x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფერის კორექცია ფოტო ფილტრებით (Photo Filter ) და გამოსახულების არხებით. ხელსაწყო Channel Mixer (არხების შერევა). მარტივი კორექციები (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყო Photo Filter (ფოტო ფილტრი), მენიუდან Image/Adjustments, გამოიყენება გამოსახულების კორექციისთვის (მაგ., მოწითალო ტონალობის გამოსახულებაზე, წითელი ფერის საპირისპირო, ცისფერი ფილტრის დადებით, შესაძლებელია წითელი ტონის განეიტრალება). ეს არის ფოტოშოპის ერთადერთი ხელსაწყო, რომელსაც პროტოტოპი აქვს რეალურ ცხოვრებაში. პროფესიონალი ფოტოგრაფები, გადაღების წინ, ფოტოაპარატის ობიექტივზე ამაგრებენ სხვადასხვა სახის ფილტრებს, რომლებიც, გადაღების სტადიაში, კორექციას უკეთებენ მომავალ კადრს. ამ ფილტრების საშუალებით, გამოსახულების არა მარტო ფერის კორექცია, არამედ, ტონირებაც შეიძლება. ეს იგივეა, ფერადი შუშით რომ გავხედოთ ობიექტს.
ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის Filter ველის ჩამოსაშლელ მენიუში, რეალურად არსებული ძირითადი ფილტრების ჩამონათვალია და რომელიმეს ამორჩევის შემთხვევაში, გამოსახულების კორექცია ავტომატურ რეჟიმში ხდება.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფერის კორექცია ფოტოფილტრებით

ფილტრის მოქმედების სიძლიერეს განსაზღვრავს Density (ოპტიკური სისქე) ველის ბერკეტი. თუ Filter მენიუში წარმოდგენილი ფილტრებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, უნდა დავაწკაპუნოთ Color ველზე და ეკრანზე გამოსულ ფერთა პალიტრიდან ავირჩიოთ ნებისმიერი ფერი. ყოველთვის ჩართული უნდა იყოს Preserve Luminosity (სიმკვეთრის შენარჩუნება) გადამრთველი, რომ ფილტრმა მხოლოდ გამოსახულების ფერზე იმოქმედოს, ხოლო სიმკვეთრე უცვლელი დატოვოს.

**********************************************************************************************************************************

ყველა ციფრული გამოსახულება არხებისგან შედგება, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას პიქსელების მდგომარეობის შესახებ და მათი რაოდენობა დამოკიდებულია გამოსახულების ფერის მოდელზე.
ფოტოშოპში, არხებზე სამუშაოდ, არის სპეციალური Channels პალიტრა, რომლის საშუალებით შესაძლებელია არხების ვიზუალურად ნახვა და მათი მდგომარეობის შეფასება.
Grayscale მოდელის გამოსახულებას აქვს ერთი არხი – Gray (ნაცრისფერი).

გამოსახულების არხებიRGB მოდელის გამოსახულებას აქვს სამი არხი: Red (წითელი), Green (მწვანე) და Blue (ლურჯი)

გამოსახულების არხები

CMYK მოდელის გამოსახულებას აქვს ოთხი არხი: Cyan (ცისფერი), Magenta (მეწამური), Yellow (ყვითელი) და Black (შავი).

გამოსახულების არხები

Lab მოდელის გამოსახულებას აქვს სამი არხი: Lightness (ფორმა და კონტრასტი), a (მწვანიდან მეწამურამდე) და b (ლურჯიდან ყვოთლამდე).

გამოსახულების არხები

ფოტოშოპში ყველა არხი ნაცრისფერ ტონალობაში არის წარმოდგენილი. პროგრამის მართვის სისტემაში შესაბამისი გადამრთველის ჩართვის შემდეგ (მენიუ Edit > Preferences > Interface > გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში, საჭიროა Show Channels in Color გადამრთველის ჩართვა), Channels პალიტრაში არხები, არხის სახელის შესაბამის ფერებში აისახება. მაგრამ ამის გაკეთება რეკომენდირებული არ არის, რადგან არხების მდგომარეობის შეფასება და მათი ერთმანეთთან შედარება, ერთ ფერში უფრო მოსახერხებელია.

გამოსახულების არხები

ნაცრისფერ ტონალობაში წარმოდგენილი ფერის არხების გარდა, Channels პალიტრაში არის არხების შეთავსებით მიღებული არხი, რომელშიც გამოსახულება ფერში არის წარმოდგენილი. მას პალიტრაში ზედა სტრიქონი უკავია.
Channels პალიტრის არხის თითოეულ მინიატურაში წარმოდგენილია შესაბამისი არხის შინაარსი. მინიატურის მარცხნივ მოთავსებულია „თვალის“ პიქტტოგრამა. მასზე დაჭერით შესაძლებელია არხის ჩართვა და გამორთვა (ყველა არხის ერთდროულად გათიშვა არ შეიძლება). სხვადასხვა არხის მორიგეობით ჩართვით, შესაძლებელია მათი მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტის ფანჯარაში ის არხი აისახება, რომელიც მოცემულ მომენტში Channels პალიტრაში არის აქტიური.

გამოსახულების არხები

„თვალის“ პიქტოგრამის გათიშვის გარდა, პროგრამაში არხების დათვალიერების სხვა მეთოდებიც არსებობს:
1) პალიტრაში, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ყველა არხი აქტიურია. რომელიმე არხის სახელზე დაწკაპუნების შემთხვევაში, შერჩეული არხის გარდა, ყველა არხი ითიშება.
2) არხების დათვალიერება ასევე შეიძლება, არხის სტრიქონის ბოლოს მოცემული კლავიატურის ღილაკების კომბინაციების გამოყენებით.
ცალკე აღებული არხის კორექცია, ისევე შეიძლება, როგორც სრულფეროვანი გამოსახულებისა, Image/Adjustments მენიუს ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორებიცაა: Brigghtness/Contrast, Levels, Curves, Invert, Shadows/Highlights და სხვა (ყველა საკორექციო ხელსაწყო არხების რედაქტირებისთვის არ გამოიყენება, რადგან ზოგიერთი მათგანის ფუნქციონირებისთვის, გამოსახულების ყველა არხი არის საჭირო). არხების დათვალიერების შემდეგ, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე არხი მეტისმეტად გადანათებული, ჩაბნელებული ან ნაკლებად კონტრასტულია, მაშინ შესაძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ხელსაწყოებით, მისი რედაქტირება. არხის კორექციის შედეგი გამოსახულებაზე პარალელურ რეჟიმში რომ გამოჩნდეს, საჭიროა შერჩეული არხის აქტიურობის პირობებში, გაერთიანებული არხის „თვალის“ ჩართვა. ამ შემთხვევაში, მონიშნული იქნება ერთი არხი, მაგრან დოკუმენტის ფანჯარაში აისახება სრულფეროვანი გამოსახულება.

გამოსახულების არხები

ყველა არხის ერთდროულად ჩასართავად, საჭიროა გაერთიანებული არხის სახელზე დაწკაპუნება.
P.S. Chaanels პალიტრის სხვა ფუნქციები მოგვიანებით იქნება განხილული.

**********************************************************************************************************************************

ხელსაწყო Channel Mixer (არხების შერევა), მენიუდან Image/Adjustments, ცალკე აღებული არხის საკორექციოდ არ გამოიყენება, რადგან კორექცია სხვადასხვა არხების შერევის გზით ხდება.
ხელსაწყოს სადიალოგო ფანჯრის Output Channel ჩამოსაშლელ მენიუში საჭიროა არხის არჩევა (ავტომატურ რეჟიმში წითელი არხია დაფიქსირებული).

Channel Mixer (არხების შერევა)Source Channels ველში განლაგებულია ბერკეტები თითოეული არხისათვის. ბერკეტების გადაადგილების დიაპაზონები -200-დან +200% -მდეა. შერჩეული არხის ბერკეტი, აღნიშნულ ველში, ყოველთვის +100-იან ნიშნულზე დგას. ბერკეტის მარჯვნივ გადაადგილების შემთხვევაში, იზრგება არხის წილი, ხოლო მარცხნივ გადაადგილების შემთხვევაში – მცირდება. ცვლილების დაბალანსება ხდება დანარჩენი ორი არხის წილების გაზრდით ან შემცირებით. სამივე არხის ჯამური მაჩვენებელი, რომელიც სადიალოგო ფანჯარაში ფიქსირდება Total: ველში, ყოველთვის 100%-ის ტოლი უნდა იყოს.
ფერადი გამოსახულების კორექციისთვის ეს ხელსაწყო ნაკლებად გამოიყენება. მას, უფრო ხშირად, ტონირებისათვის იყენებენ. გარდა ამისა, ის გამოიყენება სხვადასხვა ფოტოეფექტების და ფერადი გამოსახულებიდან შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად.
სადიალოგო ფანჯარაში არის Monochrome გადამრთველი, რომლის გააქტიურების შემდეგ, Output Channel ველში Gray არხი ფიქსირდება, ხოლო Source Channels ველში ბერკეტები ისე განლაგდება, რომ ყველა არხიდან გარკვეული წილის (Red: +40%, Green: +40%, Blue: +20) აღების შემდეგ, შავ-თეთრი გამოსახულება მიიღება.

Channel Mixer (არხების შერევა) შავ-თეთრი გამოსახულება უნდა იყოს კონტრასტული, კარგად გამოხატული ფორმებით. ასეთი გამოსახულების მისაღებად, საჭიროა ჯერ გამოსახულების არხების შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა მოხდეს ხელსაწყოს ბერკეტების დარეგულირება, არხების მდგომარეობის გათვალისწინებით.

Channel Mixer (არხების შერევა) RGB ფერის მოდელის გამოსახულებებში: 1) წითელი არხი გადმოსცემს ფერის ტონს. ეს არხი ნაკლებად კონტრასტულია; 2) მწვანე არხი უფრო მეტად კონტრასტულია და გადმოსცემს ფერს და ფორმას; 3) ყველაზე მეტად კონტრასტული არის ლურჯი არხი, რომელისც გადმოსცემს ფორმას.

Channel Mixer (არხების შერევა) შავ-თეთრი გამოსახულების მიღება ბერკეტების დარეგულირების გარეშეც შეიძლება. Presset ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია წინასწარ გამზადებული შაბლონები, სხვადასხვა ფერის ფილტრების გამოყენებით. საჭიროა ამ მენიუში რომელიმე პუნქტის არჩევა და შავ-თეთრი გამოსახულება ავტომატურ რეჟიმში შეიქმნება.

Channel Mixer (არხების შერევა) სადიალოგო ფანჯრის ქვედა ნაწილში, განლაგებულია Constant ველი, რომელიც გამოიყენება კორექციის შედეგად მიღებული გამოსახულების სიმკვეთრის დასარეგულირებლად.

0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0