x
image
თორ ნიკე
შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?


ჩვენ ახლა ორი ძირითადი თეორია გვაქვს ყველა ფიზიკური ფენომენის ასახსნელად, ესენია: აინშტაინის გრავიტაციის თეორია (ზოგადი ფარდობითობა) და კვანტური მექანიკა. პირველი კარგად ხსნის ყველაფრის მოძრაობას, გოლფის ბურთებიდან დაწყებული, პლანეტებით და ვარსკვლავებით გაგრძელებული და გალაქტიკებით დასრულებული. კვანტური მექანიკა კი ასეთივე შთამბეჭდავია კვლევის საკუთარ სფეროში - ატომებისა და სუბატომური ნაწილაკების კვლევისას. ანუ ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ, ზოგადი ფარდობითობა ხსნის დიდი საგნების რაობის და ქცევის ბუნებას, ხოლო კვანტური მექანიკა, უმცირესი საგნების - ნაწილაკების.

პრობლემა ისაა, რომ ეს ორი თეორია ძალიან განსხვავებული თვალსაზრისით აღწერს ჩვენს სამყაროს. კვანტურ მექანიკაში მოვლენები ვითარდება დრო-სივრცის ფიქსირებულ ფონზე მაშინ, როცა ზოგადი ფარდობითობის მიხედვით დრო-სივრცე ცვალებადია და გამრუდებადი. როგორი იქნებოდა მრუდე დრო-სივრცის კვანტური თეორია? ჩვენ ეს ჯერჯერობით არ ვიცით.

მსოფლიოს საუკეთესო გონების მქონე ადამიანები ათწლეულების განმავლობაში ფიქრობდნენ ამ ე.წ. "ყველაფრის თეორიის" ჩამოყალიბებაზე, რომელიც საერთო კანონებში და წესებში მოაქცევდა დიდი და მცირე საგნების ფიზიკას და იპოვიდა იმ საერთო პრინციპს, რასაც მაკრო და მიკრო სამყარო ორივე ერთნაირად ეფუძნება და ემორჩილება. სიმების თეორია (String theory), რომელიც აღწერს მატერიას, როგორც სხვადასხვა სიხშირით ვიბრირებადი ენერგიის სიმებისგან შემდგარ წარმონაქმნს, განიხილება, როგორც საუკეთესო მიგნება ფიზიკის ერთიანი თეორიის შესაქმნელად. თუმცა ამ თეორიას ზოგიერთი ფიზიკოსი ამჯობინებს მარყუჟის კვანტური გრავიტაციის თეორიას (Loop quantum gravity), რომლის მიხედვითაც, თავად სივრცე შედგება უმცირესი მარყუჟებისგან. თითოეულ ამ მიდგომას გარკვეული წარმატება ხვდა წილად, სიმების თეორიაზე დაყრდნობით ფიზიკოსთა მიერ შემუშავებული ტექნიკა განსაკუთრებით სასარგებლოა ფიზიკის გარკვეული რთული პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა არც სიმების თეორია და არც მარყუჟის კვანტური გრავიტაციის თეორია ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული ექსპერიმენტულად. ამ დროისთვის, დიდი ხნის განმავლობაში ძებნილი "თეორია ყველაფრის შესახებ" ან მეორენაირად "ყველაფრის თეორია" კვლავ მიუგნებლად ითვლება. (იხ. წყარო)


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
81
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
81
  
2021, 29 აპრილი, 9:57
Can we find a unified theory of physics?
We now have two overarching theories to explain just about every physical phenomenon: Einstein’s theory of gravity (general relativity) and quantum mechanics. The former is good at explaining the motion of everything from golf balls to galaxies. Quantum mechanics is equally impressive in its own domain — the realm of atoms and subatomic particles.
Trouble is, the two theories describe our world in very different terms. In quantum mechanics, events unfold against a fixed backdrop of spacetime — while in general relativity, spacetime itself is flexible. What would a quantum theory of curved space-time look like? We don’t know, says Carroll. “We don’t even know what it is we’re trying to quantize.”
That hasn’t stopped people from trying. For decades now, string theory — which pictures matter as made up of tiny vibrating strings or loops of energy — has been touted as the best bet for producing a unified theory of physics. But some physicists prefer loop quantum gravity, in which space itself is imagined to be made of tiny loops.
Each approach has enjoyed some success — techniques developed by string theorists, in particular, are proving useful for tackling certain difficult physics problems. But neither string theory or loop quantum gravity has been tested experimentally. For now, the long-sought “theory of everything” continues to elude us.
0 1 1