x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო (Color Replacement Tool). ხატვის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

Color Replacement არის ხელსაწყო, რომლის გამოყენებით შესაძლებელია გამოსახულების ცალკეული ობიექტისთვის ფერის შეცვლა, ყოველგვარი დამატებითი ბრძანებების, ფენებისა და ნიღბების გარეშე. ამასთან, ფერის ჩანაცვლების შემდეგ, გამოსახულება ინარჩუნებს საწყის ტექსტურას (ნახ. 1).

ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო

Color Replacement ხელსაწყო გაერთიანებულია ჯგუფში ფუნჯთან და ფანქართან ერთად და მის გასააქტიურებლად უნდა გავხსნათ, ხელსაწყოების პანელზე მდებარე, ფუნჯის კონტექსტური მენიუ და დავაწკაპუნოთ ხელსაწყოს სახელზე. აქტივაციის შემდეგ, ეკრანზე გამოვა ხელსაწყოს პარამეტრების პანელი (ნახ. 2).

ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო Color Replacement-ს მოხმარების წესი იგივეა, რაც ხელსაწყო ფუნჯის, მაგრამ პარამეტრები განსხვავებული აქვს. პარამეტრების პანელზე Brush (იხ. ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) ველის შავ ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოდის ხელსაწყოს ზომისა და ფორმის დასარეგულირებელი პარამეტრების პანელი (ნახ. 3):

ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო Master Diameter ველში უნდა დავაფიქსიროთ ხელსაწყოს ზომა. Hardness ველში – ხელსაწყოს სიმაგრე. Spacing პარამეტრი განსაზღვრავს მანძილს ფუნჯის ანაბეჭდებს შორის. Roundness პარამეტრი უცვლის ფუნჯს ფორმას, ხოლო Angle – დახრის კუთხეს. თუ Angle პარამეტრის მაჩვენებელი 0 – ის ტოლია, ხოლო Roundness პარამეტრის მჩვენებელი 100%-ია, ფუნჯი სწორი ფორმისაა. დანარჩენი პარამეტრები პლანშეტით მუშაობისთვის არის განკუთვნილი. P. S. ხელსაწყოს ზომის დარეგულირება შესაძლებელია კლავიატურის კვადრატული ღილაკების საშუალებითაც, ისევე როგორც, ხელსაწყო ფუნჯის. ხელსაწყოს ზომის შერჩევის შემდეგ, ხელსაწყოების პანელზე, ფერის ბლოკიში, წინა ფონის ფერად უნდა დავაფიქსიროთ ფერი, რომლითაც უნდა მოხდეს გამოსახულების ფერის ჩანაცვლება და ხელსაწყოს პარამეტრების პანელის Mode ჩამოსაშლელი მენიუდან, ავირჩიოთ გამოსახულებაზე ფერის დადების რეჟიმი: Color რეჟიმი ცვლის ფერს გამოსახულებაზე, უცვლელად ტოვებს გამოსახულების ფერის სიმკვეთრეს. Hue რეჟიმი ცვლის ძირითად ფერს, უცვლელად ტოვებს გაჯერებულობას და სიმკვეთრეს. Saturation რეჟიმი ცვლის გაჯერებულობას, უცვლელად ტოვებს ტონალობას და სიმკვეთრეს. Luminosity რეჟიმი ცვლის ფერის სიმკვეთრეს, უცვლელად ტოვებს ფერის ტონს და გაჯერებულობას. ფერის ჩანაცვლებისას, ყველაზე ხშირად გამოიყენება Color რეჟიმი. შემდეგი პარამეტრი, პარამეტრების პანელზე, განსაზღვრავს იმ ფერს, რომლის ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ხელსაწყოს აქტიურობის პირობებში, კურსორი ღებულობს წრის ფორმას, რომლის ცენტრში მოთავსებულია ჯვარი. მისი გამოსახულებაზე გადატანის შემთხვევაში, ხელსაწყო იწყებს ფერის სკანირებას და ის ფერი იქნება შეცვლილი, რომელიც ხელსაწყოთი გამოსახულებაზე დაწკაპუნების მომენტში, კურსორის ცენტრის ქვეშ მოხვდება. შესაცვლელი ფერის ნიმუშის განმსაზღვრელი Sampling პარამეტრი, პიპეტკიანი სამი ღილაკისაგან შედგება:

ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო I. Continuous ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში (I ღილაკი მარცხნიდან), ფერის ნიმუშის განახლება მუდმივად ხდება, ხელსაწყოს გამოსახულებაზე გადაადგილების კვალდაკვალ.

II. Once ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო ნიმუშს იღებს გამოსახულებაზე დაწკაპუნებისას და მხოლოდ ამ ნიმუშის მიხედვით ხდება ფერის ჩანაცვლება, ხელახალ დაწკაპუნებამდე.

III. Background Swatch ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო იმ ფერს ჩაანაცვლებს, რომელიც ხელსაწყოების პანელზე, ფერის ბლოკში, უკანა ფონის ფერად იქნება დაფიქსირებული. ე. ი. ვიდრე ამ ღილაკს გავააქტიურებთ, ხელსაწყოების პანელზე, უკანა ფონის კვადრატზე უნდა დავაწკაპუნოთ (გამოვა ფერთა პალიტრა), კურსორი გადავიტანოთ გამოსახულებაზე და ავირჩიოთ ის ფერი, რომლის ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს ახალი ფერით. Limits პარამეტრი განსაზღვრავს შესაცვლელი ფერის პიქსელების მდებარეობას. მის ჩამოსაშლელ მენიუში სამი რეჟიმია ამოსარჩევად: Discontiguous რეჟიმის არჩევის შემთხვევაში, ფერის ჩანაცვლება ხდება ნებისმიერ ადგილზე ხელსაწყოს ფარგლებში (ნახ. 4). Contiguous რეჟიმით ფერი ეცვლება ფერის ნიმუშის მეზობლად მდებარე იმ პიქსელებს, რომლებიც ქმნიან უწყვეტ ოლქებს (ნახ. 4).

ფერის ჩანაცვლების ხელსაწყო Find Edges რეჟიმი ცვლის ფერს საზღვრით შემოფარგლულ ოლქებში. ამ რეჟიმში ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა ფერის ოლქის საზღვრებს. Tolerance პარამეტრი განსაზღვრავს ჩასანაცვლებელი ფერების დიაპაზონს ანუ ჩასანაცვლებელი ფერის ნიმუშთან ახლოს მდგომი ფერების რაოდენობას, რომლებიც ასევე შეიცვლებიან ნიმუშის ფერის შეცვლის დროს. პარამეტრის მნიშვნელობა შეიძლება მერყეობდეს 0-დან 255-მდე დიაპაზონში. რაც უფრო ნაკლები იქნება ამ პარამერტის მნიშვნელობა, მით უფრო ნაკლები ფერის ჩანაცვლება მოხდება. Anti-alias გადამრთველი უზრუნველყოფს ფერის მოსწორებას ანუ გლუვ გადასვლებს ჩანაცვლებულ და გამოსახულებაზე უცვლელად დარჩენილ ფერებს შორის.

0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0