x
image
თორ ნიკე
გურული მხედრები ამერიკაში
გურული მხედრები ამერიკაში


გურული მოჯირითეები, რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ ქუთაისის გუბერნიიდან, ისტორული გურიიდან ამერიკაში წასული ქართველი ცხენოსნების ჯგუფები იყვნენ, რომლებიც 1892 წლიდან მონაწილეობდნენ აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows), რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქოვბოების სუბ-კულტურაზე და ველური დასავლეთის თემის დამკვიდრებაზე მასობრივ კულტურაში.


გურული მხედრები ამერიკაში


ველური დასავლეთის შოუები იყო ვოდევილის სპექტაკლები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომელიც იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 1870-1920 წლებში. შოუები დაიწყო, როგორც თეატრალური სასცენო სპექტაკლები და გადაიზარდა მასშტაბურ, ღია წარმოდგენებში, რომლებიც ასახავდა რომანტიკულ ამბებს ქოვბოების, ველური ინდიელების, ჯარის სკაუტების, ველური დასავლეთის უკანონობისა და გარეული ცხოველების შესახებ, რომელიც ამერიკულ დასავლეთში იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი და სიუჟეტური ხასიათი დაფუძნებული იყო ნამდვილ მოვლენებზე, სხვები შელამაზებული ან გამოგონილი იყო სენსაციურობის და საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდისთვის.



გურული მხედრები ამერიკაში


1883 წელს ჩრდილოეთ პლატეში, ნებრასკას შტატში დაარსდა ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუები. როდესაც ბუფალო ბილ კოდიმ თავისი ცხოვრების ნამდვილი თავგადასავალი პირველ დიდ დასავლურ შოუდ აქცია. გასართობი წარმოდგენის პუბლიცისტმა, არიზონა ჯონ ბერკმა გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების მიერ შოუს დარეკლამება, სხვა სარეკლამო ტრიუკები, პრესა, სტატიები, ბილბორდები და პროდუქციის ლიცენზირება, რამაც ხელი შეუწყო შოუს წარმატებას და პოპულარობას.


გურული მხედრები ამერიკაში


დასავლურმა შოუებმა დაინტერესება გამოიწვია და მოახდინა ველური დასავლეთის დიდი პოპულარიზაცია, რაც შემდეგ პერიოდში მკაფიოდ აისახა დასავლურ კულტურაში და დღემდე ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია კინემატოგრაფში, პოპ-კულტურაში, თანამედროვე როდეოში, ცირკში და ა.შ. სწორედ ამ შოუების გავლენით შეიქმნა ფილმების ჟანრი "ვესტერნი". პირველი ნამდვილი ვესტერნი - მატარებლის დიდი ძარცვა 1903 წელს გადაიღეს, ამას კი ათასობით ასეთივე ფილმი მოჰყვა.


გურული მხედრები ამერიკაში


ველური დასავლეთის შოუებში სულ 1892-1917 წლებში ამერიკაში და ბრიტანეთში წავიდა 150-მდე გურული მხედარი. ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შტატებში, იმდენად, რომ გავლენა მოახდინეს ქოვბოებზე და მათ სუბ-კულტურაზე. ლონდონში კი მათმა გამოჩენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. ამერიკასა და ევროპაში წასული 150 გურული მხედრიდან დიდი ნაწილის სახელები და გვარებიც ვიცით:


1) ერმილე ანთაძე

2) მიხეილ ანთაძე

3) ნიკოლოზ ანთაძე

4) ბართლომე ბარამიძე

5) ივანე ბარამიძე

6) ჟან (ასე მოიხსენიებდნენ ამერიკაში) ბარამიძე

7) პალონ (აპოლონ) ბარამიძე

8) უილიამ (ასე მოიხსენიებდნენ) ბარამიძე

9) ილია ჭავჭავაძე

10) გიორგი ჩხაიძე

11) კოსტა ჩხარტიშვილი

12) ლუკა ჩხარტიშვილი

13) მიხეილ ჩხარტიშვილი

14) პავლე ჩხარტიშვილი

15) სილოვან ჩხარტიშვილი

16) თეიმურაზ ჩხარტიშვილი

17) თომა ჩხარტიშვილი

18) დათა ჭყონია

19) ირაკლი ჭყონია

20) ხარიტონ ჭყონია

21) მირიან ჭყონია

22) მირონ ჭყონია

23) ვასილ ჭყონია

24) ვასო ჭყონია

25) წასე ალეგრელიძე (?) - სავარაუდოდ გვარის გამოთქმაში შეცდომაა.

26) პავლე ცოვალეშვილი - გვარის გამოთქმაში შეცდომაა.

27) დავით დუმბაძე (მოიხსენიებდნენ, როგორც "დამბურ")

28) მირიან დარსალია

29) დგებუაძე (სახელი უცნობია)

30) მარკოზ ძირტია

31) ილარიონ ებრალიძე

32) ლუკა ებრალიძე

33) ნიკიფორე ებრალიძე

34) ერისთავი (სახელი უცნობია)

35) ალექსი გოგოხია

36) გიორგი გოგოხია

37) ბესარიონ გოგოხია

38) დორიმენდონ გოგოხია

39)მოსე გიგინეიშვილი

40) სერგო გიორგაძე

41) გიორგი გვარჯალაძე

42) სერგია გვარჯალაძე

43) ბარბარა იმნაძე

44) ქრისტეფორე იმნაძე

45) ილარიონ იმნაძე

46) იოსებ იმნაძე

47) ყარამან იმნაძე

48) სერაპიონ იმნაძე

49) სოლომონ იმნაძე

50) ანდრო იორაშვილი

51) ვლადიმერ ჯახუტაშვილი

52) მარკოზ ჟღენტი

53) კოწია ჟორდანია

54) ილარიონ ცინცაძე

55) ბარბარა ზაქარეიშვილი

56) ივანე ჯორბენაძე

57) კირილე ჯორბენაძე

58) კლიმენტი ჯორბენაძე

59) ლაზარე ჯორბენაძე

60) ლევან ჯორბენაძე

61) სერგია ჯორბენაძე

62) მიხეილ ჯრატეშვილი (გვარის გამოთქმაში შეცდომაა)

63) დავით (დათა) ქაჯაია

64) გიორგი კალანდარიშვილი

65) ყარამან კალანდარიშვილი

66) ალექსანდრე კალავალაძე (გვარის გამოთქმაში შეცდომაა)

67) კანატოიშვილი (შესაძლოა კალატოზიშვილი)

68) პორფილე ქანთარია

69) იოსებ ყარამანი (შესაძლოა ყარამანიძე)

70) თეოფანე ქავთრაძე

71) კირილე ხოფერია

72) ალექსანდრე ხუხუნაიშვილი

73) ნესტორ ხუხუნაიშვილი

74) მიხაკო კობალაძე

75) უშანგი კვეტაშვილი

76) კაისარ (კაიზერ) კვიტაიშვილი

77) მარო კვიტაიშვილი

78) ვალიკო კვიტაიშვილი

79) ვიქტორ კვიტაიშვილი

80) კონსტანტინე კვიტაიშვილი

81) ჯიმშერ (მოიხსენიებდნენ, როგორც ჯიმშეტ) ლომაძე

82) ნოე ლომაძე

83) მარკოზ მონაძე

84) ალექსანდრე მახარაძე

85) ივანე მახარაძე

86) ივანე მახარაძე უმცროსი (ბავშვი იყო როცა წაიყვანეს ამერიკაში)

87) ქიშვარდი მახარაძე

88) პავლე მახარაძე

89) სილიბისტრო მახარაძე

90) გიორგი მაკინელიშვილი (?) - სავარაუდოდ, გვარში შეცდომაა.

91) გასტონ მათითაშვილი

92) ნესტორ მენაღარიშვილი

93) დიმიტრი მგალობლიშვილი

94) ფრიდონ (მოიხსენიებდნენ, როგორც ფრიდა) მგალობლიშვილი

95) ბართლომე მშვიდობაძე

96) იორამა მშვიდობაძე

97) ლაფიერ (შესაძლოა რაფიელ) მშვიდობაძე

98) მოსე მშვიდობაძე

99) ალექსანდრე მურვანიძე

100) პლატონ მურვანიძე

101) ლეო ნაკუაძე (შესაძლოა ნაკვაძე)

102) სიმონ ორაგველიძე

103) ხალამპრი პატარაია

104) სოლომონ პატარაია

105) ზოსიმე პატარაია

106) ზურაბ პატარაია

107) კირილე ფირცხალაიშვილი

108) ჟორდონ (იორდანე) შივიდაძე (შევარდნაძე)

109) სემ (სამუელ) სერგია

110) ლევან შალიკავა

111) ლევის (?) სტადიძე (?)

112) ჟორდონ (იორდანე) სურდობაძე (?)

113) ნიკოლოზ სურგულაძე

114) იოსებ სიდორაძე

115) იოსებ ტალახაძე

116) ამირან ცამციშვილი

117) იოსებ ცეცხლაძე

118) ირაკლი წილოსანი

119) ნოე წილოსანი

120) ალექსანდრე ცინცაძე

121) ბესარიონ ცინცაძე

122) ქრისტინე ცინცაძე

123) დიმიტრი ცინცაძე

124) გიორგი ცინცაძე

125) ირაკლი ცინცაძე

126) ლევის (შესაძლოა ლევან) ცინცაძე

127) მელიტონ ცინცაძე

128) ნიკოლოზ ცინცაძე

129) პანტელეიმონ ცინცაძე

130) ალექსი ცქვიტიშვილი

131) ონოფრე წულაძე

132) თეიმურაზ წულაძე

133) ვასო წულაძე

134) რაფაელ თვალაძე

135) არნანც (?) ცაჩარიშვილი (?)

136) ისლამ ურუშაძე

137) სამუელ წითლიცი (წითლიძე)


1892 წელს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა გურულებს წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი საჩუქრად გადასცა.


გურული მხედრები ამერიკაში


ეს ამბავი დაიწყო ისე, რომ 1892 წლის საქართველოში, ქალაქ ბათუმში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი იმპრესარიო თომას ოლივერი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან, მისი მდგმური და მდივანი ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. ჯორბენაძის დახმარებით მან გურიაში შეკრიბა თავიდან 10-კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით.


გურული მხედარი ამერიკაში


თომას ოლივერი პრესაში დასავლურ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ჯგუფები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებიც უკვდავჰყო ბაირონმა თავის პოემაში "მაზეპა", რომ ისინი პირადად რუსეთის იმპერატორის ნებართვით არიან ქვეყნიდან წამოსულები და რომ მათ უამრავი საბრძოლო ჯილდო აქვთ მოპოვებული. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებად მოიხსენიებდნენ.


გურული მხედარი ამერიკაში


საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მხედრები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები უიშვიათეს ტრიუკებს აკეთებდნენ ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. თეოდორ რუზველტმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა.


გურული მხედრები ამერიკაში


გურული მოჯირითეების მცირე ჯგუფი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფობის გამო ეს გურულები ამერიკის ჯაშუშებად შერაცხა შეურაცხადმა საბჭოთა ხელისუფლებამ და დააპატიმრა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა.


გურული მხედრები ამერიკაში


მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ შეისწავლა ეს საკითხები ძალიან დაწვრილებით და დაწერა წიგნები "ველური დასავლეთის მხედრები" (2011); "გურული მხედრები ამერიკაში" (2007); "ქართველები ამერიკაში" (2011); "გურული მხედრების თავგადასავალი" (2013); "ქართველი მოჯირითეები ამერიკულ ველური დასავლეთის შოუებში 1890-იან 1920-იან წლებში" (2015) და "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები" და "ერთი მუჭა ვესტერნი".


შემოგთავაზებთ გურული მხედრების კიდევ რამდენიმე გამოსახულებას ბაფალო ბილის შოუს პოსტერებზე:


გურული და ქოვბოებიგურული ხმალს უღერებს არაბსგურული მხედარი ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედარი ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაში

გურული მხედრები ამერიკაში. მხატვარი იულია სობოლევა. 2016 წ.

გურული მხედრები ამერიკაში


შემოგთავაზებთ გურული მხედრების ამერიკაში ყოფნის დროს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს:

გურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მოჯირითე ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედარი ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაში

გურული მხედარი ამერიკაში

ალექსანდრე მურვანიძე, სიმონ ორაგველიძე და პავლე მახარაძე ბრიტანეთში, ედინბურგში. 1904 წ.

გურული მოჯირითეები ბრიტანეთში


გურულები ელის აილენდზე. 1910-იანი წლები.
გურულები ელის აილენდზე



ბარბალე ზაქარეიშვილი

გურული მხედარი ამერიკაში - ბარბალე ზაქარეიშვილი



აქ შემოგთავაზებთ გურული მხედრების ფოტოებს, რომელიც გადაღებულია 1918 წელს, ნიუ იორკში, გენერალ გრანტის ეროვნული მემორიალის წინ:


გურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაში




გურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაში




გურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაში



გურული მხედრები ამერიკაშიგურული მოჯირითეები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული მხედრები ამერიკაშიგურული და ინდიელებიგურული მხედრები ამერიკაში



გურული მხედრები ამერიკაში

გურული მხედრები ამერიკაშიგურულები და ინდიელებიგურულები და ინდიელები

ასევე იხილეთ სტატიები:

1. გურული მოჯირითეები ამერიკაში

2. გურული ცხენოსნები ამერიკაში

3. გურულები

4. გურულები (მეორე ნაწილი)

5. გურულები (მესამე ნაწილი)


იხ. ამერიკაში გურულების ყოფნის ამსახველი ფოტოების სრული ნაკრები აქ: ფეისბუქ გვერდი Georgian Nation;



სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0