x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოშოპი ნულიდან. საბაზო კურსი
image


imageAdore Photoshop-ი გრაფიკული ფაილების შექმნისა და რედაქტირების ყველაზე პოპულარული პროგრამაა. ფოტოშოპს გრაფიკული პროგრამების მეფესაც კი უწოდებენ. დიზაინერებისა და მხატვრების უმრავლესობა სწორედ ამ პროგრამაში მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სპეციალური პროგრამები არის შექმნილი. ფოტოშოპი ძალიან რთული პროგრამაა, რთული ხელსაწყოებით, მრავალფეროვანი მენიუებით და პალიტრებით, მაგრამ ამ პროგრამაში მუშაობისთვის საჭირო არ არის მისი სრულყოფილად შესწავლა. ფოტოშოპის ყოველმა მომხმარებელმა იცის პროგრამის შესახებ იმდენი, რამდენიც საჭიროა მისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად (მაგ., ფოტოსურათების რედაქტირებისთვის არ არის აუცილებელი ვექტორული და 3D ხელსაწყოები).
ფოტიშოპზე მუშაობა პროგრამისტმა თომას კნოლმა 1987 წელს დაიწყო, მოგვიანებით მას ძმა, ჯონი, კომპიუტერული კინოეფექტების სპეციალისტი შეუერთდა. პროგრამას ჯერ Display ერქვა, მოგვიანებით Image Pro, ხოლო მას შემდეგ, რაც პროგრამა დაიხვეწა და სრულყოფილი სახე მიიღი, Phoposhop-ი დაარქვეს. პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია 1990 წელს მოეწყო და მისი გავრცელების ლიცენზია პროგრამების მწარმოებელმა კომპანია Adobe-მ შეისყიდა. ამიტომ, პროგრამის სახელს ამ კომპანიის სახელიც დაემატა და დაერქვა Adobe Photoshop-ი. 2003 წლის პროგრამა გახდა კომპანია Adobe-ს საკუთრება, უფრო კონკრეტულად Creative Suite-ს ნაწილი და ამ სახელწოდებაში დაემატა კიდევ ორი ასო – CS. ამ დროისათვის უკვე არსებობდა პროგრამის 7 ოფიციალური ვერსია და მე-8-ე ვერსია იგივეა, რაც Photoshop CS -ის პირველი ვერსია.
პროგრამის ევოლუციის მიუხედავად, მისი შემქმნელები ითვალისწინებენ რა, მომხმარებლის ინტერესებს, არ აუქმებენ ძველ ხელსაწყოებს და ფუნქციებს, ხდება მხოლოდ პროგრამის სრულყოფა. ამიტომ, ის ვინც ფოტოშოპში მუშაობა ისწავლა მაგ., CS 2 ვერსიით, უპრობლემოდ იმუშავებს CS 3, CS 4 და ყველა მომდევნო ვერსიაში. გარდა ამისა, პროგრამას აქვს დარეგულირების მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია პროგრამა თავისი შეხედულებისამებრ მოაწყოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოშოპში ყველაფერი იმდენად კარგად არის ორგანიზებული, რომ დამატებით ცვლილებებს არ საჭიროებს, თუმცა პატარა კორექციების შეტანა მაინც იქნება საჭირო.

ზემოთ აღნიშნული ვერსიების გარდა, არის ფოტოშოპის სრული და პორტატული (Portable) ვერსიები.

ფოტომოყვარულებისათვის პორტატული ვერსია სავსებით საკმარისია, რადგან მასში შესაძლებელია ფოტოსურათის სრულფასოვანი რედაქტირება (პორტატულ ვერსიაში არ არის დაბლოკილი ფოტოსურათების რედაქტირებისთვის საჭირო ხელსაწყოები და ფუნქციები). ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ფოტომოყვარულებისთვის ამ ვერსიებს შორის ის არის, რომ პორტატულ პროგრამაში არ მუშაობს Adobe Bridge, პროგრამა გრაფიკული ფაილების ორგანიზებისთვის (დოკუმენტის კოპირება და სხვა საქაღალდეში გადატანა, წაშლა, ფავორიტის აღნიშვნა და სხვა). ეს არის დამოუკიდებელი პროგრამა, რომელიც იხსნება ფოტოშოპში და გამოიყენება საჭირო დაკუმენტების მოძებნა-გახსნისათვის.

ფოტოშოპში დოკუმენტის გახსნა, ამ პროგრამის გარეშეც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, არის უამრავი პროგრამები იგივე ფუნქციებით, რაც Adobe Bridge-ს აქვს, მაგრამ ეს პროგრამები ფოტოშოპში არ იხსნება.
რაც შეეხება სრული და პორტატული ვერსიების სისტემურ მოთხოვნებს, სრული ვერსია, დაახლოებით, 3 GB -ია. მუშაობს პროცესორზე, რომლის მეხსიერება არანაკლებ 1GB -ია, ხოლო მყარ დისკზე თავისუფალი ადგილი 2 GB -ი. პორტატული ვერსიისთვის საკმარისია 512 MB ოპერატიული მეხსიერება და 1 GB -ი თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე. პორტატული პროგრამების ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს ინსტალაციას. პროგრამის ასამოქმედებლად საჭიროა პროგრამის საქაღალდის გახსნა, ფოტოშოპის გახსნის ღილაკის მოძებნა და მასზე ორჯერ დაწკაპუნება.

უფრე მეტი მოხერხებულებისთვის, საჭიროა ამ ღილაკზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერა და გამოსულ კონტექსტურ მენიუში Send to პუნქტის არჩევა, ხოლო ქვე მენიუში, Decktop -ის. ამის შემდეგ, პროგრამის გახსნა, უკვე სამუშაო მაგიდიდან იქნება შესაძლებელი.
ფოტოშოპის ყოველი ახალი ვერსია, ძველი ვერსიის სრულყოფილი ვარიანტია. ერთი შეხედვით, ვერსიები ერთმანეთისგან ინტერფეისით არ განსხვავდება, მაგრამ, ახალი ვერსია, ახალი ხელსაწყოებით და ფუნქციებით არის გამდიდრებული.


image


image


თავი I. თეორია



* კომპიუტერული გრაფიკა და გამოსახულების რეზოლუცია

* ფერი და ფერის სიღრმე. ფერთა მოდელები

* გრაფიკული ფაილების ფორმატები

* პროგრამის ინტერფეისი

* ფერის პროფილი

* დოკუმენტის გახსნა. Adobe Bridge

* დოკუმენტის ფანჯარა. დოკუმენტის შენახვა

* მასშტაბირება და ნავიგაცია

* ფერის არჩევა ფოტოშოპში

* ფოტოშოპის ხელსაწყოები


თავი II. მარტივი კორექციები


* გამოსახულების დუბლირება და მობრუნება
* გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება
* გამოსახულების ტილოს ზომის შეცვლა
* გამოსახულების ზომის შეცვლა
* „წითელი თვალის“ ეფექტი და პალიტრა History (ისტორია)
* გამოსახულების ტონური დიაპაზონის ანალიზი და კორექცია. ბრძანება Levels (დონეები) ანუ ფერის აღდგენა სურათზე
* გამოსახულების ტონური დიაპაზონის კორექცია. ბრძანება Curves (ნაწილი I – ვიზუალური კორექცია)
* გამოსახულების ტონური დიაპაზონის კორექცია. ბრძანება Curves (ნაწილი II – კორექცია ციფრული მონაცემებით)
* გამოსახულების ექსპოზიციის საკორექციო ხელსაწყოები. Brightness/Contrast (სიმკვეთრე/კონტრასტი). Exposure (ექსპოზიცია). Shadows/Highlights (ჩრდილები/ანარეკლები)
* ფერის კორექციის სხვა ხელსაწყოები. Hue/Saturation (ტონი/გაჯერებულობა)
* ფერის კორექციის სხვა ხელსაწყოები. Color Balance (ფერის ბალანსი). Vibrance (ვიბრაცია). Threshold (ზღურბლი)
* ფერის კორექციის სხვა ხელსაწყოები. Variations (ვარიანტები). Selective Color (ფერის შერჩევითი კორექცია)
* ფერის კორექციის სხვა ხელსაწყოები. Photo Filter (ფოტოფოლტრი). Channel Mixer (არხების შერევა)
* ფერის კორექციის სხვა ხელსაწყოები. Gradient Map (გრადიენტული სქემა)
* ფერადიდან შავ-თეთრი, გამოსახულების ტონირება
* ფერის ავტომატური კორექცია და RGB მოდელის გამოსახულების CMYK მოდელში გადაყვანა
* ფერის ჩანაცვლება (Replace color ) და გამოსახულების ტონირება (HDR Toning)


თავი III. ხატვის ხელსაწყოები


* ახალი დოკუმენტის გახსნა
* ხელსაწყო ფუნჯი (Brush Tool)
* ფუნჯთა პალიტრა (Brush Palette) და საკუთარი ფუნჯის შექმნა
* ხელსაწყო ფანქარი (Pencil Tool)
* ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო (Color Replacement Tool)
* ჩასასხმელი ხელსაწყოები: Paint Bucket Tool და Gradient Tool
* საშლელის ჯგუფის ხელსაწყოები (Eraser Tool, Background Eraser Tool და Magic Eraser Tool)


თავი IV. ფენები


* ფენების არსი და პალიტრა Layers
* ფენების გამოყოფა და გაერთიანება. ფენებთან დაკავშირებული მოქმედებები
* გადაადგილების ხელსაწყო (Move Tool). ფენების გადაადგილება, გადაბმა, ჯგუფში გაერთიანება, გათანაბრება და განაწილება
*ფენების და მასზე განთავსებული ელემენტების ტრანსფორმირება (Transform, Free Transform)
* მარიონეტული დეფორმაცია
* ფენის გამჭვირვალობა და ბლოკირება
* ფენის დადების რეჟიმები
* მაკეტური ჯგუფის შექმნა
* ფენის ნიღაბი
* სტილები და ეფექტები (ნაწილი I – ფენების შერევა). უკანა ფონის მოცილება, ფენების შერევის ეფექტის გამოყენებით. მონტაჟი
* სტილები და ეფექტები (ნაწილი II – ეფექტები)
* სტილები და ეფექტები (ნაწილი III – სტილები)
* საკორექციო ფენები
* ჩასასხმელი ფენები
* Smart Object (ინტელექტუალური ფენები)
* 3D ფენები და ხელსაწყოები


თავი V. გამოყოფა


* გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები
* გამოყოფა სწრაფი ნიღბის რეჟიმით (Quick Mask)
* გამოყოფა ფერის დიაპაზონით (Color Range)
* გამოყოფის ოლქის შენახვა, რედაქტირება და შექმნა ალფა-არხებში
* გამოყოფის საზღვრების რედაქტირება Photoshop CS4 და Photoshop CS5 ვერსიებში
* გამოყოფის ოლქის საზღვრების მოდიფიცირება, ფენის ნიღაბში კონვერტირება და რედაქტირება. გამოყოფის ოლქის შექმნა ფენაზე განთავსებული ობიექტის საფუძველზე. ფონის ნაწილის წაშლა.
* გამოყოფასთან დაკავშირებული მოქმედებები


თავი VI. რეტუშის ხელსაწყოები


* შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები
* სამკურნალი ჯგუფის ხელსაწყოები
* ფერის და ფოკუსირების ლოკალური კორექციის ხელსაწყოები
* ისტორიის ჯგუფის ხელსაწყოები


თავი VII. ფილტრები


* ფილტრები. ფილტრების გალერეა. ფილტრების რედაქტირება
* Artistic (სამხატვრო) ჯგუფის ფილტრები
* Blur (გადარეცხვა) ჯგუფის ფილტრები
* Brush Strokes (შტრიხები) ჯგუფის ფილტრები
* Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები
* Noise (ხმაური) ჯგუფის ფილტრები
* Pixelate (გაფორმება) ჯგუფის ფილტრები
* Render (ვიზუალიზირება) ჯგუფის ფილტრები
* Sharpen (სიმკვეთრე) ჯგუფის ფილტრები
* Sketch (ესკიზი) ჯგუფის ფილტრები
* Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები
* Texture (ტექსტურა) ჯგუფის ფილტრები
* Other (სხვა) ჯგუფის ფილტრები. სიმკვეთრის ამაღლება გამოსახულებაზე High Pass ფილტრის გამოყენებით
* Liquify (დნობა) ფილტრი
* Vanishing Point (პერსპექტივის გასწორება)



თავი VIII. ვექტორული ხელსაწყოები. ტექსტის შექმნა


* ტექსტის შექმნა ფოტოშოპში
* საავტორო უფლების დაცვა ფოტოსურათზე. ტექსტის შექმნის რასტრული ხელსაწყოები


თავი IX. GIF ანიმაციის შექმნის საფუძვლები


* GIF ანიმაციის არსი და პალიტრა Animation
* კადრების შექმნა ანიმაციის პალიტრაში
* ანიმაცია. სრული ციკლი – შექმნიდან შენახვამდე


დანართი


* ფოტოშოპის დარეგულირების სისტემა
* Menus – ბრძანება, რომელიც ფოტოშოპს აფერადებს
* გამოსახულების ამობეჭვდვა ფოტოშოპით – Print ფუნქცია
* ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები

9
925
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
925
  
2021, 6 აპრილი, 17:20
სამწუხაროდ, სხვა ვერსია არ არსებობს. რაც შეეხება გადმოწერას, შეგიძლიათ თითოეული გაკვეთილი გახსნათ და კოპირებით გადაიტანოთ ვორდში.
2021, 6 აპრილი, 6:59
როგორ შევიძინო ან როგორ გადმოვწერო ელ ვერსია
2021, 6 აპრილი, 6:52
ძალიან მწირდებაეს წიგნი სად ვიშოვო ან სად შევიძინო ანროგორ გადმოვწერო ელქტრული ვერსია თუ გაქვთ
2021, 6 აპრილი, 6:51
მერი მაღალაშვილი
2021, 18 თებერვალი, 17:21
რაც დავწერე, აქ არის ონლაინ, თან – უფასოდ :) საქაღალდო ვერსია არ არსებობს
2021, 18 თებერვალი, 15:42
გამარჯობა როგორ შევიძინოთ თქვენი წიგნი
2017, 9 იანვარი, 23:13
კი ეტყობა და ძალიან კარგად გაქვს დალაებული
2017, 9 იანვარი, 20:30
მადლობა, ცალ-ცალკე მქონდა გამოქვეყნებული და ეხლა წიგნის სახით ,,გამოვეცი" :)
2017, 9 იანვარი, 19:13
სასარგებლო გაკვეთილებია
0 1 9