიანთა ხელით და ღმერთების მიერ მოცემული საინჟინრო ცოდნით და განათავსეს მათში დიდი ცოდნა, რომელიც ენოქმა დატოვა თავისი წიგნების სახით. ადრე თუ გვიან ამ ბიბლიოთეკას გიზას პლატოს და პირამიდების კვლევისას აუცილებლად მივაგნებთ".




სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0