x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136143
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510400
რატომ უნდა ავირჩიოთ MacBook-ი ნოუთბუქის ნაცვლად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი ყიდვისას?
მაკი


"კომპიუტერები მომავალში 1, 5 ტონა სიმძიმის იქნება", - წერდა 1949 წელს ცნობილი ამერიკული ჟურნალი Popular Mechanics.


უფრო გვიან, 1977 წელს კი კომპანია Digital Equipment Corporation-ის პრეზიდენტი კენ ოლსონი პროგნოზირებდა, რომ სახლებში კომპიუტერების ქონის საჭიროება არ დადგებოდა.


შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში წინა საუკუნის ყველა სკეპტიკური პროგნოზი კომპიუტერებთან დაკავშირებით მითი აღმოჩნდა. რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია - სახლი კომპიუტერის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, "1, 5 ტონიანი კომპიუტერები" კი სულ რაღაც 900-გრამიანმა ლეპტოპებმა ჩაანაცვლა.



მაკი


2016 წლის საუკეთესო ინოვაციურ ბრენდად აღიარებული კომპანია Apple-ის MacBook-ები უკვე წლებია ხარისხიან და დახვეწილ დიზაინთან ასოცირდება, რომელიც იდეალურად უსვამს ხაზს თქვენს სტატუსსა და სტილს.


სწორედ ამიტომ ნებისმიერი ნოუთბუქის შერჩევისას მომხმარებელს, ზოგჯერ გაუაზრებლადაც კი, პირველ რიგში თვალი კომპანია Apple-ის პროდუქციისკენ გაურბის.


iPhone-ებთან ერთად, Apple-ის პროდუქციიდან ყველაზე სასურველი MacBook-ის ხაზია, რომელიც ორად იყოფა: მსუბუქი და კომპაქტური Air და ძლიერი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე Pro.


ჩვეულებრივ, ტრადიციულ ნოუთბუქებთან შედარებით, MacBook-ებს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვთ დაწყებული ტექნიკური მახასიათებლებიდან, დამთავრებული წონითა და დიზაინით.


მაკი


მაკბუკი ეს არის უნივერსალური, საიმედო და ხარისხიანი მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია ყველაფერი, რაც სჭირდება აქტიურ მომხმარებელს როგორც პროფესიონალურ, ისე არაპროფესიონალურ დონეზე. ეს არის სუპერთხელი და მსუბუქი ნოუთბუქი, რომელიც ყველგან შეგიძლიათ თან ატაროთ.


ბოლო წლების განმავლობაში MacBook-ების გაყიდვა საქართველოშიც სწრაფი ტემპით იმატებს. ამ ფაქტს კომპანია iTechnic-ის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.


რატომაა MacBook-ზე მზარდი მოთხოვნა და როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული MacBook-ი, კომპანია iTechnic-ის მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი ქირია გვაძლევს რჩევებს.


მაკი


განსხვავებები ნოუთბუქებთან


ვიზუალი - Macbook-ის დახვეწილი დიზაინი იძლევა საშუალებას, რომ ის გახდეს ჩვენი იმიჯის ნაწილი.


წონა - Macbook-ი არის საკმაოდ მსუბუქი, მისი ტარება არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
გაგრილების სისტემა - სხვა ლეპტოპებისგან განსხვავებით, მაკბუქს აქვს გაგრილების ძლიერი სისტემა, რაც იცავს თქვენს მაკს გადახურებისგან.


სისტემა - Macbook-ის მთავარ უპირატესობას მისი ოპერაციული სისტემა წარმოადგენს.სისტემა უზრუნველყოფს ვირუსებისგან მაქსიმალურ დაცულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ფაილები ბევრად დაცულია.


ელემენტის ხანგრძლივობა - Macbook-ის ელემენტი დატვირთულ რეჟიმში 6-დან 12 საათამდე ძლებს, განსხვავებულია ელემენტის ხანგრძლივობა მოდელების მიხედვით.


რეტინა გამოსახულება - რეტინა გამოსახულებას უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რეტინა ეკრანი, რეტინა ეკრანი იძლევა მაღალი ხარისხის გამოსახულებას, არ ტკენს და არ აცრემლიანებს თვალებს ხანგრძლივი მუშაობის პერიოდშიც კი.


მაკი


რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MacBook-ის შეძენისას?


პირველ რიგში, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რისთვის გჭირდებათ მაკბუკი.


თუ მას მარტივი საოფისე სამუშაოებისთვის გამოიყენებთ, ასევე გიწევთ ხშირად გადაადგილება, გირჩევთ მსუბუქი MacBook Air-ის შეძენას.


თუ თქვენ ფოტოგრაფი ან პროფესიონალი გრაფიკოსი ხართ, არჩევანი რეტინა ეკრანის მქონე MacBook Pro Retina-ზე უნდა შეაჩეროთ.


თუ Apple-ის ნოუთბუქმა სახლის კომპიუტერი უნდა შეგიცვალოთ, შეგიძლიათ დაზოგოთ თქვენი ბიუჯეტი და MacBook Pro-ზე შეაჩეროთ არჩევანი.


MacOS-ი ერთერთი ყველაზე სტაბილური, დაცული და სამუშაოდ საუკეთესო ოპერაციული სისტემაა, რომელზეც უამრავი კომპანია აკეთებს არჩევანს.

0
968
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0