საზოგადოებრივი პროტოქართველები საბერძნეთში 2021, 14 ივლისი, 17:44 ბერძნული წყაროების მიხედვით (სკილაქს კარიანდელი, Groovius 1697:79; GGm 1882, I, 63-64); ჰეროდოტე II 104, III 94, VII 78; Godley 1920, I 393; Godley 1938, III 387); ქსენოფონტი (Anabasis IV, 8-1, V 5, 18. VII, 8, 25); აპოლონიოს როდოსელი (II, 392) და სხვ., ივანე ჯავახიშვილი, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ყაუხჩიშვილი, სიმონ ჯანაშია, აკაკი ურუშაძე და სხვები წერენ, რომ მაკრონი პელასგური პელასგური მოდგმის დასავლურ-ქართველური წარმოშობის მეგელ-ჭანთა / ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავს. აკაკი ურუშაძე ასევე ასკვნის, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი, სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყო განსახლებული. ისტორიულ ხანაში კი, ეს სივრცე თანდათანობით შემცირდა. ზემოთ წარმოდგენილი წყაროების მიხედვით, აკაკი ურუშაძე აღნიშნავს, რომ მაკრელთა ანუ მაკრონთა ტომი სხვა პელასგურ-კოლხურ ტომებთან ერთად (მაგ. დოლიონები, ჰენიოხები), დიდ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი, ისტორიულ ხანაში კი განსახლების სივრცე თანდათანობით შემცირდა. როგორც ჩანს, ქართველთა მონათესავე ტომები ცხოვრობდნენ უძველეს ხანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზეც (სიმონ ყაუხჩიშვილი, 1964, 29). აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე (1921-2020) წერს: ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს, დასავლეთითაც, ეგეოსის ზღვის რეგიონშიც ცხორობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავსირებდათ აქ მოსახლე ავტოქტონ პელასგებთან (ურუშაძე 1964, 133). შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროევებულან და ნაწილი აღმოსავლეთში გადმოსახლებულან". აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი (1961, N273, 2, XII) აღნიშნავს, რომ ქართული მოსახლეობის ძირითადი ფუძე ყოველთვის ცხოვრობდა იმ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს ქართველ ხალხს უჭირავს. მისი გავრცელების არეალი გაცილებით დიდი იყო ძველად, ვიდრე ამჟამად." "მეტალურგიის ისტორიის სპეციალისტების უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებენ კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზე. ამ მხრივ, მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვით პონტოს რაიონში, განსაკუთრებით მდინარე ჰალისის აუზში მცხოვრებ ტომებს - ხალდებს, მოსინიკებსა და თუბალებს, რომელთა მიერ შექმნილი ლითონდამუშავების ნაწარმი და შემუშავებული მეტალურგიული ტექნოლოგიები დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა. (აკად. გივი ინანიშვილი, 2014). მეცნიერული კვლევებით (Nesbitt, Samuel 1996:60-67; Perrino, Laghetti et al. 1996, 104-105; ბრეგაძე 2004, 14-15, 36-38, 43-44, 84, 110, 325-326; Gamkrelidze, Ivanov 1995, I:566-567; Gamkrelidze, Ivanov 1984, II 656-658; Nasidze et al. 2003:263; კვაშილავა 2011, XIII:190-191) ირკვევა, რომ სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის მოსახლეობამ აგროკულტურა მაგალითად ვაზისა და ხორბლის კულტურები გაავრცელეს სამხრეთ ევროპაში, ეგეოსისზღვისპირეთში, კერძოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კრეტაზე, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებსა და სხვაგან. "მიწათმოქმედება და განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობა უნდა ყოფილიყო ის ბაზისი, რომელზედაც შემდგომში, ზედნაშენის სახით უძველესი ქართული ცივილიზაცია აღმოცენდა. ამ პროცესში განმსაზღვრელი როლი ვაზის კულტურამ ითამაშა." (თეიმურაზ ღლონტი, 2015, N2 (10):26). 1870 წელს გერმანელი მეცნიერი ვიქტორ ჰენი (1870:26, ღლონტი 2015) წერდა: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. იქ და მის მახლობლად, კახეთში, სამეგრელოში, სომხეთში, დღემდე შემორჩა მეღვინეობა-მევენახეობის უძველესი წეს-ჩვეულებები, რომლებიც გადმოცემულია ბერძნულ და რომაულ თხზულებებში. ამ ადგილიდან (ვაზის კულტურა) გავრცელდა ევფრატის მიმართულებით, მცირე აზიაში, ირანში, საბერძნეთის ნახევარკუნძულზე, ხოლო აქედან - დანარჩენ ევროპაში." ალფონს დე კანდოლის (Alphonse de Candolle 1884:91) მიხედვით, ჯეიმს ფრეიზერი (Frazer 1921:325) აპოლოდორე ათენელის "ბიბლიოთეკის" (III. IV. 4-V, I) სქოლიოში წერდა რომ ვაზის კულტურის წარმოშობის ადგილია შავი ზღვის კავკასიისა და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე რეგიონები, სადაც მცენარე ჯერ კიდევ ველურ ფორმაშია, მაღალ ხეებს ჰკიდია და უხვ ნაყოფს იძლევა კულტივირების გარეშე. თანამედროვე არქეოლოგიურმა და არქეობოტანიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველო ველური ვაზის მოშენებისა და გაკულტურების მსოფლიოში უძველესი კერაა (McGovern et al. 2017). ეს მასალა დაბეჭდილი ამერიკის ეროვნულ აკადემიაში. ამით აღიარება მოიპოვა საქართველომ, როგორც ვაზის სამშობლომ. 1940-1948 წელს ბორის კუფტინი (კუფტინი, 1940:30-31; კუფტინი 1941, I, 92-93; კუფტინი 1948:21) აღნიშნავდა, რომ თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი რამდენიმე არქეოლოგიური მასალა ძლიერ მსგავსებას ავლენს მინოსური ხანის კრეტის არტეფაქტებთან, იგი (კუფტინი 1941, I:153) იქვე წერდა: "შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თრიალეთის ყორღანთა ბრწყინვალე კულტურა (ძვ.წ. 2300 - ძვ.წ. 1300 წწ.) უეჭველად ეკუთვნის ქართველ ტომთა წინაპრებს." სამხრეთ კავკასიის ეგეოსურ სამყაროსთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა ე. გოგაძის, ო. ლორთქიფანიძის, გ. ქავთარაძის, მ. ფუთურიძის, მ. აბრამიშვილის, ა. ბესელიას, გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, ლ. ჭაბაშვილის, პ. იაკაშვილისა და სხვათა მოსაზრებები. სამხრეთ კავკასიასა და ეგეოსურ სამყაროში განსაკუთრებით გავრცელებული იყო: 1. ფართოფუძიანი ვოლუტები. 2. მეანდრის - წრეებითა და სხვა ელემენტებით შევსებული "ტალღური ფრიზის" მოტივი. 3. წრის გამოსახულებები 4. დაწერტილი წრის გამოსახულებები 5. "S" ასოსმაგვარი გადაბმული სპირალები. 6. "ზ" ასოსმაგვარი ან მისი შებრუნებული სპირალები. 7. რვისმაგრავი სპირალები ანუ "მებიუსის სპირალი". 8. სპირალური ვოლუტის მოტივი. 9. კუდაწეული და ერთმანეთის მოპირდაპირე ლომების გამოსახულება. 10. დაცვარული მეანდრისა და სხვა ელემენტებით შევსებული მოტივები (ვარდულისა და ლაბირინთის გამოსახულებების იმიტაცია) 11. ემთხვევა საკულტო პროცესიების სცენები. 12. თრიალეთის ჭურჭლების ნაწილი შემკობილია ბევრი სახელურით, რაც დამახასიათებელია მინოსური ხანის კნოსოსის, ფესტოსის, მალიის, ზაკროსის, ჰაგია ტრიადისა და აკროტირის პითოსებისთვისაც. 13. კუნძულ კრეტაზე, კნოსოსის სასახლეში ქალღვთაების საკურთხეველში აღმოჩენილი ოქროს ორმაგი ცულების (ძვ.წ. 1600-1450 წწ.) მსგავსი მაგრამ უფრო მომცრო ზომის ცულები აღმოჩენილია ცაიშში (ძვ.წ. მე-8 ს). 14. თრიალეთის სამყაროსა და ეგეოსურ ცივილიზაციას შორის სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების დამადასტურებელ ფაქტად, ამ მასალის გარდა ითვლება რაპირები (მახვილები), სპილენძის და ბრინჯაოს ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები. 15. აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში (მაგ. ცაიში, მუხურჩა) აღმოჩენილი მცირე ზომის ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენზე მჯდომარე დედა-ღვთაებისა, რომელთაც ხელთ ბავშვი უპყრიათ. ეს არქეოლოგიური მასალები ძალიან უახლოვდება ეგეოსისზღვისპირეთში, კუნძულ სამოსზე ჰერაიონში აღმოჩენილ ბავშვიანი ქალი მხედრის ქანდაკებას (ძვ.წ. მე-8 საუკუნის), რომელიც მის აღმომჩენს, ულფ იანცენს (Jantzen 1972:80-84) კავკასიურად მიაჩნდა (ლორთქიფანიძე 2002:189). დღეს ეს ქანდაკება ინახება გერმანიის არქეოლოგიურ მუზეუმში. მერი ვოიაცისმა (Voyatzis 1992, N87:271-272), ცნობილმა ბერძენმა არქეოლოგმა, რომელიც მოღვაწეობს არიზონას უნივერსიტეტში, ეს ქანდაკება საგანგებოდ შეისწავლა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, ის შესაძლოა უძველესი კოლხური კულტურის გავლენით იყოს შექმნილი. ამ და სხვა უამრავი არქეოლოგიური მასალის შედარება ნათლად აჩვენებს სამხრეთ კავკასიასა და ეგეოსურ სამყაროს შორის მჭიდრო კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ, გენეტიკურ და ანთროპოლოგიურ ერთნაირობას და ურთიერთობებს, რაც ამ ტერიტორიებზე ისტორიული პროცესების უფრო სრულად და ზუსტად წარმოდგენის საშუალებას იძლევა (შდრ. გოგაძე 1972:3). არის პულიანოსი, ცნობილი ბერძენი ანთროპოლოგი (Aris Pulianos 1967:101-108) წერს, რომ კრეტელები, კერძოდ ლასითის მცხოვრებლები წარმოშობით მცირე აზიიდან იყვნენ და განსახლებულნი იყვნენ მთელი ეგეოსის ზღვის აუზში. ის აქვე აცხადებს, რომ ლასითის რეგიონში აღმოჩენილი მინოსური ხანის თავის ქალების უმრავლესობა მიეკუთვნება ეგეოსურ-კავკასიურ ტიპს. ამ ადამიანების სიმაღლე დაახლოებით 168 სანტიმეტრი იყო. უფრო მეტიც, ნეოლითური ხანის თავის ქალაც, რომელიც იერაპეტრაში აღმოაჩინეს და XIV-IV ათასწლეულებით დაათარიღეს, ეგეოსურ-კავკასიური ანთროპოლოგიური ტიპისაა (Pulianos 1971:237-239). 1976-1983 და 2002-2003 წლებში კუნძულ კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში ლასითის რეგიონში, ჰაგიოს ხარალაბოსის გამოქვაბულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მინოსელი ადამიანების ნაშთები (Betancourt 2014:21-22). 37 მინოსელი ადამიანის გენეტიკური მასალა შედარეს 135 ძველ და თანამედროვე ადამიანის დნმ-ს. მიტოქონდრიული ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ მინოსელების გენეტიკური სიახლოვე ვლინდება ევროპის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების, ბალკანეთის, მცირე აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობასთან. აგრეთვე აღნიშნულია, რომ დაახლოებით ძვ.წ. 7000 წლისთვის ნეოლითის ადამიანებმა ანატოლიიდან მიაღწიეს კრეტას (Hughey et al. 2013:3). 2017 წელს, გენეტიკოს იოსიფ ლაზარიდისის და მისი გუნდის მიერ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ასკვნის, რომ მიკენური კულტურა ბერძნულია და ის გენეტიკურად განსხვავდება მინოსელებისგან. მინოსელები არ არიან არც ინდო-ევროპელები და არც მიკენელი ბერძნები. მინოსელები იყვნენ სხვა ხალხი. მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ივანე ნასიძე (1964-2012) აღნიშნავდა (Nasidze et al. 2003, N112:255-261; 2004 N68:205-221), რომ კავკასიაში დომინანტურად გავრცელებულია G2* და J2* ჰაპლოჯგუფები. ევროპელების ნაწილი G2* ჰაპლოჯგუფს ეკუთვნის. ქართული პოპულაციებისთვის დამახასიათებელია G2a და J2 ჰაპლოჯგუფები (რამაზ შენგელია. Shengelia et al. 2017:119:126). თამაზ გამყრელიძე და ვიაჩესლავ ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov, 1995, I:799, 801-802) აღნიშნავენ, რომ მრავალრიცხოვანი ლექსიკური თანხვედრა ბერძნულსა და ქართველურ ენებს შორის რომელიც თავს იჩენს სწორედ არაინდოევროპული წარმოშობის წინაბერძნულ (პელასგურ) სიტყვებში უნდა აიხსნას იმით, რომ ბერძნულმა ენამ ისესხა ქართველურ სიტყვათა მთელი რიგი ბერძნული და ქართველური ტომების კონტაქტისას წინარესამშობლოდან (რუსეთის სამხრეთით მდებარე იამნაიას კულტურიდან) დასავლეთის მიმართულებით ბერძნული მიგრაციების დროს ისტორიული საბერძნეთის ტერიტორიებზე. "ამ დროს მიგრანტი ტომების დიალექტები, რომლებიც ახალ საცხოვრისში გადმოინაცვლებდნენ, ან გაითქვიფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ენებში, ან გამოდევნიდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ავტოქტონურ ენებს და ამ ქვეყნის ძირითად ენებად გადაიქცეოდნენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოქტონური მოსახლეობის ძველი, ადგილობრივი დიალექტები გამოვლინდება სუბსტრატის სახით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ახალი დიალექტების მთელ სტრუქტურასა და ლექსიკაში, რომელიც შემოტანილია ახალ საცხოვრისში დასახლებული ტომების მიერ" - წერენ თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი (Gamkrelidze, Ivanov 1995, I:782, 886-887). სტატიები1) რა არის ბნელი მატერია? 2) რა არის ბნელი ენერგია? 3) რა წარმოქმნის მატერიას? 4) რა იყო დიდ აფეთქებამდე? 5) რა ხდება შავ ხვრელში? 6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში? 7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური? 8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება? 9) სად გაქრა ანტიმატერია? 10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა? 11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული? 12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა? 13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან? 14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ 15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი 16) ხელოვნური საშვილოსნო 17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო 18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში 19) ევროპის უცნაური სიკვდილი 20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა 21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები 22) უჯრედის ორგანელები 23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში 24) რკინის ხანა მსოფლიოში 25) დამწერლობის ისტორია 26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები? 27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები 28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ 29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში 30) ფულის ისტორია 31) ცის დაპყრობა 32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე? 33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს 34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი 35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები 36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით 37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის? 38) რელიგიის ისტორია 39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის 40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე 41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები 42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე 43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში 44) ადამიანთა ქვერასები 45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები 46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები 47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები 48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები 49) კაპოდური რასის ფენოტიპები 50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო 51) ვინ და როდის ააგო პირამიდები? 52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი? 53) ქვების სახესხვაობები 54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი 55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება 56) ინდო-ევროპელები 57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები 58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს 59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით 60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის 61) აფრაზიული ენობრივი ოჯახი 62) ადამიანის ორგანოები 63) გურულები (ნაწილი პირველი) 64) გურულები (ნაწილი მეორე) 65) გურულები (ნაწილი მესამე) 66) გურული მოჯირითეები ამერიკაში 67) გურული ცხენოსნები ამერიკაში 68) გურული მხედრები ამერიკაში ავტორი: თორნიკე ფხალაძე549 1-ს მოსწონს
|