x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოსურათიდან «გამოსვლის» საუკეთესო ნიმუშები (65 ფოტო + მასტერკლასი)

ხანდახან გვგონია, რომ ფოტოშოპის მეშვეობით ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლება. მაგ., ძალიან საინტერესო ხრიკი არის, რომლის მეშვეობით, 3D – სურათიდან გამოსვლის ეფექტი მიიღწევა. ამასთან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოცულობითი სურათიდან ობიექტი გამოდის.

სურათიდან გამოსვლის ეფექტი საშუალებას გვაძლევს სულ სხვა მხრიდან დავინახოთ ფოტოსურათი. ის ფოტოს აცოცხლებს, მოცულობას და მოძრაობის ეფექტს სძენს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ასეთი ფოტოსურათების გაკეთება რთული არ არის, თუ ფოტოშოპს თუნდაც მოყვარულის დონეზე ფლობთ!


image
ეს ფოტოეფექტი ერთი პრინციპით კეთდება და ჩარჩოს ფორმას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ის შეიძლება ფოტოშოპში იყოს შექმნილი ან უკვე გამზადებული კლიპარტი იყოს. მნიშვნელობა არა აქვს არც ფონს.

მსგავსი, სამგანზომილებიანი ეფექტის შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი ფოტოსურათი. მაგ., ისეთი, როგორიც ქვემოთ მოცემული ფოტოსურათი არის.


image
ამის შემდეგ, თანამიმდევრობით შეასრულეთ შემდეგი საფეხურები:

I. მოახდინეთ Background-ის დუბლირება > ფენებს შორის შექმენით ახალი ცარიელი ფენა > ჩაასხით შავი საღებავი.

image

image

image

II. შექმენით ახალი ფენა ჩარჩოს გასაკეთებლად > შექმენით მართკუთხედის ფორმის ოლქი და ჩაასხით თეთრი ფერის საღებავი > გამოყოფა არ გააუქმოთ


image

image

III. შედით მენიუში Select > Modify > Contract და გამოსულ სადიალოგო ფანჯრის Contract ველში ჩაწერეთ ციფრი, რომელიც ჩარჩოს სიგანე იქნება. მოცემულ შემთხვევაში, 10 პიქსელი არის > დააჭირეთ ОК ღილაკს და ამ მოქმედებით, გამოყოფის ოლქი შემცირდება > დააჭირეთ DELETE ღილაკს და შემდეგ, CTRL+D ღილაკების კომბინაციას, გამოყოფის მოსახსნელად.

image

image


IV. შეგიძლიათ ჩარჩო რომელიმე მხარეს დახაროთ, ფოტოსურათი უფრო ლამაზი რომ გამოვიდეს, ამისთვის გამოიყენეთ ბრძანება Edit > Transform > Skew და ჩარჩოს კუთხე ისე გადაადგილეთ, რომ ის ემთხვეოდეს იმ კუთხეს, რომელიდანაც მოხდა ფოტოს გადაღება.


image

image

V. უნდა წაშალოთ ჩარჩოს ის ნაწილი, რომელიც მანქანის ზედაპირს ფარავს (მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ დროებით, ჩარჩოს ფენის გამჭვირვალობა 50%-მდე შეამციროთ):


image

VI. ახლა კი ფონის ზედმეტი ნაწილი უნდა მოაშოროთ. ამისთვის, ფონის ის ნაწილი უნდა გამოყოთ, რომელიც ჩარჩოს მიღმა არის დარჩენილი:

image
დააჭირეთ DELETE ღილაკს.

image

image

VII. ახლა ზუსტად უნდა გამოყოთ ზედმეტი ფონი ჩარჩოს გარეთ გამოსულ ფოტოსურათის ნაწილზე და დააჭიროთ DELETE ღილაკს.


image

image

VIII. თითქმის დასრულდა. მხოლოდ ცოტა რეალურობა უნდა დაუმატოთ ანუ ჩარჩოს ჩრდილი მიახატოთ. ამისთვის: ჩარჩოსა და მანქანის ფენებს შორის შექმენით ახალი ცარიელი ფენა > აიღეთ ნულოვანი სიმაგრის (hardness=0), ჩარჩოს სიგანეზე, 2-ჯერ დიდი ფუნჯი (მოცემულ შემთხვევაში, ფუნჯის ზომა 20px არის) > დააჭირეთ Shift ღილაკს და ახალ ფენაზე, პირდაპირ ჩარჩოს ზოლებზე გაატარეთ ხაზები შავი ფუნჯით > შეამცირეთ ჩრდილის ფენის გამჭვირვალობა 20-25 %-მდე.

image

image
სულ ეს არის!

0
352
14-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0