x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

ჰორიზონტი (ბერძ. შემოვსაზღვრავ) – დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელსაც დამკვირვებლის თვალი მისწვდება ღია გარემოში. ამ ზედაპირის შემომფარგვლავ ხაზს, ჰორიზონტის ხაზი ჰქვია. ეს არის ის ადგილი, სადაც ხმელეთი და ცა ერთმანეთს უერთდება. თუ ამ ხაზს არაფერი არა კვეთს, იქმნება ღია ჰორიზონტი, ხოლო თუ ის ხეებით ან შენობა-ნაგებობებით იკვეთება – დახურული ჰორიზონტი.

imageimage

დამკვირვებლის თვალიდან გამოსული სხივების მიერ, ჰორიზონტის ხაზთან შექმნილ სიბრტყეს, ჰორიზონტის სიბრტყე ეწოდება.

image

image

image

მთვარის დაბნელება – მოვლენა, როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილის ქვეშ ხვდება და მთლიანად ან ნაწილობრივ იჩრდილება.

მთვარის ფაზები – „მთვარის ფორმაცვლილება“.

imageმთვარის ძირითადი ფაზებია: ახალმთვარეობა, პირველი მეოთხედი, სავსემთვარეობა და უკანასკნელი მეოთხედი.

image

სინოდური (ბერძ. შეერთება) თვე – დროს, რომელიც ესაჭიროება მთვარეს ერთნაირ ფაზებს შორის, სხვა ფაზების გასავლელად. სინოდური თვის ხანგრძლივობა 29 დღე და 12 სთ. არის და განსაზღვრავს მთვარის მდებარეობას მზის მიმართ.

სიდერიული (ბერძ. ვარსკვლაური) თვე – დრო, რომელიც ესაჭიროება მთვარეს, დედამიწის ირგვლივ შემოსავლელად. ამ დროს ის იცვლის მდებარეობას დედამიწის და უძრავი ვარსკვლავების მიმართ. სიდერიული თვის ხანგრძლივობა 27 დღე და 7 საათი არის.


მზის დაბნელება – მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე.

image

image

imageზენიტი – მზის მდებარეობა ცაზე, როდესაც დედამიწაზე სხივების დაცემის კუთხე 90º ტოლია.

image

პოლუსი (გეოგრაფიული) (ბერძ. ცისა და მიწის ღერძი) – დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის გადაკვეთის ადგილი, დედამიწის ზედაპირზე.
დედამიწას ორი პოლუსი აქვს: ჩრდილოეთი და სამხრეთი.

image

imageimageწარმოსახვითი ღერძის არსებობა და მის ირგვლივ დედამიწის ბრუნვის ფაქტი, ფრანგმა ფიზიკოსმა, ჟან ფუკომ (1819 - 1868 წწ.) დაამტკიცა.

image

image imageფუკომ 28 კილოგრამიანი სფერო, წვრილი წვეტანით, ჩამოკიდა მავთულზე, რომელიც მიმაგრებული იყო შენობის თაღზე, ისე რომ ქანქარა ყველა მიმართულებით თავისუფლად მოძრაობდა. ქანქარის ქვემოთ, ქვიშა იყო დაყრილი. ქანქარის ამოძრავების შემდეგ, მან საათის ისრის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ის წვეტანიანი დაბოლოებით მოძრაობისას, ქვიშაზე ხაზებს ავლებდა: ყოველი ახალი გაქანების შემდეგ, სფერო 3 მმ-ით გადაადგილდებოდა წინა პოზიციიდან და 11º კუთხეს ქმნიდა ბოლის წინა ხაზთან. 32 საათის შემდეგ, სფერო საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
ექსპერიმენტი პარიზში ჩატარდა, რომელიც ჩრდ. გ. 48º 51' მდებარეობს. ის რომ რომელიმე პოლუსზე ჩატარებულიყო, ქანქარას, სრული ბრუნის გასაკეთებლად, 24 სთ. დასჭირდებოდა და ერთი საათის შუალედებით გაკეთებულ ხაზებს შორის, კუთხე 15º იქნებოდა (პოლუსებზე ქანქარა უფრო მოკლე რადიუსიან წრეზე მოძრაობს და შესაბამისად, ნაკლებ დროს კარგავს, ერთი ბოლოდან მეორემდე მისასვლელად. ეს იმიტომ ხდება, რომ პოლუსებზე სხეული უფრო ახლოს არის დედამიწის ცენტრთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე, შესაბამისად, მასზე მოქმედი მიზიდულობის ძალა უფრო დიდია. ქანქარის შემთხვევაში, გარკვეული მიმართულებით, ინერციით მოძრავ ბურთულას, ეს ძალა უფრო სწრაფად აბრუნებს დედამიწაზე. ამის გამო, ბურთულის მიერ ჰაერში შემოხაზული რკალი უფრო მცირეა, ვიდრე, მაგ., პარიზში).

ეკვატორი (ლათ. თანაბარი) - წარმოსახვითი ხაზი, რომელიც აერთიანებს პოლუსებიდან თანაბრად დაშორებულ წერტილებს.
ეკვატორი დედამიწას ორ ნახევარსფეროდ ყოფს. მის ჩრდილოეთით და სამხრეთით პარალელურად გავლებულ ხაზებს, პარალელები ეწოდება.

დედამიწაზე მზის სინათლის არათანაბარი განაწილების გამო, წარმოიქმნება სინათლის სარტყლები. მათ შორის საზღვრებს 23, 5º (ტროპიკი) და 66, 5º (პოლარული წრე) პარალელებზე ატარებენ.

imageტროპიკი – მზის ზენიტური მდებარეობის წარმოსახვითი საზღვარი. ჩრდ. ტროპიკზე მზე ზენიტში 22 ივნისს, ხოლო სამხ. ტროპიკზე - 22 დეკემბერს არის.
პოლარული წრე – პოლარული მზის და ღამის წარმოსახვითი საზღვარი.
მერიდიანი (ლათ. შუა დღე) – დედამიწის ზედაპირზე, პოლუსების შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზები.
გრინვიჩზე (ლონდონის გარეუბანი) გადის ნულოვანი მერიდიანი. ნულოვანი და მის მოპირდაპირე მხარეს გამავალი მერიდიანი, დედამიწას ორ ნაწილად: აღმ. და დას. ნახევარსფეროებად ყოფს.
ტერმინატორი – სინათლისა და სიბნელის გამყოფი ხაზი.

image

image

ეკლიპტიკა – გზა, რომელსაც მზე გადის ერთი წლის მანძილზე. ეს არის მზის ხილული გზა და ამავე დროს, დედამიწის ორბიტის პროექცია ცის სფეროზე და დედამიწის ორბიტის სიბრტყე.

image

imageimageორბიტა – დედამიწის გზა მზის ირგვლივ.
წელიწადი – დროის ათვლის ერთეული. პერიოდი, რომელიც საჭიროა დედამიწის მიერ მზის გარშემო, ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად. წელიწადის ხანგრძლივობა - 365 დღე-ღამე 6 სთ. 9 წთ. 9 წმ.

სიდერიული (ვარსკვლავური) წელიწადი – დროის შუალედი, რომელიც ესაჭიროება ციურ სხეულს (დედამიწა, მზე) უძრავი ვარსკვლავების ირგვლივ შემოსავლელად.
ანომალისტიკური წელიწადი – დრო რომელიც ესაჭიროება დედამიწას, უკიდურესი წერტილების (აფელიუმი, პერიფელიუმი) თანმიმდევრობით გასავლელად.
ტროპიკული წელიწადი – დროს რომელიც ესაჭიროება დედამიწას გაზაფხულის ბუნიობის (21.03) ორჯერ თანმიმდევრობით გასავლელად.
image

ბუნიობა – დღის და ღამის სწორების დღეები.

გაზაფხულის ბუნიობა – 21 მარტი.

შემოდგომის ბუნიობა – 32 სექტემბერი.

ნაბუნიობა – წელიწადის დღე, როდესაც ყველაზე გრძელი დაღე და მოკლე ღამეა ან პირიქით, ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე არის.

ზაფხულის ნაბუნიობა – 21 მარტი.

ზამთრის ნაბუნიობა – 22 ივნისი.

imageსასარტყლო დრო – დედამიწა წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ შემობრუნებას 24 სთ-ს ანდომებს. ამიტომ, პლანეტის ზედაპირი 24 ნაწილად (სარტყლად) არის დაყოფილი. თითოეულ სარტელი 15º-ს ტოლია (360º : 24 სთ. = 15º).

image

image

image

თითოეული სარტყლის ყველა პუნქტი, ამ სარტყლის შუა მერიდიანის დროით სარგებლობს. სასაათო სარტყლის მიხედვით ათვლის დროს, სასარტყლო (ზოლური) დრო ეწოდება.

სასარტყლო დრო = გრინვიჩის დრო + სარტყლის ნომერი

ერთ მერიდიანზე, პოლუსიდან პოლუსამდე, ერთი და იგივე დრო არის. ამ დროს, ადგილობრივი დრო ეწოდება.

თარიღთა ცვლის ხაზი – მე-12 სასაათე სარტყელში, 180º-იან მერიდიანზე გადის. ხაზის გადაკვეთის შემდეგ, 1 დღე ან ემატება (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკე) ან აკლდება (აღმოსავლეთიდან დასავლეთისკე).

კალენდარი – კალენდარი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ხანგრძლივი დროის მანძილზე იქმნებოდა. ჩვენი ცივილიზაციის არსებობის მანძილზე 200-მდე სხვადასხვა სახის კალენდარი შეიქმნა. თანამედროვე კალენდრის წინა კალენდარი იყო იულიანული (ი. ცეზარის ბრძანებით შეიქმნა), რომელიც 325 წ. ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა და მიიღო.

იულიანული კალენდარი ტროპიკული წლის ხანგრძლივობას 11 წთ. და 14 წმ-ით ჩამორჩებოდა. XVI საუკუნისთვის, სხვაობამ 10 დღე-ღამე შეადგინა. მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომის პაპმა გრიგორ XII, 1582 წ. შემოიღო ე. წ. ახალი სტილი –გრიგორიანული კალენდარი, რომლის მიხედვით, დაკლებული დღეები ავტომატურად ემატებოდა კალენდარს. 1918 წ. საბჭოთა კავშირიც გადავიდა ახალ სტილზე. სხვაობა, ძველ და ახალ კალენდრებს შორის, იმ პერიოდისთვის, უკვე 13 დღე-ღამეს შეადგენდა და ეს დღეები დაემატა ახალ წელიწადს. მაგრამ, ეკლესიამ არ მიიღო ცვლილება და ამჟამად, ჩვენთან ორივე სტილის კალენდარი მოქმედებს – საერო და საეკლესიო.

მაგნიტური პოლუსები – დედამიწას გეოგრაფიული პოლუსების გარდა, გააჩნია მაგნიტური პოლუსები, რაც გამოწვეულია პლანეტაზე მაგნიტური ველის არსებობით.

მაგნიტური ველის პოლუსები არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსებს. ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარე მაგნიტური პოლუსი მდებარეობს გეოგრაფიული პოლუსის სამხ-დას-ით, ხოლო სამხ. ნახევარსფეროში – გეოგრაფიული პოლუსის ჩრდ-აღმ-ით.

მაგნიტურ პოლუსებზე გადის დედამიწის მაგნიტური ღერძი.

მაგნიტური ველი იცავს დედამიწას კოსმოსის მავნე ზემოქმედებისგან და მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: უძველესი დროიდან, ნავიგაციისთვის იყენებენ.

image

მაგნიტური პოლუსების მიმართულებას, კომპასის მაგნიტური ისარი აჩვენებს.

კომპასი - ხელსაწყო რომელიც ორიენტირებისთვის გამოიყენება.

კომპასის მაგნიტური ისრები ყოველთვის ჩრდ. და სამხრ. გეოგრაფიულ მიმართულებებს უჩვენებს, რადგან ერთნაირად დამუხტული პოლუსები ერთმანეთს განიზიდავენ, ხოლო საწინააღმდეგოდ დამუხტული პოლუსები – მიიზიდავენ. გამოსის რომ ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარეობს მაგნიტური ველის სამხ. პოლუსი, ხოლო სამხ. ნახევარსფეროში – მაგნიტური ველის ჩრდ. პოლუსი. ე. ი. რასაც ჩვენ ჩრდ. მაგნიტყრ პოლუსს ვეძახით, სინამდვილეში სამხრეთის არის და სამხრეთის პოლუსი –ჩრდილოეთის. მაგრამ ტერმინები რომ არ არეულიყო, ჩრდ. ნახევარსფეროში ორივე პოლუსი ჩრდ. პოლუსად მოიხსენიებენ, ხოლო სამხრეთში – სამხრ. პოლუსებად.

კომპასი სამი სახის არის: მაგნიტური, ელექტრონული და ჰერო.

მაგნიტური კომპასი და საერთოდ კომპასი, 3 000 წლის წინ ჩინეთში გამოიგონეს. ძვ. წ. აღრ. 400-300 წწ. ჩინელები კომპასს არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაში, ნავიგაციის დროსა იყენებდნენ.

ევროპაში კომპასი მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გამოჩნდა.

image

ელექტრონული კომპასი არის ელექტროგენერატორის მსგავსი მოწყობილობა, რომლითაც მაგნიტური მიმართულების დადგენა დენის ძაბვით ხდება. გამოიყენება ავიაციაში და საზღვაო ნავიგაციაში.

imageჰერო კომპასი არის ხელსაწყო, რომლის შემადგენლობაში ერთი ან რამდენიმე ჰეროსკოპი (ხელსაწყო, რომელიც სხეულის მობრუნების კუთხის ცვალებადობაზე რეაგირებს). ამ ტიპის კომპასები საზღვაო ნავიგაციაში გამოიყენება.

imageჩრდილოეთის (პოლარული) ციალი – ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება, რომელიც მზის ქარების დამუხტული ნაწილაკების და დედამიწის მაგნიტური ველის შეხების ადგილზე წარმოიქმნება.imageimage

image

§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70081-§17-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-I-მზის-ქარი-და-მ/88/


§18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70832-§18-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-II-სისტემები-მთვ/88/


§19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ. თავი III - პლანეტა დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/70580-§19-ზოგადი-ცნობები-დედამიწის-მზის-და-მთვარის-შესახებ-თავი-III-პლანეტა-/108/


0
1472
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0