x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134336
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
გურული ცხენოსნები ამერიკაში
გურული ცხენოსნები ამერიკაში


გურული მოჯირითეები, რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ ქუთაისის გუბერნიიდან, ისტორული გურიიდან ამერიკაში წასული ქართველების ჯგუფი იყო, რომლებიც 1892 წლიდან მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows), რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქოვბოების სუბ-კულტურაზე და ველური დასავლეთის თემის დამკვიდრებაზე მასობრივ კულტურაში.

ველური დასავლეთის შოუები იყო ვოდევილის სპექტაკლები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომელიც იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 1870-1920 წლებში. შოუები დაიწყო, როგორც თეატრალური სასცენო სპექტაკლები და გადაიზარდა მასშტაბურ, ღია წარმოდგენებში, რომლებიც ასახავდა რომანტიკულ ამბებს ქოვბოების, ველური ინდიელების, ჯარის სკაუტების, ველური დასავლეთის უკანონობისა და გარეული ცხოველების შესახებ, რომელიც ამერიკულ დასავლეთში იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი და სიუჟეტური ხასიათი დაფუძნებული იყო ნამდვილ მოვლენებზე, სხვები შელამაზებული ან გამოგონილი იყო სენსაციურობის და საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდისთვის.


საფოსტო მარკა,  2006 წ. გურული მოჯირითეები ამერიკაში



1883 წელს ჩრდილოეთ პლატეში, ნებრასკას შტატში დაარსდა ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუები. როდესაც ბუფალო ბილ კოდიმ თავისი ცხოვრების ნამდვილი თავგადასავალი პირველ დიდ დასავლურ შოუდ აქცია. გასართობი წარმოდგენის პუბლიცისტმა, არიზონა ჯონ ბერკმა გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების მიერ შოუს დარეკლამება, სხვა სარეკლამო ტრიუკები, პრესა, სტატიები, ბილბორდები და პროდუქციის ლიცენზირება, რამაც ხელი შეუწყო შოუს წარმატებას და პოპულარობას. დასავლურმა შოუებმა დაინტერესება გამოიწვია და მოახდინა ველური დასავლეთის დიდი პოპულარიზაცია, რაც შემდეგ პერიოდში მკაფიოდ აისახა დასავლურ კულტურაში და დღემდე ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია კინემატოგრაფში, პოპ-კულტურაში, თანამედროვე როდეოში, ცირკში და ა.შ. სწორედ ამ შოუების გავლენით შეიქმნა ფილმების ჟანრი "ვესტერნი". პირველი ნამდვილი ვესტერნი - მატარებლის დიდი ძარცვა 1903 წელს გადაიღეს, ამას კი ათასობით ასეთივე ფილმი მოჰყვა.


გურული ცხენოსანი ამერიკაში


ველური დასავლეთის შოუებში სულ 1892-1917 წლებში ამერიკაში და ბრიტანეთში წავიდა 150-მდე გურული მხედარი. ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შტატებში, იმდენად, რომ გავლენა მოახდინეს ქოვბოებზე და მათ სუბ-კულტურაზე. ლონდონში კი მათმა გამოჩენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა.

1892 წელს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა გურულებს წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი საჩუქრად გადასცა.


გურული მოჯირითეები ინგლისში


ეს ამბავი დაიწყო ისე, რომ 1892 წლის საქართველოში, ქალაქ ბათუმში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი იმპრესარიო თომას ოლივერი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან, მისი მდგმური და მდივანი ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. ჯორბენაძის დახმარებით მან გურიაში შეკრიბა თავიდან 10-კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით.


ლუკა ჩხარტიშვილი (პრინცი ლუკა) და მისი გურული მხედრები ამერიკაში


თომას ოლივერი პრესაში დასავლურ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ჯგუფები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებიც უკვდავჰყო ბაირონმა თავის პოემაში "მაზეპა", რომ ისინი პირადად რუსეთის იმპერატორის ნებართვით არიან ქვეყნიდან წამოსულები და რომ მათ უამრავი საბრძოლო ჯილდო აქვთ მოპოვებული. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებად მოიხსენიებდნენ.


გურული ცხენოსნები ამერიკაში


საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მხედრები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები უიშვიათეს ტრიუკებს აკეთებდნენ ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. თეოდორ რუზველტმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა.

ეს არის ლანგარი, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ოქროს ბეჭედი მიართვა გურულ მოჯირითეს - გიორგი ჩხაიძეს:


თეოდორ რუზველტის მიერ გურული ცხენოსნისთვის მირთმეული ლანგარი


გურული მოჯირითეების მცირე ჯგუფი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფობის გამო ეს გურულები ამერიკის ჯაშუშებად შერაცხა შეურაცხადმა საბჭოთა ხელისუფლებამ და დააპატიმრა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა.

მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ შეისწავლა ეს საკითხები ძალიან დაწვრილებით და დაწერა წიგნები "ველური დასავლეთის მხედრები" (2011); "გურული მხედრები ამერიკაში" (2007); "ქართველები ამერიკაში" (2011); "გურული მხედრების თავგადასავალი" (2013); "ქართველი მოჯირითეები ამერიკულ ველური დასავლეთის შოუებში 1890-იან 1920-იან წლებში" (2015) და "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები" და "ერთი მუჭა ვესტერნი".


გურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაში


მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 დასაწყისში ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ეს კედლის მხატვრობა "თავისუფლების სერიის" ნაწილია და 2018 წელს ბრაზილიელმა მურალისტმა - ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. ნიუ-იორკი ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ გურული მხედრის, გვარად მშვიდობაძის სახე ამოიცნო. ირაკლი მახარაძე ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას უკვე 1999 წლიდან იკვლევს და ამ თემაზე უამრავი მასალა აქვს მოძიებული და სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული.


ედუარდო კობრას კედლის მხატვრობა გურული ცხენოსნის გაოსახულებით


ეს არის ორიგინალი ფოტო, რომელიც გურულ ცხენოსანს - მშვიდობაძეს გადაუღეს 1906-1911 წლების პერიოდში ნიუ იორკში, ელის აილენდზე.


გურული ცხენოსანი - მშვიდობაძე ამერიკაში


შემოგთავაზებთ გურული მხედრების ამერიკაში ყოფნის დროს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს:


გურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედარი ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურულები და ინდიელებიგურული ცხენოსანი ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული და ინდიელებიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული ცხენოსნები ამერიკაშიბუფალო ბილი,  გურული ცხენოსნები და ინდიელები



გურული ცხენოსანი - ილარიონ იმნაძე ამერიკაში

გურული ცხენოსანი - ილარიონ იმნაძე ამერიკაში



გურული მოჯირითეები ამერიკაში 1893 წელს. ჩოხაში - ივანე მახარაძე.
გურული ცხენოსნები ამერიკაში


ქრისტინე ცინცაძე

ქრისტინე ცინცაძე


ლუკა ჩხარტიშვილი

ლუკა ჩხარტიშვილი



სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
534
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
534
  
2021, 30 ივნისი, 11:41
საინტერესო ფაქტია, ეგ ნაღდად არ ვიცოდი, მადლობა ინფორმაციისთვის.
2021, 30 ივნისი, 9:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2