კომპიუტერები და პროგრამები ნათება 2016, 9 აპრილი, 12:42 1. გამოსახულებაზე ნათების ეფექტის შესაქმნელად, შევარჩიოთ შესაფერისი სურათი.
3. ჩავრთათ და გავააქტიუროთ I კოპირებული ფენა. ბრძანებით: მენიუ Filter > Render > Lens Flare…, ეკრანზე გამოდის Lans Flare ფილტრის სადიალაგო ფანჯარა. ფილტრის წინასწარი დათვალიერების ეკრანზე, ჯვრის ფორმის ნიშნის, მაუსით გადაადგილებით, მომავალი ნათების ადგილზე. ამის შემდეგ, საჭიროა ფილტრის პარამეტრების დარეგულირება: Brightness ბერკეტით განისაზღვრება ნათების სიძლიერე. I ფენისთვის ეს მაჩვენებელი 20%-ის ტოლია. Lens Type ველში უნდა შევარჩიოთ ნათების ტიპი. I და მომდევნო 6 ფენისთვის უნდა გავააქტიუროთ პირველი გადამრთველი – 50-300mm. პარამეტრების დარეგურილების შემდეგ, დავაჭიროთ OK ღილაკს. შენიშვნა: ნათება ჯერ ერთ თვალზე უნდა დავაყენოთ, რადგან ფილტრში, ნათების ნიშნის გადატანის შემდეგ, ძველი ადგილის მოძებნა ძალიან რთული იქნება. პალიტრაში მხოლოდ ერთი კადრი დაფიქსირდება > გავხსნათ პალიტრის მენიუ, პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით და ავირჩიოთ Make Frames From Layers პუნქტი > Layers პალიტრის ფენებიდან კადრები შეიქმნება და ანიმაციის პალიტრაში მივიღებთ 9 კადრს. დავაფიქსიროთ კადრის შეჩერების დრო: დავაჭიროთ I და ბოლო კადრს Shift ღილაკის თანხლებით და მოვინიშნოდ ყველა კადრი > კადრის დროს მენიუდან ავირჩიოთ – 0, 1 წამი (როდესაც რამოდენიმე კადრი არის მონიშნული, ერთ კადრზე შეცვლილი დრო, ავტომატურად ფიქსირდება ყველა მონიშნულ კადრზე) და გავაკეთოდ კადრების კოპირება. ამის გაკეთება შეიძლება რომელიმე კადრზე ან კადრების საზღვარზე მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და კადრების პალიტრის ახალი კადრის შექმნის ღილაკზე გადათრევით > შეიქმნება ახალი 9 კადრი > მონიშვნა მოეხსნება პირველ 9 კადრს და მოინიშნება ახალი კადრები > არ უნდა გავაუქმოთ მონიშვნა და გავხსნათ ანიმაციის პალიტრის მენიუ > ავირჩიოთ Reverse Frames პუნქტი. მონიშნული კადრების რიგითობის თანამიმდევრობა შებრუნდება > კადრის შეჩერების დრო, 0, 5 წამამდე უნდა გავზარდოთ I და IX ან X კადრებზე > ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices. 63 7-ს მოსწონს
|