x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები (Photoshop CS 4 & 5)

Distort ჯგუფის ფილტრები გამოიყენება გამოსახულების გეომეტრიული დეფორმაციისთვის და სხვადასხვა სახის პლასტიკური ეფექტების შესაქმნელად.

ფილტრის გამოძახება შეიძლება ბრძანებით: მენიუ Filter > Distort > რომელიმე ფილტრი ქვემენიუდან (ნახ. 1).

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

I. Diffuse Glow (გაბნეული სინათლე) ფილტრი გამოიყენება მინის, ბურუსის ან სინათლის სხვა გამბნევების მიღმა გამოსახულების დანახვის იმიტაციისთვის (ნახ. 2).

Graininess (მარცვლოვნობა) ადგენს ელემენტების გაბნეულობის შეფარდებით ზომას 0-დან 10-მდე დიაპაზონში.

glow Amount (ეფექტი) ადგენს გაბნეულობის ხარისხს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Clear Amount (ორიგინალი) განსაზღვრავს გამოსახულების ორიგინალის ასახვის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

II. Displace (გადანაცვლება) ფილტრი გამოსახულების დეფორმაციისთვის იყენებს PSD ფორმატში შენახულ სხვა გამოსახულებას ანუ სულ სხვა გამოსახულების საფუძველზე ხდება გამოსახულების დეფორმირება.

ფილტრის სადიალოგო ფანჯარაში (ნახ. 3) მაჩვენებლების დაფიქსირების შემდეგ, საჭიროა OK ღილაკზე დაჭერა, რის შემდეგაც, ეკრანზე გამოდის Load სადიალოგო ფანჯარა დეფორმაციის ფაილის ასარჩევად.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

Horizontal Scale (ჰორიზონტალური მასშტაბი) განსაზღვრავს გამოსახულების გადანაცვლების ხარისხს ჰორიზონტალური მიმართულებით.

Vertical Scale (ვერტიკალური მასშტაბი) განსაზღვრავს გამოსახულების გადანაცვლების ხარისხს ვერტიკალური მიმართულებით.

Displacement Mep (გამრუდების სქემა) ველში შესაძლებელია:

Stretch To Fit (გაწელვა) – მეორე გამოსახულების გაწელვა სადეფორმაციო გამოსახულების ზომამდე.

Tile (მოზაიკა) – მეორე გამოსახულების გამრავლება სადეფორმაციო გამოსახულების ზომადე.

Undefined Areas (განუსაზღვრელი უბანი) ველში ორი გადამრთველია:

Wrap Around (ჩამოჭრილი ფრაგმენტების ჩასმა) – ჩამოჭრილი ფრაგმენტების ჩასმა გამოსახულების საპირისპირო მხარეს.

Repeat Edge Pixels (სასაზღვრო პიქსელების გამეორება)- ჩამოჭრილი ფრაგმენტების იგნორირება.

III. Glass (მინა) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების ისეთი მინის მიღმა დანახვის იმიტაციისთვის, რომელსაც აქვს უსწორმასწორო, ტექატურული ზედაპირი (ნახ. 4).

Distortion (გამრუდება) განსაზღვრავს გამოსახულების ტრანსფორმაციის დონეს 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Smoothness (შერბილება) განსაზღვრავს მოსწორების დონეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Texture (ტექსტურა) ჩამოშაშლელ მენიუში შესაძლებელია ტექსტურის არჩევა მინისათვის:

* Blocks (ბლოკი);

* Canvas (ტილო);

* Frosted (ნამყინვარები);

* Tiny Lens (ბადე);

ტექსტურის ველის გვერდით მოთავსებულ პატარა ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის Load Texture სადიალოგო ფანჯარა და შესაძლებელი ხდება PSD ფორმატის ნებისმიერი გამოსახულების არჩევა ტექსტურისათვის.

Scaling (მასშტაბი) უზრუნველყოფს ტექსტურის მასშტაბირებას 50-დან 200%-მდე დიაპაზონში.

Invert (ინვენტირება) გადამრთველი „მინის“ ზედაპირზე ადგილს უცვლის მუქ და ღია ფერება.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

IV. Lens Correction (ობიექტივის ხარვეზების კორექცია) ფილტრი გამოიყენაბა ფოტოობიექტივის მიერ დაშვებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ფილტრის სადიალაგო ფანჯრის ხალსაწყოები და პარამეტრები (ნახ.5) მეტნაკლებად ასწორებენ სურათის გადაღების დროს დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზებს.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

ფილტრის სადიალაგო ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია ფილტრის ხელსაწყოების პანელი. Remove Distortion (გამრუდების აღმოფხვრა) ხელსაწყო (ნახ. 5 (1) გამოიყენება გამრუდების შესაქმნელად. მისი ამორჩევის შემდეგ, მაუსის გამოსახულების შიგნით გადაადგილების შემთხვევაში, იქმნება ბალიშისებური გამრუდება, ხოლო სიღრმიდან ნაპირებისკენ მოძრაობისას – მიიღება კასრისებური გამრუდება. ამ ხელსაწყოს საკუთარი ბერკეტიანი ველი აქვს ფილტრის სადიალოგო ფანჯრის მარჯვენა მხარეს: Remove Distortion ბერკეტი ასრულებს იგივე ფუნქციას რასაც ზემოთ ხსენაბული ხელსაწყო, ბერკეტის მარჯვნივ და მარცხნივ გადაადგილებით იცვლება გამრუდების ეფექტი.

Straighten (დახრის გათანაბრება) ხელსაწყო (ნახ. 5 (2) გამოსახულების გარკვეული კუთხით მოსაბრუნებლად გამოიყენება. მობრუნების კუთხის შესაქმნელად საჭიროა ხელსაწყოს გააქტიურება და მაუსის მეშვეობით ხაზის გატარება გამოსახულებაზე გარკვეული მიმართულებით.

Move Grid (ბადის გადატანა) ხელსაწყო (ნახ. 5 (3) გამოიყენება გამოსახულების ზემოდან განთავსებული ბადის გადასაადგილებლად. ბადე დამხმარე ელემენტია გამოსახულების გასწორების პროცესში. მისი ჩართვა და გამორთვა შესაძლებელია სადიალოგო ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე Show Grid (ბადის ჩვენება) გადამრთველით (ნახ. 5 (4). ბადის ზომას განსაზღვრავს Size (ზომა) პარამეტრი (ნახ. 5 (5), ხოლო ბადის ფერს Color (ფერი) ფერთა ველი (ნახ. 5 (6). ბადის ფერის შესაცვლელად საჭიროა ფერის ველზე დაწკაპუნება და ეკრანზე გამოსული ფერთა პალიტრიდან რომელიმე ფერის ამორჩევა.

Hand (ხელი) ხელსაწყო (ნახ. 5 (7) გამოიყენება გამოსახულების გადასაადგილებლად, იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულება წინასწარი დათვალიერების ფანჯარაში სრულად არ ეტევა.

გამოსახულების მასშტაბირებისთვის გამოიყენება Zoom (მასშტაბი) ხელსაწყო (ნახ. 5 (8), რომელიც ყოველთვის გადიდების რეჟიმშია. მისი შემცირების რეჟიმში გადასაყვანად საჭიროა Alt ღილაკზე დაჭერა.

თუ კამერაზე ფერი სწორედ არ არის დაყენებული, გამოსახულებაზე ჩნდება ქრომატული დეფექტები, რომელთა აღმოსაფხვრელად გამოიყენება Chromatic Aberration (ქრომატული დეფორმაცია) ველის პარამეტრები: Fix Red/Cyan Fringe (წითელი/ცისფერი ფერის გასწორება ნაპირებზე) და Fix Blue/yellow Fringe (ლურჯი/ყვითელი ფერის გასწორება ბაპირებზე).

Vignette (ვინეტირება) ველის პარემეტრები გამოსახულებიდან გამორიცხავენ შედარებით მუქ ან ღია ფერის ოლქებს, რომლებიც ძირითადად გამოსახულების კიდეებზე ჩნდება.

Amount (ეფექტის დონე) პარამეტრი განსაზღვრავს კიდეების გაღიავების (მარკერის მარჯვნივ გადაადგილებით) და დამუქების (მარკერის მარცხნივ გადაადგილებით) დონეებს.

Midpoint (საშუალო წერტილი) პარამეტრი ადგენს ვინეტირების სიგანეს.

Transform (ტრანსფორმირება) ველის პარამეტრები გამოიყენება პერსპექტიული გამრუდების გასასწორებლად.

Vertical Perspective (ვერტიკალური გამრუდებები) პარამეტრით შესაძლებელია ვერტიკალური დეფექტების გამოსწორება.

Horizontal Perspective (ჰორიზონტალური გამრუდებები) პარამეტრებით შესაძლებელია ჰორიზონტალური დეფექტების გამოსწორება.

Angle პარამეტრს იგივე ფუნქცია აქვს, რაც Rotate Straighten ხელსაწყოს (ნახ.5 (2) -გამოიყენება ჰორიზონტის გასასწორებლად.

Edge (ნაპირები) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია გამოსახულების დეფორმირების შემდეგ მიღებული ცარიელი ადგილების შევსების ხერხის არჩევა:

* Transparency (გამჭვირვალე);

* Edge Extension (სასაზღრო ფერებით შევსება);

* Background Color (ფონის ფერით შევსება);

Scale (მასშტაბირება) ბერკეტიან ველს იგივე ფუნქცია აქვს რაც Zoom ხელსაწყოს (ნახ.5 (8).

V. Ocean Ripple (ოკეანის ტალღები) ფილტრი გამოიყენება წყლის მოძრაობის იმიტაციისათვის და მასში საწყისი გამოსახულების ასახვისათვის (ნახ. 6).

Ripple Size (ტალღის სიდიდე) პარამეტრი განსაზღვრავს ტალღის სიდიდეს 1-დან 15-მდე დიაპაზონში.

Ripple Magnitude (ტალღის ძალა) განსაზღვრავს წყლის მოძრაობის ძალას 0-დან 20-მდე დიაპაზონში.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

VI. Pinch (გამრუდება) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების სხვადასხვა ნაწილის დეფორმაციისათვის (ნახ. 7).

Amount (ხარისხი) პარამეტრი განსაზღვრავს დეფორმაციის ხარისხს -100%-დან +100%-მდე დიაპაზონში.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

VII. Polar Coordinates (პოლარული კოორდინატები) ფილტრი გამოიყენება მართკუთხა კოორდინატების პოლარულ კოორდინატებად კონვერტირებისათვის და პირიქით (ნახ. 8). სადიალოგო ფანჯარაში კონვერტირების ორი ვარიანტია:

Rectangular to Polar (მართკუთხა პოლარულში) და Polar to Rectangular (პოლარული მართკუთხაში)

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

VIII. Ripple (ტალღოვნობა) ფილტრი გამოიყენება წყალზე მსუბუქი ტალღების იმიტაციისთვის და ამ ფონზე გამოსახულების ანარეკლის შექმნისათვის (ნახ. 9).

Amount (ხარისხი) განსაზღვრავს ტალღის ამპლიტუდის სიდიდეს -999-დან +999-მდე დიაპაზონში.

Size (ზომა) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია ტალღის ტიპის არჩევა:

* Small (პატარა);

* Medium (საშუალო);

* Large (დიდი);

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

IX. Shear (გაღუნვა) ფილტრი გამოსახულებას ამრუდებს ფილტრის გრაფიკზე წარმოდგენილი მრუდის მიხედვით. გრაფიკის საწყისი ხაზის გაღუნვა შესაძლებელია ხაზზე მაუსის მეშვეობით წერტილის დასმით და შემდეგ უკვე ამ წერტილის გადაადგილებით (ნახ. 10). Ctrl ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ფილტრის სადიალოგო ფანჯრის Cancel ღილაკი, Default ღილაკად გადაიქცევა და მასზე დაჭერის შემდეგ, გრაფიკის ხაზი საწყის პოზიციას უბრუნდება.

Undefined Areas (განუსაზღვრელი ოლქები) ველში ორი გადამრთველია:

Wrap (ჩამოჭრილი ფრაგმენტების ჩასმა) – ჩამოჭრილი პიქსელები ადგილს იკავებენ გამოსახულების საპირისპირო მხარეს.

Repeat Edge Pixele (სასაზღვრო პიქსელების გამეორება) – ხდება ჩამოჭრილი პიქსელების იგნორირება.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

X. Spherize (სფეროზაცია) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების მოცულობით, სფერულ ან ცილინდრულ, ზედაპირზე განსათავსებლად (ნახ. 11).

Amount (ხარისხი) პარამეტრი განსაზღვრავს სფერული ზედაპირის გამრუდების ხარისხს -100-დან +100-მდე დიაპაზონში.

Mode (რეჟიმი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია მოცულობითი ზედაპირის ტიპის არჩევა:

* Normal (ნორმალური) – სფერული ზედაპირი;

* Hotizontal only (ჰორიზონტალურად) – ჰორიზონტალური ცილინდრული ზედაპირი;

* Vertical only (ვერტიკალურად) – ვერტიკალური ცილინდრული ზედაპირი;

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

XI. Twirl (ჩახვევა) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების ცენტრში ჩახვევის იმიტირებისთვის (ნახ. 12).

Angle (კუთხე) პარამეტრი განსაზღვრავს ჩახვევის სიდიდეს -999-დან +999-მდე დიაპაზონში.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

XII. Wave (ტალღა) ფილტრი გამოიყენება ტალღოვანი წყლის ზედაპირზე გამოსახულების არეკვლის იმიტაციისთვის (ნახ. 13).

Tipe (ტიპი) ველის გადამრთველები განსაზღვრავენ ტალღის ტიპს:

* Sine (სინუსური);

* Triangle (სამკუთხედი);

* Square (კვადრატი).

Nambe of Generators (გენერატორების რაოდენობა) პარამეტრი განსაზღვრავს ტალღის წყაროს რაოდენობას 1-დან 999-მდე დიაპაზონში.

Wavelength (ტალღების სიგრძე) განსაზღვრავს ტალღების მინიმალურ და მაქსიმალურ სიგრძეებს 1-დან 999-მდე დიაპაზონში.

Amplitude (ამპლიტუდა) განსაზღვრავს ტალღის მინიმალურ და მაქსიმალურ სიმაღლეებს 1-დან 999-მდე დიაპაზონში.

Scale (მასშტაბი) ადგენს დეფორმაციის მასშტაბის დონეს 0-დან 100%-მდე დიაპაზონში.

Randomize (სხვა ვარიანტი) ღილაკზე დაჭერით პარამეტრების შერჩევა ხდება შემთხვევითი წესით.

Undefined Areas (განუსაზღვრელი ოლქები) ველში ორი გადამრთველია:

Wrap (ჩამოჭრილი ფრაგმენტების ჩასმა) – ჩამოჭრილი პიქსელები ადგილს იკავებენ გამოსახულების საპირისპირო მხარეს.

Repeat Edge Pixele (სასაზღვრო პიქსელების გამეორება) – ხდება ჩამოჭრილი პიქსელების იგნორირება.

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

XIII. Zig Zag (ზიგზაგი) ფილტრი გამოიყენება გამოსახულების რადიალური დეფორმაციისთვის და წრიულტალღოვან წყალში გამოსახულების არეკვლის იმიტაციისთვის (ნახ.14).

Amount (ხარისხი) პარამეტრი ადგენს დეფორმაციის ამპლიტუდას -100-დან +100-მდე დიაპაზონში.

Ridges (ნაოჭი) განსზზღვრავს დეფორმაციის მიმართულების რაოდენობას ცენტრიდან ნაპირებისკე 1-დან 20-მდე დიაპაზონში.

Style (სტილი) ჩამოსაშლელ მენიუში შესაძლებელია დეფორმაციის სტილის არჩევა:

* Pond Ripples (წრე წყალზე);

* Out From Center (ცენტრიდან);

* Around Center (ცენტრის ირგვლივ).

Distort (დეფორმაცია) ჯგუფის ფილტრები

0
44
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0