x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გურული მოჯირითეები ამერიკაში
გურული მოჯირითეები ამერიკაში


გურული მოჯირითეები, რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ ქუთაისის გუბერნიიდან, ისტორული გურიიდან ამერიკაში წასული ქართველების ჯგუფი იყო, რომლებიც 1892 წლიდან მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows), რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქოვბოების სუბ-კულტურაზე და ველური დასავლეთის თემის დამკვიდრებაზე მასობრივ კულტურაში.

ველური დასავლეთის შოუები იყო ვოდევილის სპექტაკლები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომელიც იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 1870-1920 წლებში. შოუები დაიწყო, როგორც თეატრალური სასცენო სპექტაკლები და გადაიზარდა მასშტაბურ, ღია წარმოდგენებში, რომლებიც ასახავდა რომანტიკულ ამბებს ქოვბოების, ველური ინდიელების, ჯარის სკაუტების, ველური დასავლეთის უკანონობისა და გარეული ცხოველების შესახებ, რომელიც ამერიკულ დასავლეთში იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი და სიუჟეტური ხასიათი დაფუძნებული იყო ნამდვილ მოვლენებზე, სხვები შელამაზებული ან გამოგონილი იყო სენსაციურობის და საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდისთვის.


გურული მოჯირითეები ამერიკაში



1883 წელს ჩრდილოეთ პლატეში, ნებრასკას შტატში დაარსდა ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუები. როდესაც ბუფალო ბილ კოდიმ თავისი ცხოვრების ნამდვილი თავგადასავალი პირველ დიდ დასავლურ შოუდ აქცია. გასართობი წარმოდგენის პუბლიცისტმა, არიზონა ჯონ ბერკმა გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების მიერ შოუს დარეკლამება, სხვა სარეკლამო ტრიუკები, პრესა, სტატიები, ბილბორდები და პროდუქციის ლიცენზირება, რამაც ხელი შეუწყო შოუს წარმატებას და პოპულარობას. დასავლურმა შოუებმა დაინტერესება გამოიწვია და მოახდინა ველური დასავლეთის დიდი პოპულარიზაცია, რაც შემდეგ პერიოდში მკაფიოდ აისახა დასავლურ კულტურაში და დღემდე ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია კინემატოგრაფში, პოპ-კულტურაში, თანამედროვე როდეოში, ცირკში და ა.შ. სწორედ ამ შოუების გავლენით შეიქმნა ფილმების ჟანრი "ვესტერნი". პირველი ნამდვილი ვესტერნი - მატარებლის დიდი ძარცვა 1903 წელს გადაიღეს, ამას კი ათასობით ასეთივე ფილმი მოჰყვა.


გურული მოჯირითეები ამერიკაში


ველური დასავლეთის შოუებში სულ 1892-1917 წლებში ამერიკაში და ბრიტანეთში წავიდა 150-მდე გურული მხედარი. ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შტატებში, იმდენად, რომ გავლენა მოახდინეს ქოვბოებზე და მათ სუბ-კულტურაზე. ლონდონში კი მათმა გამოჩენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა.

1892 წელს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა გურულებს წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი საჩუქრად გადასცა.


გურულები უინძორში დედოფალ ვიქტორიას წინაშე. 1892.


ეს ამბავი დაიწყო ისე, რომ 1892 წლის საქართველოში, ქალაქ ბათუმში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი იმპრესარიო თომას ოლივერი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან, მისი მდგმური და მდივანი ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. ჯორბენაძის დახმარებით მან გურიაში შეკრიბა თავიდან 10-კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით.


გურული მოჯირითეები ამერიკაში


თომას ოლივერი პრესაში დასავლურ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ჯგუფები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებიც უკვდავჰყო ბაირონმა თავის პოემაში "მაზეპა", რომ ისინი პირადად რუსეთის იმპერატორის ნებართვით არიან ქვეყნიდან წამოსულები და რომ მათ უამრავი საბრძოლო ჯილდო აქვთ მოპოვებული. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებად მოიხსენიებდნენ.


გურული მოჯირითეები ამერიკაში


საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მხედრები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები უიშვიათეს ტრიუკებს აკეთებდნენ ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. თეოდორ რუზველტმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა.


გურული მოჯირითეები ამერიკაში


გურული მოჯირითეების მცირე ჯგუფი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფობის გამო ეს გურულები ამერიკის ჯაშუშებად შერაცხა შეურაცხადმა საბჭოთა ხელისუფლებამ და დააპატიმრა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა.

მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ შეისწავლა ეს საკითხები ძალიან დაწვრილებით და დაწერა წიგნები "ველური დასავლეთის მხედრები". "გურული მხედრები" და "ერთხელ ამერიკაში".


ირაკლი მახარაძე - გურული მოჯირითეები ამერიკაშიირაკლი მახარაძე - გურული მხედრები ამერიკაში


შემოგთავაზებთ გურული მხედრების ამერიკაში ყოფნის დროს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს:


გურული მოჯირითეები ამერიკაში და ამერიკელი კავკასოიდი მძღოლი. ნიუ იორკი. 1908 წელი.

გურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაში



გურული მოჯირითე ამერიკაში, ამერიკელი კავკასოიდი მძღოლი და ადგილობრივი ამერიკელები.

გურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაში
გურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაში
გურული მოჯირითე ამერიკაში
გურული მოჯირითე ამერიკაში. 1890-იანი წლებიგურული მოჯირითე ამერიკაში 1892-1917 წლებშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაში


სერაპიონ იმნაძე

სერაპიონ იმნაძე


გურული მოჯირითეები ამერიკაში. 18912-1917 წლებში. ელის აილენდი. ნიუ იორკი.

გურული მოჯირითეები ამერიკაში



გურულები ამერიკაში. ნიუ იორკი. ელის აილენდი.

გურული მოჯირითეები ამერიკაში


კონსტანტინე ცინცაძე

კონსტნატინე ცინცაძე - გურული მოჯირითე ამერიკაში



დიმიტრი ცინცაძე.

გურული მოჯირითე ამერიკაში 1892-1917 წლებში. დიმიტრი ცინცაძე.


გურული მხედრები. მარცხნიდან ალექსი გოგოხია (ჯორჯიანი) და ლუკა ჩხარტიშვილი (პრინცი ლუკა).

ალექსი გოგოხია და ლუკა ჩხარტიშვილი


დათა ქაჯაია. 1897 წ. ნიუ იორკი.

დათა ქაჯაია

გურული მოჯირითე ამერიკაში - დათა ქაჯაია



ლუკა ჩხარტიშვილი. ჩიკაგო. 1893 წ.

ლუკა ჩხარტიშვილი



ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში. 1899 წელს.

ლუკა ჩხარტიშვილი ამერიკაში. 1899 წელს.



მარკოზ ჟღენტი ამერიკაში. 1898 წ.

მარკოზ ჟღენტი



ალექსი გოგოხია (ზის) და ლუკა ჩხარტიშვილი (დგას). ნიუ იორკი. 1897-1899 წწ.

ალექსი გოგოხია და ლუკა ჩხარტიშვილი



ონოფრე წულაძე

ონოფრე წულაძე



სერგო გვარჯალაძე. გურული მოჯირითე ამერიკაში 1892-1917 წლებში.

სერგო გვარჯალაძე


სიკო პატარაია - მოკლული იქნა ამერიკელი ქოვბოის მიერ.

გურული მოჯირითე ამერიკაში - სიკო პატარაიასიკო პატარაია - მოკლული იქნა ამერიკელი ქოვბოის მიერ.


ალექსანდრე ცქვიტიშვილი.

ალექსანდრე ცქვიტიშვილი


ბარბარა იმნაძე და ვალიკო კვიტაიშვილი - გურული მოჯირითეები ამერიკაში 1892-1917 წლებში.

ბარბარა იმნაძე და ვალიკო კვიტაიშვილი



გურული მოჯირითეები ამერიკაში 1870-1917 წლებში:

გურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაში და იაპონელებიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაში





ლუკა ჩხარტიშვილი (პრინცი ლუკა) და ივანე მახარაძე - გურული მოჯირითეები ბრიტანეთში. ლონდონი. 1892 წ.

ლუკა ჩხარტიშვილი და ივანე მახარაძე ლონდონში. 1892 წ.


გურული მოჯირითეები ინგლისში. მარშალთაუნი. 1912 წ.

გურული მოჯირითეები ინგლისში. 1912 წ.გურული მოჯირითეები ინგლისში. 1912 წ.


გურული მოჯირითეები ინგლისში. ბირმინგემი. 1904 წ.

გურული მოჯირითეები ინგლისში. 1904 წ.

გურული მოჯირითეები ინგლისში. 1904 წ.




სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
273
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
273
  
2021, 26 ივნისი, 5:08
Georgian, Gurian horsemen from the southern Caucasian, Georgian region of Guria, were notable participants of the Wild West shows in the 1890s. Billed as "Russian Cossacks", Georgian horsemen featured in circuses and shows well into the first half of the 20th century. Their performances, featuring trick riding and folk dance, were extremely popular and exerted significant influence on cowboys in the United States.
Wild West shows were traveling vaudeville performances in the United States and Europe that existed around 1870–1920. The shows began as theatrical stage productions and evolved into open-air shows that depicted romanticized stereotypes of cowboys, Plains Indians, army scouts, outlaws, and wild animals that existed in the American West. While some of the storylines and characters were based on true events, others were fictional or sensationalized.
In 1883, Buffalo Bill's Wild West was founded in North Platte, Nebraska when Buffalo Bill Cody turned his real life adventure into the first outdoor western show. The show's publicist Arizona John Burke employed innovating techniques at the time, such as celebrity endorsements, press kits, publicity stunts, op-ed articles, billboards and product licensing, that contributed to the success and popularity of the show.
Western shows generated interest for Western entertainment. This is still evidenced in western films, modern rodeos, and circuses.[19] Western Films in the first half of the 20th century filled the gap left behind by Wild West shows. The first real western, The Great Train Robbery, was made in 1903, and thousands followed after. In the 1960s Spaghetti Westerns a genre of movies about the American Old West made in Europe were common.
0 1 1