x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გრაფიკული ფაილების ფორმატები (Photoshop CS 4 & 5)

გრაფიკული გამოსახულება რომ პიქსელებისგან შედგება და რომ თითოეული პიქსელის ფერი ციფრული მაჩვენებლით იწერება შესაბამისი ფერის მოდელის მიხედვით, ეს უკვე ვიცით. ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ციფრული ინფორმაციის შენახვაზე, რადგან გამოსახულების რედაქტირებაზე მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია შენახვის წესების ცოდნა.
ციფრულ გამოსახულებას ინახავენ ფორმატებში. ფორმატი განსაზღვრავს ინფორმაციის შენახვის წესს და შეკუმშვის ხარისხს გამოსახულების შიგნით.
შენახვის ფორმატის არჩევისას, ძირითადად ორი ასპექტით ხელმძღვანელობენ: ფორმატის შეკუმშვის უნარით და ხარისხით და გამოსახულების დანიშნულებით. გამოსახულების შეკუმშვა აუცილებელია, რადგან რასტრული გამოსახულების ზომა ძალიან დიდია, მაგ., CD დისკზე შეიძლება დაეტიოს 300 გამოსახულება შეკუმშულ მდგომარეობაში ან 10 შეკუმშვის გარეშე. რაც შეეხება დანიშნულებას, მაგ., Web – გვერდისთვის შენახული გამოსახულება, სხვა რამისთვის უკვე აღარ გამოდგება.
გრაფიკული ფორმატების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ მათ შორის, სულ რამოდენიმეა საყოველთაოდ აღიარებული და ფართოდ გავრცელებული:

გრაფიკული ფაილების ფორმატები JPEG (იგივე JPG) ყველაზე გავრცელებული ფორმატია. ამ ფორმატში შენახული გამოსახულება იხსნება ნებისმიერ სისტემაში და პროგრამაში. სამოყვარულო ფოტოკამერებით და მობილური ტელეფონებით გადაღებული სურათები, სწორედ ამ ფორმატშია. გამოსახულების JPEG ფორმატში შენახვისას, შესაძლებელია შეკუმშვის ხარისხის დარეგულირება. ძლიერი პრესის დროს, გამოსახულების ზომა არის პატარა, ხოლო ხარისხი, შესაბამისად, ცუდი. მცირე პრესისას, შეკუმშვის ალგორითმი მხოლოდ იმ ინფორმაციას აქრობს გამოსახულებოდან, რომელიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმატში გამოსახულების შენახვა რედაქტირების ბოლო ეტაპზე შეიძლება, რადგამ ყოველი ახალი შეკუმშვისას, გამოსახულებიდან ახალ-ახალი ინფორმაცია ქრება, რაც საბოლოო ჯამში, გამოსახულების ხარისხს აფუჭებს.
JPEG ფორმატში შეიძლება RGB და CMYK ფერთა მოდელების გამოსახულებების შენახვა, მაგრამ პოლიგრაფიაში ამ ფორმატის გამოსახულება არ გამოიყენება, რადგან შეკუმშვის ალგორითმი დეფექტებს ქმნის კონტრასტულ საზღვრებზე.

გრაფიკული ფაილების ფორმატები TIFF – ი უნივერსალური ფორნატია. ამ ფორმატში ნებისმიერი სახის გამოსახულების შენახვა შეიძლება. გამოიყენება პოლიგრაფიაში, აქვს შეკუმშვის რეჟიმები, მაგრამ ამ ფორმატში შენახულ გამოსახულებას ზოგიერთი პროგრა ვერ ხსნის, ხოლო შეკუმშვის გარეშე შენახული გამოსახულების ზომა 10 – ჯერ ან 100 – ჯერ აღემატება იმავე გამოსახულების ზომას, შენახულს JPEG ფორმატში. TIFF ფორმატში გამოსახულების შეკუმშვის გარეშე შენახვისას, ინფორმაცია არ იკარგება, შესაბამისად, უცვლელია გამოსახულების ხარისხიც. თუ JPEG – დან TIFF ფორმატში გადავიყვანთ გამოსახულებას, ამით მისი ხარისხი არ ამაღლდება და ვერც პოლიგრაფიაში გამოვიყენებთ. GPEG ფორმატის გამოსახულება, შექმნის მომენტიდან უკვე შეზღუდულია და სხვა ფორმატში გადაყვანით უკეთესი ვერ გახდება.
TIFF ფორმატის გამოსახულების მიღება, მხოლოდ პროფესიონალური ფოტოკამერების გამოყენებით არის შესაძლებელი.

გრაფიკული ფაილების ფორმატები GIF და PNG სპეციალური ფორმატებია რასტრული გამოსახულების ინტერნეტში განსათავსებლად. GIF ფორმატი მუშაობს მხოლოდ ინდექსირებული ფერებით (ფერთა პალიტრაში 256 ფერია). ეს ფორმატი გამოიყენება მარტივი ანიმაციების შესაქმნელად.
PNG ფორმატი GIF ფორმატის ჩასანაცვლებლად შეიქმნა. მისგან განსხვავებით, მუშაობს RGB ფერთა მოდელით და შეუძლია შეინახოს ფენის გამჭვირვალობა. ამ ფორმატს ხშირად იყენებენ ფოტოსურათების გასაფორმებელი ჩარჩო-შაბლონების და კლიპარტების შესანახად.
ამ ორი ფორმატის გარდა, ინტერნეტში გამოსახულების განთავსება შეიძლება JPEG ფორმატშიც, ძლიერი შეკუმშვის შემდეგ, მაგრამ ასეთი გამოსახულება სხვა მიზნებისთვის უკვე აღარ გამოდგება.

გრაფიკული ფაილების ფორმატები PSD ფორმატი არის ფოტოშოპის „მშობლიური“ ფორმატი. ინახავს ყველაფერს და ნებისმიერი სახით. ამ ფორმატში შეიძლება შუალედური ნამუშევრის შენახვა, რედაქტირების დასრულებამდე (ზოგიერთ შემთხვევაში, გამოსახულების რედაქტირებისთვის დიდი დრო არის საჭირო).
PSD ფორმატის გამოსახულება იხსნება მხოლოდ ფოტოშოპის და მედია ფაილების დათვალიერების სპეციალურ პროგრამებში.

0
714
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0