x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ტექსტის შექმნა ფოტოშოპში

image

გამოსახულებაზე ტექსტის დანატებისთვის, ოთხი ხელსაწყო გამოიყენება:

image

1. HORIZONTAL TYPE TOOL (ჰორიზონტალური ტექსტი)-ქმნის ჰორიზონტალურ ტექსტს გამოსახულებაზე;

2. VERTICAL TYPE TOOL (ვერტიკალური ტექსტი) – ქმნის ვერტიკალურ ტექსტს გამოსახულებაზე;

3. HORIZONTAL TYPE MASK TOOL (ჰორიზონტალური ტექსტ-ნიღაბი) – ქმნის ტექსტის ჰორიზონტალურ გამოყოფის ოლქს გამოსახულებაზე;

4.VERTICAL TYPE MASK TOOL (ვერტიკალური ტექსტ-ნიღაბი) – ქმნის ტექსტის ვერტიკალურ გამოყოფის ოლქს გამოსახულებაზე; ტექსტის შექმნის ხელსაწყოები ვექტორული ხელსაწყოების ჯგუფს განეკუთვნება, მაგრამ ოთხი ხელსაწყოდან, მხოლოდ პირველი ორი არის ვექტორული, ხოლო ბოლო ორი – რასტრული. გამოსახულებაზე განთავსებული ტექსტი შეიძლება იყოს ორი სახის: სათაურის და აბზაცის.

image

სათაურის ტექსტის შექმნა

image

სათაურის ანუ მოკლე ტექსტის შესაქმნელად, საჭიროა ტექსტის ხელსაწყოს არჩევა, შრიფტების ჩამოსაშლელი მენიუდან ტექსტის ენის შესაფერისი შრიფტის არჩევა

image

და გამოსახულებაზე დაწკაპუნება. გამოსახულებაზე გაჩნდება საწყისი წერტილი და მოციმციმე კურსორი, ხოლო LAYERS პალიტრაში, ტექსტის ფენა.

imageამის შემდეგ, უკვე შეიძლება ტექსტის აკრეფა. ტექსტის აკრეფის დროს, CTRL ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ტექსტის ირგვლივ იქმნება თავისუფალი ტრანსფორმაციის ჩარჩი და შესაძლებელია ტექსტის მობრუნება ცენტრის ირგვლივ, დახრა და ზომის შეცვლა. ღილაკიდან თითის აღების შემდეგ, ჩარჩო ქრება.

image

თუ ტექსტი დიდია და გამოსახულებაზე არ ეტევა, ტექსტის მეორე სტრიქონზე გადმოსატანად, საჭიროა ENTER ღილაკზე დაჭერა.

ტექსტიდან კურსორის მოშორების შემდეგ, კურსორი იღებს MOVE ხელსაწყოს სახეს და შესაძლებელია ტექსტის გადაადგილება გამოსახულების ფარგლებში. ტექსტის დასრულების შემდეგ, საჭიროა ტექსტის დაფიქსირება. ამის გაკეთება სამი ხერხით არის შესაძლებელი:

I. პარამეტრების პანელის ბოლოში მდებარე ტექსტის მიღების ღილაკზე დაჭერა.

II. MOVE ხელსაწყოს გააქტიურება.

III. CTRL+ENTER ღილაკებზე დაჭერა.

imageგამოსახულებიდან გაქრება სტრიქონის ხაზი, ხოლო LAYERS პალიტრაში ტექსტის ფენას სახელი შეეცვლება. ფენის სახელის ველში გაჩნდება იგივე ტექსტი, რაც არის გამოსახულებაზე. ტექსტური ფენის სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულებაზე ერთდროულად რამოდენიმე ტექსტური ფენა არის განთავსებული.

image

image

ტექსტის ფორმატირება და რედაქტირება

image

ტექსტის ფორმატირებისა და რედაქტირებისთვის, საჭიროა ტექსტის ფენის მინიატურაზე 2-ჯერ დაწკაპუნება LAYERS პალიტრაში. ტექსტი მოინიშნება და შესაძლებელი გახდება მისი დაფორმატება ხელსაწყოს პარამეტრების პანელის გამოყენებით. მონიშნულ ტექსტზე დაწკაპუნების შემთხვევაში, მონიშვნა გაქრება და შესაძლებელი გახდება ტექსტის ჩასწორება და მისი ცალკეული სიმბოლოს დაფორმატება, ამ სიმბოლოს წინასწარი მონიშვნის შემდეგ.

image

ხელსაწყოების პანელის თავში მოთავსებულია ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ ტექსტზე (ან პირიქით) გადართვის ღილაკი.

შენიშვნა: დაფორმატების დროს, ტექსტი აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული. თუ ტექსტის ფენა აქტიურია, მაგრამ მონიშნული არ არის, საჭიროა კურსორის გადატარება დასაფორმატებელ სიმბოლოებზე, ხოლი თუ ხდება ტექსტის სრული დაფორმატება, ტექსტის მონიშვნა შეიძლება CTRL+A ღილაკების კომბინაციით.

imageტექსტისთვის შრიფტის შერჩევა ხდება შრიფტების ჩამოსაშლელ მენიუში. შრიფტის სწრაფი შერჩევისთვის საჭიროა აქტიური შრიფტის მონიშვნა კურსორის გადატარებით და კლავიატურის ისრიანი ღილაკებით შრიფტების დათვალიერება. ქვევით მიმართული ისარი ააქტიურებს მონიშნული შრიფტის ქვევით მდებარე შრიფტებს, ხოლო ზევით მიმართული ისარი, მონიშნული შრიფტის ზევით მდებარე შრიფტებს. შრიფტების სწრაფი გადათვალიერება ასევე შეიძლება, მონიშნული შრიფტების ველში, მაუსის ბორბლის ტრიალით.

image

შრიფტი მოხაზულობის მიხედვით შეიძლება იყოს სქელი, წვრილი, დახრილი და ა. შ. შრიფტების მოხაზულობის შერჩევა ხდება მოხაზულობის ჩამოსაშლელ მენიუში. ყველა შრიფტს თავისი მოხაზულობის მენიუ აქვს და შრიფტების ცვლილევასთან ერთად, მენიუც იცვლება. შრიფტების უმრავლესობას მოხაზულობის ოთხი ვარიანტი აქვს მენიუში: REGULAR (ნორმალური), ITALIC (დახრილი), BOLD (სქელი) და BOLD ITALIC (სქელი და დახრილი). ზოგიერთ შრიფტს კი მხოლოდ ერთი – REGULAR.

image

შრიფტების ზომას განსაზღვრავს შრიფტების ზომის ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც წარმოდგენილია შრიფტების ძირითადი ზომები. მენიუს გარდა შრიფტის ზომის შეცვლის კიდევ ორი ვარიანტი არსებობს:

I. ზომის ველში არსებული ზომის მონიშვნის შემდეგ, შეიძლება ველში სხვა ზომის ჩაწერა.

II. კურსორი ველის თავთან (T – ს მიდამოებში) იღებს ისრებიანი ხელის სახეს. მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერისა და მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში, შრიფტის ზომა კლებულობს, ხოლო მარჯვნივ გადაადგილების შემთხვევაში – მატულობს.

image

შრიფტების გვერდების მოსწორების ხარისსხს განსაზღვრავს მოსწორების ჩამოსაშლელი მენიუ, რომელშიც შრიფტების მოსწორების ხუთი ვარიანტი არის მოცემული:

NONE (ჩვენების გარეშე) – მოსწორების გარაშე;

SHARP (მკაფიო) – ამაღლებს შრიფტის სიმკვეთრეს;

CRISP (მკაფიო) – ზომიერად ამაღლებს შრიფტის სიმკვეთრეს;

STRONG (გაჯერებული) – ამსხვილებს სიმბოლოებს;

SMOOTH(გლუვი) – სიმბოლოების გვერდები გლუვი და რბილია;

image

გათანაბრების ღილაკებით ხდება ტექსტის გასწორება მარჯვენა კიდეზე, მარცხენა კიდეზე და ცენტრზე, თუ საქმე აბზაცის ტექსტს ეხება, ხოლო სათაურის ტექსტის შემთხვევაში, პირველი ღილაკის აქტიურობის პირობებში, ტექსტის აკრეფა ხდება საწყისი წერტილიდან მარჯვნივ, შუა ღილაკის შემთხვევაში – ტექსტი თანაბრად ნაწილდება საწყისი წერტილის მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო მესამე ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, ტექსტი იწერება საწყისი წერტილის მარცხნივ.

image

შრიფტის ფერის შეცვლა ხდება ფერის ველის გამოყენებით. ფერის ველზე დაწკაპუნების შემდეგ, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შესაძლებელია ნებისმიერი ფერის არჩევა.

image

ტექსტის ფენის დეფორმაციისთვის გამოიყენება დეფორმაციის ღილაკი, რომელსაც ეკრანზე გამოაქვს WARP TEXT (ტექსყის გამრუდება) – სადიალოგო ფანჯარა.

image

სადიალოგო ფანჯრის STYLE (სტილი) – ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ტექსტის დეფორმაციის თხუთმეტი ვარიანტი და NONE (დეფორმაციის გარეშე) – ბრძანება.

ამ სადიალოგო ფანჯრის უკეთესად გასაცნობად, გამოსახულებაზე დავამატოდ კიდევ ორი ფენა:

image

მოვინიშნოთ ერთი ფენა და გამოვიძახოთ სადიალოგო ფანჯარა, STYLE მენიუდან ავირჩიოთ ARC(არკა) ვარიანტი. დეფორმაციის ვარიანტის არჩევის შემდეგ, გააქტიურდება სადიალოგო ფანჯრის პარამეტრები.

image

დეფორმაციის ჩატარება შიძლება როგორც ჰორიზონტალური ისე ვერტიკალური მიმართულებით. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ტექსტის რეჟიმებს შორის გადართვა შესაძლებელია STYLE მენიუს ქვეშ მოთავსებული HORIZONTAL და VERTICAL გადამრთველებით.

სადიალოგო ფანჯრის BEND (გაზნექვა) პარამეტრი განსაზღვრავს გამრუდების ხარისხს. ბერკეტის მარჯვნივ გადაადგილების შემთხვევაში, ანუ დადებითი მაჩვენებლების დროს, ხდება ტექსტის ამოზნექვა, ხოლო მარცხნივ გადადგილების შემთხვევაში – ტექსტის ჩაზნექვა. ვერტიკალური გამრუდების დროს, შესაბამისად, მარჯვნივ და მარცხნივ გაზნექვა.

HORIZONTAL DISTORTION (ჰორიზონტალური გამრუდება) პარამეტრი გამოიყენება ტექსტის არასიმეტრიული გამრუდებისათვის ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო VERTICAL DISTORTION(ვერტილაკური გამრუდება) პარამეტრი გამოიყენება ტექსტის არასიმეტრიული გამრუდებისათვის ვერტიკალურ სობრტყეში.

შენიშვნა: სადიალოგო ფანჯარაში, ყველა სტილს ერთნაირი პარამეტრი აქვს და ამიტომ, სხვა სტილები განხილული არ არის.

ტექსტის ფენის გამრუდების შემდეგ, LAYERS პალიტრაში გამრუდებული ფენის მინიატურა ფორმას იცვლის და გამრუდების ღილაკის პიქტოგრამას ემსგავსება. გამრუდებული ფენების რედაქტირება შეიძლება, CTRL+T ღილაკების კომბინაციით გამოძახებული, თავისუფალი ტრანსფორმაციის ჩარჩოს გამოყენებით.

image პარამეტრების პანელზე, ტექსტის გამრუდების ღილაკის გვერდით, მდებარეობს ტექსტის დასაფორმატებელი პალიტრების გამოძახების ღილაკი და პარამეტრების პანელის ბოლოს, განთავსებულია ტექსტის დაფორმატების შემდეგ, ცვლილებების მიღებეის და უარყოფის ღილაკები. ტექსტის შექმნის ან მასში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიმე ღილაკზე დაწკაპუნება აუცილებელია.

image

image

ტექსტის ფორმატირების პალიტრები

imageხელსაწყოს პარამეტრების პანელის გარდა, ტექსტის დასაფორმატებლად გამოიყენება Character (სიმბოლო) და Paragraph (აბზაცი) პალიტრები, რომლებიც ეკრანზე, ხელსაწყო ტექსტის, პარამეტრების პანელზე მდებარე სპეციალურ ღილაკზე დაჭერით გამოდიან.

image

პალიტრა Character

image

Character პალიტრა გამოიყენება მთლიანად ტექსტის, ტექსტის ფრაგმენტის ან ცალკე აღებული სიმბოლოს დასაფორმატებლად. პალიტრის გამოყენების წინ საჭიროა ტექსტის დასაფორმატებელი ფრაგმენტის მონიშვნა. პალიტრაზე, ხელსაწყო ტექსტის, პარამეტრების პანელის ზოგიერთი პარამეტრი მეორდება:

imageზემოთ უკვე განხილული პარამეტრების გარდა, Character პალიტრაზე განთავსებულია ტექსტის დაფორმატების ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიც არის:

Kerning (დაშორება ორ სიმბოს შორის);

Trecking (დაშორება ტექსტის სიმბოლოებს შორის;

Leding (დაშორება სტრიქონებს შორის);

სიმბოლოების ჰორიზონტალური და ვერტიკალური მასშტაბირების;

საბაზო ხაზიდან გადახრის ველები;

შრიფტის სტილები;

image

I. სტრიქონებს შორის დაშორება. თუ სტრიქონებს შორის მანძილის ველში Auto ვარიანტია დაფიქსირებული, სტრიქონებს შორის მანძილი შრიფტის ცვლილებასთან ერთად ავტომატურად იცვლება და ის შეადგენს კეგლის * 120%, სხვა შემთხვევაში, სტრიქონებს შორის დაშორება პუნქტებში (Points) იზომება, ისევე როგორც შრიფტის სიმბოლოები (1პუნქტი = 0, 34მმ) და ცვლილების შეტანა პარამეტრის ჩამოსაშლელი მენიუს გამოყენებით არის შესაძლებელი.

კეგლი * – საბაზო ხაზის ზემოთ და ქვემოთ დაწერილი სიმბოლოების ერთობლივი სიმაღლე.

image

image

II. დაშორება სიმბოლოებს შორის. ტექსტის აკრეფის შემდეგ, თუ საჭიროა სიმბოლოებს შორის მანძილის გაზრდა ან შემცირება, უნდა მოხდეს პარამეტრის შერჩევა Trecking ველში. ამის გაკეთება შეიძლება ჩამოსაშლელი მენიუდან რომელიმე პუნქტის არჩევით, ველში არსებული მაჩვენებლის მონიშვნით და მის ადგილზე ახალი მაჩვენებლის ჩაწერით და ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი მეთოდით, რომელიც მუშაობს ყველა რიცხვებიან ველზე: კურსორის ველის თავთან მიტანის შემთხვევაში, იღებს ისრებიანი ხელის ფორმას, მაუსის მარჯვნივ გადაადგილების შემთხვევაში, პარამეტრის მაჩვენებელი იზრდება, ხოლო მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში – მცირდება.

image

image

III. დაშორება ორ სიმბოლოს შორის. Kerning ველი მაშინ არის აქტიური როდესაც კურსორი მოთავსებულია ორ სიმბოლოს შორის. ამ ველთან მუშაობის წესები წინა შემთხვევის ანალოგიურია.

image

image

IV. შრიფტის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მასშტაბირება. შრიფტის მაშტაბის სტანდატური რეჟიმი 100%-ის ტოლია. ტექსტის მონიშვნითა და ჰორიზონტალური და ვერტიკალური ველების დარეგულირებით შესაძლებელია შრიფტის სიმაღლისა და სიგანის შეცვლა. პარამეტრის დიაპაზონი 1-დან – 10000%-მდეა.

image

შენიშვნა: ამ ველებში შეტანილი ცვლილებები პალიტრაში ავტომატურად ფიქსირდება. პალიტრის საწყის პოზიციაზე დასაყენებლად, საჭიროა ტექსტიდან მონიშვნის მოხსნა და პალიტრის ველებში 100%-ის ჩაწერა.


image

V. საბაზო ხაზიდან გადახრა. საბაზო ხაზიდან ტექსტის ან ცალკეული სიმბოლოს ასაწევად ან ჩამოსაწევად საჭიროა სიმბოლოს (ტექსტის) მონიშვნა და პალიტრის შესაბამის ველში პარამეტრის დალეგურილება. პარამეტრის დადებითი მაჩვენებელი მონიშნულ ტექსტის ნაწილს გადაადგილებს საბაზო ხაზის ზევით, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი, საბაზო ხაზის ქვევით. პარამეტრის დიაპაზონი -1296-დან 1296 პუნქტამდეა.

image

image

VI. შრიფტის სტილები. შრიფტის სტილები ტექსტზე სხვადასხვა სახის ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენება. პირველი ორი ღილაკი უზრუნველყოფს ტექსტის გასქელებას და დახრას იმ შემთხვევაში, თუ შრიფტს მოხაზულობის მხოლოდ Regular პუნქტი აქვს და მსგავსი ოპერაციის ჩატარება მოხაზულობის ჩამოსაშლელი მენიუდან შეუძლებელია.

image

image

მომდევნო ორი ღილაკი, შრიფტების რეგისტრის შესაცვლელად გამოიყებება, იმ შრიფტებისთვის, რომლებშიც ზედა და ქვედა რეგისტრის სიმბოლოები განსხვავებულია. პირველ ღილაკს ქვედა რეგისტრის სიმბოლოები გადაყავს ზედა რეგისტრში და უცვლის ზომას, ხოლო მეორე ღილაკი მხოლოდ რეგისტრს ცვლის, ზომის ცვლილების გარეშე.

image

image

ზედა და ქვედა ინდექსების გასაკეთებლად, გამოიყენება ინდექსის შესაქმნელი სტილები, რომლებიც სიმბოლს გადაადგილებს საბაზო ხაზის ზევით ან ქვევით და ამავდროულად ახდენს გადაადგილებული სიმბოლოების შეკუმშვას.

image

image

ტექსტის ქვეშ ხაზის გასასმელად და ტექსტის გადასახაზად, გამოიყენება პალიტრაში წარმოდგენილი სტილების შესაბამისი ღილაკები.

image

image

ფოტოშობში შესაძლებელია ტექსტის ორთოგრაფიული შეცდომების გასწორება, ამისათვის გამოიყენება ბრძანება: Edit > Check Spelling (მართლწერის შემოწმება) ბრძანების გაცემის წინ, საჭიროა ენის არჩევა Character პალიტრის ენის შერჩევის ჩამისაშლელ მენიუში. გამოვა სპეციალური ფანჯარა, რომლის Suggestions (ვარიანტები) ჩამონათვალიდან უნდა ავირჩიოთ სწორი ვარიანტი და დავაჭიროთ Change (ჩანაცვლება) ღილაკს. ტექსტში შეცდომით დაწერილი სიტყვის ჩანაცვლება მოხდება.

image

image

პალიტრა Paragraph

image

პალიტრა Paragraph აბზაცის დასაფორმატებად გამოიყენება და მისი გამოყენების წინ საჭიროა ტექსტის ბლოკის მთლიანად ან ცალკე აღებული აბზაცის მონიშვნა.

image პალიტრა გაყოფილია ორ ნაწილად. ზედა ნაწილში მოთავსებულია ტექსტის გათანაბრებული ღილაკები, ხოლო ქვევით ბლოკში – კიდეებიდან ტექსტის დაშორების ველები, რომლებშიც უნდა მოხდეს ნულის ნაცვლად ახალი მაჩვენებლების ჩაწერა იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ბლოკის კიბეებიდან ტექსტის დაშორება. აღნიშნული ველების ქვემოთ მოთავსებულია Hyphenate (გადატანა) გადამრთველი, რომელიც, ჩართულ მდგომარეობაში, უზრუნველყოფს ტექსტის ავტომატურ გადატანას, ბლოკის კიდესთან მიახლოების შემთხვევაში.

imageაბზაცის ტექსტის შექმნა

image

გამოსახულებაზე შედარებით ვრცელი ინფორმაციის დასატანად, გამოიყენება აბზაცის ტექსტი. ასეთი ტექსტის შესაქმნელად საჭიროა ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ტექსტის შესაქმნელი ხელსაწყოს გააქტიურება და გამოსახულებაზე ტექსტის ჩასაწერი მართკუთხედის დახაზვა. ამის გაკეთება მაუსის მარცხენა ღილაკის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით და მისი ქვემოთ და მარცხნივ გაქაჩვით შეიძლება. გამოსახულებაზე შეიქმნება ტექსტის ჩასაწერი ბლოკი მარკერებით. მარკერების გამოყენებით შეიძლება ბლოკის ზომის შეცვლა და ცენტრის ირგვლივ შემოტრიალება.

თუ საჭიროა განსაზღტული ზომის ტექსტური ბლოკის შექმნა, ტექსტის ბლოკის შექმნის პროცესში უნდა მოხდეს ALT ღილაკზე დაჭერა. ამ შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ბლოკის სიგრძისა და სიგანის დაფიქსირება.

ბლოკის შექმნის შემდეგ, მის თავში აციმციმდება კურსორი. აბზაცის შესაქმნელად საჭიროა SPACE(ყველაზე გრძელი ღილაკი კლავიატურაზე) ღილაკზე დაჭერა და კურსორის გადაადგილება.

შენიშვნა: სათაურის ტექსტისაგან განსხვავებით, ტექსტის ქვედა სტრიქონზე ჩამოსატანად, საჭირო არ არის ENTER ღილაკზე დაჭერა. ჩარჩოსთან მიახლოვებისას, ტექსტი ავტომატურად გადადის მომდევნო სტრიქონზე.

image

კურსორის ტექსტის ბლოკიდან გატანის შემთხვევაში, ის იღებს გადაადგილების ხელსაწყოს ფორმას და შესაძლებელია ტელსტის ბლოკის ნებისმიერ ადგილზე გადატანა.

image CTRL ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია ტექსტის ბლოკის დახრა და ფორმის შეცვა.
image თუ ბლოკის ქვედა მარჯვენა მარკერში „ +“ გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ბლოკში არ ეტევა და საჭიროა ბლოკის გადიდება მარკერების გამოყენებით.
image ტექსტის აკრეფის შემდეგ, საჭიროა დადასტურების ღილაკზე დაჭერა, რომ მოხდეს ტექსტის გამოსახულებაზე დაფიქსირება.

image აბზაცის ტექსტის დაფორმატება იგივე წესით ხდება, რაც სათაურის ტექსტის: LAYERS პალიტრაი უნდა მოხდეს ტექსტის ფენის მინიატურაზე 2-ჯერ დაწკაპუნება. მოხდება ტექსტის ბლოკის ჩარჩოს გააქტიურება და ტექსტის სრული მონიშვნა. ჩარჩოს შიგნით კურსორის დაწკაპუნების შემთხვევაში, მონიშვნა გაქრება და დარჩაბა ბლოკის ჩარჩო, რაც ტექსტის ჩასწორების საშუალებას იძლევა.

აბზაცის ტექსტში, შესაძლებელია როგორც სრული ტექსტის, ასევე მისი ცალკეული ფრაგმენტის დაფორმატება, ამ ფრაგმენტის წინასწარ მონიშვნის შემდეგ.

image

0
220
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0