პოეზია რატომ იყო აუშვიცის შემდეგ ლექსის წერა ბარბაროსული საქციელი - კონცეტრაციულ ბანაკში დაწერილი ერთი ლექსის ისტორია 2018, 11 იანვარი, 17:07 ჰოლოკოსტი - ეს იყო კაცოვრიობისა და ადამიანურობის წინააღმეგ ჩადენილი უდიდესი დანაშული.
თითქოს დაუჯერებელია, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ კანტის, გოეთესა და ბეთჰოვენის ქვეყანამ ასეთი რამ ჩაიდინა?
კულტურა, რომელიც ცალკეული ინდივიდის მიერ იქმნება, არის თუ არა მთლიანი ერის კულტურის განმსაზღვრელი?
როგორც ცნობილია, 1945 წლამდე გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკებსა და იქ ჩადენილ სისასტიკეზე არავინ საუბრობდა, 1949 წელს კი გერმანელმა ფილოსოფოსმა თეოდორ ადორნომ თქვა შემდეგი ფრაზა: აუშვიცის (ოსვენციმის) შემეგ ლექსის წერა ბარბაროსული საქციელიაო.
მისი სიტყვების ადრესატი გახლდათ მეოცე საუკუნის უდიდესი გერმანულეოვანი პოეტი, პაულ ცელანი, რომელმაც 1947 წელს გამოაქვეყნა ლექსი " სიკვდილის ფუგა" . სწორედ ეს ლექსი იქცა გამოქვეყნებისთანავე ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილ ყველაზე ცნობილ პოეტურ სიმბოლოდ. ადორნოს აზრით, ოსვენციმის შემზარაობის ლექსით გადმოცემა შეუძლებელი იყო, თუმცა ცელანმა ეს ნამდვილად მოახერხა. მან საკონცენტრაციო ბანაკში მშობლები დაკარგა და თვითონაც ძლივს გადაურჩა სიკდვდილს. პოეზია კი მის შემთხვევაში იყო ის ენა, რომლითაც სწორედ ჭეშმარიტი სიზუსტითა და გრძნობით აისახა ისტორიული სისასტიკე. " სიკვდილის ფუგა" პაულ ცელანმა საკონცენტრაციო ბანაკში დაწერა, ქართულად ნათარგმნია დავით ბარბაქაძისა და ზვიად რატიანის მიერ. საკმარისია ლექსიდან მხოლოდ ერთი-ორის სტრიქონის მოხმობაც, რომ მივხდეთ როგორ აისახა გერმანულეოვანი ავტორის შემოქმედებაში ეს შემაძრწუნებელი ისტორიული ფაქტი: "ჰაერში ვითხრით საფლავებს ჩვენსას იქ ადგილი ყველას ეყოფა.." ანდა " სიკვდილი ოსტატია გერმანიიდან, მისი თვალი არის ცისფერი". 238 2-ს მოსწონს
|