x
image
თორ ნიკე
Mediator image
ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს
ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს


ერთ-ერთ ინდურ ტაძარში ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების განძი აღმოაჩინეს. ეს არის ინდოეთის შტატი ქერალა (Kerala), ქალაქი თირუვანანთაპურამი (Thiruvananthapuram), ტაძრის სახელია - შრი პადმანაბჰასვამი (Sree Padmanabhaswamy temple). ტაძარი პირველად მოიხსენიება ძვ.წ. 500 წლიდან არსებულ ეგრედ წოდებულ "სანგამის პერიოდის" წერილობით წყაროებში. ახ.წ. მე-9 საუკუნის თამილური ლიტერატურა კი მას მოიხსენიებს, როგორც "ოქროს ტაძარს", რაც მკვლევართა აზრით იმაზე მეტყველებს, რომ უკვე იმ პერიოდში ტაძარი უნდა ყოფილიყო დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის შემნახველი განძსაცავი. წმინდანად გამოცხადებული პოეტი ნამალვარი აღწერს, რომ ამ ტაძრის, ისევე როგორც მთელი იმ ქალაქის გალავანი დაფარული იყო მთლიანად ოქროთი. 1731 წელს ტრავანკორის სამეფო სახლის უფროსმა იქ შვიდსართულიანი, სიმაღლით 31 მეტრის კოშკი აღმართა. სულ მალე კომპლექსი თავისი ბრწყინვალე არქიტექტურით და სკულპტურების სიმრავლით, ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად იქნა აღიარებული მსოფლიოს მასშტაბით. ხალხში ყოველთვის დადიოდა ლეგენდები არა მხოლოდ ამ ტაძრის გარეგნულ ბრწყინვალებაზე, არამედ მის წიაღში, მიწისქვეშ განთავსებულ დარბაზებში დაგროვებულ სიმდიდრეზე.


ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს


2010 წელს ინდოეთის მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გახსნა ტაძრის აქამდე დალუქული დარბაზები. სპეციალისტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიწისქვეშ 6 დარბაზი აღმოაჩინეს. მთავარი სენსაცია მაინც წინ იყო - ყველა ოთახი განძეულით აღმოჩნდა სავსე. საფირონი, ბრილიანტი, ფირუზი, ლალი, ყველანაირი ძვირფასეულობა. მხოლოდ ოქროს ნაკეთობების წონამ 893 კილოგრამი შეადგინა. განძეულის ფასი 2020 წლის შეფასებით 80 მილიარდ დოლარს შეადგენს და აღმოჩენილი განძეულობიდან უმაღლესია ინდოეთში.



ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს


საინტერესოა ისიც, რომ გაიხსნა მხოლოდ 5 დალუქული ოთახი. მეექვსის გახსნას კი დღემდე ერიდებიან კარიბჭეზე გამოკვეთილი გველის ნიშნის გამო. ცნობილია, რომ გველი ღმერთ ვიშნუს იცავს. ინდოეთში ეს ნიშანი წმინდა ნიშნადაა მიჩნეული, მისი ხელყოფა ყველას აშინებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დარბაზების გახსნის ინიციატორი სენდარა რკანი, ამ საქმის აღსრულებიდან ძალიან მალე, მოულოდნელად გარდაიცვალა. განძეული ნაწილ-ნაწილ იქნა მოპარული. ჯამში ნაქურდალმა 266 კილოგრამი ოქრო შეადგინა. დღესდღეობით ინდოეთის მთავრობამ განძეულის დასაცავად უკვე ქმედითი ზომები მიიღო.



წყარო: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის

წყარო 2: Forbes.com


კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

11. მეცნიერება (მესამე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0