x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფერის ჩანაცვლება გრადიენტული სქემით - ხელსაწყო Gradient Map. მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყო Gradient Map (გრადიენტული სქემა), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების ორი ან მეტი ფერით ტონირებისათვის. თუ გრადიენტი ორი ფერისაგან შედგება, ხელსაწყო გამოსახულების პიქსელებს ღია და მუქ დიაპაზონებად ყოფს და ისე ახდენს ტონირებას ორ ფერში. თუ გრადიენტი ორზე მეტ ფერს შეიცავს, გამოსახულებაში გამოიყოფა ფერის იმდენი დიაპაზონი, რამდენი ფერიც არის გრადიენტში.
ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის გახსნის დროს, მასში დაფიქსირებულია გრადიენტი, რომლის ფერი ემთხვევა ინსტრუმენტის პანელზე წინა და უკანა ფონებად დაყენებულ ფერებს (ნახ. ტონირება Gradient Map ხელსაწყოს გამოყენებით).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ხელსაწყო Gradient Mapხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარაში ორი ველია: მოხმარებული გრადიენტის – Gradient Used for Grayscale Mapping ველი, რომელშიც ფიქსირდება ის გრადიენტი, რომლითაც ხდება გრადიენტის ტონირება და გრადიენტის ოპტიმიზაციის – Gradient Options ველი ორი გადამრთველით: Dither – შლის მკვეთრ საზღვრებს ფერებს შორის და Reverse – უცვლის განლაგების მიმართულებას გრადიენტის ფერებს.
გრადიენტის მარჯვნივ მდებარე ღილაკზე დაჭერით (1), სადიალოგო ფანჯარა სრულად იხსნება და ეკრანზე გამოდის გრადიენტების პალიტრა (2). პალიტრაში რომელიმე გრადიენტის არჩევის შემთხვევაში, არჩეული გრადიენტი იკავებს მთავარი გრადიენტის ადგილს (3), ხოლო გამოსახულების ტონირება, გრადიენტის შესაბამისი ფერებით ხდება.
ავტომატურად ტონირების გარდა, შესაძლებელია პროგრამაში არსებული გრადიენტის რედაქტირება და ახალი გრადიენტის შექმნა. ამისათვის საჭიროა გრადიენტების პალიტრაში გრადიენტის ტიპის არჩევა (ფრების რაოდენობის მიხედვით). არჩეული გრადიენტი, როგორც უკვე აღვნიშნეღ, მთავარი გრადიენტის ველში დაიკავებს ადგილს. ამ ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტების რედაქტირების სადიალოგო ფანჯარა – Gradient Editor, რომლის Preset ველში გრადიენტების პალიტრა არის განლაგებული, ხოლო სადიალოგო ფანჯრის ქვედა ნაწილში, წარმოდგენილია არჩეული გრადიენტი მარკერებით (ნახ. გრადიენტების რედაქტირების სადიალოგო ფანჯარა (1).

ხელსაწყო Gradient Mapმარკერზე დაწკაპუნებით აქტიურდება Color ველი (2). მაცზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა და შესაძლებელია გრადიენტის ფერის ნებისმიერი ფერით ჩანაცვლება.
ფერის რედაქტირების გარდა, მარკერების გადაადგილებით, შესაძლებელია ფერის დიაპაზონის შეცვლა, ხოლო ფერებს შორის საზღვრების დარეგულირება, მარკერებს შორის მდებარე რომბების გადაადგილებით ხდება (3). OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, რედაქტირებული გრადიენტი დაიკავებს მთავარი გრადიენტის ადგილს Gradient Map ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯარაში და გამოსახულების ტონირება ახლადშექმნილი გრადიენტით მოხდება.
ქვემოთ წარმოდგენილია გამოსახულების ორიგინალი (1), ტონირებული გამოსახულება პალიტრის გრადიენტით (2) და ტონირებული გამოსახულება რედაქტირებული გრადიენტით (3).

ხელსაწყო Gradient MapGradient Map ხელსაწყოს აქვს საკუთარი მენიუ, რომელიც ეკრანზე გამოდის პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით (ნახ. Gradient Map ხელსაწყოს მენიუ ).

 ხელსაწყო Gradient Mapმენიუ რამოდენიმე განყოფილებისგან შედგება:
New Gradient პუნქტის არჩევის შემთხვევაში (თუ, რა თქმა უნდა, ახალი გრადიენტი არის შექმნილი), ეკრანზე გამოდის Gradient Name სადიალოგო ფანჯარა (ნახ. სადილაოგო ფანჯარა Gradient Name).

მენიუ რამოდენიმე განყოფილებისგან შედგება:  New Gradient პუნქტის არჩევის შემთხვევაში (თუ,  რა თქმა უნდ

ამ ფანჯრის Name ველში საჭიროა ახალი გრადიენტის სახელის ჩაწერა. OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, პალიტრაში ახალი გრადიენტი გაჩნდება (1).
მენიუს შემდეგი განყოფილება (2) მაშინ არის აქტიური, როდესაც რომელიმე გრადიენტი არის მონიშნული პალიტრაში. Rename Gradient პუნქტით შეიძლება გრადიენტისათვის სახელის გადარქმევა, ხოლო Delete Gradient – პუნქტით – გრადიენტის გაუქმება.
მენიუს მესამე განყოფილებაში (3), გრადიენტების პალიტრაში ასახვის ხერხების სია არის მოცემული (მხოლოდ ტექსტი, პატარა სიმბოლოები, დიდი სიმბოლოები, სიმბოლოები და ტექსტი (დიდი და პატარა ზომის).
Preset Manager პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომელშიც პალიტრაში მოცემული გრადიენტების ნაკრები არის დაფიქსირებული.
პალიტრაში მოცემული გრადიენტების გარდა, პროგრამაში სხვა გრადიენტების ნაკრებებიც არის ინსტალირებული, რომელთა ეკრანზე გამოტანა შესაძლებელია მენიუს ბოლო განყოფილებაში მოცემული პუნქტების მეშვეობით (5). მოცემული სიიდან რომელიმე ნაკრების ამორჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით (ნახ. სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით): Replace Current gradients with the gradients from Metals.grad? (უნდა მოხდეს თუ არა, ახალი გრადიენტების ნაკრებით არსებული გრადიენტების ჩანაცვლება?).

ხელსაწყო Gradient MapOK ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, პალიტრაში გრადიენტების ახალი ნაკრები დაფიქსირდება, Cancel ღილაკი აუქმებს ბრძანებას, ხოლო Append ღილაკით, პალიტრის გრადიენტებს დაემატება მენიუს სიიდან არჩეული გრადიენტების ნაკრები (6).
გრადიენტების პალიტრის სიის ზემოთ, მოცემულია განყოფილება, რომლის პუნქტების გამოყენებით, შესაძლებელია გრადიენტების პალიტრის მართვა:
Save Gradients პუნქტის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია პალიტრაში მონიშნული გრადიენტის შენახვა მყარ დისკზე. გრადიენტის შენახვის სადიალოგო ფანჯარა ძალიან ჰგავს დოკუმენტის შენახვის Save As სადიალოგო ფანჯარას და შენახვის წესიც ანალოგიურია: საჭიროა Save in ველში გრადიენტისათვის საქაღალდის მოძებნა და Save ღილაკზე დაჭერა.
Load Gradients პუნქტით შესაძლებელია, მომხმარებლის მიერ შექმნილი და შენახული ან ინტერნეტში მოძიებული, გრადიენტის მყარი დისკიდან პალიტრაზე გამოტანა. აღნიშნული პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი სადიალოგო ფანჯარა (ნახ. სადიალოგო ფანჯარა Load ), რომლის Look in ველში საჭიროა იმ საქაღალდის მოძებნა, რომელშიც მოთავსებულია გრადიენტი ან გრადიენტების ნაკრები > გრადიენტის (გრადიენტების მაკრების) ამორჩევის შემდეგ, სადიალოგო ფანჯრის File name ველში ფიქსირდება არჩეული გრადიენტების სახელი, ხოლო Files of type ველში – არჩეული ფაილის ფორმატი > Load ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, პალიტრაში არსებულ გრადიენტების ნაკრებს, ახალი ნაკრები დაემატება.

 ხელსაწყო Gradient MapReplace Gradients პუნქტი – პალიტრის გრადიენტებს ჩაანაცვლებს მყარ დისკზე ამორჩეული გრადიენტებით. აქაც ისე, როგორც წინა შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის გრადიენტების ჩატვირთვის ფანჯარა.
Reset Gradients პუნქტის არჩევის შემთხვევაში, ხელსაწყოს გრადიენტების პალიტრა, პროგრამით გათვალისწინებულ, საწყის პოზიციაზე აღდგება.
P.S. გრადიენტები და მათთან დაკავშირებული ოპერაციები, უფრო დეტალურად, განხილული იქნება სახელმძღვანელოს III თავში, „შემავსებელი ხელსაწუოების“ გაცნობის დროს.

0
87
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0