x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§23. კარტოგრაფიული პროექციები. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

imageგლობუსი დედამიწის მოდელია და იმისთვის, რომ ეს მოდელი სიბრტყეზე (ქაღალდზე) გადავიტანოთ, საჭიროამ მისი გაჭრა. გაჭრა შეიძლება მერიდიანებზე, პარალელებზე ან ამორჩეული წერტილიდან (წერტილებიდან) გამომავალ სხივებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მივიღებთ დედამიწის დამახინჯებულ ზედაპირს, რადგან სფეროს გადატანა სიბრტყეზე, დამახინჯების გარეშე შეუძლებელია. დამახინჯების შესამცირებლად, რუკების შედგენის დროს, იყენებენ სპეციალურ მათემატიკურ საფუძვლებს, რომლებსაც კარტოგრაფიული პროექციები ეწოდება.

imageკარტოგრაფიული პროექცია არის დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე გადატანის საშუალება. პროექციების გამოყენების მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება დამახინჯების თავიდან აცილება. დამახინჯების მიხედვით, პროექცია შეიძლება იყოს:

ტოლკუთხა – არ იცვლება ობიექტის მოხაზულობა ანუ კუთხეები სხვადასხვა მიმართულებებს შორის;

ტოლდიდი – არ იცვლება ფართობები;

ნებისმიერი – არ არის დაცული კუთხეების და ფართობების ტოლობა;

ტოლშორისული – დაცულია მანძილები ობიექტებს შორის;

რუკის შედგენის დროს, პროექციის შერჩევა ხდება მისი დანიშნულების მიხედვით. მაგ., პოლიტიკური რუკის შედგენისას, ირჩევენ ტოლდიდ პროექციას, რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიების ფართობების შედარება. ნავიგაციაში იყენებენ ტოლკუთხა პროექციაში შესრულებულ რუკებს, რადგან ზღვაში ორიენტირებისთვის, მნიშვნელოვანია კუთხეების ზუსტი ზომები, სხვადასხვა მიმართულებებს შორის.

დამახინჯების გარდა, კარტოგრაფიულ პროექციებს განასხვავებენ კარტოგრაფიული ბადის აგების წესის მიხედვით. რაც იმას გულისხმობს, რომ რუკას მათემატიკურ საფუძვლად, რომელიმე გეომეტრიული ფიგურა არის გამოყენებული.

ბადის აგებულების თავისებურების მიხედვით, ყველაზე გავრცელებული არის ცილინდრული, კონუსური და აზიმუტური პროექციები.

იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება გეომეტრიული ფიგურების კარტოგრაფიაში გამოყენება, უნდა წარმოვიდგინოთ გლობუსი, რომელზეც ჩამოცმულია გეომეტრიული ფიგურა. თუ ეს ფიგურა ცილინდრია, მის შიდა კედლებზე ხდება გრადუსთა ბადისა და გეოგრაფიული ობიექტების გადატანა. ცილინდრის გაშლის შემდეგ, სიბრტყეზე მიიღება მერიდიანებით და პარალელებით შექმნილი მართკუთხედებიანი ბადე. ასეთ რუკაზე, დამახინჯება იქ იქნება ნაკლები, სადაც გლობუსი ცილინდრს ეხება.

imageცილინდრული პროექცია შეიძლება იყოს: განივი, გრძივი და დახრილი.

განივი ცილინდრული პროექციის დროს, დამახინჯება ნაკლებია ცილინდრის მხებ მერიდიანებზე განლაგებულ ობიექტებზე, ხოლო გრძივი ცილინდრული პროექციის შემთხვევაში, ნაკლებად მახინჯდება ეკვატორზე განლაგებული ობიექტები.

imageმოცემულ სურათზე, გლობუსიდან რუკა მიღებულია მერკატორის ტოლკუთხა, გრძივი ცილინდრული პროექციის გამოყენებით და დამახინჯების ხარისხი გადმოცემულია წრეებით (გლობუსზე ერთნაირი ზომის წრეები არის დატანილი და მისი სიბრტყეზე გაშლის და რედაქტირების (ცარიელი ადგილების შევსება) შემდეგ, რუკაზე წრეების ერთმა ნაწილმა ზომა შეიცვალა). დამახინჯება ეკვატორზე ნულის ტოლია და წრეების რადიუსი ეკვატორზე და გლობუსზე ერთნაირია. ეკვატორიდან მოშორებით, წრეების ზომა თანდათანობით იზრდება, რაც იმის ნიშანია, რომ დამახინჯების ხარისხი რუკაზე, ეკვატორიდან დაშორების ზრდასთან ერთად მატულობს.

ცილინდრული პროექციები გამოიყენება მსოფლიოს და ცხელი ქვეყნების რუკების შედგენის დროს.

კონუსური პროექციის გამოყენების დროს, გლობუსის ზედაპირი გადააქვთ კონუსის შიდა კედლებზე. პარალელზე, რომელზეც გლობუსი და კონუსი ერთმანეთს ეხება, დამახინჯება ნულის ტოლია. ამ პარალელის ზევით და ქვევით, დამახინჯება თანდათანობით, მისგან დაშორების პროპორციულად იზრდება: რაც უფრო შორს არის ობიექტი შემხები პარალელისგან, მით უფრო დიდია დამახინჯების ხარისხი.

კონუსური პროექციის გამოყენება, ზომიერ სარტყელში განლაგებული ქვეყნების რუკების შედგენის დროს ხდება.

imageაზიმუტური არის ისეთი პროექცია, რომლის გამოყენების დროს, დედამიწის ზედაპირი, გლობუსიდან ქაღალდზე პირდაპირ გადააქვთ, გეომეტრიული ფიგურების გამოყენების გარეშე. დამახინჯება ნულის ტოლია გლობუსისა და სიბრტყის შეხების წერტილში.

აზიმუტური პროექცია გამოიყენება პოლარული და ცივი სარტყლის ქვეყნებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექციების გარდა, არის რთული მათემატიკური გამოთვლებით მიღებული პროექციები. ასეთი პროექციების გამოყენებით, უჩვეულო რუკების მიღება შეიძლება. მაგ., ფსევდოკონუსურ პროექციაში შედგენილ რუკას, გულის ფორმა აქვს. დედამიწას შეიძლება ვარსკვლავის ფორმაც ჰქონდეს, თუ რუკა «ვარსკვლავოვან» პროექციაში არის შესრულებული.

image

image

image

image§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70081-§17-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-I-მზის-ქარი-და-მ/88/

§18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70832-§18-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-II-სისტემები-მთვ/88/

§19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70580-§19-ზოგადი-ცნობები-დედამიწის-მზის-და-მთვარის-შესახებ-თავი-III-პლანეტა-/108/

§20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70950-§20-ტერმინები-და-განმარტებები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფ/108/

§21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება.
http://intermedia.ge/სტატია/71270-§21-კარტოგრაფიის-საგანი-და-განვითარების-ისტორია-თავი-IV-კარტოგრაფია-და/108/



§22. გლობუსი, გრადუსთა ბადე და კოორდინატთა სისტემა. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება.

http://intermedia.ge/სტატია/71966-§22-გლობუსი-გრადუსთა-ბადე-და-კოორდინატთა-სისტემა-თავი-IV-კარტოგრაფია-დ/88/

0
865
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0