x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროგრამის ინტერფეისი (Photoshop CS 4 & 5)

ფოტოშოპის პროგრამის ფანჯრის უდიდესი ნაწილი უკავია სამუშაო არეს. მის მარცხენა კიდეში მდებარეობს ხელსაწყოების პანელი. პანელის თავზე განლაგებულ ორმაგ ისარზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყოები პანელი ორ სვეტად განლაგდება (ნახ.1) (ფოტოშოპის ძველ ვერსიებში, ხელსაწყოების პანელი ორ სვეტიანი იყო და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, აღნიშნული პანელის ორი ვარიანტია წარმოდგენილი).

პროგრამის ინტერფეისი

ხელსაწყოების პანელზე განთავსებულია პროგრამის ყველა ძირიღადი ხელსაწყო. რომელიმე ხელსაწყოს ამოსარჩევად, საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკით ხელსაწყოს პიქტოგრამაზე დაწკაპუნება. პიქტოგრამებთან მაუსის მაჩვენებლით მიახლოვებისას, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ხელსაწყოების სახელწოდებები. თუ ხელსაწყოს პიქტოგრამის ქვედა მარჯვენა კუთხეში პატარა სამკუთხედია, ე. ი. აღნიშნული ხელსაწყო შედის ბლოკში, რომელშიც გაერთიანებულია კიდევ რამოდენიმე ხელსაწყო. ამ ხელსაწყოების ნახვა და რომელიმეს ამორჩევა, შეიძლება მოცემულ პიქტოგრამაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით, რის შემდეგ, ეკრანზე გამოდის მენიუ, ბლოკში შემავალი ხელსაწყოებით. აღნიშნული მენიუ მაშინაც გამოდის, თუ მაუსის მარცხენა ღილაკით დავაჭერთ ხელსაწყოს პიქტოგრამას და რამოდენიმე წამი დაველოდებით.სამუშაო არისა და ხელსაწყოების პანელის ზემოთ, მდებარეობს ხელსაწყოს პარამეტრების პანელი (ნახ. 2), რომლის საშუალებით შესაძლებელია არჩეული ხელსაწყოს პარამეტრების დარეგულირება. ყველა ხელსაწყოს საკუთარი პარამეტრების პანელი აქვს და ხელსაწყოს შეცვლასთან ერთად, პანელიც იცვლება.

პროგრამის ინტერფეისი

ამა თუ იმ ხელსაწყოს პარამეტრების დარეგულირების შემდეგ, შესაძლებელია პარამეტრების პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნება. ამისათვის საჭიროა, პანელის თავში, ხელსაწყოს პიქტოგრამის გვერდით მდებარე პატარა სამკუთხედზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერა და გამოსულ მენიუში, ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთის არჩევა (ნახ. 3):Reset Tool – აღადგენს საწყის პარამეტრებს არჩეული ხელსაწყოსთვის.Reset All Tool – აღადგენს საწყის პარამეტრებს პროგრამის ყველა ხელსაწყოსთვის.

პროგრამის ინტერფეისი

ხელსაწყოების პარამეტრების პანელის თავზე, განთავსებულია მენიუს ზოლი (ნახ. 4), რომელშიც პროგრამის ბრძანებები თემატურად გაერთიანებულია სხვადასხვა ჯგუფებში:

პროგრამის ინტერფეისი

File მენიუში თავმოყრილია ბრძანებები პროგრამაში დოკუმენტის გახსნის, ახალი დოკუმენტის შექმნასა და შენახვასთან დაკავშირებით. Edit მენიუში გაერთიანებულია გაცვლის ბუფერთან სამუშაო ბრძანებები (კოპირება, ჩასმა). ამავე მენიუს გამოყენებით, შესაძლებელია გამოსახულების ტრანსფორმირება, გამოყოფის ოლქში ფერის ჩასხმა და მისთვის კონტურის შემოვლება, გამოსახულების ფერის პროფილის შეცვლა და პროგრამის სისტემის დარეგულირება. Image მენიუს ყველა ბრძანება გამოსახულების რედაქტირებას უკავშირდება: მობრუნება, გვერდების ჩამიჭრა, ზომისა და ფერის რეჟიმების შეცვლა და ფერის კორექცია. Layer მენიუ შეიცავს ფენებზე ჩასატანებელი ოპერაციების ბრძანებებს: ფენის დუბლირება, ნიღბის დადება, ფენების დაჯგუფება და გაერთიანება, ეფექტების დადება და ა.შ. Select მენიუს ბრძანებებით ხდება ობიექტის გამოყოფა – ტრანსფორმირება, გამოყოფის შენახვა, ჩატვირთვა და ინვენტირება. Filter მენიუში წარმოდგენილია პროგრამაში არსებული ფილტრების სია. გარდა ამისა, აქვე ფიქსირდება ის ფილტრებიც რომელთა ინსტალაციას პროგრამის მომხმარებელი დამატებით ახდენს. Analysis მენიუს საშუალებით ხდება გამოსახულების ობიექტების გადანომვრა და მანძილების გაზომვა მათ შორის. 3D მენიუში გაერთიანებულია ბრძანებები სამგანზომილებიან ობიექტებთან სამუშაოდ. View მენიუს ბრძანებები გამოიყენება დოკუმენტის მასშტაბის მართვისა და სახაზავისა და დამხმარე საკორექციო ხაზების ეკრანზე გამოჩენა დამალვისთვის. Window მენიუში მოთავსებულია ბრძანებები სამუშაო გარემოსა და პალიტრების მართვისათვის. Help მენიუ შეცავს ინფორმაციას პროგრამისა და მასში ინსტალირებული ფილტრების და ასევე, ფოტოშოპში ჩასატარებელი ზოგიერთი ოპერაციის შესახებ. თუ მენიუს ბრძანების ბოლოს პატარა შავი სამკუთხედია, ეს იმას ნიშნავს, რომ მენიუს ამ პუნქტს აქვს ქვემენიუ, ხოლო თუ მენიუს ბოლოს არის ბრძანება: Show All Menu Items ე.ი. მენიუ სრულად არ არის გახსნილი და ზოგიერთი ბრძანება დამალულია. აღნიშნულ პუნქტზე მაუსის მარცხენა ღილაკით დაწკაპუნების შემდეგ, მენიუ სრულად გაიხსნება (ნახ. 5).

პროგრამის ინტერფეისი

მენიუს ზოგიერთ ბრძანებას გვერდით მიწერილი აქვს კლავიატურის ღილაკის სახელი ან ღილაკების კომბინაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ბრძანების გაცემა მენიუში შესვლის გარეშე, კლავიატურის ღილაკებზე დაჭერით შეიძლება (ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ბრძანებების კლავიატურული შემოკლებების დამახსოვრება). ღილაკების კომბინაციის აკრეფის დროს, საჭიროა ჯერ პირველ ღილაკზე დაჭერა და ხელის აუღებლად მეორე ღილაკზე დაჭერა. „+“ კომბინაციაში მხოლოდ „და“ კავშირის ფუნქციას ასრულებს. პროგრამაში მუშაობის გამარტივების მიზნით, მენიუს ზოგიერთი ბრძანება ღილაკების სახით არის გამოტანილი მენიუს ზოლზე (ნახ. 6).

პროგრამის ინტერფეისი

სამუშაო არის მარჯვენა ნაწილში განთავსებულია პალიტრები (ნახ. 7). პალიტრის გადატანა სამუშაო არის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება. ამისათვის საჭიროა პალიტრის პიქტოგრამაზე ან სათაურის ზოლზე მაუსის მარცხენა ღილაკით დაჭერა, პალიტრის ირგვლივ ცისფერი ჩარჩოს გაჩენის შემდეგ (ნახ. 7 (I), შესაძლებელია მისი გადატანა (7 (II). პალიტრის გახსნა შესაძლებელია პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ორმაგ ისარზე დაჭერით (ნახ. 7 (III).

პროგრამის ინტერფეისი

გამოტანილი პალიტრის პალიტრების პანელზე დაბრუნება იგივე წესით ხდება. პანელიდან გამოტანილი პალიტრის გაუქმება, მის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ჯვრის ფორმის ღილაკზე დაჭერით ხდება, ხოლო აღდგენა Window მენიუში პალიტრის სახელზე დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ პალიტრების გადატანა-გადმოტანისა და დახურვა-გახსნის შემდეგ, სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგა, საჭიროა Window მენიუში შესვლა და Workspace ბრძანების ქვემენიუდან Essentials (Default) ან Basic ბრზანების არჩევა (ნახ. 8).

პროგრამის ინტერფეისი

Workspace ქვემენიუში (ნახ. 8) თავმოყრილია ბრძანებები, რომლებიც განაპირობებენ პალიტრების სხვადასხვა ნაკრების განთავსებას სამუშაო არეში. ფოტოშოპი მრავალფუნქციონარული პროგრამაა და პალიტრებიც შესასრულებელი სამუშაოს შესაფერისი უნდა იყოს: Essentials (Default) პუნქტის არჩევის შემთხვევაში, სამუშაო არეში ჩნდება პალიტრების ნაკრები, რომელიც საჭიროა გამოსახულების რედაქტირებისათვის, Basic ბრძანებას ეკრანზე გამოაქვს პროგრამის ყველა ძირითადი პალიტრა, სამგანზომილებიან ობიექტებზე სამუშაოდ არის Advanced 3D პალიტრების ნაკრები, ხატვისათვის -Pointing -ი, ვიდეო ფაილების რედაქტირებისთვის – Video. გარდა ამისა, მენიუში არის ბრძანებები: Automation (ავტომატიზაცია), Color and Tone (ფერი და ტონი), Analysis (ანალიზი), Profing (შემოწმება), Typography (გაფორმება) და Web (ვები). გარდა აქ ჩამოთვლილ ნაკრებებისა, შესაძლებელია პალიტრების საკუთარი ნაკრების შექმნა და შენახვა ბრძანებით: მენიუ Window> Workspace > Save Workspace> გამოვა ბრძანების შესაბამისი სადიალოგო ფანჯარა (ნახ. 9). საჭიროა პალიტრის ახალი ნაკრებისთვის სახელის შერჩევა და Name ველში ჩაწერა (სულ ერთია რა სახელი იქნება. მაგ., საკუთარი) და შესანახი ელემენტების გადამრთველების ჩართვა:Panel Locations- პანელების განლაგება; Keyboard Shortcuts – კლავიატურული შეემოკლებები; Menus- მენიუები;

პროგრამის ინტერფეისი

სადილოგო ფანჯარაში Save ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ახალი სამუშაო გარემოს სახელი დაემატება ზემოთ ხსენებულ Workspace ქვემენიუს სტანდარტულ ნაკრებს. საკუთარი სამუშაოს გარემოს გაუქმება შეიძლება ბრძანებით: Window > Workspace > Delete Workspace. ამ ბრძანების გაცემამდე, საჭიროა აღნიშნული ქვემენიუდან პალიტრების სტანდარტული ნაკრების არჩევა, ქვემენიუს ახლიდან გახსნა და Delete Workspace პუნქტზე დაჭერა. ამის შემდეგ, ეკრანზე გამისულ სადიალაგო ფანჯარაში Delete ღილაკზე, ხოლო ბრძანების შესრულების დადასტურების ფანჯარაში, Yes Rilakze დაჭერა (საერთოდ, შესაძლებელია ახალი სამუშაო გარემოს შექმნა და ძველის ხელუხლებლად დატოვება). პროგრამის სამუშაო გარემოს ნახვა Window მენიუში შესვლის გარეშეც შეიძლება: ის ფიქსირდება მენიუს ზოლის ბოლოს, პროგრამის ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში. სამუშაო გარემოს სახელწოდების გვერდით მდებარე პატარა შავ სამკუთხედზე დაჭერის შემთხვევეში, ეკრანზე გამოდის Workspace ბრძანების ქვემენიუ (ნახ. 10).

პროგრამის ინტერფეისი

პალიტრები სამუშაო არეში სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი: გაშლილი ან დახურული. პალიტრების პანელის თავზე მდებარე ორმაგ ისარზე დაწკაპუნებით ხდება ყველა პალიტრის ერთდროულად გახსნა და დახურვა (ნახ. 11).

პროგრამის ინტერფეისი

დახურული პალიტრების გადიდება და შემცირება შესაძლებელია სათაურის დონემდე (ნახ. 12). მაუსის მაჩვენებლის პალიტრების პანელის კიდესთან მიტანის შემთხვევაში, ჩნდება ორმაგი ისარი. პალიტრის კიდის გადაადგილებით შესაძლებელია პანელის გადიდება და შემცირება.

პროგრამის ინტერფეისი

ასევე შესაძლებელია ზომის შეცვლა გახსნილი პალიტრებისა და ცალკე აღებული პალიტრისათვის (ნახ. 13).

პროგრამის ინტერფეისი

პალიტრები პანელზე განლაგებულია ბლოკებში. თითოეულ ბლოკში ორი ან სამი პალიტრა არის გაერთიანებული. ბლოკში შემავალ პალიტრებს შორის გადართვა, პალიტრების სათაურის ზოლზე დაწკაპუნებით არის შესაძლებელი. პროგრამა ბლოკებს შორის პალიტრების გადაადგილების საშუალებასაც იძლევა, რაც მუშაობის პროცესს უფრო ადვილს ხდის: მაგ., Layers პალიტრა, პალიტრების ყველა ნაკრებში, ბოლო ბლოკში არის გაერთიანებული, მაგრამ თუ პროგრამაში გახსნილი დოკუმენტი რამოდენიმე ფენას შეიცავს, უმჯობესია, თუ აღნიშნული პალიტრა პირველ ბლოკში იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ფენის ან მათი უმრავლესობის დანახვის შესაძლებლობა გვექნება, თუ, რა თქმა უნდა, პალიტრის სიგრძეს გავადიდებთ. სამუშაო გარემოს მოწყობისა და საკუთარი გარემოს შექმნის შემდეგ, პროგრამა დაიმახსოვრებს ინტერფეისში შეტანილ ყველა ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის გახსნისას, ყველაფერი ისე დაგვხვდება, როგორც დახურვის მომენტში იყო.

1
313
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
313
  
2015, 20 აგვისტო, 22:09
"სერიოზულ"
0 1 1