x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს
ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ჩემი სამშობლო ცხრა მთას იქითაა,

ჩემი ცოლ-შვილი ცხრა მთას იქითაა,

ჩემი მშობლები ცხრა მთას იქით არიან,

ჩემი მეგობრები ცხრა მთის იქით არიან.

მე ერთი ცოდვილი სული ვარ,

რომელიც მათ რჩენას ვცდილობ.

მე იმპერიაში ვცხოვრობ და ჩემს სამშობლოში დავფრინავ,

ჩემს ცოლ-შვილთან, მშობლებთან და მეგობრებთან.

რამდენი წელია, რამდენი საუკუნეა

იმპერია ჩემს სამშობლოს ეომება, მიწებს ართმევს.

იმპერია სძულთ ჩემს სამშობლოში, თუმცა მას ჰგონია,

რომ რატომღაც მისი მადლიერნი უნდა იყვნენ.

იმპერიასაც სძულს ჩემი სამშობლო,

თუმცა ამბობს, მისი ხალხი მიყვარსო.

ამ კამათში ჩემი სამშობლოა მართალი და დაჩაგრული

და იმპერიაა მტყუანი და მჩაგვრელი.


ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ამასობაში ჩემს სამშობლოს ახალი იმპერია ეუფლება ლიქნით,

ამ იმპერიას ეომება ჩემი სამშობლოს მეშვეობით.

ჩემი სამშობლო იმხვრევა ახალი იმპერიის ხელში იარაღად ქცეული

და ამ იმპერიაზე ცულად მოქნეული.

როდესაც ის იმსხვრევა, დიდი ტირილი დგას ირგვლივ,

მე ჩემი მშობლები და ჩემი მეგობრები ხელ-ფეხ-შეკრული

ვუჭირავართ ახალ იმპერიას და

უროებივით გვაჯახებენ თავით ამ იმპერიას.

თავის ქალები გვემტვრევა, თავ-პირს სისხლი გვდის,

კბილებს ვაღრჭიალებთ, გული გვერევა,

სიმწრისა და შეურაცხყოფის ცრემლი სისხლში ზავდება და

დალურჯებული, დახლეჩილი სხეულებით, ხელ-ფეხშეკრულნი

და გაშტრიკინებულნი ვცდილობთ მოძრაობას,

ვინ უკანა რიგებში დასამალავად,

რათა ნაკლები მოხვდეს ამ უროების მსხვრევაში,

ვინ უმანკოთა დასაცავად,

ვინ გულწრფელად მტრის დასამსხვრევად.


ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ამ კბილთა ღრჭენაში გაავებული და გაწამებული ჩვენი ხალხი

გარდაუვალად ერთმანეთს მტრობს და აგინებს,

ავიწყდება, რომ უროების ტყეში ბედნიერება ვერ იარსებებს,

რომ მთავარი ამ მდგომარეობიდან როგორმე თავის ერთად დაღწევაა

და არა ამ ტყეში შენთვის სასურველი ადგილის დაკავება.

უროს მქნევიცა და გრდემლის მცველი იმპერიაც,

ორივე მხრიდან ეჩურჩულებიან ჩვენს ხალხს, რას არ პირდებიან.

უამრავი დინება არსებობს ამ ტყეში,

ხალხი ერთმანეთს ეჭვით უცქერს, სიწმინდისაც კი აღარ სჯერათ.


ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ბევრი, ვინც უროების ტყეში დაიბადა,

საერთოდ ვერც კი წარმოიდგენს სამყაროს ამ ტყის მიღმა,

და ამიტომ მისი სარწმუნოება არის უროების ტყეში კარგად ყოფნა.

ვერც ვერაფერს უსაყვედურებ ასეთ უბედურს.

მეც საშინელ დღეში ვარ,

გრდემლის იქით და უროს მქნევთანაც ვაგროვებ ოქროსფერ თავთავებს,

როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე

და ტყეში ვბრუნდები ჩემებთან,

როგორც მყოფნის ისე ვუნაწილებ მათ სარჩოს

და ისევ უროების ლეწვაში, გრდემლს იქით მივღოღავ დაღლილი.



ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ზოგი ეჭვის თვალით ან შურით მიყურებს,

მწიხლავს, მაფურთხებს იმისთვის,

რომ გრდემლს იქით მყოფ იმპერიაში მივდივარ.

ამისთვის მათ უროსმქნევი იმპერიიდანაც აქეზებენ და აჯილდოვებენ.

მანამდე უროსმქნევი იმპერიის ქალაქებში ვცხოვრობდი

და ვსწავლობდი ერთ-ერთი პირველთაგანი ჩვენი ტყიდან

და იქიდან ტყეში დაბრუნებულსაც

ხშირად იგივე მელოდა ჩემი მოძმეებისგან,

განსაკუთრებით იმათგან, ვისაც

გრდემლისმცველი იმპერიიდან აქეზებდნენ.

მოკლედ, ბევს არავის სჯერა, ვფიქრობ, ჩემი სიწრფელისა.


ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ბუნებრივია, როგორც ოჯახის მამას,

ცოლ-შვილის დაცვა მომეთხოვება.

სიცოცხლის ძალებისაგან დაცლილის მიფიქრია

და მიცდია მათი დასახლება იმპერიების შიგნით,

როგორც ამას მრავალი აკეთებს.

ორივეგან ვცადეთ, მაგრამ ვერ გავძელით.

ჩემი ვარსკვლავთვალება ცოლის მზერაში მოწყენა ამოვიკითხე,

ჩემი ზღაპრით მონაბერი შვილების ანკარა ხმაში ნატვრა მომესმა,

ხოლო ჩემი გული ღამ-ღამობით მგელივით უყმუოდა მთვარეს!



ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


უროების ტყედ ქცეულ ჩვენს სამოთხე სამშობლოში

დავბრუნდით ვითომ სამოთხედ ქცეულ უდაბნო-იმპერიებიდან.

იქ ცხოვრება გვაშინებდა, აქ კი სიკვდილიც არ გვაშინებს...

ოქროს თავთავები რომ ვახსენე,

ნუ იფიქრებ, ჩემო საყვარელო წინაპარო,

რომ ისინი მხოლოდ ხორბლისაა.

ისინი გულისაცაა, გონებისაც, სინდისისაც, გამოცდილებისაც.

მე ყველანაირს ვაგროვებ და საუკეთესო მიმაქვს მისთვის,

ხილულიცა და უხილავიც.

და ვაკეთებ ამას არა შექებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ვარ.

ჩემს ძარღვებში უცნაური მზე მოძრაობს,

რომელიც მხოლოდ სამშობლოსათვის ოქროს თავთავების გროვებისას იღვიძებს,

გულსა და თვალს აცისკროვნებს, ლაჟვარდის გრილი სივრცეების ხილვებს მაბაასებს, სილბილესა მგვრის.



ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


როდესაც ამ წერილის წერას ვიწყებდი,

მინდოდა მეთხოვა შენთვის, ჩემო საყვარელო წინაპარო,

დაგერიგებინე, როგორ მეცხოვრა დაღლილსა და გაწამებულს,

თან ვფიქრობდი, როგორ გამცემდი პასუხს, როგორ მომაწვდენდი ხმას.

ახლა ჩემი გული მეუბნება, რომ სანამ კალამს ავიღებდი,

შენ უკვე იცოდი რა მიჭირს.

და გმადლობ პასუხისათვის, რომელიც უკვე გამეცი.


ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს


ჩემი სამშობლო ცხრა მთას იქითაა,

ჩემი ცოლ-შვილი ცხრა მთას იქითაა,

ჩემი მშობლები ცხრა მთას იქით არიან,

ჩემი მეგობრები ცხრა მთის იქით არიან.

მე უდაბნოში მოგზაური ცოდვილი სული ვარ,

სამშობლოდან დროებით წამოსული

ოქროს თავთავების შესაგროვებლად.

მათი სახლამდე მიტანა და დათესვა ქვე, ყანის მოვლა,

ამით დაღლილზე შენი აღხილვა ზე,

ცის ცქერა არის მიზეზი ჩემი არსებობისა

და წყარო ჩემი ბედნიერებისა

და მადლობა ღმერთს ამისათვისაც...



2010 წ. ლევან ვასაძე. "წერილი წინაპარს". "გილგამეშიანისა" და სხვა შუამდინარული პოეზიისა, და ჰიერონიმუს ბოსხის მხატვრობის გავლენით.






სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
102
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
102
  
ჯონი, სათაური წაიკითხეთ მარტო? რას აბრალებ კერძოდ, რუსეთის იმპერიაზე საუბრობს აქ. უბრალოდ არამგონია წაგეკითხათ, იმიტომ რომ ამოიცნობდით მაშინ რასაც ამბობს. გრდემლის მცველი - ძალიან საინტერესო მეტაფორაა ისე. ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობს, მაგრამ ეხლა გავიგე თურმე ამირანის თქმულებას უკავშირდება გრდემლი. ამირანის დარაჯი იმპერია
2021, 14 ივნისი, 16:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2