x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები. (Photoshop CS 4 & 5)

Stylize ჯგუფის ფილტრების გამოყენებით, ხდება გამოსახულების სტილიზირება სხვადასხვა მეთოდით (პიქსელების შერევა, სიმკვეთრის გაზრდა-შემცირება, გამოსახულებიდან ბარელიეფის შექმნა, კონტურული ტრანსფორმაცია და ასე შემდეგ) გამოყენებით. ფილტრების გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Stylize > რომელიმე ფილტრი ჯგუფიდან (ნახ.1).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

I. Diffuse (დიფუზია) ფილტრი გამოიყენება ფერებს შორის საზღვრების სიმკვეთრის სეცირების მიზნით (ნახ.2).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Mode (რეჟიმი) ველში საჭიროა დიფუზიის ველია არჩევა:

* Normal (ნორმალური)- არ ითვალისწინებს ფერის პარამეტრებს, ხდება პიქსელების შემთხვევითი შერჩევა.

* Darken Only (მუქით ჩანაცვლება) – ღიაფერის პიქსელები მუქი ფერის პიქსელებით იცვლება.

* Lighten Only (განათება) – მუქი ფერის პიქსელები ღია ფერის პიქსელებით იცვლება.

* Anisotropic (ანიზოტროპია) – იმ პიქსელების ჩანაცვლება ხდება, რომლებიც ნაკლები რაოდენობით არის წარმოდგენილი.

II. Emboss (ბარელიეფი) ფილტრ გამოიყენება ბარელიეფის შესაქმნელად. კარგი შედეგი მიიღება ფილტრის მკვეთრ, შავ-თეთრ გამოსახულებაზე გამოყენების შემთხვევაში (ნახ.3).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Angle (კუთხე) პარამეტრი გამოიყენება რელიეფის განათების კუთხის შესარჩევად -360°-დან +360°-მდე დიაპაზონში. ამობურცული რელიეფის შესაქმნელად გამოიყენება დადებითი მნიშვნელობები, ხოლო ჩაზნექილი რელიეფის შესაქმნელად – უარყოფითი.

Height (სიმაღლე) აფიქსირებს რელიეფის სიმაღლეს 1-დან 10-მდე დიაპაზონში.

Amount (ეფექტი) განსაზღვრავს ფერის მნიშვნელობას 1-დან 500%-მდე დიაპაზონში.

III. Extrude (ექსტრუზია) ფილტრი გამოსახულებას შლის სამგანზომილებიან კუბებად ან პირამიდებად (ნახ.4).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Туре (ტიპი) პარამეტრის გადამრთველებით შესაძლებელია სამგანზომილებიანი ობიექტის არჩევა:

* Blocks (კუბი)

* Pyramids (პირამიდა)

Size (ზომა) პარამეტრი განსაზღვრავს სამგანზომინებადი ობიექტის ფუძის ზომას 2-დან 255 პიქსელამდე დიაპაზონში.

Depth (სიღრმე) ადგენს სამგანზომილებიანი ობიექტის 2-დან 255 პიქსელამდე დიაპაზონში. აღნიშნული პარამეტრი მუშაობს ორ რეჟიმში:

* Random (შემთხვევითი) გადამრთველი გამოიყენება შემთხვევითი სიღრმის დასაფიქსირებლად მითითებულ დიაპაზონში.

* Level-based (სიმკვეთრის მიხედვით) გადამრთველი სიღრმეს ადგენს ობიექტის ფერის სიმკვეტრის მიხედვით. მკვეთრი ობიექტები უფრო დოდ სიღრმეს ღებულობენ.

Solid Front Faces (წინა გვერდის შეღებვა) გასაშუალებური ფერით ღებავს სამგანზომიალებული ობიექტის წინა გვერდს.

Incomplete Blocks (არასრული კუბის შენიღბვა) გადამრთველი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ გამოსახულებაზე შექმნილია გამოსახულების ოლქი. ის გამოსახულებას აცილებს არასრულ სამგანზომილებიან ობიექტებს.

IV. Find Edges (ნაპირების გამოყოფა) ფილტრი გამოიყოფს გამოსახულებაში ფერის მკვეთრი ცვლილების საზღვრებს და ასახავს მათ მუქი ფერით თეთრ ფონზე (ნახ.5). ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა, ის მოქმედებს დადგენილი პარამეტრებით.

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

V. Glowing Edges (ნაპირების ნათება) ფილტრი ახდენს შავ ფონზე განათებული კონტურების იმიტაციას (ნახ. 6).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Edge Width (ნაპირის სიგანე) პარამეტრი განსაზღვრავს ხაზოვანი ნახატის შტრიხის სიგანეს 1-დან 14-მდე დიაპაზონში.

Edge Brightness (ნაპირების ნათება) ადგენს ნახატის ნათების დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) განსაზღვრავს კიდეების მოსწორების დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

VI. Solarize (სოლარიზება) ფილტრი ქმნის გარდამავალი ეფექტის იმიტაციას გამოსახულების ნეგატივსა და პოზიტივს შორის. ფილტრს არა აქვს სადიალოგო ფანჯარა, ის მოქმედებს წინასწარ დადგენილი პარამეტრებით (ნახ. 7).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

VII. Tiles (დანაწევრება) ფილტრი ყოფს გამოსახულებას კვადრატულ ფრაგმენტებად (ნახ. 8).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Number Of Tiles (ფრაგმენტების რაოდენობა) პარამეტრის გამოყენებით შესაძლებელია ფრაგმენტების რაოდენობის შერჩევა რიგებში 1-დან 99-მდე დიაპაზონში.

Maximum Offset (მაქსიმალური შერევა) განსაზღვრავს, საწყისი მდგომარეობიდან, ფრაგმენტების შერევის მაქსიმუმს 1-დან 99%-მდე.

Fill Empty Area With (ინტერვალებს შორის გამოყენება) პარამეტრის გადამრთველებით შესაძლებელია ფრაგმენტებს შორის ინტერვალისთვის ფერის შერჩევა:

* Background Color (ფონის ფერი)

* Foreground Color (ძირითადი ფერი)

* Inverse Image (ინვერსირებული ფერი)

* Unaltered Image (ორიგინალი)

VIII. Trace Contour (კონტურების შემოვლება) ფილტრი პოულობს გამოსახულებაზე მკვეთრი გადასვლის საზღვრებს და ასახავს ფერადი ხაზებით თეთრ ფონზე (ნახ. 9).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Level (ტონის საზთვარი) პარამეტრით ფიქსირდება ტონის ზღვრული დონე 0-დან 255-მდე დიაპაზონში.

Edge (ნაპირი) ველში ხდება ნაპირის არჩევის ვარიანტის დაფიქსირება:

* Lower (ქვემოთ) – იხაზება დაფიქსირებული ტონის ზღვრული დონის ქვემოთ.

* Upper (ზემოთ) – იხაზება დაფიქსირებული ტონის ზღვრული დონის ზემოთ.

IX. Wind (ქარი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულებაზე ქარის იმიტაციისათვის (ნახ.10).

Stylize (სტილიზირება) ჯგუფის ფილტრები.

Method (მეთოდი) ველი განსაზღვრავს ქარის სახეობას:

* Wind (ქარი)

* Blast (გრიგალი)

* Stagger (რხევა) Direction (მიმართულება) ველში შესაძლებელია ქარის მიმართულების არჩევა:

* From the Right (მარჯვნიდან)

* From the Left (მარცხნიდან)

0
37
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0